RSS

ერი რომელიც ეძებდა სიყვარულს და ის ტუალეტში აღმოაჩინა. . .

09 May


 

,,,,სიყვარულო ძალსა შენსა ვინ არს რომ არ გმონობდეს!!!’’

 და მართლაც ვინ არის ის ვინც სიყვარულს არ ემონება?! ალბათ ისევ ის, ვისაც ამის საშუალება არ გააჩნია, ვინც სინამდვილეშიც მონაა და სიყვარულისთვის არ სცხელა.

 ალბათ ახლა ზოგს უკვირს, რა მონობა, რის მონობა, ან რას ნიშნავს ვინც სინამდვილეშიც მონაა?! ჩვენ ხომ თავისუფალ ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც პიროვნების თავისუფლება არ იზღუდება, სადაც ადამიანებს საკუთარი სუბიექტური აზრის გამო არ სდევნიან და ბოლოს და ბოლოს რაღა დროს მონობაა, ეგ ყველაფერი ხომ წარსულს ჩაბარდა, ბატონ-ყმობა ხომ დიდი ხნის წინ გადავარდა, აღარც გლადიატორები არსებობენ, რომლებიც თავისუფლების მოსაპოვებლად უზარმაზარ არენაზე ერთმანეთს დაუნდობლად ხოცავდნენ და სანაცვლოდ დაექსტაზებულ ბრბოს მხურვალე ოვაციებს იღებდნენ. ვინც ასე მიიჩნევს, ალბათ იმასაც ფიქრობს, რომ ახლა ჩვენ უნდა ვისაუბროთ ისეთ თემებზე რაც დღევანდელ რეალობაში აქტუალურია, ჩვენ ხომ ოცდამეერთე საუკუნის შვილები ვართ. ვისაუბროთ აფხაზეთზე, ოსეთზე, ამ წმინდა მიწების დაბრუნების საშუალებაზე, ვისაუბროთ ეკლესიებზე, მათ შენებაზე, ვიმსჯელოთ თუ რამდენი უნდა გადავრიცხოთ ამა თუ იმ ეკლესიის ასაშენებლად, ვისაუბროთ ქალიშვილობის ინსტიტუტის შენარჩუნების აუცილებლობაზე, ვისაუბროთ პატრიოტიზმზე, დიდგორის ბრძოლის ორას გმირზე, ვადიდოთ დავით აღმაშენებელი და ვაგინოთ ვარსქენ პიტიახშს, ვაქოთ და ვადიდოთ ჩვენი პატრიარქი. ის ხომ ჩვენი მხსნელია მან უნდა გადაგვარჩინოს. ჩვენ “ფეისბუქზე” გვერდიც გვაქვს, თან საკმაოდ პოპულარულიც ,,პატრიარქი გადაარჩენს საქართველოს’’.

 აჰა ეს ყველაფერი გასაგებია ჩვენ ვართ ერი რომელსაც არ შეუძლია ამა თუ იმ პიროვნების განდიდების გარეშე არსებობა, ის ეძებს მხსნელს რომელსაც ღმერთს გაუტოლებს და შემდეგ უსაზღვროდ შეიყვარებს. ჩვენ მოვიყვანეთ ზვიად გამსახურდია, ჩვენ ვადიდებდით და სანთლით ხელში მისთვის ვლოცულობდით. ისიც მოჰყვა და დაიწყო ყვირილი ,,საქართველო ქართველებისთვის!’’. კარგად ჟღერს არა?! ჰოდა ჩვენც დავუჩოქეთ, და მთელმა ერმა ამ ერთ პიროვნებაში ჩადო მთელი თავისი გადაგვარებული ოცნებები. სულ მალე წამოვიწყეთ სამოქალაქო ომი და ახლა ახალი მოვიყვანეთ, არც ამ უკანასკნელისთვის დავიშურეთ დაჩოქება და ძალიან ბევრმა ედვარდ შევარდნაძესაც დაუჩოქა. ტრიბუნიდან გამოსულმა გმირმა, რომელსაც გვერდს ილია მეორე უმშვენებდა, ერს მადლობა გადაუხადა და ასეთი სიტყვებით მიმართა ,,ხმა ღვთისა და ხმა ერისა’’ და მართლაც ამ დროს ერიც იქ იყო, ხოლო ღმერთს ილია მეორე წარმოადგენდა, (ალბათ სხვა დროს არც არასდროს ყოფილა ერსა და ღმერთს შორის ასეთი ურთიერთგაგება). ამას მოჰყვა ვარდების რევოლუცია და ახლა შევარდნაძეზე დაბოღმილმა ერმა ახალი კულტი გამოაცხო. ,,გადადექი. . .გადადექი. . .’’ ამ სიტყვებით შევარდა დღევანდელი პრეზდენტი პარლამენტის შენობაში და მაშინდელი პრეზიდენტიც გადადგა. წინა განდიდების პათოსებს თუ ვერ მოვესწარი ჩემი ასაკის გამო, ვარდების რევოლუცია შეიძლება ითქვას საკუთარი თვალით ვნახე და მაშინდელი ბრმა სიხარული ახლაც კარგად მახსოვს. რა მიხაროდა?! ალბათ ის რაც ყველას. ჩვენ კიდევ ერთხელ ვივაჟკაცეთ და ბებერი გმირი ახალგაზრდით ჩავანაცვლეთ. გავიდა დრო და როგორც ჩანს ეს ახალგაზრდაც დაგვიბერდა, საჭირო გახდა ამ უკანასკნელის თავიდან მოშორება და პატრიოტიზმის პათოსით აჟიტირებულმა საზოგადოებამ აქაც გამოყო თავი. ,,მიშა უნდა წავიდეს, მიშა დაგენძრა, მიშა მოვდივართ’’ გაჰყვიროდნენ ერის გულისტკივილით აღგზნებული პატრიოტები, გადაკეტეს რუსთაველი და გამართეს დიდი ღრეობა. თუმცა ამჯერად ჩვენ პრეზიდენტს ზურგი აღმოუჩნდა და ჩვენ პატრიოტებს ჩანაფიქრის განხორციელება გაუჭირდათ. ვერც ახალმა გმირმა ,,გრეჩიხამ’’ გაამართლა და ამჯერად ყველა ერთად ერის სულიერ მამას მიადგა. ამ უკანასკნელმაც ის უთხრა რასაც მის თანამდებობაზე მყოფი ყოველი ადამიანი იტყოდა. ,,წადით და ილოცეთ’’ და მას შემდეგ ვდგავართ და ვლოცულობთ, გვჯერა რომ ივერია გაბრწყინდება, გაბრწყინდება და მასთან ერთად ყოველი ჩვენგანიც გაიბრწყინებს.

 ახლა მოდით დავუბრუნდეთ კვლავ წინადადებას, რომელიც ყოველ თქვენგანს გაუგია და თითქმის ყოველ თქვენგანს პირზე აკერია  ,,სიყვარულო ძალსა შენსა ვინ არს კაცი რომ არ გმონობდეს’’. რას ნიშნავს ჩვენთვის სიყვარული?! რას ემონება დღეს ქართველი ერი?! დიახაც დღეს ქართველი ერი იქცა მონად, (და მთელი სიყვარული მონობას გაუიგივა) ისეთ მონად როგორიც ალბათ არც არასდროს ყოფილა, არც მაშინ როდესაც მონღოლებმა დაგვიპყრეს და არც მაშინ როდესაც ერეკლე მეორის დროს რაოდენობრივი სიმცირის გამო გადაგვარების პირას ვიდექით. ადრე თუ ვიბრძოდით ახლა თავად გვსურს ვიყოთ მონები, თავად ვითხოვთ ბორკილებს და საკანს რომელშიც უცხო აზრს და სიახლეს შესვლა სასტიკად ეკრძალება. დღეს ყველაფერს სტერეოტიპები განაგებენ, მათ ხელშია ჩვენი აზროვნება, ჩვენი განვითარება და რაც ყველაზე გულდასაწყვეტია ხელოვნებაც. გმირებზე იმედგაცრუებულმა ერმა შვება აბსტრაქტულ ზმანებებში ნახა და საკუთარ ნაჭუჭში საბოლოოდ ჩაიკეტა. ერთმა ჩემმა ნაცნობმა ესეც მითხრა ,,მე არა ქალიშვილს ცოლად არასდროს მოვიყვან’’.

–რომ შეგიყვარდეს? –ვკითხე და გამომწვევად ჩავიცინე.

 ,,არა მაინც არ მოვიყვან, ნამდვილი ქართველი კაცი –ესეთს– ცოლად არასდროს მოიყვანს, მე ქართველი ვარ! ხალხი კი გაირყვნა და ქართველობას საბოლოოდ ივიწყებენ!’’  –ადვილი მისახვედრია ამ პიროვნებასთან დისკუსიაში აღარ შევედი და თავიდან დავეხსენი, შევატყვე ჩემთან საუბარმა ისე აღაგზნო მალე ხელსაც დამარტყამდა.

 გასაგებია ყველას აქვს უფლება საკუთარი სუბიექტური აზრი გააჩნდეს, მაგრამ რას ნიშნავს ეს ყველაფერი, როგორ უნდა გავიგოთ დღევანდელი ქართველობა?! მე ასეთი დასკვნა გამოვიტანე, ქართველობა აპკი ყოფილა, და უაპკობას თურმე ქართველი ვერასდროს ვერ აიტანს. სამწუხაროდ ამ პიროვნების აზროვნება ქართველი ახალგაზრდობის უმრავლესობას ხიბლავს თორე მერწმუნეთ ამაზე დიდხანს არ გავჩერდებოდი.

 იმ დღეს ერთ ჩემ ძველ მეგობარს შევხვდი, რამდენიმე ბანალური სიტყვის გაცვლის შემდეგ დამიწყო გამოკითხვა თუ რას ვსაქმიანობდი, დავიწყე მუშაობა თუ არა, მოვიყვანე ცოლი თუ არა. . . იმედ გაცრუებული იმით, რომ ცოლი ჯერ არ მყავდა, ახლა შეყვარებული თუ გყავსო დაინტერესდა. –არა არ მყავს ვუპასუხე, მეგობარი გოგო მყავს. –აქ აღშფოთება შევატყვე.

 ,,რა იყო გაევროპელდი?’’ მკითხა და გამომწვევად მომაჩერდა. ამაზე ვუპასუხე რომ ერთი გოგო მომწონს მასაც მოვწონვარ ერთმანეთთან ურთიერთობა გვსიამოვნებს და ერთად ვართ, მაგრამ ამას ჯერ სიყვარულს ვერ დავარქმევთ.

 კიდევ რამდენიმე წამი ალმაცერად მათვალიერა და ახლა საუბარი არსებულ რეალობაზე ჩამოვარდა. უცბად შემაწყვეტინა ფეხზე წამოიჭრა და ასე გამწარებული მეუბნება.

 ,,შენ სულ გაგიბერია ძმაო! რა იყო ევროპელობა მოგინდა? წინაპრები და რამე სულ ფეხზე გკიდია?’’

 მე გავუღიმე და წყნარად ავუხსენი (ვცადე ამეხსნა)რომ მე არც ევროპელი ვარ, არც აზიელი, არც აფრიკელი და საერთოდაც არც რაიმე კონტინენტის შვილი, მე უბრალოდ ადამიანი ვარ, რომელიც გაჩნდა დედამიწაზე, რომელსაც საკუთარი აზრი გააჩნია და ცხოვრებას ვუყურებ როგორც ინდივიდი და არა როგორც ამა თუ იმ მიწის ნაგლეჯის წარმომადგენელი. და საერთოდაც ვინ გაყო ეს დედამიწა?! ისევ და ისევ ვიღაც პაპუასებმა, ველურმა, ასკეტურმა ტომებმა, რომლებმაც თავის დროზე ძალადობით მიითვისეს ესა თუ ის ტერიტორია, შემდეგ კი დიდი ზარ ზეიმით ხელოვნურად შემოღობეს. კაცობრიობის ამ უდიდეს შეცდომას მომავალში მოჰყვა უამრავი ომი და მილიონობით უდანაშაულო ადამიანის სისხლის ღვრა. და ახლა თუ ჩემი აზრი ამა თუ იმ საკითხში ემთხვევა ვიღაცა ევროპელის, ან გინდაც აზიელის აზრს, ეს სრულებითაც არ ნიშნავს იმას, რომ მე და ის ყველაფერს ერთნაირად ვუყურებთ და ერთი მიწის ნაგლეჯის შვილები ვართ. რამდენიმე წამი ხმის ამოუღებლად მომჩერებოდა ალბათ ფიქრობდა დაერტყა ხელი თუ არა, ბოლოს ალბათ ვერც ეს გაბედა წამოხტა და გამოუმშვიდობებლად გავარდა.

 არ მესმის მე თუ შემიძლია ავიტანო განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების კამპანია და ჩემ გარშემო თითქმის ყველა ასეთია, რატომ მათ არ შეუძლიათ ეს?! ვისი რა საქმეა ვის მოვიყვან ცოლად? და როგორი იქნება ეს უკანასკნელი? მე ხომ ის ჩემ ოჯახში შემყავს და არა მათში.
პატრიოტიზმით დაპათოსებულნი ალბათ მეტყვიან, რომ საქართველო ერთი დიდი ოჯახია და აქედან გამომდინარე მათაც აქვთ უფლება ცხვირი ჩაყონ ჩემს პირად ცხოვრებაში, მე კი ვეტყვი, რომ პატრიოტიზმი არის ის რისთვისაც თავის შეფარება ყოველ ნაბიჭვარს ძალუძს და დაე ამას საკუთარ თავზე ნუ მიიღებენ, ისინი ხომ ყოველდღე საკუთარი თვალით ხედავენ პატრიოტიზმის აბსტრაქტულ ნიღაბს ამოფარებულ სხვადასხვა საზოგადოებისთვის ცნობილ სახეებს, და მაინც თუ საქართველო ერთი დიდი ოჯახია და ყველას აქვს უფლება ჭკუა დამარიგოს, მაშინ მეც ვიტყვი, და აქ მარქსის სიტყვებს მოვიშველიებ, ,,რელიგია არის ოპიუმი ფართო მასებისთვის’’ და აქ ამ ადამიანს ნამდვილად ვეთანხმები! ვიტყვი იმასაც, რომ მე ვცხოვრობ ქვეყანაში სადაც ყოველი გოგო ცდილობს გაიპრანჭოს, ჩაიზმანოს, ცდილობს სექსულურად გამოიყურებოდეს, მაგრამ საკმარისია მიაღწიონ ჩანაფიქრს და უთხრა რომ სექსუალურად გამოიყურება იმწამსვე დაიმორცხვებს, შეურაცხყოფად მიიღებს და შეიძლება სილაც გაგაწნას, შემდეგ სახლში წავა და ამაზე ძმასთან დაიჩივლებს. 

 
არ ვიცი რანი ვართ ქართველები, მაგრამ თუ ერთი დიდი ოჯახი ვართ მაშინ ვიტყვი, რომ ეს ოჯახი უკვე დიდი ხანია ყარს, ყარს და დღითი დღე უფრო და უფრო ლპება. ის ფასეულობები რაც დღეს დღეობით ქართველთათვის ლამის რელიგიურ მაშტაბებს იღებს, კაცობრიობამ დიდი ხნის წინ ტუალეტის უნიტაზში ჩარეცხა და ჩვენ ახლა ამ ყველაფრის უნიტაზიდან ამოკრეფას ვცდილობთ და ამ აქოთებული ფასეულობებით ცივილიზებულ სამყაროში შესვლას ვლამობთ. იქ კი ასე აქოთებულებს არავინ მიგვიღებს.

 არ მესმის რატომ აიგივებენ ქალიშვილობას და რელიგიას ქართველობასთან. გადახედეთ მსოფლიო ისტორიას და ნახავთ, რომ ქალიშვილობა ჩვენი მოგონილი არ არის, არც ქრისტიანობაა ქართველთა საკუთრება. შუა საუკუნეების ევროპაში ეს იდეოლოგია არანაკლებ იყო გავრცელებული ვიდრე ჩვენთან, ისინი არც რელიგიური ფანატიზმით ჩამოგვრჩებოდნენ და ამ უცნაურ მარათონში გვასწრებდნენ კიდევაც. მაგრამ ეს ყველაფერი წარსულს ჩაბარდა, ეს იყო საუკუნეების წინ, მსოფლიო გამანათლებლებმა, მოაზროვნეებმა და თავის მხრივ ტექნიკამაც თავისი გაიტანა და მივიღეთ სულ სხვა სამყარო. დღეს კი საქართველოში რას ვხედავთ?! ჩვენ ვხედავთ მენტალიტეტს რომელიც იჩემებს ევროპასთან დაახლოებას და ამავდროულად გონებრივად შუა საუკუნეებისკენ მიისწრაფის. ჯერ მარტო რად ღირს ,,მართმადიდებელ მშობელთა კავშირი’’ მიეცით ამ ორგანიზაციას (არ ვიცი ზუსტად რა ვუწოდო) ხელში ძალაუფლება და მერწმუნეთ თქვენ საკუთარი თვალით იხილავთ შუა საუკუნეების ინკვიზიციებს.

 ერთხელ და სამუდამოდ უნდა შევიგნოთ, რომ წარსულს ჩაბარდა  დრო როდესაც ცხენზე ამხედრებული ორ მეტრიანი ახმახი წინ მიუძღვოდა მტრის სისხლს მოწყურებულ ერს, წარსულს ჩაბარდა დრო როდესაც ვიღაცა ვიღაცის გამო ეწამებოდა და ამით წმინდანის იარლიყს ირტყამდა, წარსულს ჩაბარდა დრო როდესაც რელიგიის მიმართ სკეპტიკურად განწყობილ ადამიანებს ცეცხლში სწვავდნენ და მათ ეშმაკთან თანამშრომლობას აწებებდნენ. დღეს ხსნა მხოლოდ ინდივიდშია და სანამ ყოველი ჩვენგანი ვერ მიხვდება, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება, სანამ ყოველი ჩვენგანი არ მიხვდება რომ პრეზიდენტები და მთავრობები ვერაფერს შეცვლიან, იმიტომ რომ ეს უკანასკნელნიც ამ საზოგადოებიდან არიან აღმოცენებულნი, ხოლო საზოგადოება რომელიც ყარს და ლპება, ვერც ვერასდროს ვერ აღმოაცენებს ხელისუფლებას, რომელიც რაიმე ღირებულს შეცვლის და რომც გამოჩნდნენ ასეთები, ისინი ამას მაინც ვერ შესძლებენ, იმიტომ რომ საზოგადოება ამის უფლებას თავად არ მისცემს, არაფერი შეიცვლება, ჩვენ კვლავ დავრჩებით ერად, რომელიც გაბრწყინებას ელის და ამ მოლოდინში უკვე სუნი აუვიდა. დღეს საზოგადოება იქცა დამსჯელ აპარატად, აი როგორიც იყო კომუნიზმი და ეს ჩამორჩენილი აზროვნება არაფერს ახალს განვითარების უფლებას არ აძლევს. იმასაც ვიტყვი, რომ ეს აზროვნება (ჩვენი მშობლების თაობა) დაიბადა და გაიზარდა ბრმა სოციალიზმში, ისინი იზიარებდნენ მის ფასეულობებს და როდესაც ჩვენ ასაკში იყვნენ წითელი ბანტებით წითელ ხალიჩაზე ,,ძენ პაბედის’’ მღეროდნენ. მაშინ მათ არც ეკლესია ახსოვდათ, არც რელიგია, არც პატრიოტიზმი და არც თავისუფალი აზრი. ესენი იყვნენ გაზრდილნი, რათა ეცხოვრათ კომუნიზმში, რომელშიც ყველაფერი თავისით უნდა მოსულიყო, ოღონდ არავის არაფერი განსხვავებული არ უნდა ეთქვა და კითხვა არ უნდა გასჩენოდა. დაინგრა კომუნიზმი, უტოპია აღმოჩნდა მათი სოციალიზმი და ახლა ასე გამოკიდებულნი დარჩნენ, მათ არ იციან თუ როგორ უნდა იცხოვრონ დამოუკიდებლად, მათ არ იციან რა არის თავისუფლების სურვილი, თორე თავად თავისუფლება არის აბსტრაქცია რომლისკენაც კაცობრიობა აწ უკვე მრავალი წელია ,,ვითომ’’ მიისწრაფის. და აი ახლა როდესაც ჩვენ გვეძლევა შანსი შევქმნათ რაღაც ახალი, ბევრად უფრო ღირებული, ამას განგებ არ ვაკეთებთ. ვიმეორებ ჩვენ ჩვენი მშობლების თაობისგან განსხვავებით გვაქვს საშულება არჩევნის. საჭიროა თაობებს შორის განხეთქილება, იმიტომ, რომ იცოდეთ წინა თაობა არის კომუნიზმი და თქვენ თუ არ გსურთ ეს მაშინ იყავით სხვანი. სიტყვა ,,სხვა’’ კი თავად ასოცირდება განსხვავებულობასთან, ნუ იქნებით ბრბო იყავით ინდივიდი და დაე თქვენ ინდივიდუალიზმში ეძებეთ ხსნა. . . 

 გაიხსენეთ რას გიყვებოდნენ თქვენი მშობლები როდესაც პატარები იყავით. ,,წერომ მოგიყვანა’’ გეცნოთ?! და თუ გეცნოთ იცოდეთ, რომ ჩვენი წინა თაობა მართლაც რომ წეროებმა მოიყვანეს და როგორც მოიყვანეს დაე ასევე გავატანოთ!

 ერთს დავსძენ სულ ცოტა ხნის წინ ფსევდო პატრიოტებმა წამოიწყეს ახალი აქციები. .მათ კვლავაც სურდათ ის რაც აქამდე ყოველთვის: არსებული მთავრობის ჩამოგდება და ახლის მოყვანა. . რა შეიცვლება ამით?! ამაზე პასუხი თავადაც არ გააჩნიათ! აქ არ შემიძლია ბერნარდ შოს სიტყვები არ მოვიყვანო (მიუხედავად იმისა, რომ არ მიყვარს გამონათქვამებით საუბარი) და იქნებ ამ უკანასკნელმა მაინც ჩაგაფიქროთ: „ ისტორიიდან მხოლოდ იმის სწავლა შეიძლება, რომ ხალხს ისტორიიდან არაფერი უსწავლია „ ბევრი ალბათ შეეკამათებით და დაგმობთ ამ გამონათქვამს. . და თუ ასე იზამთ, მაშინ ეს ყველაფერი საქმით დაამტკიცეთ.
ჯერ თავად შევიცვალოთ და შემდეგ ვიფიქროთ სხვის შეცვლაზე. . ნუ გავიმეორებთ ისტორიულ შეცდომებს, რომელიც ჩვენ ერს სულ რამდენიმე წელიწადში, ვითომ თავისუფლბის პერიოდში, უკვე უამრავი დაუგროვდა. .

 
17 Comments

Posted by on May 9, 2011 in წერილი

 

17 responses to “ერი რომელიც ეძებდა სიყვარულს და ის ტუალეტში აღმოაჩინა. . .

  1. Tengo

    May 9, 2011 at 9:05 pm

    პოსტის კითხვა რომ დავიწყე ვიფიქრე თანდათან იმ მონაკვეთებსაც მოვინიშნავ რომლებშიც ვეთანხმები თქო, მაგრამ ბოლოში რომ გავედი მივხვდი რომ ბევრ რამეში ჩემი აზრი შენსას დაემთხვა და არაფრის მონიშვნაც აღარ დამჭირდა. საერთო ჯამში ძალიან მომეწონა, წარმატებებს გისურვებ და იმედია პოსტებით მკითხველებს ხშირად გაგვანებივრებ😀

     
    • selfanarchy

      May 18, 2011 at 10:33 pm

      Thanks)) განებივრების არ ვიცი, მაგრამ სხვა პოსტებს კიდევ შემოგთავაზებთ))

       
    • spamwriters

      September 1, 2011 at 6:46 pm

      ხო ი მეც ასე, ოღონდ უფროო მძაფრად. თავიდან ერექცია დამეწყო, ბოლოს ორგაზმამდე მივედი. ხელი ჩამოვართვი და გზა განვაგრძე :დ

       
      • selfanarchy

        September 1, 2011 at 6:52 pm

        მართალი ხარ, ხელის ჩამორთმევით იწყება ყველაფერი :დ

         
  2. nickname

    May 18, 2011 at 12:08 am

    es dialogebi vigac tipebtan sul araa sheni shetxzuli xo?😛

     
    • selfanarchy

      May 18, 2011 at 9:29 pm

      შეთხზული ძალიან საინტერესო და ჩამაფიქრებელი სიტყვაა. თუმცა მართალი ხარ დღევანდელ საქართველოში ასეთი “ტიპები” არ არსბობენ. . . და საერთოდაც მე იმხელა ფანტაზია მაქვს, რომ ზემოთ მოყვანილი ყოველი ისტორიული ფაქტიც ჩემი შეხზულია!

       
  3. ekaterine

    May 19, 2011 at 7:31 pm

    ესეთი სტატიები არაფრის მომცემია, უბრალოდ კრიტიკა არაფერს შეცვლის და ეს თვითკმაყოფილი ტონი, რომელიც მთელ სტატიას გასდევს, ჩემში იწვევს გაღიაზიანებას. შეგრძნებაა თითქოს თავი ვინმეზე მეტი გგონია, მხოლოდ იმიტომ რომ გყავს მეგობარი გოგონა და გაქვს მასთან თავისუფალი ურთიერთობა, ამით დღეს ვერავის გააკვირვებ და არ არის საჭირო ყველაფერზე ზევიდან ყურება… შენც იმ ხალხისნაირი ხარ ვისაც აკრიტიკებ, უბრალოდ სხვა კომპლექსით და სტერეოტიპით შეპყრობილი . და ციტატა ლექსიდან არის ” სიყვარულო ძალსა შენსა, ვინ არს რომე არ გმონებდეს” , ”კაცი” ზედმეტია და ამოაგდე : )

     
    • selfanarchy

      May 19, 2011 at 8:25 pm

      პირველ რიგში ძალიან მიხარია, რომ გაღიზიანდი. . .სწორედაც, რომ ამ სტატიამ უნდა გაგაღიზიანოთ, რომ მივხვდეთ თუ რა აქოთებულ რეალობაში გვიწევს ცხოვრება. . . თუ ამას ვერ მივხვდებით კვლავ ამ რეალობაში მოგვიწევს ცხოვრება! თუ სადამდე მიგვიყვანა იმის ძახილმა რომ ყველაზე მაგარი ერი ვართ და ჩვენზე მაგარი არ არსებობს ამას თავადაც ვხედავთ.
      რაც შეეხება უბრალო კრიტიკას, არ ვიცი შენ რას ეძახი ბრალიან კრიტიკას, მაგრამ ბოლოში კარგად არის ახსნილი თუ რა უნდა შეიცვალოს. . . სამწუხაროდ კიდევ მიწევს ახსნა. უნდა შეიცვალოს თავად ინდივიდი, ერის ხსნა თავად ერშია და არა ბელადებში!
      “შეგრძნებაა თითქოს თავი ვინმეზე მეტი გგონია, მხოლოდ იმიტომ რომ გყავს მეგობარი გოგონა და გაქვს მასთან თავისუფალი ურთიერთობა, ამით დღეს ვერავის გააკვირვებ და არ არის საჭირო ყველაფერზე ზევიდან ყურება… ” –––აი ამ წინადადებას კი არ შემიძლია ტაშით არ შევეგებო, ტაში ამხანაგებო!!! კიდევ ორ ხელს გამოვიბად და ოთხით დავუკრავ! –რათქმაუნდა ეს პოსტი დავწერე იმისთვის, რომ მეთქვა მეგობარი გოგო მყავს და მასთან თავისუფალი ურთიერთობა მაქვს მეთქი და ბოლოს ამით მემარიაჟა. . .სათაურიც არასწორედ დავარქვი მინდოდა დამერქვია…”ყურადღება მე მყავს გოგო და მასთან სექსი მაქვს!” მაგრამ შემთხვევით სხვა სახელი გამომივიდა))))))))
      პ.ს. დიდი მადლობა რომ გაღიზიანდი, ესეიგი მიზანი მიღწეულია!!!

       
  4. nini

    June 15, 2011 at 10:17 pm

    Absoliturad kvelapershi getanxmebi …es kvekana am aziati kartuli xasiatis da mentalizmis morevidan tuar amoetra veraper cinsvlas ver miagcev tavisi arsebobis periodshi : )

     
  5. nini

    June 15, 2011 at 10:18 pm

    dzalian mainteresebs abtoris saxeli da gvari : )

     
    • selfanarchy

      June 15, 2011 at 11:47 pm

      ბლოგის მარჯვენა კუთხეში არის “ავტორის” ფეისბუქის ბაჯი. .. .ასე, რომ Welcome. . )))

       
  6. katerina

    September 1, 2011 at 9:25 pm

    “დღეს ხსნა მხოლოდ ინდივიდშია და სანამ ყოველი ჩვენგანი ვერ მიხვდება, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება, სანამ ყოველი ჩვენგანი არ მიხვდება რომ პრეზიდენტები და მთავრობები ვერაფერს შეცვლიან, იმიტომ რომ ეს უკანასკნელნიც ამ საზოგადოებიდან არიან აღმოცენებულნი, ხოლო საზოგადოება რომელიც ყარს და ლპება, ვერც ვერასდროს ვერ აღმოაცენებს ხელისუფლებას”-ეს ყველაზე საკვანძო ადგილია! მომწონს ! რა ვქნა, აი ძალიან კარგი ბიჭი ხარ! მოხიბლუულ! წავიღებ! :*

     
  7. franco martiashvili

    September 1, 2011 at 9:55 pm

    ai apkze da mis shemogarenze saubari cota “apapsavikebs” nawers. danarchenshi getanxmebi, tumca kide sxva kutxeebitac sheidzleboda ganvrcoba…

    franko – chaidan – martiashvili.

     
    • selfanarchy

      September 1, 2011 at 10:02 pm

      პირველი ხარ ვინც მეუბნება გავრცობაა საჭიროო. .ყველა იმას ჩივის, ამხელა პოსტებნს ნუ წერ ხალხს წაკითხვა ეზარებაო :დ
      ისე მართალი ხარ, ეს ისეთი თემაა, რომ შეიძლება ტომები დაწერო, მაგრამ როგორც უკვე გითხარი ხალხს ამის წაკითხვაც ეზარება. . ))
      აპკს რაც შეეხება დღევანდელი რეალობა ასეთია, მე ხელიც და ფეხიც დამიბანია )))

       
  8. makakuna

    September 1, 2011 at 10:08 pm

    დღეს ხსნა ინდივიდშია…და ა.შ…ბევრ რამეში გეთანხმები,მაგრამ ჩემთვის გაუგებარია(ალბათ ასაკით ვარ დიდი თქვენთან შედარებით და იმიტომ,თუმცა შემიძლია ვთქვა,რომ სულაც არ მიცხოვრია ტრადიციული ქართული წესებით(თავს არ ვოწონებ,უბრალოდ მიყვარდა)რატომ არის პოსტებში აუცილებელი ერთი და იგივე წეროთ ყველა ბლოგერმა?ქალიშვილობის ინსტიტუტი,პატრიარქის არ ცნობა ,ეკლესიაში შორტებით შესვლის სურვილი და ა.შ.თანდათან პოსტების წაკითხვის სურვილი მეკარგება,იმიტომ ,რომ ყველა ერთ და იგივე რაღაცას მღერიხართ.

     
    • selfanarchy

      September 1, 2011 at 10:17 pm

      ეკლესიაში შორტებით შესვლა აქ საერთოდ რა შუაშია? ან პატრიარქის არ ცნობა თუ ცნობა. .? რაც წერია აქ ისტორიული ფაქტია და მემგონი ყველა დამეთანხმება ჩემი მოგონილი არაფერია. .და არც ის მითქვამს ვცნობ პატრიარქს ან არ მეთქი, ორი ისტორიული ფაქტია მოყვანილი!
      რაც შეეხება ქალიშვილობას, მემგონი პოსტში მთავარი აზრი სულ სხვაა და სხვაც უნდა შეგემჩნიათ. .ქალიშვილობაზე საუბარი ერთი პატარა ნამცეცია დიდ ზვინში ))))

       
      • franco martiashvili

        September 2, 2011 at 6:42 pm

        mgoni chven tvitone vqmnit am qalishvilobis “problemas”, tu ar vilaparakebt amaze, tu ar vifiqrebt da ar vwert amaze problema tavisit gadawydeba, martla momabezrebelia ragac dozit apkebze laparaki… just davikidot raa.
        taobata cvlas mivawvet… mandaa chemi azrit yvelaze didi winaagmdegoba.

        franco – chaidan – martiashvili

         

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: