RSS

მთელი ცხოვრება პროფილთან ერთად….?!

“თუ ცოტა დრო გაქვთ წაგიკითხავთ” იწყებს გადაცემა პროფილის წამყვანი მაია ასათიანი.. დიახ, ხუთშაბათს, როგორც ყოველ კვირას, რუსთავი ორის ეთერში გადაცემა პროფილი გავიდა, თუმცა ამჯერად სტუმრები “ჩვენი” ტელემაყირებლის თხოვნით შეირჩა. პირველი სტუმარი ქალბატონი მაყვალა გახლდათ. ის ტრიალებს და ბრუნავს, კითხვაზე თუ რატომ, პასუხი შემგედია: კარგია და იმიტომ, ყველაფრისთვის კარგია. Read the rest of this entry »

 
4 Comments

Posted by on May 9, 2012 in წერილი

 

Tags:

ჩვენი პატრიარქი და შავი პიარი

არც ისე დიდი ხანია რაც ფეისბუქ სამყაროში ახალი “ჩემი პატრიარქი” გამოჩნდა. ერთი შეხედვით, უწყინარი და ჩვეულებრივი პათეტიკური გვერდი, სხვა უამრავი წინამორბედისგან არაფრით განსხვავდებოდა თუ არ ჩავთვლით, მძიმეს, რომელიც თავშია დასმული შემდეგი სახით (‘ჩვენი პატრიარქი). თუმცა, სულ მალე, ჩვენმა პატრიარქმა, ექაუნთიც გაიკეთა და ჭეშმარიტი მორწმუნეების მეგობრებში დამატებას მიჰყო მაუსი… და როგორც ქრისტე იგი ნაზარეველი, იწყო მან მოსწავლისა და თანამოაზრისა თვისისა ძიება. დროთა განმავლობაში, აქაუნთი გააქტიურდა, რელიგიური სურათები გამოიფინა და იწყო მოწოდება “თუ ღმერთი გიყვართ დაგვიმატეთ!”
ჩვენს დებსა და ძმებს მეტი რაღა უნდოდათ, იწამეს ჩვენი პატრიარქის და წავიდა შეარ–ლაიქ ფართი… ასობით ლაიქს, გვერდი ათასობით დაშეარებამ აუბა. და აი უცბად, სიტუაცია რადიკალურად იცვლება, ჩვენი პატრიარქი ჭკუიდან გადადის და იწყებს ისეთი სურათების დადებას, რასაც არცერთი მორწმუნე არ იზამს. (იქნება ის ფანატიკოსი თუ ფანაყლიკოსი) მაგალითისთვის მინდა რამდენიმე სურათი წარმოგდგინოთ და თავად გამოიტანეთ დასკვნა…

გაიცანით, ილია მეორეს მაისური

კარებზე მოკაკუნე იესო

მოწოდება..იზრუნეთ ღმერთზე

და ესენი კი უბრალოდ უკომენტაროდ






და სხვა მრავალი…
სწორედ აქ გაიხარა “გონება გახსნილმა” საზოგადოებამ და იწყეს “ღადავი”. მსგავსი სურათები ზუსტადაც, რომ იდეალური საშუალებაა ‘მორწმუნეების’ აბუჩად ასაგდებად და იმის დასამტკიცებლად, რომ საპატრიარქოში ფანატიკოსები ბოგინობენ. ერთი სიტყვით, ყველა ჩვენს ‘პროგრესულად მოაზროვნეს’ მეტი არც უნდოდა და ყოველი ჩემს მიერ ზემოთ მოყვანილი სურათი აიტაცეს, გამოფინეს და იწყეს დაცინვა. არა, დასაცინები რომ ვართ ფაქტია, თუმცა ისიც ფაქტია, რომ ეს კონკრეტული ექაუნთი მორწმუნის და არც ჯვაროსანი ფანატიკოსის გაკეთებული არაა, აბა რომელი მორწმუნე ფანატიკოსი გეგულებათ თქვენ, ილიას სურათზე ამბობდეს, გაატარე თუ არ მოგწონსო?! ეს გაატარე, ხომ ასეთი საშინელი სიტყვაა და რა მოსატანია წმინდა კაცთან. სხვა ყველაფერს თავი რომ დავანებოთ და ნეიტრალური თვალით შევხედოთ, ძალიან ბევრ სურათში აშკარად დავინახავთ პროვოკაციას და შავ პიარს. სპეციალურად გაბუქებული ფანატიზმი იმისთვის, რომ შემდეგში უფრო თავისუფლად ვიწუწუნოთ ეს რა ჩამორჩენილ საზოგადოებაში ვართო.
მე მინახავს, თუ როგორ პასუხობენ ჩემი გეი მეგობრობი გამოკითხვას, რომ ყოველი გეი დასაჭერია. მე ჩემი თვალით წამიკითხავს, თუ როგორ აგინებენ ათეისტები ათეისტებს, შემდეგ საკუთარ სახელს ამუქებენ და ასე დასკრინულს საკუთარ კედელზე ფენენ, მაგრამ ეს უკვე ზედმეტია.. ფაქტი კი ფაქტად რჩება, შავი პიარი ამართლებს და ნეიტრალუარად განწყობილ ადამიანებს ანახებს თუ როგორი განუვითარებლები არიან მორწმუნეები. ( ეს იმას წააგავს, ამერიკა საქართველოს რომ იცავს და ამავდროულად ყოველი რუსეთს მიერ განხორციელებული ინტერვენცია, რომ უხარია, ეს ხომ საშუალებას აძლევს აღშფოთებისას და რაც მთავარია, ევროპას ანახებს თუ როგორი საშინელი დამპყრობელია დიდი რუსული დათვი)
მოკლედ, ბევრს აღარ ვილაპარაკებ და ვიტყვი რომ შეგიძლიათ იხილოთ ზემოთ ხსენებული “ჩვენი პატრიარქი” და იქ თქვენ ნახავთ უამრავ ფოტოშოფით გაკეთებულ სურათს, გაზვიადებულ ფანატიზმს და სხვა მრავალს. და ბოლოს, თავის მხრივ ზემოთ ხსენებულ გამოწვევას ჩვენი საზოგადოებაც იდეალურად შეხვდა. მაგალითისთვის, მოწოდებაზე: “ილია მეორე გიკაკუნებს კარებზე, გააზიარე თუ შემოუშვებდი” ათასამდე გაზიარებაა და კიდევ მეტი ლაიქი.
საბოლოო დასკვნა შემდეგია: ერთ მხარეს შავი პიარი, მეორე მხარეს ერი, რომელიც სიბრმავესთან ერთად, ცხვრის ფარადაც იქცა. დაანახე რომელიმე წმინდანის სურათი, გაუძეხი წინ და მათ აფრიკამდეც ჩაიყვან.
დასასრულს კი, ამდენს ნამდვილად არ ვიბოდიალებდი, ზოგადად დამკვირვებლის როლი მიყვარს, და ამ შემთხვევასაც ასე მივუდგებოდი, დავაკვირდებოდი თუ როგორ იყლევებს თავს ორი რადიკალურად განსხვავებული მხარე თავს და გავერთობოდი, მაგრამ სულ ცოტა ხნის წინ მეგობრობის თხოვნა მეც მომივიდა “ჩვენი პატრიარქისგან” :) )
პ.ს. თუ ვინმე ჩემი მრწამსით და რელიგიური მიმდევრობთ დაინტერესდა, შეგიძლიათ ფეისბუქზე იხილოთ, იქ ყველაფერი კარგადაა მითითებული :) ))

 
8 Comments

Posted by on March 26, 2012 in წერილი

 

Tags:

ივანიშვილი პოლიტიკაზე უარს ამბობს

ივანიშვილი..ივანიშვილმა..ივანიშვილს..ივანიშვილის..ივანიშვილით..ივანიშვილად..ივანიშვილო..
ახლა კი წინადადებებში ჩავსვათ და ერის ამოძახილი ამოვიძახოთ:
ივანიშვილი მესია!
ივანიშვილმა გიხსნითო!
ივანიშვილს ბევრი ფული აქვს!
ივანიშვილის პინგვინები ბეღურებით (მერცხლებით) იკვებებიან და შემდეგ იხოცებიან!
ივანიშვილით პატრიარქი კმაყოფილია!
ივანიშვილად ვერ აღმიზრდიხარ შვილო!
ივანიშვილო, შე რუსების აგენტო!
გაგრძელება თქვენთვის მომინდვია.. Read the rest of this entry »

 
4 Comments

Posted by on November 19, 2011 in წერილი

 

Tags:

სტივ ჯობსი და მონები

არა მონობა ცუდია, გასაგებია რომ “ხიხიაა” მაგრამ ფიცი მწამს და ბოლო მაკვირვებსო უთქვამთ ოდესღაც. რა ფიცზე ვსაუბრობ? ახლავე მოგახსენებთ: კაცობრიობამ დიდი ხნის წინ აღიარა, რომ მონობა არაა გამართლებული, რომ ყოველ ადამიანს აქვს უფლება იყოს თავისუფალი და მიიღოს გადაწყვეტიულება ისე, რომ სხვას არ ემონებოდეს. Read the rest of this entry »

 
5 Comments

Posted by on November 1, 2011 in წერილი

 

Tags:

ამა ქვეყნისანი

მე მოგიხრობთ დროზე, დროზე რომელშიც ღორები ბატონობდნენ და თავისი ღორული იდეებით რყვნიდნენ ჯერ კიდევ გაურყვნელ მიწას. სადაც არ უნდა წასულიყავით, ყველგან ღორებს წააწყდებოდით. მკითხველს თავისთავად გაუჩნდება კითხვა, ვინ იყვნენ ეს უკანასკნელნი და საიდან მოვიდნენ? ძნელია იმის თქმა ზუსტად საიდან,მაგრამ მოგეხსენებათ, ღორებს ტალახი და ყოველი სიბინძურე მეტისმეტად იზიდავს, ჰოდა ეს უკანასკელი დედამიწაზე ყოველთვის არსებობდა და როგორც ბუზი იბადება ჭუჭყში, ალბათ ასე გაჩნდნენ პირველად მათი მსგავსი არსებებიც ტალახში. Read the rest of this entry »

 
 

ამა ქვეყნისანი

— მეხუთე ნაწილი
კი მაგრამ რატომ? რატომ აღარ მოდის კოჭლი ქათამი?! მე ხომ მთელი გულით მოვინანიე.
ერთხელ გაბედა და საკუთარი გულის ნადები ოჯახის წევრებს გაუზიარა.
— გაჩუმდი, ხმა ჩაიკმიდე. – შეაწყვეტინა მამამ. — შენ იმდენს იზავ დიდ ნამგალსაც განარისხებ.
— კი მაგრამ. . .
— არაფერი მაგრამ, ხმა ჩაიწყვიტე მეთქი!
დაუღრიალა მამა ღორმა. იუარა გაჩუმდა, ადალამ კი ძმას კვლავ მწარე დაცინვა დაუწყო.
— ბუნების შეცდომა, ბუნების!
ხარხარებდა ბედნიერი გოჭი, შეშლილივით. Read the rest of this entry »

 

ამა ქვეყნისანი

მეოთხე ნაწილი

— მე რაში მადანაშაულებ? მე რა შუაში ვარ? ჩემგან რა გინდა? – ღრიალებდა გაცოფებული გოჭი. — ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ თქვენ და დიდ ბურთს თავი მოგაწონოთ, შენ კი, შენ კი, რითი მიხდი სამაგიეროს, კვლავ მე მადანაშაულებ, თქვენ ყველანი უსუსურები ხართ, წარმოდგენა არ გაქვთ არაფერზე, თვითონაც არ იცით, რატომ აღარ გვიგზავნის დიდი ბურთი კოჭლ ქათამს, დაფეთებულ და აკანკალებულ ხელებს კი ჩემსკენ იშვერთ. ვიმეორებ, თუ დიდი ბურთი ასეთი მოწყალეა, რატომ არ მაპატია?! მე ხომ მთელი გულით მოვინანიე ჩემი შეცდომები. იქნებ და მე სრულებით არაფერ შუაში ვარ, იქნებ ეს თქვენ ხართ? თქვენ, თქვენ ხართ დამნაშავენი. შენ კი, შენ არ გაქვს უფლება რამეში დამადანაშაულო და ბრალი დამდო. ვინ ხარ შენ? ვინ მოგცა მაგის უფლება, შენ არ ხარ, სულ რომ გაიძახი `არვის განსჯის უფლება ჩვენ არ გვაქვს, განსჯის უფლება მხოლოდ დიდ ბურთს აქვსო~, ჰოდა თუ ჭეშმარიტად გჯერა, რასაც ღაღადებ, მაშინ გაჩუმდი და ნურვის ნუ განსჯი, ნუ ჩაერევი დიდი ბურთის სამსჯავროში და ნურასდროს ნუ შეიტან მის სიტყვებში ეჭვს. Read the rest of this entry »

 
2 Comments

Posted by on October 27, 2011 in ლიტერატურა

 

ამა ქვეყნისანი

მესამე ნაწილი

— კი მაგრამ რითი დავიმსახურეთ, მისი ასეთი განრისხება?
შეაწყვეტინა დაფეთებულმა დედა ღორმა.
— არ ვიცი, არ ვიცი, თითქოსდა არაფერი არ ჩაგვიდენია მის ასე გასანრისხებლად. ყოველდღე მადლობას ვწირავდით დიდ ბურთს, იმ ტალახისთვის, რომელსაც გვაძლევს.
— მე ვიცი, მე ვიცი რატომაც გაგვინრისხდა დიდი ბურთი!
ჩაერია მშობლების მსჯელობაში უფროსი გოჭი.
— რატომ? Read the rest of this entry »

 
6 Comments

Posted by on October 23, 2011 in ლიტერატურა

 

ამა ქვეყნისანი

მეორე ნაწილი. .

—მოდის, მოდის!
—მოდის, მოდის! – მისცა ბანი დედა ღორმაც. — ჩქარა წავიდეთ, დღეს როგორც ჩანს ცოტა ადრე მოვიდა.
მამა ღორი გაუძღვა წინ ოჯახს და ყველა ერთად ტალახის მეორე ბოლოსკენ გაეშურა. ყოველმა მათგანმა თავ-თავისი ადგილი დაიკავა და მოემზადნენ დიდი სანახაობისთვის.
ყოველი თვის ბოლოს, იმ მხრიდან, საიდანაც მრგვალი ბურთი აშუქებდა, მოდიოდა კოჭლი ქათამი. ღორებს მიაჩნდათ, რომ ეს მრგვალი ბურთი, მათი მფარველი იყო და ყოველი თვის ბოლოს მათ გასართობად კოჭლ ქათამს უშვებდა. ეს იყო ოჯახის ყველაზე წმინდათა წმინდა დღესასწაული და დიდი ბურთის უდიდესი მადლი. კოჭლი ქათამი კოჭლობით ჩაუვლიდა ხოლმე ტალახს და თან გზადაგზა ყველაფერს კორტნიდა. მისი უცნაური სიარულის მანერა კი ღორებს სიცილს ჰგვირდა, ასე იცინოდნენ და ერთობოდნენ. განსაკუთრებულ სიამოვნებას ეს დღესასწაული მამა ღორსა და ადალას ჰგვრიდა. იუარასაც მოსწონდა, ეს იყო დღე, როდესაც მთელ ოჯახს შეეძლო თავი ერთად მოეყარა და ერთად ემხიარულა. Read the rest of this entry »

 
3 Comments

Posted by on October 22, 2011 in ლიტერატურა

 

Tags:

ამა ქვეყნისანი

პირველი ნაწილი

მე მოგიხრობთ დროზე, დროზე რომელშიც ღორები ბატონობდნენ და თავისი ღორული იდეებით რყვნიდნენ ჯერ კიდევ გაურყვნელ მიწას. სადაც არ უნდა წასულიყავით, ყველგან ღორებს წააწყდებოდით. მკითხველს თავისთავად გაუჩნდება კითხვა, ვინ იყვნენ ეს უკანასკნელნი და საიდან მოვიდნენ? ძნელია იმის თქმა ზუსტად საიდან,მაგრამ მოგეხსენებათ, ღორებს ტალახი და ყოველი სიბინძურე მეტისმეტად იზიდავს, ჰოდა ეს უკანასკელი დედამიწაზე ყოველთვის არსებობდა და როგორც ბუზი იბადება ჭუჭყში, ალბათ ასე გაჩნდნენ პირველად მათი მსგავსი არსებებიც ტალახში. Read the rest of this entry »

 
12 Comments

Posted by on October 20, 2011 in ლიტერატურა

 
 
Follow

Get every new post delivered to your Inbox.