RSS

ძირგავარდნილები. .

22 ივნ


სტატია ჟურნალ ,,დაგვეხმარე’’–დან. .
ერთ–ერთ სერიოზულ სუპერმარკეტში, რომლის შემოსავალი ამ ბოლო დროს საგრძნობლად გაიზარდა და დიდ კაპიტალსაც მოუყარა თავი, წამოიწყეს აქცია.
,,ჩვენ უფასოდ ვარიგებთ ძირგავარდნილ ცელოფნის პარკებს! დაფიქრდით, თქვენ მოგებული დარჩებით, არ მოგიწევთ რაიმეს ჩადება იმ მიზნით, რომ ის გაიხეს, ის თავიდანვე გახეულია!’’
მსურველთა რიგებში შეინიშნებოდნენ ცნობილი საზოგადო მოღვაწეები და ხალხისთვის საყვარელი პიროვნებები, ანუ მოკლედ, რომ ვთქვათ ,,ელიტა’’. ამან რა თქმა უნდა ტელევიზიის ყურადღებაც მიიპყრო, სენსაციის სადარაჯოზე მდგომმა ჟურნალისტებმა, სულ მალე ელიტას გვერდი დაუმშვენეს. მალევე გამოჩნდნენ სხვა სუპერმარკეტის წამომადგენლები, რომლებიც გულდასმით აპროტესტებდნენ მიმდინარე აქციას და მოითხოვდნენ მის შეწყვეტას. (მიზეზი ვერ გავარკვიეთ). მიმდინარე პროტესტს სხვადასხვა ოპოზიციური პარტიებიც შეუერთდნენ და აქციის ჩამტარებელ სუპერმარკეტის, მფარველობაში და ბაზარზე ამ უკანასკნელის მონოპოლიზებაში, ხელისუფლება დაადანაშაულეს. არც რელიგიურ ფუნდამენტალისტებს გამორჩათ ეს ღირსშესანიშნაობა, მათ საპროტესტო აქცია გამართეს და სუპერმარკეტის უფროსობა ერის გარყვნაში დაადანაშაულეს.
,,ამ სუპერმარკეტში ვერ შეხვდებით ვერცერთ საეკლესიო ნივთს, ისინი ხელოვნურად დევნიან უფალს და მის არს, ეს არის გარყვნილების ბუდე!’’
გაიძახოდა ერთ ერთი სულიერი ლიდერი, მაგრამ ჩვენი ყურადღება მიიქცია ყველაზე აქტიურმა, ძირგამოვარდნილი ცელოფნის პარკის მსურველმა, რომელიც ერთს არ დასჯერდა და ორს ერთად მოითხოვდა.
ამან ისედაც აღშფოთებული საზოგადოება უფრო აღაშფოთა და გაწევ–გამოწევაც გამოიწვია. ,,ჩვენ რითი ვართ ნაკლები?’’ გაჰყვიროდნენ უკანა რიგებიდან. აღშფოთებულ საზოგადოებას დამცველებიც აღმოუჩნდნენ. როგორც უკვე აღვნიშნეთ, მსურველებს შორის ხალხის აზროვნების განვითარების სადარაჯოზე მდგომი პირებიც შეინიშნებოდნენ. მათ შორის იყო რა თქმა უნდა ვახტანგ სამსირაშვილიც, ბრძენად წოდებული. ფართო მხრები, როხროხა ხმა, გამოზნექილი მუცელი, (ორსულის ფორმით) ერის უბედურებაზე ფიქრით დამანჭული და დანაოჭებული სახე ერთმანეთს შესანიშნავად ეხამებოდა და ბრწყინვალე პატრიოტის ხატს გვჩუქნიდა. ხალხის სიყვარულის ნიშნად ვახტანგმა შურით აღვსილი თვალები შეაცეცა ამბიციურ მსურველს და ამ მზერაში მთელი თავისი პატრიოტიზმი ჩააქსოვა.
,,როგორ მოახერხა მან ასეთი ინტერესის გამოწვევა, საიდან ამხელა ყურადღება, განა რაიმე ისეთი თქვა რაც სხვას არ მოაფიქრდებოდა?! არა ორი ძირგავარდნილი ცელოფანი ყველას სურს! თუმცა’’. . . და სოციალიზმის თანასწორობაში აღმოცენებულმა, ლიბერალმა პატრიოტმა დაიწყო ისეთი რამის ძიება რითაც ხალხის ყურადღების ცენტრში მყოფი პირის გაპამპულებას შესძლებდა და მის ადგილსაც თვითკმაყოფილი სახით დაიკავებდა.
,,ტუფლებს’’ ვერაფერი დაუწუნა, ისინი ამაყად წვეტაპრეხილნი მზის სინათლეზე თვალის მომჭრელად პრიალებდნენ და საერთოდაც მას ემჩნეოდა გემოვნება არ ღალატობდა. შავი ტყავის ქურთუკს, შავი თითებწაჭრილი ხელთათმანებიდან გამოყრილი დაკოჟრილი თითები და ჩამაფიქრებლად შავი ფრჩხილები ერთმანეთისთვის გემოვნებით შეეხამებინა, ხოლო ყველაფერს დიდი რეიბანების სათვალეები აგვირგვინედა. ბრძენს ეს ყველაფერი აუღებელ ციხე სიმაგრედ ეჩვენა. მას ნესტოები გაუფართოვდა, ეგონა ეს ესაა დამარცხების სუნი მეცაო და გამოტრიალებას აპირებდა, რომ მის გვერდზე მდგომმა კაცმა შესძახა:
,,კაცი არა ხარ შე ქალო, ყურის ძირში რო არ მოგვაწვა ეგ ნაგავი?!’’ და მენაგვეს დაპათოსებული მზერა აჯახა.
ახლა კი გახალისდა ბრძენი და იმედის თვალით განაგრძო თვალთვალი: სათვალთვალო ობიექტს გამოზნექილი მუცელი(ბრძენზე უფრო მეტად) ვაჟკაცობას და მჭერმეტყველებას უმოწმებდა, ამ ვებერთელა ქვევრში ხომ ერის უზომო ტკივილი ინახებოდა. თმაც უზადოდ ჰქონდა, წუნს ვერ დაუდებდით, ჟელეთი დამძიმებული საგულდაგულოდ გადავარცხნილი თმა თავს იწონებდა მის მოაზროვნე და ამბიციურ თავზე, ხოლო თვით ამ პიროვნების მეტყველ სახეზე აშკარად შეამჩნევდით, რომ ამ ცხოვრებაზე და ვინ იცის კიდევ რაზე ფიქრს ღრმა კვალი დაემჩნია. ამას მის ბადრიჯანა თავზე წარმოდგენილი დარბაისლურ დაქანებული შუბლი გაგრძნობინებდათ, რომელიც თეთრ თავიან, ჩირქიან ,,პრიშჩიკებს’’ დაეთოვლა. რამდენი ნააზრევი და შრომა იმალება ალბათ თითოეულ „პრიშჩიკის“ მიღმა გაიფიქრა მწარედ ბრძენმა და დამწუხრებული დარბაისელთა ჯგუფს გამოეყო, გადააბიჯა თანასწორობის იდეოლოგიას და თავადაც ორი მოითხოვა. ,,ახლა პროგრესის დროა!’’ გაიფიქრა მან.
ალბათ ორი ძირგავარდნილი ცელოფანი შეხვდებოდათ ჩვენს გმირებს. . .

Advertisements
 
დატოვე კომენტარი

Posted by on ივნისი 22, 2011 in Uncategorized

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: