RSS

-18

18 Jun


მესამე ნაწილი. .დასასრული.
დაბნეულობა შევატყვე, ხელი ჯიბისკენ წაიღო და იქ ფათურს მოჰყვა. ახლა ჩემი დრო მოვიდა, სანამ არ მიყურებდა მანამდე უნდა მემოქმედა. ჯიბიდან დანა ამოვიღე, თვალები უნებურად დავხუჭე და რა ძალა და ღონეც მქონდა მოვუქნიე. კაცმა მექანიკურად ხელის დახვედრება მოასწრო და დანა ხელის გულში გავუყარე. დანის პირმა ხელის გული ნახევრად გაჭრა და შეიძლება ითქვას შიგ ჩაერჭო. კაცი ძირს დავარდა და საზარელი ხმის გამოცემას შეუდგა. რამდენიმე წამი ხორციდან დანის გამოგლეჯას მოვუნდი, ის კი ძირს იყო გართხმული და უაზროდ ფართხალებდა. ბოლოს გამოვაძრე და ახლა მუცელში დავარტყი, ამჯერად თვალი უკვე გახელილი მქონდა და ნათლად ვხედავდი, თუ სად და როგორ ვარტყამდი. დანის დარტყმა და ხმის ჩაწყვეტა ერთი იყო, ხმა ისე გაუწყდა თითქოს მაგნიტაფონი ყოფილიყოს და უცბად გადამწვარიყო, ახლა ჩიფჩიფი მორთო, რაღაცას ბოდავდა და უაზროდ კრუტუნებდა. დანა კვლავ დიდი სირთულით ამოვაძრე, დანას სისხლი აეკიდა და მუცლიდან, როგორც ველური მდინარე მთიდან, ისე გადმოეშვა. კაცი კვდებოდა, ჩემოდანიც გავარდნოდა ხელიდან და იქვე ჩემ ფეხებთან ეგდო, მაგრამ ახლა ის აღარც მახსოვდა. დანა კიდევ რამდენჯერმე დავარტყი, არ მახსოვს რამდენჯერ, მაგრამ ბევრჯერ. ვურტყამდი და ვურტყამდი, ახლა ამ მკვდარ სხეულში მთელ სამყაროს ვხედავდი, მამაჩემს, ნინის, ნინის ქმარს, ნინის დედას, ჩემს ,,ვითომ’’ ძმაკაცებს, ჩემ მოვალეებს, მთელ უბანს, ნაშას რომელიც ცოტა ხნის წინ გავაუპატიურე, ზღვას, მთებს, ღრუბლებს, ცას, ვარსკვლავებს, მზეს. . . ერთი სიტყვით ყველაფერს რისთვისაც კი ოდესმე მომიკრავს თვალი. ეს ყველაფერი მსიამოვნებდა, თავისებურ ორგაზმსაც განვიცდიდი, იმაზე სასიამოვნოს, როდესაც ნინის მუტელში ვათავებდი და კიდევ უფრო სასიამოვნოს, როდესაც სულ ცოტა ხნის წინ გოგოს ვაუპატიურებდი. მე ახლა მთელ სამყაროს ვხმარობდი. ჩემი დანა, ჩემი პენისი იყო, ხოლო ამ კაცის გვამი მთელი სამყაროს საშო. მოვიკალი რა ჟინი და მთელს სამყაროს შიგ საშოში გავუთავე, ჩემოდანს ვეცი, დიდხანს ვიწვალე, ხელი სულ სისხლში მქონდა და ვერ ვხსნიდი. დიდი წვალების შემდეგ გავხსენი და ჰოი საოცრებავ შიგ საბუთების და უაზრო ფურცლების მეტს ვერაფერს წავაწყდი. ,,შეუძლებელია!’’ შევძახე მთელი ხმით, თურმე ეს იდუმალი ძალა, რომელიც მთელი ამდენი ხნის განმავლობაში მეხმარებოდა სინამდვილეში ეშმაკი ყოფილა, ეშმაკი და არა ღმერთი. . . აბა ასე ღმერთი ხომ არ გამეღადავებოდა?!
გვამი გადავაბრუნე, შარვლის ჯიბიდან საფულე ამოვაცალე, და იქ უფრო დიდ საოცრებას წავაწყდი, ბევრად უფრო დიდს, ვიდრე მოსე, როდესაც ღმერთი გამოეცხადა. საფულეში ერთადერთი რაც იდო ეს იყო ათ ლარიანი, ისევ ის წვერებიანი ბიძა და ახლაც სხვაგან იყურებოდა. გვამს მისჩერებოდა და ზედაც არ მიყურებდა. აი ჩემი საფასურიც, რაც დავიმსახურე ისევ ის მივიღე, წვერებიანი ბიძა! რომლის ფასი კინოს ბილეთისას არ აღემატება! ბიძა მაინც მალევე ჯიბეში ჩავაცურე და უაზროდ გავიქეცი, თან გზადაგზა ეშმაკს სულ დედას ვაგინებდი, ეგ ნაბიჭვარი წარმოგიდგენიათ, როგორ გამეღადავა?! მაგრამ არა უშავს სად გამექცევა ჯოჯოხეთში ხომ შევხვდები და დედას მოვუტყნავ!
რამდენიმე წუთი ისევ ასე გიჟივით მივრბოდი და ეშმაკს ვაგინებდი. მახსოვს, რაღაცას ფეხი წამოვდე და ახლა ფეხიც ვიღრძე. . . სადღაც შადრევანსაც წავაწყდი, ჩვენი ქალაქის მორიგ ღირს– შესანიშნავობას. სისხლი დიდი სირთულით მოვიშორე, უპატრონო ბავშვივით რომ მეწებებოდა და განშორება არ უნდოდა, მაგრამ მე, როგორც დესპოტმა მამამ, ისე მოვექეცი და ახლა ტანსაცმლის წმენდას შევუდექი.
კოჭლობით სიარული აღარ შემეძლო ცოტაც და წავიქცეოდი, ბედად ტაქსი შევნიშნე. კუსავით მოღოღავდა, თითქოს მე მელოდებოდა, როგორც ჩანს მძღოლმა შემნიშნა და განგებ შეანელა იქნებ და ხელი დამიქნიოსო. მეც დავუქნიე.
დანჯღრეული, ყრონტი ბებერივით დაკუჭული ,,ნოლ შესტი’’. აყროლებული სიდენია, (ალბათ რამდენ აქოთებულ ლეშს დაათრევს ყოველ დღე, რამდენ სუნაინ ტრაკს მასპინძლობს ეს სუნში დამბალი სავარძლები) მინები უკლებლივ ყველა გაბზარული, როგორც ტაქსისტის, ოდესღაც ადამიანური სურვილები და ოცნებები. ერთი სიტყვით მოსიარულე ჯოჯოხეთი. სწორს ამბობდა ის ხალხი თურმე და მე რა მინდოდა, მანქანა ეშმაკისააო, ხომ გაიძახოდნენ?! დიახაც ეშმაკისაა და ასეთი ავტომობილით პირდაპირ ჯოჯოხეთში უნდა გაემგზავრო!
,,ესეც კიდევ ერთი ნიშანი!’’ ეშმაკი კიდევ მეკაიფება. . .
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ყველა გზა იქ მიდის. . .
მძღოლს გვერდით ვუზივარ. სიგარეტს ვეწევი. კითხვაზე თუ სად მივდივართ, მინდოდა მეპასუხა ჯოჯოხეთში–მეთქი, მაგრამ თავი შევიკავე, ასე ხომ დავაფრთხობდი. . . ,,დიღომში’’ ვესროლე და უაზროდ ვიწყე თვალების ცეცება.
მივდივართ, თანაც დიღომში. რა ჩემი ფეხები მინდა დიღომში?! მაგრამ მე ხომ ვიცი სადაც მივდივარ, არა, ახლა საბოლოოდ გადავწყვიტე, ყველა გზა მაინც იქ მიდის. . . მძღოლი სავარძელში, უსაფრთხოების ღვედებითაა დაბმული, თან ენას არ აჩერებს. ესაო. . . ისაო. . . ასე მოხდაო, ისე მოხდაო. . . რაღაცეებს მიყვება და წარამარა გადმომხედავს, მეც თანხმობის ნიშნად თავს ვუკრავ. ღვედი წინ სუფრასავით მაქვს გაშლილი, არ იკვრებოდა და ამ უბედურმა, პატრულმა, რომ არ შეამჩნიოს ასე ხელით გეჭიროსო, მეც მიჭირავს. . . ჰოი საოცრებავ!
–––რამდენი წლის ხარ? –მეკითხება. –––შენხელა ბიჭი მყავს. –თან მიღიმის.
ნეტა იცოდეს როგორ მკიდია. მარცხენა ხელით ღვედი მიჭირავს და მუცელზე ქამარივით ვიჭერ, მეორე ხელი ჯიბეში მაქვს, იქ კი სისხლიანი დანა. დანა განგებ არ გავწმინდე, სისხლი უხდება.
დიღმის ტრასაზე ვართ, სიჩქარეს ვუყურებ, ასე ასით მივქრივართ, იკაიფეთ ,,ნოლ შესტით’’ მივფრინავთ! მოძრაობა არა ჩემი ფეხები, აგერ უკვე ათი წუთია ერთი მანქანაც არ შეგვხვედრია.
–––დიღომში ვართ, შენ სად გინდა?
მიყურებს, მგონი ხვდება, მაგრამ არა ეს რისი მიმხვედრია, რა იცის სად მიმყავს. სიტყვებს ვეძებ, არ ვიცი რა მოვიგონო, თან ფეხი საშინლად მტკივა.
–––მეოთხე მასივში –ეს სიტყვები თავისით მახსენდება. ნინი სწორედ აქ გათხოვდა, ახლაც იქ ცხოვრობს. აი, კიდევ ერთი ნიშანი. სულ ცოტაც და ნინის სახლთან ამოვყოფ თავს. იქნებ ეს შემთხვევაც გამოვიყენო. . . მაგრამ არა, მეყო რაც მატყუა, ვიცი ახლაც ეშმაკი მიჩალიჩებს, ეს ნაბიჭვარი!
მძღოლი რულს უდარდელად ატრიალებს, თავის გასამრჯელოს ელის, წვერებიან ბიძას. ნელი მოძრაობით დანას ჯიბიდან ვაპარებ, სულ ცოტაც და ორივე ამ ჯოჯოხეთის მანქანით, პირდაპირ ჯოჯოხეთში გავემგზავრებით. . . მოვდივარ მიფრთხილდი. . .
დანას პირდაპირ ყელში ვარტყამ, ყელი დამპალი ვაშლივით იხლიჩება და სისხლი, როგორც კაშხალი ისე ასხამს. სისხლი სახეზე მესხმება, როგორც მაშინ წმინდა წყალი, ზიარებას რომ ვიღებდი, ჯერ კიდევ ღრმა ბავშვობაში. მძღოლი თავს მოწყვეტით რულზე ანარცხებს, ფეხი გაზის პედალს ეწებება და აი სადღაც ვიჩეხებით, პირდაპირ ჯოჯოხეთში. . . მანქანა ჰაერში რამდენჯერმე შეითამაშებს და ჰიპ ჰოპის მოცეკვავესავით უცნაურ ილეთებს ასრულებს.
ახლა ვხვდები მამას რატომაც ვეზიზღებოდი, ის აღარ მეზიზღება, პირიქით მეცოდება კიდევაც. აქამდე როგორ ვერ მივხვდი, რატომ არ მოვკალი?! ან ნინი რატომ არ მოვკალი?! არც ის გოგო უნდა დამეტოვებინა ცოცხალი, ხომ გავაუპატიურე და მერე უნდა მომეკლა. . . ახლა ვნანობ, ყველა უნდა მომეკლა, ყველა უნდა გამენთავისუფლებინა! ყველას ყველაფერს გპატიობთ. . . მეც მაპატიეთ, რომ შემეძლოს ყველას დაგხოცავდით. . . ეშმაკსაც ვპატიობ, მან მიმახვედრა, სწორ გზაზე დამაყენა. ერთადერთი მას არ ვპატიობ, დიახ მას. . . მას, ვინც ყველა გაგვაჩინა და შეგვქმნა, ის ვერასდროს მოინანიებს ამას ან გინდაც მოუნდეს, ვისთან უნდა მოინანიოს?! ვის ნახავს სამაგისოდ?! მაგრამ რომც ნახოს და რომც მოინანიოს, არასდროს ვაპატიებ, არ ვაპატიებ იმას, რომ გამაჩინა, სიცოცხლე მაჩუქა ისე, რომ ერთხელაც არ უკითხავს, მინდოდა მე ეს თუ არა!
ერთი სიტყვით ამ სამყაროს მინუს თვრამეტს ვუწერ. .
სისუსტეს ვგრძნობ, სულ ცოტაც და. . . არც ისე ძნელი ყოფილა სიკვდილი, რომ შემეძლოს ყველას დაგხოცავდით!
The end. . .

 
12 Comments

Posted by on June 18, 2011 in Uncategorized

 

12 responses to “-18

  1. Makine Shalamberidze

    June 18, 2011 at 10:07 pm

    wow!…
    მართლა მოკლავდი ყველას???

     
    • selfanarchy

      June 19, 2011 at 6:07 pm

      თუ გინდა შენც მოგკლავ. . . : დ

       
      • Makine Shalamberidze

        June 20, 2011 at 6:35 pm

        რა აღარ “შემოუთავაზებიათ” ჩამთვის და სიკვდილიიი?… საინტერესოა … დავფიქრდები ;))))

         
  2. Makine Shalamberidze

    June 18, 2011 at 10:16 pm

    ისე -18 მაგარი “მიგნებაა”😉

     
    • selfanarchy

      June 19, 2011 at 6:07 pm

      მიგნება და აღმოჩენა მე ვარ. . . მალე აღმომაჩენენ. . : დ

       
  3. spamwriters

    June 19, 2011 at 5:33 pm

    ნუ ბოლოში ამდენი რელიგია ცოტა მეზედმეტა, მარა მთავარი გმირის ბრალია ეგ :)) რესფექთ🙂

     
    • selfanarchy

      June 19, 2011 at 6:06 pm

      მთავარი გმირის და რელიგიის. . .: დ

       
  4. NoHelleN : )

    July 14, 2011 at 1:10 am

    შენ ვის მოკლავ ? : )
    შენი სისუსტე კივის შენივე ნაწერებიდან : )))
    თუმცა რაღაცები მომეწონა ; )

     
    • selfanarchy

      July 14, 2011 at 8:30 am

      ვაიმეეეეეე. . . .
      მე ვინ უნდა მოვკლა? და კიდე კაცის მოკვლა სიძლიერეა? ცნობისთვის ეს მოთხრობის ბოლო ნაწილი იყო და არა ავტობიოგრაფია. .. ))))))))))

       
  5. NoHelleN : )

    July 14, 2011 at 1:57 pm

    ვიცი რომ ავტობიოგრაფია არ იყო : )

     
  6. ტუარეგი

    December 18, 2011 at 11:44 pm

    მმმმ…… :D:D:D თვითდამკვიდრებას ფარისევლობით ვცდილობთ, საინტერესოა :D…. ისე სიმართლე გითხრა ძალიან მომეწონა ყველა პოსტი, რომლებიც წავიკითხე… (Y) არმოგაჩენენ… აღმოგაჩენენ :D:D:D

     
  7. TaKa Cinderrella

    February 9, 2012 at 9:33 pm

    ფინალი ძალიან ტრუხაა

     

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: