RSS

“გაურკვეველი გარკვეულობა”

24 Jun

დავიწყებ იმით, რომ არ მიყვარს ძიძები, შეიძლება პათეტიკურადაც ჟღერდეს, მაგრამ მომკალით და ატანა არ მაქვს ძიძების! ჯერ კიდევ ბავშვობაში სცადეს მშობლებმა ძიძისთვის მიებარებინათ ჩემი თავი, მაგრამ ნურას უკაცრავად გავჯიუტდი და ჩემსას მაინც მივაღწიე. რამდენი ძიძა არ გამაცნეს, რითი არ სცადეს ჩემი შებმა, მაგრამ არა და არა. .
და აი ახლა როდესაც მიმაჩნდა, რომ ერთხელ და სამუდამოდ გავიზარდე და ძიძის სინდრომიც ნაკლებად მაწუხებდა, რას ვხედავ?!
ძიძად აქ უკვე სახელმწიფო მომევლინა, ნუ მარტო მე არა, მთელ საქართველოს. ადრე თუ მიადვილდებოდა თავის დაძვრენა მოსაბეზრებელი ძიძებისგან ახლა მგონი უფრო გამიჭირდება, რადგანაც ეს ძიძა ყველგანაა, ყველაფერს ედება და თავის ცნობისმოყვარე, აწითლებულ ხუთ ნომრიან ცხვირს ყველაფერში ჰყოფს.
ყველაფერი დაიწყო იქიდან, რომ სკვერში დამადგა თავზე და დატუქსვა დამიწყო აქ ნუ „ზასაობო“, შემდეგ წესიერად დაჯექიო, ფეხი გაასწორე და წელში გაიშალეო, თუ არადა გაეთრიე აქედანო. მეც გავსწორდი სხვა რა გზა იყო?! არ გავსწორდებოდი და გამასწორებდნენ, შემდეგ ტრაკში პანღურს მიკრავდნენ და ამ გასწორებულს ასე მომისროდნენ იქიდან.
არც ამას დასჯერებია ბეჯითი ძიძა. ახლა ბევრს სვავო დამადანაშაულა. ეგ როგორღა მეთქი, რომ გავიოცე, აი ასეო და ხელიდან ლუდის ნახევარ ლიტრიანი ბოთლი გამომგლიჯა.
სწორედ ამას ეძღვნება დღევანდელი პოსტიც: ეს საკრალური 171 მუხლი, რომელიც აქამდეც არსებობდა, მაგრამ გაურკვევლი მიზეზებისა და გამო ახლა შედის ძალაში. თურმე როდესაც ბაღში პივას ვსვავ ამით ადამიანის ღირსებისა და საზოგადოებრივი ზნეობის შეურაცხმყოფელი ვხდები. მოიცა და ვინ არ სვავს ლუდს, ან ბოლო–ბოლო ვის არ დაულევია, იქნება ეს პარკში თუ სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას? და ბოლო–ბოლო ვერ გავიგე რომელი საზოგადოების შეურაცყოფაზეა საუბარი? ვის ვაყენებ შეურაცყოფას თუ ჩემთვის ვზივარ პარკში, ველოდები მეგობარს და ამ ლოდინის დროს ლუდს ვსვავ? არა მე არ ვამბობ იმას, რომ თითქოს და საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში გახეული მთვრალები უნდა დავბორგავდეთ და გამვლელებს ვაგინებდეთ, (ამაში ნუ დამდებთ ბრალს) მაგრამ ეს უკვე მარაზმია ! პარკი და სხვა ნებისმიერი მსგავსი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილი არის საზოგადო და მემგონი არ მესაჭიროება ძიძა, რომელიც მოვა და მეტყვის წელში გასწორდი, არ მოიკუზო, ფეხები გაასწორე, ეს პივა არ დალიო.
ცნობისთვის ნახევარი ლიტრი ლუდი არავის ათრობს !!!
პროტესტი, რომელიც გამიჩნდა მე, გაუჩნდა ბევრ სხვასაც. გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელში, სადაც ადამიანებმა დააფიქსირეს საკუთარი აზრი და დაგმეს ეს, ჩემი აზრით , უაზრო სიახლე. თავისმხრივ „ფეისბუქზე“ გამოკითხვამაც ცხადჰყო უმრავლესობას ნამდვილად არ ეპიტნავება ბუნდოვანი და ბურუსით მოცული „171 მუხლი“. სულ მალე ამ პროტესტმა თავისი მცირე შედეგი მაინც გამოიღო და ჩვენ ვიხილეთ განცხადება სადაც ბატონი შოთა უტიაშვილი გვეუბნება, რომ ის თურმე ამ სიახლით დევნის „ბომჟებს“ და არა ნორმალურ მოქალაქეებს, ხოლო ის გავრცელებული ინფორმაცია, რომელის მიხედვითაც ქალაქ რუსთავში ახალგაზრდები დააჯარიმეს პარკში ალკოჰოლის დალევის გამო, იმით ახსნა, რომ სინამდვილეში ეს ახალგაზრები „ბომჟები“ ყოფილან, რომლებიც არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგს.
აქედან გამომდინარე გამიჩნდა კითხვა, სად გადის ზღვარი ბომჟსა და ნორმალურ მოქალაქეს შორის?! რომელი კანონი დამიცავს მე იმისგან, რომ ბაღში მჯდომს თავზე ესა თუ ის კანონმდებელი არ დამადგეს და ბომჟი არ მიწოდოს იმის გამო, რომ პივას ვსვავ?
აქ ვიღაც შემეკამათება და მეტყვის ბევრის დალევა არ შეიძლება ცოტა კი ბატონოო. კი მაგრამ ,ბატონებო ეს საიდანღა უნდა გააკონტროლოთ? მე თუ ხელში ერთი ბოთლი მიკავია, იქნებ და რამდენიმე წუთის წინ ოთხი ასეთი დავლიე?! ან კიდე პირიქით იქნებ და რომელიმე კანონმდებელს თვალში არ მოვუვიდე დამადგეს თავზე და ჯარიმის გამოწერა მომინდომოს. ახლა მტკიცება უნდა დავუწყო, რომ ეს მხოლოდ პირველია და მეტი არ მქონდა დალეული?
ან მაგალითად ვიღაც ბიძა რესტორანში კარგად რომ იქეიფებს, გზად სკვერში შესვენება რომ მოუნდეს?! თუ რესტორნიდან პირდაპირ სახლში უნდა გაცუნცულდეს და გზაში ილოცოს ვინმემ შარი არ მომდოს ნასვამი ხარ და საზოგადოებრივ წესრიგს არღვევო?
მოკლედ ჩვეულებრივი მომაბეზრებელი ძიძისგან თავის დაღწევა ადვილი ყოფილა, მაგრამ ზედმეტად ცნობის მოყვარე და „მორალისტისაგან“ შეუძლებელი.
ჩემი აზრით სახელმწიფო არა ძიძად, არამედ სრულიად სხვად უნდა გვევლინებოდეს. მან უნდა უზრუნველყოს უსაფრთხოება, დაიცვას საკუთარი მოქალაქეები, მაგრამ ძიძობა აშკარად ზედმეტია !
ახლა კი ვიტყვი ჩემს აზრს. ეს იყო მორიგი “გაურკვეველი გარკვეულობა”, როდესაც რაღაც გადაწყვეტილებას იღებ და თავადაც წარმოდგენა არ გაქვს რა შეიძლება მოჰყვეს მას. როდესაც ბატონი შოთა ამბობს ბომჟებს ვებრძვიო, ის ვერც ხვდება, რომ ამ “ბომჟებში“ ის მთელ თუ არა ნახევარზე მეტ საქართველოს მოქალაქეს მაინც გულისხმობს.
აქ შეგიძლიათ იხილოთ „მუხლი 171“ http://www.police.ge/index.php?m=199&newsid=9
და აქ უკვე ბატონი შოთას განცხადება http://www.interpressnews.ge/ge/samartali/172720-shotha-utiashvili-ludis-smisthvis-aravin-dagajarimebth.html
და თქვენ თუ ამ ორ განცხადებას შორის ვერ აღმოაჩენთ „გაურკვეველ გარკვეულობას“ მაშინ საერთოდ ავკრძალოთ ყველაფერი !!!
ერთი სიტყვით, თუ ეს მუხლი ძალაში შემოვიდა და ის უკვე ძალაშია, უჰ რამდენს დაგვაჯარიმებენ, მერე ნახეთ თქვენ შეშინებული სიარული, ნასვამი ვარ და ვინმემ შარი არ მომდოსო. . ბოლოს და ბოლოს თუ ბიუჯეტს ფული შემოაკლდა არ ჯობდა პირდაპირ ეთქვათ და იქნებ ბიუჯეტისთვის ფულიც აგვეგროვებინა, აბა ასე ჯარიმებს ხომ ჯობია?!
ახლა კი კითხვა, რომელიც მინდა სრულიად საქართველოს მოსახლეობას დავუსვა. .სხვა პრობლემა აღარ არსებობს? უკვე ყველაფერი მოვაგვარეთ?
გასაგებია, რომ ალკოჰოლის პრობლემა დღეს დღეობით აშკარაა, განსაკუთრებით ახალგაზრდებში და არასრულწლოვნებში, მაგრამ თუ ჩვენ გადავწყვიტეთ ვებრძოლოთ მას იქნებ და სხვა გზა აგვერჩია?
გააჩერეთ ნებისმიერი ახალგაზრდა, რომელიც ყოველ დღე ალკოჰოლის ზემოქმედებას განიცდის და კითხეთ მას თუ რატომ იქცევა ის ასე. . პასუხი იქნება ერთგვარი და შეიძლება ბანალურიც. .
–––აბა სხვა რა გავაკეთო?
მართლაც ამ ბუნდოვან და ბურუსით მოცულ აკრძალვებს იქნებ სჯობდეს შევქმნათ გარემო სადაც ახალგაზრდას დასაქმების საშუალება ექნება და აღარ იარსებებს კითხვა. .“აბა სხვა რა ვაკეთო“. . .

 

One response to ““გაურკვეველი გარკვეულობა”

  1. marika

    June 25, 2011 at 7:23 am

    მეტი საქმე არ აქვთ, რა გააკეთონმ აღარ იციან, ყველა დაბილობას,დაუნიზმს ურცხვად გვტენიან ქართველებს. შემდეგში რა იქნებაა? ? სახლებში ჩაგვისახლდებიან და იქაც შეზღუდვებს დაგვიწესებენ ? ასე გაგრძელება აღარ შეიძლება……….. ( ალბათ ამ კომენტარისთვისაც ჯარიმას ამაკრავენ ან რაღაც ეგეთ საზიზღრობას )

     

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: