RSS

-18

16 ივნ


პირველი ნაწილი

ნიშანი. .
ჩემი ცხოვრებაც თქვენსავით დაიწყო, მეც სექსის შემდეგ გავჩნდი და თქვენც. თუმცა ბევრი ჯერ კიდევ დავობს, ღმერთმა გაგვაჩინაო. სექსის შემდეგ ცხრა თვეში მეც დავიბადე. თუ ჩემი ამ ქვეყნად მოვლენა ღმერთის ნება იყო, ექიმების ნება იყო ჩემი გადარჩენა. ღმერთის ნებას, ჩემ ბრმა ინტერესს, მამაჩემის დაჟინებას, მაინც ეცადათ ექიმებს ჩემი გამოძვრენა მიუხედავად დიდი რისკისა და ექიმების დაუდევრობას დედაჩემის სიცოცხლე შეეწირა.
სულ მალე მამას შევზიზღდი, ალბათ იმიტომ რომ ჩემში ყოველ დღე თავის უპატიებელ შეცდომას ხედავდა. თავის მხრივ არც მე დავაყოვნე და მამა მეც შემზიზღდა.მამაჩემს დაკარგული სიყვარულის შემდეგ რაიმე ხომ უნდა შეჰყვარებოდა, მე ვეზიზღებოდი და მანაც სმას უმატა. ახლა დედა სასმელმა ჩაანაცვლა. თავიდან საყვარელივით ექცეოდა, კვირაში რამდენჯერმე თუ მიაკითხავდა, მაგრამ მალე საბოლოოდ შეიყვარა და ყველა და ყველაფერი ერთად დაიკიდა. როგორც ეს ორმოც წელს გადაცილებულ მამაკაცებს ემართებათ, როდესაც საყვარელს იჩენენ, მამამაც გაჭედა და სასმელზე მეტზე აღარაფერზე ფიქრობდა. ცოტა ხანში სასმელსაც უღალატა და ახლა ის წამალზე გაცვალა. მე ეს ამბავი უფრო მესიამოვნა ვიდრე მეწყინა, სახლში სულ კაიფში ეგდო და აღარც ჩემი გინებისთვის ეცალა და მითუმეტეს ცემისთვის.
–––სად მიეთრევი?
–––არ გკიდია?
–––ჰო მკიდია. . . წაეთრიე!
დაიღრიალა მამაჩემმა, უფრო სწორად სცადა ეღრიალა და კაიფით გათანგულმა საფერფლე მესროლა. მესროლა რა, როგორც აიღო ისევე დააგდო, საფერფლე მხოლოდ სამი ოთხი სანტიმეტრით თუ დაწინაურდა. მე კარები გავიჯახუნე და გარეთ გავვარდი. ძმაკაცს დავურეკე, ამ ნაბიჭვარს ტელეფონი აგერ უკვე მეორე დღეა გამორთული აქვს. ვიცი ვის გამოც, ჩემ გამო! თავანი გვაქვს, ეს ახვარი კი მემგონი მოტყდა. მაგას მოტეხვის ტრაკი მაინც აქვს მე კიდე აბა სად ჩემ ფეხებში დავიმალები, არადა იქით კვირას სამი ათასი უნდა დავითრიო. ეს უკვე მარტო მე, აბა ის სად ნაწყლშია არ ვიცი, არადა ვისთანაც თავანი გვაქვს იმათ სულ კიდიათ ვინ მიუტანს, არ მივუტან და დამენძრა. მისასვლელიც აღარსად მაქვს, ყველას ვალი მაქვს. ისინი ჯერჯერობით არ დამსდევენ, მაგრამ მალე ალბათ ესენიც დამიწყებენ. ერთი სიტყვით მაგარ შარში ვარ და მარტო ღმერთმა იცის წინ რა მელის, შეიძლება არც მაგან იცის, უკვე დიდი ხანია მაგასაც ვკიდივარ. ანდა რა მისახედი მე ვარ, დიდი მორწმუნე არც არასდროს ვყოფილვარ და არც ეკლესიაში დავდივარ. ღმერთს თავისი მორწმუნეები ჰყავს მისახედი, ის მილიონიანი ბრბო, მილიარდიანი თუ არა, ღმერთმა იცის რამდენი ადამიანია ამ ქვეყანაზე, მაგათ რა დაითვლის. ჰოდა ჯერ იმათთვის არ მიუხედავს და ჩემთვის სად სცალია, იქნებ ოდესმე მოიცალოს კიდეც, ვინ იცის, ალბათ ისევ მაგან.
ჩაბნელებულ და მოწყენილ ქუჩას მე უფრო მოწყენილი სახით მივუყვები და სიგარეტს ხარბად ვეწევი. თავში სულ თავანი მიტრიალებს და არ ვიცი რა მოვუხერხო. ჯიბეში ერთი გაფხეკილი ათ ლარიანი მიგდია. საფულეს საგულდაგულოდ ვჩხრეკ და ამ ათ ლარიანი ქაღალდის მეტს ვერაფერს ვპოულობ. ქაღალდზე ვიღაც წვერ გაუპარსავი ბიძა ხატია და მრავლის მეტყველად იყურება. ესეც კი არ მიყურებს, ესეც სახეს მარიდებს და სადღაც ტრაკში იყურება. უეცრად ქუჩის მეორე ბოლოდან ხმაური მომესმა, ხმაზე ვიცანი ჩემი უბნელები იყვნენ. სწოპა და თემო, მაგარი სირები. ესენი ჩემზე უარესი ბომჟები არიან, მოვლენ ახლა და სიგარეტს მთხოვენ. სიგარეტის კოლოფი შარვლის ჯიბიდან ქურთუკში გადავმალე, ამათ რომ არ შეამჩნიონ და ასე შევეგებე. რაღაც ზედაპირულ სიტყვებს ცნობილი გამონათქვამიც მოჰყვა. ,,სიგარეტი ხო არ გაქვს?’’ ,,არა’’ ვუპასუხე და ახლა ახალ სირობაზე ჩამოვარდა საუბარი. ბოლოს ვთხოვე იქით კვირისთვის ფული ეჩალიჩათ და ვუთხარი, რომ თავანი მაქვს. ,,თუ ვერ დავითრიე დამენძრა და ეგ არის’’ გავუმხილე საიდუმლო და უშნოდ გავიღიმე. ეს სირებიც მიღიმიან და რაღაცას მპირდებიან. ,,ვნახოთ ვიჩალიჩებთ რამეს’’ ჩემ ფეხებს იჩალიჩებენ ერთი ამათი დედაც მოვტყან. . . ეს ნაბიჭვრები ხვალ შეიძლება მე დამიხვდნენ სადმე მიგდებულ ქუჩაში და აქეთ წამართვან ყველაფერი. ერთი სიტყვით მიხვდნენ ჩვენნაირს გადავაწყდითო და მელევე დაახვიეს.
ჩემ წვერებიან ბიძას ვუყურებ და ვფიქრობ რა ვქნა, რაში დავხარჯო ეს ქაღალდის ნაგლეჯი. ამ ფიქრში თავი კინო თეატრთან ამოვყავი. ვიტრინები სავსეა ათასი რეკლამით. ვიღაცას სამი წლის წინანდელი ფლაერის ჩამოხსნა დაზარებია და ასე მისის და მისტერ სმიტები მომჩერებიან, ეს ნამდვილი მისტერ და მისის სირები! სამი წლის წინ ვიყავი ამ ფილმზე და პირველად გოგოს სწორედ იქ ვეზასავე, მერე სახლში წავედი და დასიებული ყვერების ზელვა დავიწყე.
ათი წუთი ვიტრინებს გარშემო ვუვლიდი და ბოლოს კინოში შევედი. გარეთ საშინლად ციოდა და შენობაში სითბო მესიამოვნა. სულ მალე ჩემი ყურადღება ერთმა წარწერამ მიიპყრო +18. ბილეთი ათი ლარი ღირდა და ჩემი წვერებიანი ბიძაც ადვილად დავთმე. ბილეთს, რომ ვყიდულობდი ერთი დაშტერებული გოგო, რომელსაც ბილეთის გაყიდვა ევალებოდა და სხვა არაფერი, ჩემი ასაკით დაინტერესდა.
–––ეს არ არის საბავშვო ფილმია, რამდენი წლის ხარ?
–––თვრამეტის.
ვუპასუხე და გუნებაში ერთი მაგარი შევაგინე. ,,არა საბავშვო ფილმი’’ ეს რაღა ჯანდაბაა? ვიღაცა ვიღაცას თუ ხმარობს არა საბავშვოა და ვიღაც გამოსირებული ნიფხვის ამარა, რომ დარბის და ათასობით ადამიანს ჟუჟავს ეგ საბავშვოა?! გავარტყი რემბოს და მის ბავშვობას. და საერთოდ თვრამეტს უკან ჯვარს რომ უწერენ ვითომდა რა?! ჩემზე რომ იყოს ამ ფილმს კი არა და საერთოდ მთელ სამყაროს ერთ დიდ მინუსს დავუწერდი. . მინუს თვრამეტს !!!
ერთი სიტყვით კიდევ კარგა ხანს მათვალიერა და ბოლოს პირადობა რომ ვანახე დამიჯერა. ღამის სეანსი რამდენიმე წუთში იწყებოდა და მალე დარბაზში ამოვყავით თავი. მე, ვიღაც ორმა ბიძამ და კიდევ ერთმა წყვილმა. წყვილი მალევე უკან მოთავსდა და ზასაობა გააჩაღა. ბიძებიც, შეყვარებულებივით, ერთმანეთის გვერდიგვერდ დასხდნენ ჩემს წინა რიგში.
ფილმი ორგიით და დიდ ტრაკა ნაშებით გამოირჩეოდა. ეს ჩემთვის, მაგრამ წინ მსხდომ ბიძებს, როგორც აღმოჩნდა, სულ სხვა აინტერესებდათ. ერთმა მეორეს ნელი მოძრაობით შარვალში შეუცურა ხელი და რამდენიმე წუთი ასე განაბული იქექებოდა შიგ. ახლა მეორემ იწყო ხელის ფათური, მანაც მალე მიაგნო სანუკვარ განძს და ესეც გაინაბა. ისე ბეჯითად, მონოტონურად მოძრაობდა მათი ხელები და ისე ჰარმონიულად ირხეოდა მათი მხრები, რომ აღმაგზნეს კიდევაც. ერექციაც კი განვიცადე. . . ფილმი ნახევრამდეც არ იყო მისული დარბაზი დავტოვე და გარეთ გავედი, ალბათ შემშურდა და იმიტომ. შემშურდა პიდარასტების, მერე და რა?! თუ რამე გსიამოვნებს რა მნიშვნელობა აქვს კაცი იქნება ის, ქალი თუ ტირანოზავრი ან გინდაც კენტავრი! ჩემს უკან მსხდომ წყვილს, დარწმუნებული ვარ, იმის ნახევარიც არ სიამოვნებდა ერთმანეთთან ზასავი ისე, როგორც ამ ბიძებს ერთმანეთის კამპანია.
ისევ ხეტიალს შევუდექი, ამჯერად წვერებიანი ბიძის გარეშე. ახლა საბოლოოდ მივხვდი, რომ ოთხ დღეში სამი ათასის დამთრევი არ ვიყავი. მომკლავენ? მომკლან და თუ უნდათ მომტყნან! ის ბიძები თავს ალბათ დიდი სიამოვნებით მოატყვნევინებდნენ ჩემს მევალეებს და ნასიამოვნებიც დარჩებოდნენ, ხოდა მე ვინ ვარ რომ ასეთი? ერთ მოტყვნას აიტან კაცი. . . მითუმეტეს ცხოვრება ისედაც ყოველ დღე გხმარობს. სადაც ცხოვრება, იქაც გასიებულ გელასაც ვახმარინებ ერთხელ თავს! მაგრამ მე? მეც ხომ უნდა ვიხმარო ვინმე სანამ საბოლოოდ მიხმარენ? საბოლოოდ სწორედ აქ მივუხვდი ცხოვრებას, ეს ცხოვრება არის მარათონი, მარათონი ჟიმაობაში. ყველა ყველას ტყნავს და ამიტომ რაც შეიძლება მეტი უნდა მოტყნა. ახლა ამ ფიქრმა გამიტაცა და პასუხიც მალევე ვიპოვნე, უფრო სწორად თავად მომაგნო და უეცრად თავზე დამადგა.
–––სიგარეტი ხომ არ გაქვს?
მე მექანიკურად, ამ კითხვაზე პასუხზე მიჩვეულმა, თავი უარის ნიშნად გავაქნიე, მაგრამ მალევე გონს მოვეგე. თავზე მაგარი ნაშა მედგა. ქუსლებზე მდგომი ასე ნახევარი თავით ჩემზე მაღალი იქნებოდა, გამხდარ და სექსუალურ ფეხებს, კიდევ უფრო აღმგზნები მოკლე კაბა სულ ოდნავ ფარავდა. გრძელი ქერა თმა შუა საუკუნეების ქალწულის ელფერს აძლევდა და წითელ ქურთუკს სექსუალურად ეფინებოდა. ქურთუკი კი ტანს ისე მაგრად შემოტმასნოდა, რომ ძუძუს თავებიც უჩანდა. ეს შუა საუკუნეების ქალწული, თანამედროვე ზმანში, ასაკით ასე ოცი, ოცდაერთის იქნებოდა. მართალია სახე ზედმეტი მაკიაჟით უშნოდ მოეთხუპნა, მაგრამ მე მაინც მაგრად დამევასა. მალევე ამიდგა და სექსი ძალიან მომინდა. . .
To be continued. . .

Advertisements
 
დატოვე კომენტარი

Posted by on ივნისი 16, 2011 in Uncategorized

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: