RSS

ომში წასული ბავშვები, პა”წ“რიოტები, „ღ“მირები, გაბრწყინებული სა“ყარ“თველო და მე მოღალატე

05 ივლ

არც კი ვიცი რითი დავიწყო, ეგ კი არა და მე ისიც არ ვიცოდი, თურმე მოღალატე ვყოფილვარ. დიახ ამაში სულ ცოტა ხნის წინ დავრწმუნდი, არა აქამდეც მეპარებოდა ეჭვი, მაგრამ გუშინ ეს საბოლოოდ ვიწამე.
ყველაფერი კი დაიწყო ასე, ვზივარ კომპიუტერთან და ფეისბუქს გულმოდგინედ ვჩიჩქნი, ნუ არც მახათი მქონდა და არც სადგისი, მაუსით ვვაჟკაცობდი. აი სწორედ ამ დროს სრულიად შემთხვევით მონიტორი ზეციური შუქით ნათდება და ვხედავ გვერდს სახელწოდებით „გაუქმდეს სავალდებულო სამხედრო სამსახური საქართველოში „
ახალი გვერდით აშკარად დავინტერესდი, ხოლო რაც პირველად ვიგრძენი ეს იყო გაოცება, თუ რატომ არ არსებობდა აქამდე მსგავსი გვერდი. და მართლაც თუ ოცდამეერთ საუკუნეა და თავს ვდებთ ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებაზე, გასაკუთრებით კი მის თავისუფალ ნებაზე, რატომ არ უნდა ჰქონდეს ინდივიდს დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღების საშუალება, სურს წავა სამხედრო სამსახურში, სურს არ წავა. ეს ხომ რაიმე თამაში არ არის, სადაც ერთს წაითამაშებ და მორჩა, როდესაც ადამიანი სამხედრო სამსახურში მიდის ის მზად უნდა იყოს ყველაფრისთვის, გამოდის, რომ საჭიროებისას შენი სიცოცხლეც უნდა გაწირო და სხვასაც მოუსწრაფო. ჰოდა იქნებ ვინმეს არც ერთი უნდა და არც მეორე, მითუმეტეს როდესაც ამაში ვერანაირ აზრს ვერ ხედავს. შეიძლება ვიღაცა წავიდეს ომში, ან გინდაც მოიხადოს სამხედრო სამსახური თუ მას სჯერა იმ საქმის აუცილებლობის რასაც აკეთებს, მაგრამ ჩნდება კითხვა, თუ ის ვერ ხედავს ამის აუცილებლობას? თუ მას არ სჯერა ამ ყველაფრის? ამ შემთხვევაშიც ძალა უნდა ვიხმაროთ მასზე და ძალით წავიყვანოთ? ბოლო–ბოლო ყველაფერს თავი, რომ დავანებოთ და წმინდა სამხედრო თვალსაზრისით შევხედოთ სჭირდება კი ჯარს ასეთი ჯარისკაცი? მაგრამ ვაი, რომ ყველაფერი ასე ადვილად არ არის. .შეიძლება ასეთი მეომარი ვერ გამოიყენონ და ბრძოლის ველზე ვერ გაუშვან, მაგრამ აი პოსტზე კი დიდის სიამოვნებით და უპრობლემოდ აყურყუტებენ, შეაჩეჩებენ დაჟანგებულ კალაშას და იდექიო უბრძანებენ, მერე მორჩა მოხდილი გაქვს შენი ვალი ახლა მზად ხარ, აუცილებლობის შემთხვევაში შენ დაიცავ შენ ქვეყანას და ვაინნი ბილეთიც შენია. .და აი ისევ კითხვა, კი მაგრამ ეს ადამიანი იარაღის ხელში აღებას არ აპირებს, რათ უნდა მას ვაინი ბილეთი?. .თუმცა ამას რაღა მნიშვნელობა აქვს, სახელმწიფომ ხომ უკვე ამუშავა ერთი წელი მარაზმატული ანაზღაურების ხარჯზე.
ერთი სიტყვით შევდივარ გვერდზე და ის ისაა, ჩემი აზრი უნდა დავაფიქსირო, ყურადღებას იქცევს რამდენიმე ადამიანი. ისინი არც მეტი , არც ნაკლები მთვრალი კაცებივით დაბორგავენ და ყოველ ადამიანს, რომელიც საკუთარ აზრს აფიქსირებს, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ, შემდეგ არც ამით კმაყოფილდებიან და ახლა „ვსტრეჩას“ უთქვამენ და ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრებიან. სულ რამდენიმე წუთი მეყო მისახვედრად, რომ მათთან დისკუსიაში ჩართვას ისევ ჩემ ძაღლთან მესაუბრა ის ჯობდა, ის მისმენს და მგონი ესმის კიდევაც ჩემი. .
ახლა არც მე ვარ მთვარიდან ჩამოფრენილი და ჩვენი „ პატრიოტების „ ვაჟკაცობაზე არა ერთი მსმენია, რამდენჯერმე საკუთარ „ მოღალატე „ კისერზეც მიწვნევია მათი ერის სიყვარული, მაგრამ მომკალით და თავიდან ვერ დავიჯერე, ჩავთვალე რომ რამდენიმე მათგანი უბრალოდ ღადაობდა და მეტი არაფერი. ჩემი ვარაუდი უფრო გამტკიცდა მას შემდეგ რაც გვერდს ჩავყევი და ახლა რამდენიმე „ მანდილოსანის „ კომენტარსაც წავაწყდი. . .
„ არა ტო შანსი არაა, ღადაობენ „ გავიფიქრე და ჩემი აზრი გვერდზე დავაფიქსირე კიდეც. ცოტა ხნით ვტოვებ კომპიუტერს და რამდენიმე წუთში ისევ ვბრუნდები და ჰოი საოცრებავ, მხვდება ის რასაც ალბათ თავად მამა ღმერთიც კი ვერ წარმოიდგენდა. “ პატრიოტები“ ყველაფერს როგორც ობობის ქსელი, ან გინდაც ავთვისებიანი სიმსივნე, ისე მოსდებიან. .იწყევლებიან, იგინებიან, იმუქრებიან, რამდენიმე ადამიანს ლიკვიდაციითაც ემუქრებიან, მაგრამ რაც ყველაზე აქტუალურია ყოველი ერის გულისტკივილით აღტკინებული პიროვნება თანხმდება იმაში, რომ ვინც სავალდებულო სამხედრო სამსახურს არ ემხრობა ერის მოღალატეა, ზოგი ამას ღმერთის ფიცით ადასტურებს, ზოგიც ხატზე დებს ფიცს, და ასეთი მრავალი.
ერთი ღირსეული კომენტარიც წავიკითხე, ერთ–ერთი გმირი, რომელიც ჯერ თვრამეტი წლისაც არ არის და ომი სავარაუდოდ ისევ ჰოლივუდური ფილმებიდან აქვს წარმოდგენილი, აცხადებს „ ომში თქვენნაირი ლაჩრები გვერდში, რომ ამომიყენონ თავად გამოგასალმებთ სიცოცხლეს „.
ეს ყველაფერი კარგი და გამიჩნდა კითხვა, თუ ამბობთ, რომ ჯარი სავალდებულო უნდა იყოს მაშინ ბრძოლის ველზე მოკვლით რაღას გვემუქრებით? ჩვენ ხომ ლაჩრები ვართ გაგვიშვით, დაგვანებეთ თავი, რათ გინდათ თქვენ გმირებს, ჩვენნაირი ზედმეტი ბარგი, ბოლოს ხომ ისევ თავად უნდა ჩამოგვიშოროთ.
ამით დავასრულებდი და აბსტრაქტულ ომში წასულ ბავშვებს წარმატებას ვუსურვებდი, მაგრამ ვაი, რომ არ შემიძლია, ეს ბავშვები ჯერ კიდევ პატარები არიან და მაქვს იმედი, (მართალია მცირე, მაგრამ მაინც) რომ გაიზრდებიან და გონს მოვლენ. ერთ რჩევასაც მივცემ ჩვენ გმირ არასრულწლოვნებს, დაანებეთ ამდენი ფანტასტიკის ყურებას თავი, შეეშვით თორემ სულ გაგიჟდებით, და თუ თქვენ რემბოსი გწამთ, ჯობია ახლა უკვე ფრენის სწავლაზე დაიწყოთ მუშაობა.
ახლა კი ყველაზე დიდი უბედურება, მინდა ვისაუბრო იარაღების და ჯარისკაცების ავატარიან გმირებზე. გმირებო, რა ომზე საუბრობთ? ვის ებრძვით რუსეთს? რუსეთი უნდა დაამარცხოთ? თქვენ იმ ილუზიით ცხოვრობთ, რომ ქართულმა არმიამ შაჩერა რუსეთი? თქვენ მართლა გჯერათ, რომ საქართველომ ომი მოიგო? იქნებ ისიც გჯერათ, რომ ოდესღაც არმიას ისე გავაძლიერებთ, რომ აფხაზეთს კი არა და მოსკოვშიც სულ რიხინ რიხინით შევალთ? თუ ასეა, გილოცავთ, თქვენ მართლაც გაბრწყინებული საქართველოს შვილები ყოფილხართ, თანაც ღირსეული, მინდა აღვნიშნო. . და მაინც თქვენი საშველი თუ აღარ არის ამ პატარებს მაინც შეეშვით, ნუ ურევთ ისედაც არეულ გონებას. წარსულით ცხოვრება გამიგია, მაგრამ ასეთი? თქვენ თავი სად გგონიათ? ომი როგორც სხვა ყველაფერი ჩვენმა ბრწყინვალე სისტემამ ბიზნესად აქცია, ახლა ომებს ხმლები და ცხენზე ამხედრებული ბრმა პატრიოტები ვეღარ იგებენ. იცით როგორ იწყება ომი? არა? მაშინ მე გეტყვით. . . სადღაც თქვენთვის სრულიად უცხო ადგილას, რომელიღაც კაბინეტში შეიკრიბება რამდენიმე კოსტუმში გახვეული ბურჟუა და იწყება თათბირი თუ როგორ დაიწყონ და როგორ დაასრულონ თქვენთვის ასეთი ფუნდამენტალური ომი. იქ იმაზეც იმსჯელებენ თუ როგორ აგიყოლიონ, რა ახალ ფარსში გაგახვიონ, როგორც ობობა აბამს საკუთარ მსხვერპლს ქსელში და როგორც მოჭადრაკე, რამდენიმე სვლას წინასწარ გაგითვლიან. მათ შესანიშნავი სცენარისტებიც ჰყავთ, ასე, რომ მშვენიერ სცენარსაც დაგიდგამენ. ბოლოს კი ამ ყველაფრის შესასრულებლად სჭირდებათ უნიჭო მსახიობები, რომლებიც თავისი სიცოცხლის, და არა მარტო თავის, ხარჯზე შეასრულებენ აწ უკვე დადგმულ სცენარს, და თუ შემთხვევით ცოცხალი გადარჩებით, ჯილდოდ აბსტრაქტულ და ბურუსით მოცულ იდეალებში გაგახვევენ.
კითხულობ ამას და გგონია, რომ მე ვარ შენი მთავარი მტერი ხო?! კაი განვაგრძოთ. . ალბათ უკვე ემზადებით თავს დამაცხრეთ, ალბათ უკვე თითებიც გექავებათ ერთი სული გაქვთ როდის დაწერთ მაგ თქვენ პატრიოტულ და ღვთიურ კომენტარს. არგუმენტებიც მზად გაქვთ. . .“ როდესაც სახელმწიფო გასაჭირშია მას გვერდში უნდა ამოუდგე და თავიც გაწირო „ „ მოვკვდები და მტერს არ გავახარებ „ ქართველ ვაჟკაცს სიკვდილის არ ეშინია „ და სხვა ასეთი მრავალი. .
ახლა კი კითხვა. . კარგია ამ ყველაფრის სადღეგრძელოებით თქმა? კარგია ყანწით ხელში ღრიალი თუ როგორ გიყვარს ქვეყანა? კარგია სოციალურ ქსელში შემოსვლა და კლავიატურით მტკიცება რომ პატრიოტი ხარ? კარგია როდესაც ადამიანს შეურაცხყოფას აყენებ იმისთვის, რომ მას არ სურს კაცის მოკვლა? კარგია როდესაც მტერს კლავიატურაზე ხელების ტყაპუნით ემუქრები, საქართველოს სიყვარულს იფიცებ და ამავდროულად ამავე ქართველებს აგინებ? კარგია და ადვილი ხო?!
თქვენ ალბათ ამით ჩვენ წინა თაობას ბაძავთ. .აი იმათ, გაზულუქებულ ბიძა კაცებს, რომლებიც სუფრასთან იჯგიმებიან, თავიანთ ვაჟკაცობას ღვინის ჩასხმით ავლენენ და ერის სიყვარულს იფიცებიან. .იცით ესენი ვინ არიან? მათი დიდი უმრავლესობა სწორედ ის მარადიორები არიან, ბნელ ოთხმოცდაათიანებში ქუჩებში რომ დარბოდნენ, მარადიორები თუ არა ნარკომნები, ნარკომნები თუ არა ღრეობის მოტრფიალე პატრიოტები, რომლებიც აფხაზეთის ომის დროსაც ასევე ღრეობდნენ.. აბა უთხარი მათ ეს, მაშინვე იგრძნობ პატრიოტიზმის და გაზულუქების მწარე სილას და მაშინვე მოღალატედ შეირაცხები. და როგორც ჩანს თქვენც მათ ბაძავთ? თქვენც მათი მსგავსები გინდა იყოთ?
და ბოლოს თუ მართლა ბრმები არ ხართ, ნუთუ ვერ ხედავთ რა დღეში ვართ? რა დამარცხებაზე საუბრობთ? რა მტრის სისხლის დალევაზე ღაღადებთ? ( ისედაც ყოველ დღე ერთმანეთის სისხლს სვამთ ) რა ომის მოგებაზეა საუბარი? რის გაბრწყინებას და დაბრუნებას აპირებთ? გაახილეთ თვალი და ნახავთ, რომ რაც ჩვენია იმასაც ვერ ვუვლით, რა ურთიერთ გაგებაზეა საუბარი, როდესაც ერთი წვეულება იქნება თუ რაიმე დღესასწაული ისე ვერ ჩაივლის, რომ ვიღაცა ვიღაცას წიხლით არ შესდგეს და ამით თავისი ვაჟკაცობა გასაშრობი სარეცხივით არ გამოფინოს.
რეალობა არის ის, რომ საქართველო იქცა სა“ყარ“თველოდ, პატრიოტობა პა“წ“რიოტობად, თავისებურ მარათონად ვინ უფრო მეტს იწივლებს ერის სიყვარულზე, დღევანდელი გმირები კი უბრალოდ „ღ“მირებად. ქართველმა ერმა ომი დიდი ხნის წინ წააგო და ეს მოხდა არა მაშინ როდესაც რუსის არმია შემოვიდა, ან გინდაც მაშინ როდესაც აფხაზეთიდან გამოგვყარეს, არამედ მაშინ როდესაც ქართველმა დაკარგა საღი აზროვნების უნარი, ეს მოხდა მაშინ როდესაც პატრიოტიზმი იქცა სადღეგრძელოდ და ცარიელ სიტყვებად. თუ თქვენი პატრიოტიზმი და ერის სიყვარული ეს არის რაც მე სულ ცოტა ხნის წინ, ზემოთ ხსენებულ გვერდზე ჩემი თვალით ვიხილე, მაშინ მართლაც რომ მოღალატე ვყოფილვარ და მე მრცხვენია ვიყო ასეთი პატრიოტი !!!
დასასრულს კი მინდა მოვიყვანო ციტატა, რომელსაც ყოფილი ამერიკელი ჯარისკაცი ამბობს, სწორედ ის ჯარისკაცი, რომლის მხარდამხარ სხვათაშორის ჩვნი გმირებიც იბრძვიან „ poor working people in this country are send to kill poor working people of another country, to make the rich richer “ და ეს ვიდეოც თქვენთვის. .გახსოვდეთ ჩვენი „პატრიოტები“ აქაც იბრძვიან. .იბრძვიან იმისთვის, რომ გაგვაბრწყინონ. .
<a

Advertisements
 
32 Comments

Posted by on ივლისი 5, 2011 in Uncategorized

 

32 responses to “ომში წასული ბავშვები, პა”წ“რიოტები, „ღ“მირები, გაბრწყინებული სა“ყარ“თველო და მე მოღალატე

  1. katerina

    ივლისი 5, 2011 at 8:13 PM

    ყველაფერი კარგია, აი სათაურიც და მთელი პოსტიც.რაც კი ოდესმე გამიფიქრებია ამ თემასთან დაკავშირებით, აქ ვნახე, თან ძალიან კარგად ნათქვამი.მოკლედ, გაიწიონ პაწრიოტებმა და გაგვატარონ პაციფისტები.

     
  2. Spamwriters

    ივლისი 6, 2011 at 12:27 AM

    პირველი ნაწილი გაცილებით უკეთესია, სასიამოვნოდ წავიკითხე 🙂 მომწონს ზომიერი ირონია 🙂 მეორე ნაწილის პათოსი და განწყობა ვერ მოვიდა რაღაც ახლოს, ჭკუის რიგებასავითაა, ან ისაა, რომ ეს ყველაფერი უკვე ვიცი და გადმოცემის ფორმა არ მომეწონა, ანუუ პათოსი და ჭკუსი რიგება ვერ მოვიდა ახლოს :))

     
    • selfanarchy

      ივლისი 6, 2011 at 1:01 AM

      პათოსი შენ ზემოთ ხსენებულ გვერდზე უნდა ნახო. .) რაც შეეხება ჩემს პათოსს ეს უფრო იყო საკუთარი აზრის დაფიქსირება და ზოგისთვის შეიძლება დაპათოსებული პაცეფისტი ვიყო, ზოგისთვის გიჟი, ზოგისთვის კაი ტიპი, ზოგისთვის კი უბრალოდ ერის მოღალატე : დ
      რეალურად კი ვარ ადამიანი რომელმაც თავისი აზრი გამოთქვა და არ შეეცადა საკუთარი აზრი დაემალა ან გინდაც შეეფუთა. .)
      პ.ს.ეს ვიდეო უკვე ვიცი აქ გამოქვეყნების ფორმა არ მომეწონა : დ

       
      • Spamwriters

        ივლისი 6, 2011 at 1:15 AM

        ვიცი ეგ გვერდი და სენს მიერ ნახსენებ პაწრიოტებს ყოველ ღამე შიშვლებს ვხედავ სიზმრად :დ

        შეფუთვა ცუდი სიტყვა არაა , პირიქით, ექსპრესია დიდწილადაა ამაზე დამოკიდებული 🙂 ამიტომაც არის რომ პირველი ნაწილი უფრო მომწონს 🙂 მეორე კი კედელზე ცერცვის შეყრასავითაა 🙂

        მოკლედ მომწონხარ და უკეთესი მინდა, უკეთესიიი :)))

         
  3. VAXO

    ივლისი 6, 2011 at 5:59 AM

    vai tqvens patrons. tqvenistana siri xalxi rogoric am blogebzea, sxvagan arsad ar meguleba. grcxvcenopdet. xtfui tqvens qartvelobas da adamianobas!!!

     
    • selfanarchy

      ივლისი 6, 2011 at 9:58 AM

      აი შენი კომენტარი არის დამადასტურებელი იმის რაზეც მე ვისაუბრე. .შენისთანა “არა სირები” ამ ქვეყანაში ბევრად მეტია და იმიტომაც ბრწყინავთ. .რა უნდა გიპასუხო შენი კომენტარით შენ უბრალოდ ხელი მოაწერე იმაზე რაზეც მე ვისაუბრე. . შეენნაირ “პატრიოტებს” სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების მეტი არაფერი შეგიძლიათ, რაც მე დავწერე შენი კომენტარით შენ უბრალოდ დაადასტურე. .”მადლობა ამისთვის”

       
    • Spamwriters

      ივლისი 6, 2011 at 12:07 PM

      ასეთ კომენტებზე ერექცია მაქვს ხოლმე :დ რა მაგარია! მადლობთ, რომ არსებობთ! თქვენი დამსახურებაა, ზუსტად რომ ვიცი, როგორი არ უნდა ვიყო :დ

      ჭეშმარტიად ქრისტიანი და პატრიოტი ხარ :დ

       
  4. ei

    ივლისი 6, 2011 at 6:21 AM

    აი იმ პატარა ბავშვს შენზე მეტი ჭკუა ქონია და ეს რა აზრების ფრქვევაა ყველა პატრიოტს/პაწრიუოტს რატო განიხილავ ერთად? აი ისეთ პაწრიოტებზე ილაპარალკე რომელიც მხოლოდ სადღეგრძელოშია მაგარი და სხვებს თავი დააანებე? ან შენთვის სიტყვა ”სავალდებულოს” განმარტება უცნობია? და სხვათაშორის გაქვს არჩევანი გადაიხადე ფული და არ წახვალ ჯარში

     
    • selfanarchy

      ივლისი 6, 2011 at 10:01 AM

      ამ აზრის გამოტანას ჯობია საერთოდ არაფერი წაიკითხო. . ( ეს რჩევა რომელსაც შენ მაინც არ გაითვალისწინებ )

       
    • selfanarchy

      ივლისი 6, 2011 at 11:00 AM

      სულ ცოტა ხნის წინ ფეისბუქზე რიგითი ჩაფსმული ქართველი მიწოდეს და იმის შემდეგ რაც ავუხსენი თუ რა ხდებოდა თავად წაშალა საკუთარი კომენტარი და შენც დაგიწერ და იქნებ მიხვდე საერთოდ რაზეა აქ საუბარი. . .
      ვინ განიხილავს პატრიოტს და პაწრიოტს ერთად? აზრი ვერ გამოგაქვს და ეგრევე შეურტაცხყოფაზე გადმოდიხარ. . .პატრიოტობას არანაირად არ ვაიგივებ მაგაასთან. .პირიქით მე გული მწყდება რო დღეს დღეობით ადამიანების უმრავლესობა იქცა ეგეთ ვითომ პატრიოტებად სადაც სიტყვით დაქედვნაა მოდაში და ტრაბახში აქვთ მარათონი მოწყობილი. .. და კიდე გული მწყდება იმაზე რო თქვნი ვაჟკაცობა და არ ჩაფსმულობა კომენტარების წერაა და შეურაცხყოფის მიყენება. .

       
  5. GS121

    ივლისი 6, 2011 at 11:36 AM

    მდააა – არადა რამდენ რამეში ხარ მართალი – დღევანდელი საქართველოს მაყურებელს, არ მიკვირს ბევრს რო არ უღირს ამ ქვეყნისთვის ბრძოლა, მე მიღირს და არაფრის მტკიცებას ვაპირებ, არც იმას ვამტყუნებ ვისაც არ უღირს, უბრალოდ ქვეყანა და საზოგადოება რო თავის თავს გავდეს, მაშინ ბევრი პაციფისტიც(!) იქნებოდა მზად ომისთვის, უბრალოდ არ გიღირთ და არ გამტყუნებთ, მარა საზოგადოება რო იყოს ძლიერი, ასეთი კითხვები არ დაგებადებოდათ, შეგნების დონე 0-ზე დაბლაა დასული, კონსოლიდაცია რო შეგვეძლოს და ერთმანეთის პატივისცემა, მაშინ არც შენ დაგიძახებდნენ ჩაფ*მულ ქართველს და არც მე ვიქნებოდი ვიღაცის თვალში გზასაცდენილი პატრიოტი. მე მიღირს ასეთი საქართველოსთვის ბრძოლა, არვიცი მარა მიღირს. ამ ქვეყნის მეტი სხვა სამშობლო არ მაქ და მტერი რო მოვიდეს უარეს დღეში ამოვყოფთ თავს

    რამდენი ადამიანიცაა იმდენი აზრია – ერთმანეთის აზრის პატივისცემას რო ვისწავლით, ომის მოგებაზე ლაპარაკი მერე შეიძლება.

     
    • selfanarchy

      ივლისი 7, 2011 at 10:47 AM

      “რამდენი ადამიანიცაა იმდენი აზრია – ერთმანეთის აზრის პატივისცემას რო ვისწავლით, ომის მოგებაზე ლაპარაკი მერე შეიძლება.” ნუ აქ ნამდვილად გეთანხმები !აი ომის მოგების არ ვიცი, რამდენად შეძლებ რუსეთი დაამარცხო, ძალაზე მე მგონი მეთანხმები რომ მხოლოდ სულელი თუ იფიქრებს, მთავარი მენტალიტეტია და აზროვნება, ის პრობლემა რაც დღეს საქართველოს აწუხებს მოგვარებადია, მაგრამ მხოლოდ გონებით, პირველ რიგში კი ჯერ იმას უნდა მივხედოთ რაც გაგვაჩნია. .სასაცილოა როდესაც რაღაცის დაბრუნებაზე გინდა ბრძოლა და როდესაც რაც გაგვაჩნიაა ჯერ იმისთვის ვერ მიგვიხედავს. .

       
  6. BERU

    ივლისი 6, 2011 at 12:22 PM

    რას შემოგვთავაზებ ბატონო ჩემო?არაა საქართველო ისეთ მდგომარეობაში,იმის ფუფუნება ჰქინდეს,რომ ჯარში სამსახური სავალდებულო არ იყოს.შენ რომ შტატებში,რუსეთში,ბრიტანეთში ცხოვრობდე,სადაც მასაც გაცილებით ბევრია,ქვეყნის მაშტაბებიც და ძალაც მეტი აქვთ,კიდე შეიძლება რომ დაგეთანხმოს ადამიანი,მაგრამ ჩვენ როცა თითოეული კაცი თითზე ჩამოსათვლელი გვყავს,არ გვაქვს ულება,რომ,როცა საჭირო იქნება ქვეყნის დაცვა არ ვიცოდეთ.არაუშავს,კაცს არ გაუჭირდება ერთი წელი ჯარის მოთმენა.ყველამ რომ ფეხებზე დაიკიდოს,ყველამ რომ ეგრე იფიქროს,დავრჩებით “შიშვლები” და მერე შეგვრცხვება,რომ ასე დავთმეთ ქვეყანა,მერე დამცირებული და “ჩმორი” ქართველობა ვიქნებით მთელი მსოფლიოს თვალში.ხოდა ნება იბოძოს ყველა კაცმა,გაიჭირვოს ერთი წელი და მოიხადოს სავალდებულო ჯარი.

     
  7. BERU

    ივლისი 6, 2011 at 12:26 PM

    ჯარი არის ერთადერთი სტუქტურა სადაც დემოკრატია და საკუთარი აზრის პარპაში არაა გამართლებული,სავალდებულოა და მორჩა.ეს ყველგან ესეა…

     
    • selfanarchy

      ივლისი 7, 2011 at 10:33 AM

      ყველგან არ არის სავალდებულო, უამრავი ქვეყანაა სადაც სავადებულო არ არის. .და რაც შეეხება შენ კიტხვებს გირჩევ ტექსტი კარგად წაიკითხო და გაიაზრო, მე სულ სხვა რამეს ვამბობ შენ საერთოდ სხვას მეკითხები. . .

       
  8. aniichka)

    ივლისი 6, 2011 at 1:42 PM

    bravooooo!! =))) getankhmebii yveelanairadd -))) da gulii mtkiva rom bevrii beevs ver an ar khvdenaa : (((((((((((

     
    • selfanarchy

      ივლისი 7, 2011 at 10:41 AM

      ზოგი ალბათ ვერც ხვდება, მაგრამ უმეტესი მათგანი უბრალოდ იგნორს უკეთებს ყველაფერეს, მათ სიამოვნებთ როდესაც ბრბოს მყრალი ჰაერით სუნთქავენ. . )

       
  9. ei

    ივლისი 6, 2011 at 2:07 PM

    selfanarchy
    და რა იცი მე ვინ ვარ რა იცი პატრიოტი ვარ თუ პაწრიოტი? ან რა იცი ის ხალი პატრიოტები იყვნენ თუ პაწრიოტები? კი გეანხმები ბევრი პაწრიოტია მაგრამ შენ ვერ გაიგებ უცნობი ადამიანი პაწრიოტია თუ პატრიოტი. და თუ სავალდებულო სამსახურის გაუქმება გინდა შემოგვთავაზე ალტერნატივა ფინანსებისა და საფრთხეების გათვალისწინებით.
    და დაწერე პრობლემები რატომ ვერ მიდიხარ ჯარში(და ვერ მიდიან შენი მომხრეები), ჩვენ კი მოვითხოვოთ ამ პრობლემების გამოსწორება და არა სავალდებულოს გაუქმება.

     
    • selfanarchy

      ივლისი 7, 2011 at 10:30 AM

      შენ საერთოდ ვინ რას გეუბნება. .მე საერთოდ არ ვიცი ვინ ხარ და აქედან გამომდინარე შენთვის საერთოდ არაფერი არ მითქვამს, და საერთოდაც მე მგონი აქ კონკრეტულად არავიზეა საუბარი. მე დავწერე ადამიანებზე რომლებიც პაწრიოტებივით იქცევიან და ამის მაგალითები მოვიყვანე მათი საქციელის მიხედვით, მათი პატრიოტობა როგორც უკვე აღვინშნე კლავაიტურაზე ხელების ტყაპუნია და სიტყვიერი შეურაცყოფა, და ჩემთვის ამ ადამიანის სიტყვები როგორც პოსტში აღვნიშნე ძაღლის ყეფის ტოლფასია. (დაჟე არც მაგის. .))) მათი პროტესტი მახვედრებს იმას რომ მე მათ არ ვგავარ. .)
      და საერთოდ მეცინება როდესაც მოღალატეს ან ჩაფსმულს მიწოდებენ, მართლა რო მეკიდოს ეს ქვეყანა და მათსავით მართლაც რომ ჩაფსმული ვიყო მეც დავიწყებდი ინტერნეტში ჯღაბნას თუ როგორ მიყვარს ჩემი ქვეყანა, კომენტარების წერა და კომენტრაებით მტკიცება რო ომში ჩავძაღლდები მე მგონი ყველას შეუძლია. .)
      რაც შეეხება შენს მიერ დასმულ კითხვას, მე ვთვლი, რომ საქართველო ძალით ვერაფერს გახდება, საჭირო გონებრივი განვითარება და არა კუნთებზე ყურება, ჩვენ ჯერ იმხელა კულტურაც არ გვაქვს რომ ერთმანეთს მოვუსმინოთ, ჩვენ არც პატიების უნარი გაგვაჩნია, და რაც ყველაზე დიდი უბედურებაა რაც გვაქვს იმისთვის ვერ მიგვიხედავს. ახლა ყველაფერს გონება წყვიტას და ის თუ როგორ მიუდგბი ამა თუ იმ საკიტხს, ძალით ვეღარაფერს გახდები, ამაზე მაქვს მე საუბარი,. რაც გინდა გავაძლიეროთ ჩვენი შეიარაღება და ჯარისკაცები რუსეთს ომს ვერ მოუგებ, ნუ შენ თუ ახლა მეტყვი რომ არა ჩვენ რუსეთს დავამარცხებთო მაშინ გისურვებ წარმატებას და ხმას აღარ ამოვიღებ. .
      რაც შეეხება პატრიოტიზმს ჩემთვის არის მისაღები პატრიოტიზმი რომელშიც ადამიანები ერთი მეორეს პატივს სცემენ, შეუძლიათ მოისმინონ განსხვავებული აზრი, და რაც მტავარია ყველამ უნდა აკეთოს თავის საქმე, პროფესიის მიხედვით და შენ თუ შენი საქმე მართლა გესმის და კარგადაც აკეთებ აი ამით ემსახურები მართლა შენს ქვეყანას (იმიტომ რომ ეს ისევ შენ გაწყობს, ყველას სურს განვითარებულ და კარგ ქვეყანაში ცხოვრება ) ჩემთვის “პაწრიოტია” ადამიანი რომელიც სიტყვებით იქედნება და სინამდვილეში უსაქმურია. .და ბოლოს როდესაც თქვენ აზრს აფიქსირებთ გთხოვთ კარგად წაიკითხოთ ტექსტი და აზრი გარკვევით გამოიტანოთ. . .

       
  10. ei

    ივლისი 7, 2011 at 11:13 AM

    selfanarchy
    ერთი რამ ვერ გავიგე რატომ ამბობ ასეთ რამეს? ”რაც გინდა გავაძლიეროთ ჩვენი შეიარაღება და ჯარისკაცები რუსეთს ომს ვერ მოუგებ” (ძალიან ცუდია რომ რუსეთი უძლეველი გგონიათ) და რა ვქნათ რომ 5-10 წლის პერსპექტივაში ომი გარდაუვალია ჩავბარდეთ? არც მე ვარ ასეთი სავალდებულო სამსახურის მომხრე (ტყუილი დროის კარგვაა), მაგრამ ამიტომ კი არ უნდა გავაუქმოთ, უნდა გავაძლიეროთ და დავხვეწოთ სავალდებულო სამსახური.

    და მეორე შენ ვინ გიგულისხმაო აბა ეს რა იყო? ”და კიდე გული მწყდება იმაზე რო თქვნი ვაჟკაცობა და არ ჩაფსმულობა კომენტარების წერაა და შეურაცხყოფის მიყენება. ” კიდევ ერთხელ გეუბნები შენ და მე ვერ შევაფასებთ სხვის პატრიოტიზმს.

    ბოლოს ერთ კითხვაზე მიპასუხე დავუშვათ დაიწყო საყოველთაო მობილიზაცია რას იზამს ადამიანი რომელმაც იარაღის ხელში ჭერა არ იცის? რა გგონია ქვეყანა მარტო არმიისაა და მარტო მისი დასაცავია?

     
    • selfanarchy

      ივლისი 7, 2011 at 10:52 PM

      ანუ შენ აპირებ რუსეთს მოუგო ომი? შენ ალბათ ატომური ბომბის დამზადებაზეც ფიქრობ და მერე დავიწყებთ სროლას აქეთ იქიდან ხო?!
      შენ ომზე ფიქრობ მე კიდე იმაზე თუ როგორ ავიცილოთ თავიდან. . შენ თუ მარტო 100 მილიონიან არმიას, 4 მილიონიანი ერით აპირებ დამარცხებას წარმატებები აბა სხვა რა გითხრა. .
      შენ კითხვას კი ვუპასხე, მე ვიზამ ყველაფერს რომ ომი აღარ დაიწყოს, მარტო მე კი ვერაფერს გავხდები, საჭიროა საღი აზროვნება და ჯანსაღი პოლიტიკური მიდგომა. .ომი იყო რამდენიმე დღე და შენ თვალით ნახე მგონი რაც მოხდა. .ომი დასრულდება ფატალურად, მეტი არაფერი. . და თუ არ გესმის მე რას ვამბობ ჩამთვალე მოღალატედ როგორც პოსტშია, შენი ნებაა. .

       
  11. eiei

    ივლისი 8, 2011 at 8:00 AM

    selfanarchy
    გააჩნია ომის მოგებას რას ეძახი მე ომის მოგებას ჩვენი ქალაქების და სოფლების 1-2 თვით დაცვას ვეძახი სანამ დასავლეთი ყურებს გამოიბერტყავს, ხოლო ამას მძლავრი ტერიტორიული თავდაცვის სისტემა ჭირდება რომელიც ზუსტად სავალდებულო გავლილებით უნდა დაკომპლექტდეს. და ვერასდროს ვერ აიცილებ თავიდან ომს როდესაც ერთერთ მხარეს იგი უნდა, მითუმეტეს ეს მხარე თუ რუსეთია და კიდევ ერთი:
    ”თუ გინდა მშვიდობა ემზადე ომისათვის”

     
    • selfanarchy

      ივლისი 8, 2011 at 12:55 PM

      ჩვენ თუ ორი თვე რუსეთს შევაკვდით, მერე დასავკლეთმაც და ნებისმიერმა ფსევდო პარტნიორმა ტრაკში გაიკეთოს თავისი გამობერტყილი ყურები. .
      წარმოგიდგენია ორი თვე ამ პატარა ქვეყანაში ომი რო გაგრძელდეს რა დარჩება? დასავლკეთს სწორეედ ეგ უნდა რო რუსეთი საბოლოოდ გამოსირდეს შემოვიდეს, ჩვენ ტავი შევაკლათ და მერე მსოფლიოს ანახოს და დაიწყოს ღრიალი აი ნახეთ როგორი მოძალადეა რუსეთი რა უქნა საბრალო საქართველოსო. .
      ერთი სიტყვით მე უკვე დავაფიქსირე ჩემი აზრი, და ჩემი აზრია რო ომი ისევ დასავლეთს აწყობს, აქ რო ომი დაიწყოს რუსეთიც წააგებს და საქართველოც. .რუსეთი სულ დასირდა, აქ რო შემოსულიყო დასავლეთსაც ეგ უნდოდა, ყველანაირ ეკონომიურ ბლოკადაში მოაქცევდნენ და ეგ იქნებოდა, ამის მიზეზი მიეცემოდათ. .ერთი სიტყვით ჩვენთვის არავის სცალია, ჭადრაკს თამაშობენ და უნდათ რო როგორც პაიკი ისე შეგვწირონ და ამით პარტია მოიგონ და ჩვენც უნდა ვითამაშოთ ჭადრაკი, ისე გავაკეთოთ ყველაფერი, რომ როგორ პაიკი არ შეგვწირონ. ..
      იმედია მიმიხვდი რასაც ვამბობ. .და თუ მაინც ვერა, კაი ჩამთვალე მოღალატედ შენი ნებაა. .

       
  12. memiyvarsxelovneba

    ივლისი 8, 2011 at 8:07 AM

    eeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeh 😦

     
    • selfanarchy

      ივლისი 8, 2011 at 1:00 PM

      ეჰ. .მართლაც რომ გეთანხმები : დ

       
  13. ei

    ივლისი 9, 2011 at 9:37 AM

    selfanarchy
    დავიწყებ იმით რომ სომალივით დანგრეული საქართველო მირჩევნია აშენებულ რუსეთის გუბერნიას. არც მე მინდა ომი მაგრამ გეუბნები ყველაფრისთვის უნდა ვიყოთ მზად, და თუ ვერ მოვახერხეთ ომის თავიდან აცილება სჯობს ვიბრძოლოთ ვიდრე ჩავბარდეთ

     
  14. blabla

    ივლისი 9, 2011 at 11:30 AM

    me dageTanxmebi.

    martali kaci xar.

     
  15. გრაფინია

    ივლისი 9, 2011 at 7:41 PM

    ციტატას ვეთანხმები 🙂
    ჩემი აზრით, საერთოდ ჯარი უნდა გააუქმოს ყველა ქვეყანამ :დ

     
  16. zura

    ოქტომბერი 17, 2011 at 12:29 AM

    გრაფინია < mshvenieri sityvebia miss msoplioze tu apireb gasvlas mara realoba sxva ari, me kide am kai kacis sityvebs davetanxmebi ”თუ გინდა მშვიდობა ემზადე ომისათვის”

     
  17. zura

    ოქტომბერი 17, 2011 at 12:31 AM

    imedia imas aravin ityvis eg sityvebi magas ar moupikrebiao

     
  18. zura

    ოქტომბერი 17, 2011 at 12:53 AM

    da bolos ragac mainteresebs, vtkvat omi daiwyo ras gvtavazob rogor davxdet mters tu ubralot omi ar gvinda chven da ubralot shemovidnen? kacurad amaze mipasuxe,

     

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: