RSS

„ჩ“აბრწყინებული სა“ყარ“თველო,სოც„ღ“მირები,ზეციური რაინდები,თვითმკვლელი ქალიშვილები და მე იეჰოველი

13 ივლ

ნათქვამია ადამიანი რაც უფრო იზრდება, მით უფრო მეტს იგებსო. ამის თქმა შეიძლება არა მარტო ზოგად გარემოზე, არამედ როგორც ჩანს საკუთარ თავზეც. ეს მას შემდეგ დავასკვენი რაც ჩემი მოღალატეობის შესახებ შევიტყვე , მოღალატე იმიტომ რომ ძალადობას ვეწინააღმდეგები და შესაბამისად ყველანაირ შეიარაღებას, ხოლო აქედან გამომდინარე ომს.(ამაზე წინა პოსტში ვილაპარაკე) თუმცა სულ მალე კვლავ გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც საკუთარი თავის შეცნობაში უფრო ბეჯითად ამომიდგნენ გვერდში და ახლა იეჰოველი მიწოდეს. .
“ ეგ მე მგონია რომ იეჰოველია, ჯარში წასვლა და კაცის მოკვლა რო არ უნდა“.
ასეთ კომენტარს წავაწყდი თბილისის ფორუმზე, სადაც რიგითი პატრიოტი ჩემს ბოლო პოსტს აფასებდა. დამეთანხმებით ძნელია მიხვდე ამ სიტყვების ავტორი ხუმრობს თუ სერიოზულად საუბრობს, თუმცა გადავავლე რა მის შემდეგ ნააზრევს თვალი დავრწმუნდი რომ, მე მართლა იეჰოველი ვყოფილვარ. მართალი გითხრათ და დიდად ვერ ვერკვევი იეჰოველებში, ნორმალურად ისიც კი არ ვიცი იეჰოველები ქვიათ თუ იაღოველები ( შემინდეთ მე უმეცრება ) მაგრამ ერთი ფაქტია, თუ კაცის არ კვლა და ომის თანდაყოლილი ზიზღი, რომელიც ჩემში აშკარად ჭარბადაა, ნიშნავს იეჰოველობას, ღმერთია მოწმე, მე მართლაც რომ იეჰოველი ვყოფილვარ!
თუ არ ვცდები ომს და კაცის კვლას არც სხვა რელიგიები უნდა მოუწოდებდნენ, მაგრამ ერთი რამ ფაქტია: რაც კაცობრიობა არსებობს, ომი ამ უკანასკნელს აქოთებული ლეშივით გამუდმებით თან სდევს. .აი იეჰოველბი იბრძვიანო არ გამიგია და როგორც ჩანს ჩემი განმანათლებელიც მართალი ყოფილა, აი ასე მოულოდნელად და ლამაზად შევიძინე, უფრო სწორად შევიცანი, ჩემი ჭეშმარიტი რელიგია.
ამდენი იმისთვის ვიბოდიალე, რომ კარგად გცოდნოდათ თუ ვისთან გაქვთ საქმე, ასე რომ ჭეშმარიტო ქრისტიანებო, კაცის მკვლელებო და ომის მოტრფიალენო, ახლა უკვე თამამად შეგიძლიათ გადმოანთხიოთ თქვენი ბოღმა და კითხვა შეწყვიტოთ. . ( მიზეზი უკვე საკმარისად გაქვთ. . )
ახლა კი მსურს გადავიდე ბევრად უფრო აქტუალურზე, ბოლოს და ბოლოს ვის რაში აინტერესებს ვინ ვარ მე. .ვარ იეჰოველი, იეღოველი, თუ იაღოველი. მინდა ვისაუბრო ჩვენს ჩაბრწყინებულ საყართველოზე. როგორც ზემოთ უკვე მოგახსენეთ, ადამიანი ნელ–ნელა იზრდები, ვითარდები და ცხოვრებას უფრო და უფრო სწავლობ, ამ ყველაფერთან ერთად კი იგებ უამრავ სიახლეს.
ჩემს შემთხვევაშიც ასე იყო, თავიდან მიმაჩნდა, რომ ჩემი ქვეყანა ყველაზე „მაგარი ტიპია“. მერე ნელ–ნელა ეჭვი შემეპარა, სულ მალე მაგარი ტიპი, კარგ ტიპად, იქცა, შემდეგ უბრალოდ ტიპად და აი ბოლოს კი„ცუდ მასტად“.
მახსოვს პატარა ვიყავი და ასეთ დიალოგს მოვკარი ყური, ერთი ეუბნებოდა მეორეს, ჩვენი ქვეყანა დასავლეთს რამდენიმე წლით ჩამორჩებაო, მაშინ ვერ გავიგე, მერე კი გადავწყვიტე,ეს ალბათ აიხსნება იმით, რომ ჩვენთან ცათამბრჯენები არ არის მეთქი, თუმცა თავი მალევე დავიმშვიდე, გავიფიქრე სულ მალე ყველაფერი იქნება და ამ ვეებერთელა შენობებს ჩვენც ავაშენებთ მეთქი.
დროთა განმავლობაში მივხვდი, ჩემს ქვეყანას გაბრწყინებამდე ბევრი აკლდა. მიუხედავად ამისა მე მაინც ჯიუტად დავიჩემე სულ მალე გაბრწყინდება-მეთქი, მაგრამ რაც დრო გადიოდა და რაც ვიზრდებოდი, ერთი რამ შევნიშნე, კი არ ბრწყინდებოდა, არამედ ჩაბრწყინებისაკენ სინათლის სიჩქარით მიექანებოდა.
იმ დღეს ჩემ ერთ მეგობართან ვიყავი, მეგობარი მიმტკიცებდა საქართველოს ორმოცდაათი წელი მაინც დასჭირდება ევროპას რომ დაეწიოსო.
–––ჩამოვრჩით, მაგრამ მაგდენით? –გავიფიქრე და ეს კითხვა ჩემს თავსვე დავუსვი. გზაში კვლავ გამახსენდა ჩემი ერის გაბრწყინება-ჩაბრწყინების ამბავი და აი,უეცრად ჩემი ერთი ძველი მეგობარი შემომხვდა, თავის რამდენიმე მეგობართან ერთად. რამდენიმე ბანალურ სიტყვას დაპატიჟებაც მოჰყვა და თავი კაფეში ამოვყავი, ჩემს ძველ მეგობართან და სამ უცხო გოგოსთან ერთად.
ბევრი რომ აღარ ვილაპარაკო, საუბარი აწ უკვე გამცვდარ და მრავალჯერ გათელილ თემაზე ჩამოვარდა. „ქალიშვილობა და ქართული ტრადიციები“. ნუ, ჩემი ძველი მეგობარი ამტკიცებდა – არაქალიშვილს ცოლად არასდროს მოვიყვანო, მე ვდუმდი და მეძებარი ძაღლივით წასვლის მიზეზს ვეძებდი და აი ისიც, უეცრად მანდილოსანთა შორის ერთ–ერთი ფეხზე წამოიჭრა, რატომღაც დაპათოსებული მე მომაჩერდა და ამბობს (ამბობს თუ მე მეუბნება ვერ გავარკვიე) „მირჩევნია მოვკვდე, ვიდრე სექსუალური ურთიერთობა მქონდეს გათხოვებამდე“.
აქ კი გადავიხარხარე, გადავიხარხარე კი არადა დავიღრიალე. თვალწინ წარმომიდგა როგორ ეუბნება ეს გოგო თავის შეყვარებულს იცი რაა, მირჩევნია მოვკვდე, ვიდრე სექსი გვქონდეს, მე მოვკვდები და არ დავწვები შენთან…და მართლაც, რა ლამაზია თვითმკვლელი ქალიშვილები… როგორც გალაქტიონის ლექსში, ოღონდ ამჯერად ფანტელების ნაცვლად ქალიშვილების წვიმა, ხიდიდან ხტებიან და სიცოცხლეს სუიციდით ასრულებენ, რათა არ ჰქონდეთ სექსი გათხოვებამდე. ასეთი აზრიც კი მომივიდა, იქნებ და რაიმე ფეისკონტროლის ნაცვლად აპკკონტროლი შემოგვეღო, ჰოდა დავაყენებდით ამ აპკკონტროლს, და ღირსშესანიშნავ ადგილებში უაპკოებს აღარ შევუშვებდით.
ერთი სიტყვით ფანტაზია გამეხსნა და ათასი სისულელე მიდგას თვალწინ, ვხარხარებ და ვხარხარებ. უეცრად ქალწულებრივი პათოსი, ველურმა პათოსმა გადასანსლა, სახე ახლოს მოაქვს და მთელი სერიოზულობით მეკითხება: ჩემზე ხო არ იცინიო? აქ უკვე თავს ვეღარ ვიკავებ, ფეხზე ვდგები, ჩემს ძველ მეგობარს, ახლა უკვე ყოფილს, ვემშვიდობები და მოვდივარ.
გზაში უეცრად, ქურდივით, ჩემი მეგობრის სიტყვები წამომეწია და თითქოს ხელი თავში ჩამიყო და იქ ფათურს მოჰყვა. ორმოცდაათი წელი, ორმოცდაათი…გვეყოფა კი ორმოცდაათი წელი იმისთვის, რომ ვინმეს ან რამეს წამოვეწიოთ?! ბოლო–ბოლო ცათამბრჯენებზე ხომ არ არის, მარტო მისი აშენებაც ხომ ვერ უშველის…
ერთი სიტყვით მივდივარ სახლში, ვრთავ კომპიუტერს და რას ვხედავ, თავდასხმა, განგაში, სოს, ჩემი კომპიუტერი პატრიოტებით არის გამოტენილი, აქედან ზოგი მემუქრება, ზოგი მოღალატეს მიწოდებს, ზოგი იეჰოველს, ზოგი ურჯულოს, ზოგი კი ჯერ კიდევ არ კარგავს იმედს და ცდილობენ სწორ გზას შემომაბრუნონ, ან გინდაც ჭეშმარიტებას მაზიარონ.
-გონს მოდი, გონს. მწერს ერთი ჩემთვის სრულიად უცხო პიროვნება, რომელსაც ავატარზე ასეთი წარწერა აქვს გამოფენილი, „ Be with god, or die !!! “.
სულ მალე სოც. გმირებიც გამოჩნდნენ, დამიწყეს მტკიცება თუ როგორი ვაჟკაცები არიან, მიმტკიცებდნენ, რომ მზად არიან სამშობლოსთვის თავი გასწირონ, ერთმა დაიგინა კიდეც.
ამ დროს აგვისტო გამახსენდა, დიახ სწორედ ის აგვისტო. უკვე მოსაღამოვებული იყო, მაღაზიაში სიგარეტის საყიდლად ჩავდივარ, და თქვენ წარმოიდგინეთ გადასასვლეთან 10 წუთი ვდგავარ, ქუჩა 10 წუთის განმავლობაში ვერ გადავკვეთე, და იცით რატომ? იმიტომ რომ გადატენილი იყო გმირებით, უფრო სწორად გმირების მანქანებით, გატენილი მანქანები და გასაქცევად მომზადებული პატრიოტული სახეები. გავიხსენე რა ეს და დამიდგა რა თვალწინ აგვისტოს პატრიოტები, უკან მოუხედავად სადღაც გაქცეულები, დამებადა კითხვა. ამ სოც. გმირებიდან ამ დროს ნეტა რამდენი იჯდა მანქანაში და რამდენი მათგანი უკვე სხვა ქვეყნის საზღვარს უჭვრტდა საკუთარი ერის სიყვარულით აღტკინებული თვალებით. . ბოლოს გადავწყვიტე პასუხი აღარავისთვის გამეცა და საკრალურ იგნორს მივმართე. გამოვრთე კომპიუტერი და აქ გამახსენდა, რომ სახლში ერთი ყუთი მაქვს სადაც უამრავი ადამიანია გამომწყვდეული და გამუდმებით რაღაცას გაიძახიან, ნოსტალგია მომაწვა და ტელევიზორი ჩავრთე.
აი ეს კი იყო ნამდვილი აპოგეა. უამრავი ადამიანით, ( სად შეიკრიბა ამდენი?! ) გადატენილია რუსთაველი, თავისუფლება და ყველა ეს რაინდი მოითხოვს იმას რაც თავადაც არ იციან, მაგრამ რაც მთავარია მოითხოვენ. პატრიარქმა ბრძანა და გიკვირთ? მერე უეცარი ჩაჭრა და ერთ–ერთი რაინდი ამბობს, ეს არის გარდატეხის მომენტი, აქ გამოიღვიძა ქართველმა ერმა, ამით დაიწყება ყველაფერი. და მართლაც ამდენი ადამიანი ერთად გამოსული მე დიდი ხანია არ მინახავს. ამდენი ადამიანის გამოყვანა ვერც გრეჩიხამ შეძლო, მიუხედავად იმისა რომ ბევრი იგინა და მე მგონი ხალხს დააგინა კიდევაც, ვინც არ გამოვიდესო, და ვერც სხვა სულიერმა თუ ხორციელმა ლიდერმა.
ვუყურებდი და ვფიქრობდი როგორ მივედით აქამდე, უფრო სწორად როგორ ამოვყავით აქ თავი. . აქციაზე გამოსულ ადამიანებს ფიზიკურად ვერ დაითვლიდი, ერთი შეხედვით მშვიდობიანი აქცია, მაგრამ არც ამჯერად ვუღალატეთ ტრადიციას, რა არის აქცია თუ არა რაინდები? მაგრამ აი რაინდი, რომელიც რელიგიას მარშუტკის მძღოლზე თავდასხმით იცავს, ვინ არის თუ არა ზეციური რაინდი? ჰოდა აქციონერებს უეცრად ერთ–ერთი მონაწილე გამოეყო და მარშუტკის მძღოლს დაესხა თავს, ასეთი სიტყვებით. .“ ქრისტიანი არა ხარ? შენი სომეხი დედა მოვტყან! „ შემდეგ კიდევ ერთი რაინდი ვიხილე, რომელიც გადაკეტილ რუსთაველზე გულმოდგინედ დირიჟორობდა „ ეს გაატარეთ, მანდილოსანია, შენ, შენ კიდე ჩვენთან ჩამოდი, აქ ჩამოდი, ჩვენთან ერთად ჩამოდი „ მიმართავდა მძღოლებს, მგზავრებს და აი სულ ბოლოს გამოჩნდა ნამდვილი ქართული ტრადიციული ოჯახის ბურჯი, საამაყო მანდილოსანი, მან დასვა ფუნდამენტალური კითხვა. .“ რათ გვინდა ჩვენ საქართველოში არამარლთმადიდებლები?! „
ვუყურებ ამას და კვლავ ჩემი მეგობრის სიტყვები მახსენდება, ჩვენ ორმოცდაათი წლით ჩამოვრჩით. .და აი აქ უცებ გონება გამიბრწყინდა და ვხვდები, რომ ჩვენ არც ცათამბრჯენები გვაკლია, არც რაიმე ბრენდის არ არსებობა, არც თავისუფალი სიტყვა, არც დემოკრატია, არც ლიბერალიზმი, არც ტოლერანტობა, არც რაიმე ფუფუნების ნივთი, ერთი სიტყვით არც არაფერი, ჩვენ ვართ მეთვრამეტე საუკუნეში, უფრო ზუსტად მის დასაწყისში, და ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია 1789 წლამდე, როდესაც საფრანგეთში მოხდა ეგრეთ წოდებული ბურჟუაზიული რევოლუცია, და საიდანაც ევროპამ ახალი გზის შენება დაიწყო. .არ ვიცი ევროპას ეს გზა სად და ვისთან მიიყვანს, მაგრამ ერთი დანამდვილებით შემიძლია ვთქვა ჩვენ ჯერ გზაც არ გვიპოვნია და ჩვენთან 1789 წელი ჯერ კიდევ არ დამდგარა!
ახლა კი თამამად შემიძლია იმის თქმა, რომ დროის მანქანა არსებობს, ის უკვე გამოიგონეს, ჩვენ უკვე ძალგვიძს დროში მოგზაურობა. დროის მანქანა არის ნებისმიერი გადასაადგილებელი საშუალება, რომლითაც საქართველოდან სხვა ცივილიზებულ სამყაროში შეგიძლია თავის ამოყოფა. .
გამოსავალი? გამოსავალი ისევ რევოლუცია, ოღონდ ამჯერად მენტალური. . ჰო მართლა მე რიგითი ჩაფსმული ქართველიც მიწოდეს და ახლა მინდა განახოთ სხვა ჩემსავით ჩაფსმული აქციის მონაწილეები და ბოლოს გავკადნიერდები და დავსვამ კითხვას
–ვეღირსებით კი ოდესმე ასეთ ჩაფსმულობას და ასეთ ჩაფსმულ პროტესტის გამოხატვას? თუ ჩვენი წმინდა და საკრალური პროტესტი ყოველთვის ამ სიტყვებით შემოიფარგლება. .? “ ქართველი არ ხარ? შენი სომეხი დედა მოვტყან! „

Advertisements
 
8 Comments

Posted by on ივლისი 13, 2011 in წერილი

 

8 responses to “„ჩ“აბრწყინებული სა“ყარ“თველო,სოც„ღ“მირები,ზეციური რაინდები,თვითმკვლელი ქალიშვილები და მე იეჰოველი

  1. გრაფინია

    ივლისი 13, 2011 at 7:42 PM

    გითხარი მე შენ, ვერ მოვესწრებით ამას ვერცერთი-მეთქი 😦

     
    • selfanarchy

      ივლისი 13, 2011 at 7:45 PM

      ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მოვესწროთ. . .და თუ მაინც ვერ მოვესწრებით, მაშინ დროის მანაქნა განა ტყუილაა : დ

       
  2. Spamwriters

    ივლისი 13, 2011 at 7:43 PM

    მე მიყვარან ონანისტი პაწრიოტები, სად არიან გამოუშვი ჩემთან :))

     
    • selfanarchy

      ივლისი 14, 2011 at 4:54 PM

      ხომ ხედავ დააფრთხე, მაგათი მოზიდვა შენ იცი : დ
      მე არ ვეძახი, თავად თუ მომაგნებენ : დ

       
  3. shalome.tabatadze

    ივლისი 14, 2011 at 11:00 AM

    მე შენ მიყვარხარ, ჩვენ ბევრი საერთო გვაქვს, მათ შორის ლანძღვაც : )))

     
    • selfanarchy

      ივლისი 15, 2011 at 4:40 PM

      თუ ჩვენ ბევრი საერთო გვაქვს. .შემიძლია მოგილოცო და თამამად გამცნო, რომ შენ გენიოსი ხარ : დ

       
  4. Agasfer

    ივლისი 15, 2011 at 12:17 PM

    მე უფრო ოპტიმისტურად ვუყურებ ყველაფერს. შეიძლება ვცდები, მაგრამ ეს თვითმკვლელი ქალიშვილები ძალიან ჰგვანან სოფია კოპოლას ამავე სახელწოდების ფილმის პერსონაჟებს, რომლებსაც ფილმის სახელის პირველ სიტყვასთან არანაირი კავშირი არ აქვთ.
    მგონია, რომ რეალობას ადეკვატურად ვერ ვაფასებთ. ჩემი მეგობრების და-ძმებს, ჩემს დეიდაშვილებს… პატარა, სკოლის მოსწავლე ბავშვებს რომ ვუსმენ და ვუყურებ, ვხვდები, რომ ჩვენც კი სადღაც სხვაგან დავფრინავთ. აბსოლუტურად განსხვავებული მენტალობის თაობა მოდის, სულ სხვა ინტერესები და მისწრაფებები აქვთ. მიუხედავად იმისა, რომ არც მე ვარ სასწაულად ყვავი, ჩემს თაობას მაინც ვერ შევადრი.
    ერთი ჩემი ნათესავი, მეთერთმეტე კლასელი გოგო მეუბნება, მეცხრე კლასის მერე ისევ ქალიშვილი რომ ხარ, მაგრა ტეხავს, ეგეთ ქაჯებთან ჩვენ არ ვდაქალობთო ))
    რა თქმა უნდა, ასეთი უკიდურესობა მთლად მისაღები არაა, მაგრამ ამის გარეშეც არაფერი გამოვა. იგივე ამერიკა რომ გავიხსენოთ… სექსუალური რევოლუციის პერიოდი.. ევროპაც. იქ ასე დაიწყო – გოგოები დემონსტრაციულად, ქუჩაში იხდიდნენ მაისურებს და ძუძუებგადმოყრილები დადიოდნენ, კონცერტებზე შიშვლდებოდნენ, დებოშებს აწყობდნენ და ა.შ. ანუ, ეს იყო პროტესტის გამოხატვის ისეთი ფორმა, რომელიც ბევრისთვის იყო მიუღებელი და ბევრი ამას ასეთივე აგრესიულად ეწინააღმდეგებოდა. დროთა განმავლობაში, ეს კიდურა ფორმები გაქრა და მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. ასე ხდება ხოლმე…
    ჩვენთან მგონი ახლა იწყება.

     
  5. glexi

    აგვისტო 1, 2011 at 10:04 AM

    ნამეტანი ნათელ ფერებშია ყველაფერი გადმოცემული, გაცილებით მძიმეა სინამდვილე.

     

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: