RSS

Monthly Archives: ივლისი 2011

აკრძალული ხილი

მესამე ნაწილი. .
–––უბედნიერესი! –შევძახე მთელი ხმით
–––ბედნიერები ვართ. . .ბედნიერები! –დაიღრიალა რამდენჯერმე ბექამაც, მერე სიგარეტს გაუკიდა, წინა სავარძელში გადაფორთხდა, მუსიკა ჩართო და ცოტახნით გაისუსა.
–––ახლა ეს გაგვისწორდება. . . –ჩაიბურტყუნა თავისთვის.
მუსიკა მართლაც გამისწორდა.
–––ამ გრუპას „shpongle” ქვია. . . ძალიან თესლები არიან. საქართველოში ვაფშე არაა გაბაზრებული. . . და არც გავაბაზრებ. . . სხვებისთვის მენანება. –ჩაილაპარაკა თავისთვის თვითკმაყოფილი სახით. –––ბედნიერი ვარ. . .ბედნიერი. . .–ჩაიბურტყნა კიდევ რამდენჯერმე. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს ბექა ამით საკუთარ თავს აძალებდა, აძალებდა ყოფილიყო ბედნიერი. . Read the rest of this entry »

 
2 Comments

Posted by on ივლისი 31, 2011 დუიმი ლიტერატურა

 

აკრძალული ხილი

მეორე ნაწილი
–––სალი –მიპასუხა და უხერხულად გამიღიმა.
–––თოკა. .–გავუწოდე ხელი და მალევე ვინანე, რა ხელის გაწოდება რა ფეხის ჩაწოდება, ბებიაჩემი ხომ არ ვიყავი. ეს ქალი ყველას და ყველაფერს ისე მარდად და უცნაურად ართმევს ხელს, რომ ძველ დროში რო ეცხოვრა, უეჭველია სამეფო ტახტზე დაითრევდა რაიმე ფორმალურ, მაგრამ საპატიო ადგილს. .–––აქ ახალი გადმოსული ვარ და ნორმალურად ჯერ არავის ვიცნობ. .–ვუპასუხე და გაწვდილი ხელი მალევე შარვლის ჯიბეში გადავმალე.
–––არაუშავს გაიცნობ. ახლა კი მაპატიე მეჩქარება სკოლაში მაგვიანდება
სალი წავიდა. სახელი გავიგე, შეიძლება ითქვას გავიცანი კიდევაც, მაგრამ ამ ყველაფრით ვერ დავკმაყოფილდებოდი, ბოლო–ბოლო ჩვენ ხომ ყოველ ღამე სექსი გვქონდა, გინდაც სიზმარში, სექსი სექსია. Read the rest of this entry »

 
3 Comments

Posted by on ივლისი 30, 2011 დუიმი ლიტერატურა

 

აკრძალული ხილი

პირველი ნაწილი. .
–შენ შიგ ხომ არ გაქვს? ნაბიჭვარო!
და აი აქ ვხვდები, რომ დამენძრა! დამენძრა არა ისე უბრალოდ, არამედ სერიოზულად, მოკლედ მაგარ შარში ვარ. . . .
ისე ყოველთვის მაინტერესებდა აი ამ სიტყვა ,,შიგ ხომ არ გაქვს ში” რას გულისხმობენ, მაგრამ სიტყვა ნაბიჭვარზე ვერ შევედავები, ვარ ნაბიჭვარი და რა ვქნა. მამა თვალით არასდროს მინახავს, დედა სულ ამ კაცზე მიყვებოდა, ხან რას, ხან რას, ერთი სიტყვით ყველაფერ კარგს. ეს პიროვნება, ოდესღაც ცოცხალი, ჯან ღონით სავსე და ახლა უკვე აჩრდილი, აჩრდილი დედაჩემისთვის და ჩემთვის, თავს არ გვანებებს, თუმცა აქ შეიძლება ვინმე შემედავოს და მითხრას, რომ ჩვენ არ ვუშვებთ. რამდენი რამ გამიკეთებია ბავშვობაში იმის იმედით, რომ მამა ამ ყველაფერს ხედავდა, რამდენჯერ საათობით მისაუბრია, ისე, რომ მას ხმაც არ გაუცია, მაგრამ მე ყოველთვის დარწმუნებული ვიყავი, რომ ის სულ ჩემთან იყო. ამას ხომ დედა გამუდმებით თავში მიტენიდა. აი მიახლოებით, ისე როგორც ღმერთის არსებობას. შეიძლება ითქვას ჩემში მამაჩემი და ღმერთი ერთდროულად დაიბადნენ და ერთდროულადვე დაიხოცნენ. Read the rest of this entry »

 
%(count)s კომენტარი

Posted by on ივლისი 29, 2011 დუიმი ლიტერატურა

 

„ჩ“აბრწყინებული სა“ყარ“თველო,სოც„ღ“მირები,ზეციური რაინდები,თვითმკვლელი ქალიშვილები და მე იეჰოველი

ნათქვამია ადამიანი რაც უფრო იზრდება, მით უფრო მეტს იგებსო. ამის თქმა შეიძლება არა მარტო ზოგად გარემოზე, არამედ როგორც ჩანს საკუთარ თავზეც. ეს მას შემდეგ დავასკვენი რაც ჩემი მოღალატეობის შესახებ შევიტყვე , მოღალატე იმიტომ რომ ძალადობას ვეწინააღმდეგები და შესაბამისად ყველანაირ შეიარაღებას, ხოლო აქედან გამომდინარე ომს.(ამაზე წინა პოსტში ვილაპარაკე) თუმცა სულ მალე კვლავ გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც საკუთარი თავის შეცნობაში უფრო ბეჯითად ამომიდგნენ გვერდში და ახლა იეჰოველი მიწოდეს. . Read the rest of this entry »

 
8 Comments

Posted by on ივლისი 13, 2011 დუიმი წერილი

 

ომში წასული ბავშვები, პა”წ“რიოტები, „ღ“მირები, გაბრწყინებული სა“ყარ“თველო და მე მოღალატე

არც კი ვიცი რითი დავიწყო, ეგ კი არა და მე ისიც არ ვიცოდი, თურმე მოღალატე ვყოფილვარ. დიახ ამაში სულ ცოტა ხნის წინ დავრწმუნდი, არა აქამდეც მეპარებოდა ეჭვი, მაგრამ გუშინ ეს საბოლოოდ ვიწამე.
ყველაფერი კი დაიწყო ასე, ვზივარ კომპიუტერთან და ფეისბუქს გულმოდგინედ ვჩიჩქნი, ნუ არც მახათი მქონდა და არც სადგისი, მაუსით ვვაჟკაცობდი. აი სწორედ ამ დროს სრულიად შემთხვევით მონიტორი ზეციური შუქით ნათდება და ვხედავ გვერდს სახელწოდებით „გაუქმდეს სავალდებულო სამხედრო სამსახური საქართველოში „
ახალი გვერდით აშკარად დავინტერესდი, ხოლო რაც პირველად ვიგრძენი ეს იყო გაოცება, თუ რატომ არ არსებობდა აქამდე მსგავსი გვერდი. და მართლაც თუ ოცდამეერთ საუკუნეა და თავს ვდებთ ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებაზე, გასაკუთრებით კი მის თავისუფალ ნებაზე, რატომ არ უნდა ჰქონდეს ინდივიდს დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღების საშუალება, სურს წავა სამხედრო სამსახურში, სურს არ წავა. ეს ხომ რაიმე თამაში არ არის, სადაც ერთს წაითამაშებ და მორჩა, როდესაც ადამიანი სამხედრო სამსახურში მიდის ის მზად უნდა იყოს ყველაფრისთვის, გამოდის, რომ საჭიროებისას შენი სიცოცხლეც უნდა გაწირო და სხვასაც მოუსწრაფო. ჰოდა იქნებ ვინმეს არც ერთი უნდა და არც მეორე, მითუმეტეს როდესაც ამაში ვერანაირ აზრს ვერ ხედავს. შეიძლება ვიღაცა წავიდეს ომში, ან გინდაც მოიხადოს სამხედრო სამსახური თუ მას სჯერა იმ საქმის აუცილებლობის რასაც აკეთებს, მაგრამ ჩნდება კითხვა, თუ ის ვერ ხედავს ამის აუცილებლობას? თუ მას არ სჯერა ამ ყველაფრის? ამ შემთხვევაშიც ძალა უნდა ვიხმაროთ მასზე და ძალით წავიყვანოთ? ბოლო–ბოლო ყველაფერს თავი, რომ დავანებოთ და წმინდა სამხედრო თვალსაზრისით შევხედოთ სჭირდება კი ჯარს ასეთი ჯარისკაცი? მაგრამ ვაი, რომ ყველაფერი ასე ადვილად არ არის. .შეიძლება ასეთი მეომარი ვერ გამოიყენონ და ბრძოლის ველზე ვერ გაუშვან, მაგრამ აი პოსტზე კი დიდის სიამოვნებით და უპრობლემოდ აყურყუტებენ, შეაჩეჩებენ დაჟანგებულ კალაშას და იდექიო უბრძანებენ, მერე მორჩა მოხდილი გაქვს შენი ვალი ახლა მზად ხარ, აუცილებლობის შემთხვევაში შენ დაიცავ შენ ქვეყანას და ვაინნი ბილეთიც შენია. .და აი ისევ კითხვა, კი მაგრამ ეს ადამიანი იარაღის ხელში აღებას არ აპირებს, რათ უნდა მას ვაინი ბილეთი?. .თუმცა ამას რაღა მნიშვნელობა აქვს, სახელმწიფომ ხომ უკვე ამუშავა ერთი წელი მარაზმატული ანაზღაურების ხარჯზე.
ერთი სიტყვით შევდივარ გვერდზე და ის ისაა, ჩემი აზრი უნდა დავაფიქსირო, ყურადღებას იქცევს რამდენიმე ადამიანი. ისინი არც მეტი , არც ნაკლები მთვრალი კაცებივით დაბორგავენ და ყოველ ადამიანს, რომელიც საკუთარ აზრს აფიქსირებს, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ, შემდეგ არც ამით კმაყოფილდებიან და ახლა „ვსტრეჩას“ უთქვამენ და ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრებიან. სულ რამდენიმე წუთი მეყო მისახვედრად, რომ მათთან დისკუსიაში ჩართვას ისევ ჩემ ძაღლთან მესაუბრა ის ჯობდა, ის მისმენს და მგონი ესმის კიდევაც ჩემი. .
ახლა არც მე ვარ მთვარიდან ჩამოფრენილი და ჩვენი „ პატრიოტების „ ვაჟკაცობაზე არა ერთი მსმენია, რამდენჯერმე საკუთარ „ მოღალატე „ კისერზეც მიწვნევია მათი ერის სიყვარული, მაგრამ მომკალით და თავიდან ვერ დავიჯერე, ჩავთვალე რომ რამდენიმე მათგანი უბრალოდ ღადაობდა და მეტი არაფერი. ჩემი ვარაუდი უფრო გამტკიცდა მას შემდეგ რაც გვერდს ჩავყევი და ახლა რამდენიმე „ მანდილოსანის „ კომენტარსაც წავაწყდი. . .
„ არა ტო შანსი არაა, ღადაობენ „ გავიფიქრე და ჩემი აზრი გვერდზე დავაფიქსირე კიდეც. ცოტა ხნით ვტოვებ კომპიუტერს და რამდენიმე წუთში ისევ ვბრუნდები და ჰოი საოცრებავ, მხვდება ის რასაც ალბათ თავად მამა ღმერთიც კი ვერ წარმოიდგენდა. “ პატრიოტები“ ყველაფერს როგორც ობობის ქსელი, ან გინდაც ავთვისებიანი სიმსივნე, ისე მოსდებიან. .იწყევლებიან, იგინებიან, იმუქრებიან, რამდენიმე ადამიანს ლიკვიდაციითაც ემუქრებიან, მაგრამ რაც ყველაზე აქტუალურია ყოველი ერის გულისტკივილით აღტკინებული პიროვნება თანხმდება იმაში, რომ ვინც სავალდებულო სამხედრო სამსახურს არ ემხრობა ერის მოღალატეა, ზოგი ამას ღმერთის ფიცით ადასტურებს, ზოგიც ხატზე დებს ფიცს, და ასეთი მრავალი.
ერთი ღირსეული კომენტარიც წავიკითხე, ერთ–ერთი გმირი, რომელიც ჯერ თვრამეტი წლისაც არ არის და ომი სავარაუდოდ ისევ ჰოლივუდური ფილმებიდან აქვს წარმოდგენილი, აცხადებს „ ომში თქვენნაირი ლაჩრები გვერდში, რომ ამომიყენონ თავად გამოგასალმებთ სიცოცხლეს „.
ეს ყველაფერი კარგი და გამიჩნდა კითხვა, თუ ამბობთ, რომ ჯარი სავალდებულო უნდა იყოს მაშინ ბრძოლის ველზე მოკვლით რაღას გვემუქრებით? ჩვენ ხომ ლაჩრები ვართ გაგვიშვით, დაგვანებეთ თავი, რათ გინდათ თქვენ გმირებს, ჩვენნაირი ზედმეტი ბარგი, ბოლოს ხომ ისევ თავად უნდა ჩამოგვიშოროთ.
ამით დავასრულებდი და აბსტრაქტულ ომში წასულ ბავშვებს წარმატებას ვუსურვებდი, მაგრამ ვაი, რომ არ შემიძლია, ეს ბავშვები ჯერ კიდევ პატარები არიან და მაქვს იმედი, (მართალია მცირე, მაგრამ მაინც) რომ გაიზრდებიან და გონს მოვლენ. ერთ რჩევასაც მივცემ ჩვენ გმირ არასრულწლოვნებს, დაანებეთ ამდენი ფანტასტიკის ყურებას თავი, შეეშვით თორემ სულ გაგიჟდებით, და თუ თქვენ რემბოსი გწამთ, ჯობია ახლა უკვე ფრენის სწავლაზე დაიწყოთ მუშაობა.
ახლა კი ყველაზე დიდი უბედურება, მინდა ვისაუბრო იარაღების და ჯარისკაცების ავატარიან გმირებზე. გმირებო, რა ომზე საუბრობთ? ვის ებრძვით რუსეთს? რუსეთი უნდა დაამარცხოთ? თქვენ იმ ილუზიით ცხოვრობთ, რომ ქართულმა არმიამ შაჩერა რუსეთი? თქვენ მართლა გჯერათ, რომ საქართველომ ომი მოიგო? იქნებ ისიც გჯერათ, რომ ოდესღაც არმიას ისე გავაძლიერებთ, რომ აფხაზეთს კი არა და მოსკოვშიც სულ რიხინ რიხინით შევალთ? თუ ასეა, გილოცავთ, თქვენ მართლაც გაბრწყინებული საქართველოს შვილები ყოფილხართ, თანაც ღირსეული, მინდა აღვნიშნო. . და მაინც თქვენი საშველი თუ აღარ არის ამ პატარებს მაინც შეეშვით, ნუ ურევთ ისედაც არეულ გონებას. წარსულით ცხოვრება გამიგია, მაგრამ ასეთი? თქვენ თავი სად გგონიათ? ომი როგორც სხვა ყველაფერი ჩვენმა ბრწყინვალე სისტემამ ბიზნესად აქცია, ახლა ომებს ხმლები და ცხენზე ამხედრებული ბრმა პატრიოტები ვეღარ იგებენ. იცით როგორ იწყება ომი? არა? მაშინ მე გეტყვით. . . სადღაც თქვენთვის სრულიად უცხო ადგილას, რომელიღაც კაბინეტში შეიკრიბება რამდენიმე კოსტუმში გახვეული ბურჟუა და იწყება თათბირი თუ როგორ დაიწყონ და როგორ დაასრულონ თქვენთვის ასეთი ფუნდამენტალური ომი. იქ იმაზეც იმსჯელებენ თუ როგორ აგიყოლიონ, რა ახალ ფარსში გაგახვიონ, როგორც ობობა აბამს საკუთარ მსხვერპლს ქსელში და როგორც მოჭადრაკე, რამდენიმე სვლას წინასწარ გაგითვლიან. მათ შესანიშნავი სცენარისტებიც ჰყავთ, ასე, რომ მშვენიერ სცენარსაც დაგიდგამენ. ბოლოს კი ამ ყველაფრის შესასრულებლად სჭირდებათ უნიჭო მსახიობები, რომლებიც თავისი სიცოცხლის, და არა მარტო თავის, ხარჯზე შეასრულებენ აწ უკვე დადგმულ სცენარს, და თუ შემთხვევით ცოცხალი გადარჩებით, ჯილდოდ აბსტრაქტულ და ბურუსით მოცულ იდეალებში გაგახვევენ.
კითხულობ ამას და გგონია, რომ მე ვარ შენი მთავარი მტერი ხო?! კაი განვაგრძოთ. . ალბათ უკვე ემზადებით თავს დამაცხრეთ, ალბათ უკვე თითებიც გექავებათ ერთი სული გაქვთ როდის დაწერთ მაგ თქვენ პატრიოტულ და ღვთიურ კომენტარს. არგუმენტებიც მზად გაქვთ. . .“ როდესაც სახელმწიფო გასაჭირშია მას გვერდში უნდა ამოუდგე და თავიც გაწირო „ „ მოვკვდები და მტერს არ გავახარებ „ ქართველ ვაჟკაცს სიკვდილის არ ეშინია „ და სხვა ასეთი მრავალი. .
ახლა კი კითხვა. . კარგია ამ ყველაფრის სადღეგრძელოებით თქმა? კარგია ყანწით ხელში ღრიალი თუ როგორ გიყვარს ქვეყანა? კარგია სოციალურ ქსელში შემოსვლა და კლავიატურით მტკიცება რომ პატრიოტი ხარ? კარგია როდესაც ადამიანს შეურაცხყოფას აყენებ იმისთვის, რომ მას არ სურს კაცის მოკვლა? კარგია როდესაც მტერს კლავიატურაზე ხელების ტყაპუნით ემუქრები, საქართველოს სიყვარულს იფიცებ და ამავდროულად ამავე ქართველებს აგინებ? კარგია და ადვილი ხო?!
თქვენ ალბათ ამით ჩვენ წინა თაობას ბაძავთ. .აი იმათ, გაზულუქებულ ბიძა კაცებს, რომლებიც სუფრასთან იჯგიმებიან, თავიანთ ვაჟკაცობას ღვინის ჩასხმით ავლენენ და ერის სიყვარულს იფიცებიან. .იცით ესენი ვინ არიან? მათი დიდი უმრავლესობა სწორედ ის მარადიორები არიან, ბნელ ოთხმოცდაათიანებში ქუჩებში რომ დარბოდნენ, მარადიორები თუ არა ნარკომნები, ნარკომნები თუ არა ღრეობის მოტრფიალე პატრიოტები, რომლებიც აფხაზეთის ომის დროსაც ასევე ღრეობდნენ.. აბა უთხარი მათ ეს, მაშინვე იგრძნობ პატრიოტიზმის და გაზულუქების მწარე სილას და მაშინვე მოღალატედ შეირაცხები. და როგორც ჩანს თქვენც მათ ბაძავთ? თქვენც მათი მსგავსები გინდა იყოთ?
და ბოლოს თუ მართლა ბრმები არ ხართ, ნუთუ ვერ ხედავთ რა დღეში ვართ? რა დამარცხებაზე საუბრობთ? რა მტრის სისხლის დალევაზე ღაღადებთ? ( ისედაც ყოველ დღე ერთმანეთის სისხლს სვამთ ) რა ომის მოგებაზეა საუბარი? რის გაბრწყინებას და დაბრუნებას აპირებთ? გაახილეთ თვალი და ნახავთ, რომ რაც ჩვენია იმასაც ვერ ვუვლით, რა ურთიერთ გაგებაზეა საუბარი, როდესაც ერთი წვეულება იქნება თუ რაიმე დღესასწაული ისე ვერ ჩაივლის, რომ ვიღაცა ვიღაცას წიხლით არ შესდგეს და ამით თავისი ვაჟკაცობა გასაშრობი სარეცხივით არ გამოფინოს.
რეალობა არის ის, რომ საქართველო იქცა სა“ყარ“თველოდ, პატრიოტობა პა“წ“რიოტობად, თავისებურ მარათონად ვინ უფრო მეტს იწივლებს ერის სიყვარულზე, დღევანდელი გმირები კი უბრალოდ „ღ“მირებად. ქართველმა ერმა ომი დიდი ხნის წინ წააგო და ეს მოხდა არა მაშინ როდესაც რუსის არმია შემოვიდა, ან გინდაც მაშინ როდესაც აფხაზეთიდან გამოგვყარეს, არამედ მაშინ როდესაც ქართველმა დაკარგა საღი აზროვნების უნარი, ეს მოხდა მაშინ როდესაც პატრიოტიზმი იქცა სადღეგრძელოდ და ცარიელ სიტყვებად. თუ თქვენი პატრიოტიზმი და ერის სიყვარული ეს არის რაც მე სულ ცოტა ხნის წინ, ზემოთ ხსენებულ გვერდზე ჩემი თვალით ვიხილე, მაშინ მართლაც რომ მოღალატე ვყოფილვარ და მე მრცხვენია ვიყო ასეთი პატრიოტი !!!
დასასრულს კი მინდა მოვიყვანო ციტატა, რომელსაც ყოფილი ამერიკელი ჯარისკაცი ამბობს, სწორედ ის ჯარისკაცი, რომლის მხარდამხარ სხვათაშორის ჩვნი გმირებიც იბრძვიან „ poor working people in this country are send to kill poor working people of another country, to make the rich richer “ და ეს ვიდეოც თქვენთვის. .გახსოვდეთ ჩვენი „პატრიოტები“ აქაც იბრძვიან. .იბრძვიან იმისთვის, რომ გაგვაბრწყინონ. .
<a

 
32 Comments

Posted by on ივლისი 5, 2011 დუიმი Uncategorized

 

წერილი შენთვის და თქვენთვის

საკონკურსო. .იხილეთ ლინკი––http://martini2011.blogspot.com/2011/07/blog-post_8608.html

“ალბათ ახლა ნაპირთან დგახარ, შენს ფეხებთან ველური ტალღები გაშმაგებით ცეკვავენ და დაუმორჩილებლობის ომახიანი ხმით გალობენ. აი ახლა კი წელში იშლები, თავი რომელიღაც ჰოლივუდური ფილმის გმირი გგონია, ერთი სული გაქვს კითხვას როდის ჩაამთავრებ და პოლიციის განყოფილებაში ამოყოფ თავს. იტყვი, ეს მე აღმოვაჩინე, იხსენით ადამიანები, ისინი აუთვისებელ კუნძულზე შიშისგან თრთიან და შიმშილით იხოცებიან.
რამდენჯერმე ტელეეკრანებითაც გაიბრწყინებს შენი თვითკმაყოფილი, ღვაწლმოსილი ფიზიონომია, შემდეგ მე და რამდენიმე ახლად გადარჩენილი გეცემით, ხელში აგიტაცებთ და ღმერთს მადლობას შევწირავთ შენი არსებობისთვის. შეიძლება რომელიმე ჩვენგანი მილიონერი მამიკოს შვილიც აღმოჩნდეს და მერე გაზულუქებული ბურჟუა ქაღალდებითაც (ფულით) დაგაჯილდოებს.
წარმოიდგინე უკვე?! ახლა კი მაპატიე, შენ თუ ასეთ რამეზე ოცნებობ დიდის მწუხარებით უნდა მოგახსენო, რომ სხვაგან მოხვდი, როგორც ძველი, უკვე პენსიაზე გასული გამონათქვამი ამბობს „ცუდ დროს და ცუდ ადგილას“.
დავიწყებ იმით, რომ მშვენივრად ვართ. ეს არის სრული თავისუფლება, არ დაგიმალავ და თავიდან ცოტა გაგვიჭირდა. თუმცა მალევე, საერთო ძალისხმევით შევძელით და წარსულის აჩრდილები, რომელიც იდეალების სახით გვევლინებოდა, ჩვენსავე გონებაში სასტიკად გავთელეთ.
წარმოიდგინე ჩვენ არ გვყავს ლიდერები, პოლიტიკოსები, პოლიციელები, კრიმინალები, მღვდლები, ერთი სიტყვით არანაირი სულიერი და ხორციელი ლიდერები, ჩვენ ვართ ჩვენივე ხორცისა და სულის გამგებლები. აქ ღმერთსაც ერთი სახელი აქვს, ეს არის სამყაროს შემქმნელი. ზოგს სწამს ზოგს არა, არც ამას ვაქცევთ დიდ ყურადღებას. ლოცვით არ ვლოცულობთ, მიგვაჩნია, რომ ამით მას უბრალოდ შევაწუხებთ.
ოჰ, შენ ამას კითხულობ და გიკვირს, გიჩნდება კითხვა, როგორ შევძელით ჩვენ ეს. როგორ და უბრალოდ, ჩვენ ვთქვით უარი იმაზე რაზეც თქვენ ვერასდროს ან არასდროს იტყვით.
ყველაფერი კი დაიწყო ასე, ფეისბუქზე ახალი ავატარი დავიყენე, წარწერით „Without money, we would all be rich”. იმავე საღამოს მომდის მეგობრობის თხოვნა. ჩემს ახალ ვირტუალურ მეგობარს არაჩვეულებრივი გარეგნობა აქვს. უკვე ვეჭვობ, მგონი ჩემი ვირტუალური მეგობარი შემიყვარდა და თუ არ ვცდები მასაც მოვწონვარ, მაგრამ ის ამერიკაშია, მე კიდე თბილისში, ერთ ჩაბნელებულ და ყველასგან მივიწყებულ უბანში. ერთთვიანი გაუთავებელი მიწერ-მოწერის შემდეგ ენი სიყვარულს მიხსნის და მთავაზობს. .მთავაზობს იმას,რაც განვახორციელეთ კიდეც.
აღმოჩნდა, რომ ენის მამა ერთ–ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანია მთელს მსოფლიოში, შესაბამისად ენის აქვს ყველაფერი რაც კი მოეხუშტურება, მაგრამ მას ეს ეზიზღება. ენი მეუბნება, რომ ჰყავს მეგობრები, რომლებთან ერთადაც გეგმავს უკაცრიელ კუნძულზე გადასახლებას. თავიდან არ ვიჯერებ, მაგრამ სულ მალე ვრწმუნდები,რომ ენი არ ხუმრობს. ენისგან ვიღებ ნებართვას, რომ ჩემი რამდენიმე მეგობარიც წავიყვანო,თავიდან ის უარზეა, მაგრამ ვარწმუნებ, რომ ჩემი მეგობრებიც ჩვენსავით ფიქრობენ.
ენიმ საბანკო ანგარიშიდან მთელი თანხა მოხსნა და ჩვენი ოდისეა სწორედ მან დააფინანსა, ხოლო ამოვყავით რა კუნძულზე თავი, დარჩენილი მილიონები წყალს ისე გავატანეთ,როგორც მე ეს ბოთლი.
რაში დამჭირდა ამ ამბის თხრობა?! რათა დამეცინა,თქვენ მთელი დედამიწა გეკუთვნით და ვერ ახერხებთ მოაწყოთ სამოთხე, სამოთხე, რომელზეც გულის სიღრმეში ყოველი თქვენგანი ოცნებობთ. ჩვენ კი ეს შევძელით. ასე, რომ აბა თქვენ იცით და ღმერთი თქვენთან, თქვენ ეგ ნამდვილად გჭირდებათ.
შენ შეგიძლია დაიჯერო, ან ჩათვალო რომ ვიღაც უსაქმური ვარ რომელმაც ყველაფერი საკუთარი ფანტაზიით შეთხზა. ერთი სიტყვით შენი ნებაა, რაც გინდა ის მოიმოქმედე, გინდა დაწვი, გინდა სახლში წაიღე, გინდა პოლიციაში მიიტანე, (ჩვენ მაინც ვერ გვიპოვნით) თუ გინდა ისევ წყალს გაატანე, შენი ნებაა !!!”
––––ბევრი ვიფიქრე, ვერ გადამეწყვიტა რა მომეხერხებინა ამ წერილისთვის, ბოლოს გადავწყვიტე რამეში მაინც გამომეყენებინა და თქვენთან მოვიტანე, დიდი სიამოვნებით შევუერთდებოდი ამ ჭკუიდან გადასულ ხალხს (თუ ისინი მართლა არსებობენ) მაგრამ ეს შეუძლებელია, ამიტომ ისევ თქვენ გეახელით და იმედი მაქვს, ეს წერილი კვარიათში წასვლაში მაინც შემიწყობს ხელს… : დ

 
დატოვე კომენტარი

Posted by on ივლისი 1, 2011 დუიმი ლიტერატურა