RSS

წმინდა შერონ. . .

19 ივნ

“ეძღვნება ჩემს საყვარელ წმინდანს :>”
არც კი ვიცი რითი დავიწყო, ალბათ იმით, რომ სულ ცოტა ხნის წინ შერონ სტოუნი დამესიზმრა, თავზე შარავანდედი ედგა და საქართველო გაბრწყინდებაო მიმტკიცებდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაფერი სიზმარი იყო და მიუხედავად იმისა, რომ სიზმარში ადამიანი ათას გვარ სისულელეს ნახულობს და აქედან გამომდინარე იჯერებს კიდევაც, მე სიზმარშიც ვერ შევძელი ამის დაჯერება.
–––არ გაბრწყინდება, ეს შეუძლებელია. .
ვუმტკიცებდი შერონს, უფრო სწორად „საქალბატონე“ შერონს, როგორც მას ერთ–ერთმა „ღრმად პატივსაცემმა“ პიროვნებამ უწოდა როდესაც სტოუნი ილია მეორეს სტუმრობდა.
ერთი სიტყვით წმინდა შერონი კიდევ დიდხანს უშედეგოდ მიმტკიცებდა და ცდილობდა დავერწმუნებინე იმაში, რომ საქართველო ოდესღაც მაინც გაბრწყინდება.
–––არა ეს შეუძლებელია. . . –არ ვიშლიდი ჩემსას.
–––ნუ იქნები ასეთი ურწმუნო, ხომ არ დაგავიწყდა შენი ერი ღვთისმშობლის რჩეული ერია. . –შემახსენა შერონმა და მომხიბლავად გამიღიმა.
–––კი მაგრამ სად არის ღვთისმშობელი, ნუთუ ვერ ხედავს რა დღეშიც ვართ?! –შევძახე უკმაყოფილო ხმით.
–––ურწმუნოება, აი შენი ყველაზე დიდი უბედურება! შენ ითხოვ დაგანახონ, არადა ამისთვის თვალი არ არის საჭირო, ამისთვის გული და გონება არსებობს, თვალი ყოველთვის ყველაფერს ვერ ხედავს. . .
–––კი მაგრამ, აბა გონებას ბოლომდე არ უნდა მიჰყვე, თუ ბოლომდე მიჰყევი ის ღმერთის უარყოფამდე მიგიყვანსო? მე ესეც გამიგია. .
–––ნუ იქნები ასეთი უმეცარი. .–თავზე ხელი გადამისვა შერონმა და ცისფერი თვალები სახეში შემომანათა. ღმერთი ყველგან არის, ის ახლაც აქაა და ჩვენ გვისმენს.
მე ცოტა არ იყოს შევცბუნდი და შემეშინდა კიდეც.
–––როგორ, ის ახლა აქ არის?
–––კი, ოღონდ შენ მას ვერ ხედავ.
–––შენ?
–––კი, მე ვხედავ. . .
აქ წმინდა შერონმა როგორც ჩანს შემატყო, რომ შიშისგან ვთრთოდი და კვლავ ძველ თემას დაუბრუნდა.
–––კიდევ არ გწამს, რომ საქართველო გაბრწყინდება?!
გამოგიტყდებით და აქ უკვე ჩავფიქრდი. შერონიც თავის მხრივ, როგორც ჩანს ,მიხვდა რომ ვორჭოფობდი და შეტევაზე გადმოვიდა.
–––აჰ შე უგუნურო. .განა არ ვიცი შენ ურწმუნო ხარ. .შენნაირებს თავის დროზე არც წმინდა ნინოსი არ სჯეროდათ, მაინც და მაინც მზე უნდა დავაბნელო რო დაიჯერო?!
–––დავუშვათ მჯერა. .ამით რა შეიცვლება?
–––Change your self, change the world !!!
ომახიანი ხმით შესძახა შერონმა, ახლა მისი ცისფერი თვალები ისე სექსუალურად აღარ გამოიყურებოდა, ხოლო შარავანდედი მისი, თვალის მომჭრელად ბრწყინავდა.
–––დაიჩოქე ცოდვილო !!! –შეჰყვირა კვლავ საზარელი ხმით და უეცრად, არ ვიცი საინდან. ხელში კვერთხი გაუჩნდა. კვერთხი ჩემს თავთან მოაახლოვა და კიდევ ერთხელ შესძახა. . .–დაიჩოქე !!!
მეც დავიჩოქე სხვა რა გზა იყო. შიშისგან ფეხები მიკანკალებდა და ხმის ამოღებას ვერ ვახერხებდი. .ბოლოს როგორც იქნა ამოვღერღე . .
–––შემინდე. . .შემინდე. . არ ვიცოდი რას ვიქმოდი. . შემინდე. .
–––ღმერთი მოწყალეა. . მან მე თქვენ გადასარჩენად გამომაგზავნა. .
ჩაილაპარაკა წმინდა შერონმა და აქ კვლავ გამიღიმა. ახლა თავი დამშვიდებულად ვიგრძენი, დაჩოქილმა ავხედე, გავუღიმე და შევღაღადე. . .
–––ოჰ შერონ. .წმინდა შერონ. .ახლა მივხვდი შენ ღმერთის მიერ ყოფილხარ გამოგზავნილი, როგორც წმინდა ნინო. . . შენ უნდა მოაბრუნო და უპატრონო ჩვენს მრავალ ტანჯულ ერს. .ოჰ მადლობა შერონ. . –და ფეხზე ვემთხვიე. . –––წმინდა ნინოც ხომ უცხოელი იყო. .
–––გასწორდი ცოდვილო, მე შენში კეთილი გული დავინახე და სწორედ ამიტომ გამოგეცხადე. .აი გამომართვი ეს კვერთხი და დაე ყველას გადაეცი, რომ ღმერთი იწამონ, მისკენ შემობრუნდნენ და ყველაფერი კარგად იქნება. . .საქართველო ნამდვილად გაბრწყინდება. .
–––ოჰ შერონ. .შერონ. .დიდი მადლობა შერონ. .–თვალიდან ცრემლები წამსკდა. .
–––აბა კარგად. . კარგად. .მე სულ მალე დავბრუნდები და არ დაგავიწყდეს რაც გითხარი. .
–––ოჰ შერონ. .შერონ. . ასე უცებ. . ? რა თქმა უნდა. .რა თქმა უნდა. . –ვლუღლუღებდი და თავი კვლავ მიწაში მქონდა ჩარგული. .
და აი ამ დროს თავი დიდის მორიდებით წამოვწიე, ჩემს კვერთხს დავხედე. კვერთხი ულამაზესად მეჩვენა, მართლაც რომ ზეციდანაა ჩამოტანილი, გამირბინა აზრმა და კიდევ ერთხელ ღრმად ამოვისუნთქე. და აი კვერთხს ვათვალიერებ, ამ წმინდა საოცრებას. .სიბრტყეზე საქართველოს ხუთ ჯვრიანი დროშაა გამოხატული, დროშას თვალს ვაყოლებ, დროშის თავზე დიდი ასოებითაა ამოტიფრული. .“GEORGIA“. ეს ცოტა არ იყოს მეუცნაურა, „რა მაინცდამაინც ინგლისურად?!“ მაგრამ ახლა ეჭვების დრო არ არის. .წელში ვიშლები კვერთხს ჰაერში ვმართავ და მთელი ხმით ვყვირივარ. . .საქართველო. . საქართველო. . საქართველო გაბრწყინდება !!!
მზე თვალებში მაჭყიტებს, სხივები ეკლებივით მესობა სახეზე და აი კვერთხი ხელიდან მივარდება. ასაღებად ვიხრები, მსურს კვლავ ხელში ავიტაცო. უეცრად ვამჩნევ, რომ კვერთხზე მოღრეცილი სახის მსგავსი, თუ სმაილის მაგდაგვარი ემბლემაა გამოსახული. .იქვე კი წარწერა. “Nike. .made in China”. . .

Advertisements
 
10 Comments

Posted by on ივნისი 19, 2011 in ლიტერატურა

 

10 responses to “წმინდა შერონ. . .

  1. Gio Sanamashvili

    ივნისი 19, 2011 at 8:03 PM

    ixumret ?

     
  2. გრაფინია

    ოქტომბერი 5, 2011 at 8:40 PM

    ლოლ ეს პოსტი რომდ აიწერა მე მაშინ არ გიცნობდი :დ ახლა ხო რას ამბობ :დ რა მალე გადის დრო… :ბებერიგრაფინიასსმაილი: :დ

     
    • Internalself

      ოქტომბერი 6, 2011 at 2:44 PM

      მკერავ ჟენჟემოგევლე? :დდ

       
      • გრაფინია

        ოქტომბერი 6, 2011 at 8:14 PM

        დაკერილი ხარ უკვე თორემ… :დ

         
    • Internalself

      ოქტომბერი 6, 2011 at 9:27 PM

      მთავარია შენ არ დანებდე ჟენჟემოგევლე :დდ

       
      • გრაფინია

        ოქტომბერი 6, 2011 at 10:06 PM

        ფეისბუქზე შემეხმიანე ხოლმე ჟენ გენაძვალე რააა :დ

         
  3. levan

    ოქტომბერი 6, 2011 at 3:04 PM

    :D:D aset sleobasc DIDI NICHI unda 🙂 :DDDD

     
    • Internalself

      ოქტომბერი 6, 2011 at 3:11 PM

      ნიჭი რომელიც ჩვენ ერს აქვს. . ამ ნიჭიდან გამომდინარე კიდევ მრავალი წმინდანი გვეწვევა და მეც მრავალჯერ მოგილოცავთ. ჩვენთან არს შერონი, ამერიკა, ჰოლივუდი და კიდე სლეობა!!!

       
  4. გიო

    თებერვალი 14, 2014 at 8:20 PM

    არა, ეს მხოლოდ თქვენ (ანუ ჩვენ ქართველებს) შეგვიძლია ყველა თემა საღადაოდ ვაქციოთ. მთავარია თქვენ თქვენი აზრები გადმოანთხიოთ (რა მნიშვნელობა აქვს მართალია, ტყუილია, უვიცობაა თუ მკრეხელობა). ეს მხოლოდ თქვენი განსასჯელია ვინ წმინდანია და ვინ უნდა შეხვდეს თუ არ შეხვდეს პატრიარქს. მთავარი ხომ დემოკრატიაა – პირი არ გააჩერო რაც გინდა იბაზრე. თქვენს მეტი ვერავინ მოიფოქრებდა ამის დაწერას და თან ძააან ორიგინალურია კიდე რაააა!

     

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: