RSS

სექსუალური განათლება VS ერის გაუნათლებლობა

27 May

არ შემეძლო ამ თემას ერთხელ მაინც არ შევხებოდი. მე ამ უკანასკნელის არც დაპათოსებული მომხრე ვარ და მითუმეტეს არც მოწინააღმდეგე. უბრალოდ გამიჩნდა სურვილი ამ საკითხთან დაკავშირებით ჩემი სუბიექტური აზრი დამეფიქსირებინა. პირველ რიგში მინდა ხაზი გავუსვა, რომ არ მესმის იმ ადამიანების, რომლებიც ყოველ დღე ერთმანეთს, იქნება ეს ცხოვრებაში თუ სოციალურ ქსელში, შეურაცხყოფას აყენებენ, ზოგჯერ ფიზიკური ანგარიშსწორებითაც ემუქრებიან, და შეუსვენებლივ კამათობენ უნდა იქნას შემოღებული სექსუალური განათლება ქართულ სკოლებში თუ არა. პირველნი ამტკიცებენ, რომ ასეთი განათლება აუცილებელია ჩვენი მომავალი თაობისათვის, ხოლო მეორენი (ეს უკანასკნელნი მართლაც რომ მაოცებენ) რადიკალურად უდგებიან ასეთ განათლებას და თავიანთ გადაწყვეტილებას ჩემთვის სრულიად აუხსნელი მიზეზებით ამართლებენ. .
აი რამდენიმე მათი „სიბრძნიდან“ რომელებსაც ინტერნეტში და ცხოვრებაშიც წავაწყდი: –ღმერთი მაღალია, ის ამის უფლებას არ მოგცემთ!
–გეშინოდეთ უფლის!
–ქართველი ერი ჯერ იმ დონემდე არ დაშვებულა, რომ ასეთ საზარლობას შეეგუოს!
–ვერ ეღირსებით ქართველი ერის გარყვნას!
–საქართველო ამას არ გაპატიებთ!
–სანამ ქართველი კაცი მართლმადიდებელი იქნება, ის ამას არ დაუშვებს!
–თუ ასეთ განათლებას შემოიღებენ მე ჩემ შვილს საერთოდაც სკოლიდან გამოვიყვან!
–ღმერთო სადამდე დაეცა ქართველი ერი, ეს გვინდა ჩვენ?!
და აი ბოლო წინადადება, რომელსაც სრულიად შემთხვევით ფეისბუქზე წავაწყდი და არ შემეძლო ყველა ზემოთ ხსენებულისგან არ გამომეყო. . .ოცდაერთი წლის ნინო წერს: „მე არ მესმის რა საჭიროა მსგავსი განათლება, რა საჭიროა მსგავსი უღმერთობა, ჩვენ წინაპრებს არანაირი მსგავსი განათლება არ ქონიათ და მშვენივრად მოვიდნენ აქამდე!“
ამ ადამიანს როგორც ჩანს მართლაც, რომ ძალიან ბევრი რამ არ ესმის, არ ესმის კი არა და საერთოდ სად არის ისევ ღმერთმა იცის. რას ნიშნავს ჩვენ წინაპრებს მსგავსი განათლება არ მიუღიათ?! ჩვენ წინაპრებს არც ოცდამეერთე საუკუნეში უცხოვრიათ, მათ ჩვენამდე მოღწევა ყველანაირი ტექნიკის გარეშეც შეძლეს, მათ არც დღევანდელობაში აუცილებელი საყოფაცხოვრებო ნივთები ქონდათ, მათ არც პერსონალური კომპიუტერები გააჩნდათ და არც ინტერნეტის არსებობა იცოდნენ . ასე რომ , „ქალბატონო“ ნინო როდესაც ამ პოსტს წერდით ალბათ არც დაფიქრებულხართ, რომ თქვენ წინაპრებს არც კომპიუტერები გააჩნდათ და აქამდე ასედაც მშვენივრად მოაღწიეს! აქედან გამომდინარე ქალბატონო ნინო შეგიძლიათ ახლავე თქვენი კომპიუტერი და ყოველი საყოფაცხოვრებო ნივთი ფანჯრიდან მოისროლოთ, ამით ალბათ ჩვენც დავისვენებთ და თქვენც. .
ახლა კი მათ საყურადღებოდ ვინც სექსუალურ განათლებაში უღმერთობას და ერის გარყვნას ხედავს და ასევე მათ საყურადღებოდ ვინც აღშფოთებული გაიძახის „ეს სადამდე დაეშვა ჩვენი ერიო“. მეგობრებო ჩვენი ერი უკვე დიდი ხანია იქამდე დაეშვა საიდანაც ამოსვლა ჰოი როგორ გაგვიჭირდება, თქვენ ხომ არ დაგავიწყდათ, რომ ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში სადაც ლამის ყოველ დღე ახალშობილ ბავშვს სანაგვეში პოულობენ (იმის გამო, რომ მის მშობელს ან ოჯახის საარსებო თანხა არ გააჩნია, ან უბრალოდ თავისივე უცოდინრობით მოუვიდა შეცდომა და ახლა ამ შეცდომის გამოსწორებას ნაგვის ურნის მოშველიებით ცდილობს). ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანში სადაც უამრავი ქალი თავისივე დაუფიქრებლობით არის გათხოვილი და ახლა უკან იმიტომ ვერ ბრუნდება, რომ მას მშობლები განათხოვარს უკან აღარ მიიღებენ (მართლაც და რას იფიქრებენ მეზობლები) და სხვა ასეთი. . ჩამოთვლას უბრალოდ ვერ აუვალ. .ერთს დავსძენ , ჩვენს ერს სერიოზული მენტალური პრობლემა აქვს. და აი მიუხედავად ყოველი ზემოთ ხსენებულისა ქართველი ერი დღეს უბედურების გამომწვევ მიზეზებად და ღმერთის გმობად სექსუალური განათლების შემოღებას მიიჩნევს.
ადამიანებო, სად ხედავთ აქ ღმერთის გმობას? ან გინდაც ერის გარყვნას და ღალატს? ნუთუ ჩვენ ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, რომ ამის მეტი სადარდებელი არ გაგვაჩნია? ნუთუ ღმერთმა გითხრათ სექსუალური განათლება არ შეიძლება ამის გამო ყველა სამუდამოდ კუპრში დაიწვებითო?! როგორც ბანალურადაც არ უნდა ჟღერდეს, დიახაც დღეს ოცდამეერთე საუკუნეა და ამას მხოლოდ ადამიანების მიერ გამოგონილი დროის ათვლის საშუალების გამო არ ვამბობ, ბოლო–ბოლო ეს საუკუნეებიც აბსტრაქტულია, არამედ იმიტომ, რომ ახლა სულ სხვა დროა, გვაწყობს ეს ჩვენ თუ არა კაცობრიობა ახლა სხვა რეალობაში ცხოვრობს. დღეს დღეობით მოზარდის ინფორმირება აუცილებელია, მან უნდა იცოდეს, თუ რა ხდება მის ორგანიზმში, მან უნდა იცოდეს თუ რა ცვლილებებს განიცდის გარდატეხის ასაკში, თუ არადა ის ამას მაინც გაიგებს და ამ ყველაფერს დამახინჯებით მიღებულს, არავინ იცის როგორ გადაამუშავებს. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ მოზარდს სრულიად თავისუფლად დღისით მზისით შეუძლია ტელევიზორიდან, ჟურნალიდან, გაზეთიდან, კომპიუტერიდან და ბოლოსდაბოლოს ქუჩიდანაც თვალი მოჰკრას ამა თუ იმ, მისთვის აუხსნელ მოქმედებას და ამით დაინტერესებული, გასარკვევად თქვენ წარმოიდგინეთ არც მშობელთან მივა და არც მასწავლებელთან, არამედ თავის თანატოლთან, რომელმაც თავადაც არ იცის არაფერი, ბოლოს კი პასუხს ისევ ქუჩაში იპოვნის, თავისზე რამდენიმე წლით უფროსი ბავშვისგან.
რეალურად ამ საკითხში მასწავლებლად გვევლინება თოთხმეტი–თხუთმეტი წლის ბავშვი, რომელიც თავადაც არაა გათვითცნობიერებული თუ რას ქადაგებს. შედეგი კი უამრავი დაავადებაა, რომელიც ასე ხშირია მოზარდებში, ეს ყველაფერი კი ხდება ახალგაზრდობის და პირველ რიგში მოზარდების უინფორმაციობისა და გაუნათლებლობის გამო, შეიძლება ითქვას არა მარტო ამ უკანასკნელის გამო არამედ ერის გაუნათლებლობის გამო რომელიც ასე ჯიუტად ეწინააღმდეგება სექსუალურ განათლებას.
ახლა კი მათ საყურადღებოდ ვინც სექსუალურ განათლებას მიიჩნევს ახალგაზრდების მიმართ მოწოდებას ნაადრევი სექსუალური ურთიერთობებისკენ . . სქესობრივი განათლება ეხება შემდეგ თემებს: ხილული და უხილავი ცვლილებები რაც მოზარდის ორგანიზმში ხდება გარდატეხის ასაკში, არასასურველი ორსულობისგან თავდაცვა, ვენერიული დაავადებების თავიდან აცილება, სექსთან დაკავშირებული სხვადასხვა ფსიქოლოგიური ასპექტები… და სხვა მსგავსი მნიშვნელოვანი საკითხები. . .
ასე რომ სექსუალური განათლება ნიშნავს მოზარდის დაცვას და არა მის გარყვნას!
ერთმა ჩემმა მეგობარმა ისიც მითხრა, სკოლებში სექსუალური განათლების შემოღებას ჯობია, ამ უკანასკნელზე ლექციები ბავშვების მშობლებს ჩაუტარონო. და მართლაც ერთი შეხედვით უწყინარი ხუმრობა თავში დამიჯდა და ასეთი იდეა მომივიდა, იქნებ და მართლაც ჯობია მშობლებს ჩაუტარონ ლექციები. .გინდაც ეს იყოს ერთჯერადი. . ჩემი აზრით ერთი ლექცია საკმარისი იქნება: დაე აუხსნან თუ როგორ უნდა მიუდგნენ საკუთარ შვილებს, როგორ უნდა მიაწოდონ გარდატეხის ასაკში მყოფ ბავშვს ინფორმაცია და ბოლოს რაც ყველაზე მთავარია ერთხელ და სამუდამოდ აუხსნან, რომ სექსუალური განათლება მათ შვილებს არც მეძავებად აქცევთ და არც დონ ჟუანებად. .
ერთი სიტყვით, მე ვემხრობი სექსუალური განათლების შემოღებას, მაგრამ მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო ეს სრულებითაც არ მიმაჩნია დღეს დღეობით აქტუალურ პრობლემად. სექსუალური განათლება არის ის, რაც ყოველ ნორმალურ ცივილიზებულ ქვეყანაში უნდა იქნეს შემოღებული. . . მაგრამ აქ ჩნდება კითხვა, ვართ ჩვენ ცივილიზებული ქვეყანა? არის დღეს დღეობით ქართული საზოგადოება მზად ამ სიახლისთვის? მე ვგულისხმობ მშობლებს, რომლებსაც კვლავაც ჯიუტად სურთ, რომ მათ შვილებს ეჯეროთ კომბოსტოს თეორემის.
იმ დღეს ჩემი მეგობარი გამომიტყდა თორმეტ წლამდე მეჯერა კომბოსტოში ნაპოვნი ვიყავიო. დღეს კვლავ ძალიან ბევრია ასეთი მშობელი და რა ვუყოთ მათ?! დღეს მიუხედავად არსებული რეალობისა მშობლები კვლავ ცდილობენ კომბოსტო და წერო მოახვიონ საკუთარ შვილებს.
ასე რომ ჩემო მეგობრებო, ვინც სექსუალური განათლების შემოსაღებად ასე გულმოდგინედ იბრძვით, კიდევ ერთხელ გეთანხმებით, საჭიროა, მაგრამ გავმეორდები და ვიტყვი, რომ სექსუალური განათლება საჭირო ქვეყანაში სადაც საზოგადოებაა განვითარებული!
და ახლა დაგისვამთ კითხვას. . საზოგადოება უკვე განვავითარეთ, ახლა სექსუალურ განათლებაზე რომ ვჩივით?!
გავკადნიერდები და ვიტყვი, რომ განვითარებული საზოგადოება ზემოთ, ჩემს მიერ მოყვანილი წინადადებებით არ ისაუბრებდა. . დღევანდელი რეალობა ბევრად უფრო რთულია, ვიდრე ეს ერთი ხელის მოსმით ჩანს, დღეს ერის განათლებაა საჭირო, აი შემდეგ კი სექსუალურ განათლებასაც შემოვიღებთ!
აქ არ შემიძლია მიშელ ფუკოს სიტყვები არ გავიხსენო, შეიძლება ვინმეს კონტექსტიდან ამოვარდნილი ეჩვენოს, მაგრამ მაინც:
“ჩვენ ვისჯებით იმიტომ, რომ სექსი ვიღაცამ ოდესღაც ცოდვად გამოაცხადა” და ახლა კვლავ კითხვას დაგისვამთ და დაე საკუთარ თავს გაეცით ამ უკანასკნელზე პასუხი. . ნუთუ მართლა ამიტომ ვისჯებით???

 
15 Comments

Posted by on May 27, 2011 in წერილი

 

15 responses to “სექსუალური განათლება VS ერის გაუნათლებლობა

  1. Davit Mikheil Shubladze

    June 7, 2011 at 3:44 am

    Respect !😉
    მართლაც ჯერ საყოველთაო განთლება და შემდეგ უკვე თავისით იქნება სექსუალური განათლებისადმი ადეკვატური დამოკიდებულება

     
    • spamwriters

      August 30, 2011 at 2:44 pm

      მანამდე არაადეკვატურია ჩემსავით ? :დ

       
      • selfanarchy

        August 30, 2011 at 3:03 pm

        მანამდე შენსავით არამზადაა :დ

         
  2. Øystëin Skitnë Mørkët

    July 4, 2011 at 6:18 pm

    Hell yeah! nice job so trve!

     
  3. ლინა

    August 27, 2011 at 2:15 pm

    “განვითარებული საზოგადოება ზემოთ, ჩემს მიერ მოყვანილი წინადადებებით არ ისაუბრებდა. . დღევანდელი რეალობა ბევრად უფრო რთულია, ვიდრე ეს ერთი ხელის მოსმით ჩანს, დღეს ერის განათლებაა საჭირო, აი შემდეგ კი სექსუალურ განათლებასაც შემოვიღებთ” აბსოლიტურად გეთანხმები!აი იმ “სიბრძნენის”მოსმენა ხშირად მიწევს:(

     
  4. გლეხის ბიჭი

    August 29, 2011 at 8:04 pm

    მიყვარს იმის დათვლა, რამდენმა განიცადა ორგაზმი იმ დროს, როცა მე ჩუმად ვარ :)))
    ჯერ-ჯერობით ცუდად გვაქვს საქმე მაგ მხრივ. სექსი ხომ ყველაზე დიდი შეურაცხყოფაა ქალისთვის, რისი მიყენებაც მამაკაცს შეუძლია :))))😀

     
  5. ტუტუცი მგოსანი

    August 29, 2011 at 8:06 pm

    ე.ი. როცა ლაპარაკი იწყება სექსზე, სექსუალურ განათლებაზე თვითონ ეს სიტყვები იწვევს უკვე ადამიანებში ელდას, გაღიზიანებას თუ რა ვიცი კიდე რას, მოკლედ არაერთგვაროვან რეაქციას. ალბათ იმიტომ რომ უმეტესობას თავად არ აქვს სათანადო განათლება და კულტურა , აი აქ იბადება მთავარი პრობლემაც . . .
    პ.ს. დიახ მიშელ ფუკო-ვ 🙂 და ადამიანების ერთ-ერთი უდიდესი შეცდომა კიდევ ის იყო რომ შემოსილებმა დაიწყეს სიარული

     
  6. shalome.tabatadze

    August 30, 2011 at 12:45 am

    ara vambob ra es blogeri miyvars🙂

     
  7. memiyvarsxelovneba

    August 30, 2011 at 10:43 am

    magari iyo. mec miyvars fuko❤

    mag sakitxshi kidev satanado simagleze ro avidet (vgulisxmob tavisupal laparaks aset temebze) kidev bevri taoba unda gamoicvalos… samcuxarod🙂

    magram, chven vecadot, chveni shvilebi ise gavzardot, rom ar hqondet aseti kompleqsebi.🙂

     
  8. snake

    August 30, 2011 at 2:53 pm

    ნიჩივო ნიჩივო…
    მხოლოდ ერთ შენიშვნას დავწერდი, საზოგადოების განვითარებულობაში ჩემი აზრით აპრიორი იგულისხმება სექსუალური განათლების მაღალი (ანუ საკმარისი) დონეც. შესაბამისად განვითარებულ საზოგადოებაში ასეთი წივილ-კივილი არც იქნებოდა საჭირო სექსუალურ განათლებაზე სკოლებში. არ იქნებოდა ასეთი განწირული აუცილებლობა ადამიანების ინფორმირებისა…. შესაძლოა უბრალოდ ერთი დანამატი ყოფილიყო ყველა სხვა ასპექტისა, რომელიც განვითარების მაჩვენებელია.
    დღეს კი ჩვენეულ საზოგადოებას სასწრაფოდ და გადაუდებლად სჭირდება ინფორმაცია! თუმცა აი რამდენად მაინცდამაინც სკოლებში, ვერ გეტყვით… გასახურებლად მართლაც ჯერ სკოლის მოსწავლეთა მშობლებიდან უნდა დაიწყონ (დამერწმუნეთ ერთი ლექცია არანაირად არ უშველით, მინიმუმ ერთი სემესტრი უნდა დაუნიშნო), და მერე გადავიდნენ ბავშვების სწავლებაზე.

     
  9. mary (@queenMARGO1)

    August 30, 2011 at 5:51 pm

    საზოგადოებაში მოქცევა ისწავლება,ეთიკის ნორმებს რომ ბავშვმა თითი არ გაიშვიროს რამისკენ ისწავლება,სექსსაც აქვს თავის ელემენტარული ეთიკა,რატომ ესირცხვილებათ მშობლებს ამაზე საუბარი მართლა არ მესმის.

     
  10. saafree

    August 30, 2011 at 5:55 pm

    არ შემიძლია არ დაგეთანხმო.. სექსუალური განათლება , თუნდაც მცირედი დოზით , აუცილებლად სჭირდებათ მოზარდებს. თუმცა, ამ რამოდენიმე დღის წინ გადავავლე თვალი სასკოლო წიგნს (არ ვიცი ისწავლება თუ არა ამ წიგნით დღეს სკოლებში) “სიყვარულის ანა–ბანა” და მინდა ვთქვა, რომ ეს წიგნი არის სრული მარაზი, მიაწოდონ ბავშვებს სექსუალურ ცხოვრებაზე ინფორმაცია, ოღონდ ისე რომ არც ბავშვი დარჩეს გაღიზიანებული და მითუმეტეს არც მშობელი (და “ვაბშე” მითუმეტეს მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი)
    აქვე დავსძენ, მე სასულიერო გიმნაზიაში ვსწავლობდი და სადღაც მეხუთე თუ მეექვსე კლასამდე მართლა მჯეროდა რო მასწავლებელი არ ფსამდა (სექსზე და ზასაობაზე ხო ლაპარაკი ზედმეტია)

     
    • spamwriters

      September 1, 2011 at 7:31 am

      ეს გარყვნილი გოგოა, არ დაუჯეროთ :დ ეროვნული სიწმინდეები შებღალა ამან, ქართული კოვზი და გულის კოვზი შეურაცხჰყო :დ

       
  11. Zuba Dalama

    February 27, 2014 at 11:21 pm

    There is no sex in the USSR!

     
  12. lol

    August 19, 2015 at 11:21 am

    თუ მასწავლებელი ბავშვებს სექსოლოგიას ასწავლის, ბარემ ჩაიხადოს და ისე აჩვენოს. . . მუტლის აგებულებას რომ უჩვენებს ნახატზე და ბავშვი როგორ კეთდება, ჩაიხადოს და ბარემ ისე აჩვენოს

     

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: