RSS

Monthly Archives: აგვისტო 2011

ქართული ფეხბურთი. .ჟამი დაკიდებისა

არა, სპორტის ეს სახეობა მიყვარს, თამაშებსაც შეძლებისდაგვარად ვუყურებ, აღსანიშნავია ისიც, რომ ადრე უფრო აქტიურად ვადევნებდი თვალს ფეხბურთის სამყაროს, და ამ უკანასკნელში მიმდინარე პროცესებს. მერე რაღაც შეიცვალა, შეიძლება „დავბერდი“ კიდევაც, მაგრამ ერთი ფაქტია, ვეღარ შევძელი ერთ ბურთზე ენა გადმოგდებული მდევარი ადამიანების ისეთივე პათოსით ცქერა როგორც წარსულში, ის ენთუზიაზმი სადღაც ჩაიკარგა, რომელიღაც უფსკრულში უსაშველოდ გადაეშვა. Read the rest of this entry »

 
5 Comments

Posted by on აგვისტო 27, 2011 დუიმი წერილი

 

პოპულისტური სამშობლო, შემდეგი გაჩერება „ Georgia “

ვცხობვრობთ თუ არა პოპულისტურ სახელმწიფოში? ერთი შეხედვით პასუხი ორნაირია: კი ან არა. პირველნი გეუბნებიან, რომ „ არა „ რა სისულელეა. მეორენი კი ამობობენ, რომ დიხაც ვცხოვრობთ და ჩვენი საქმე ცუდადაა. როგორც უკვე აღვნიშნე, ერთი შეხედვით ჩვეულებრივი კითხვა და ჩვეულებრივი პასუხი, თუმცა აქ ვაი, რომ ჩვენს შემთხვევას ჩვეულებრივს ვერ დავარქმევთ.
პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ დიახაც პოპულისტურ სახელმწიფოში ვცხოვრობთ, მაგრამ არ შემიძლია ხაზი არ გავუსვა, რომ ჩვენც ყველანი ამ პოპულისტური სახელმწიფოს შვილებად ვიქეცით. ყოველ დღე არხეინად შევექცევით პოპულისტი მშობლის ძუძუს და მისგან გამოდენილ საწამლავს ხარბად ვსანსლავთ. დღევანდელ საქართველოში პოპულიზმს ვეღარსად გაექცევი, ის ჩასაფრებულია ყვლგან და ყველაფერში. Read the rest of this entry »

 
8 Comments

Posted by on აგვისტო 21, 2011 დუიმი წერილი

 

Aquarial Full Moon Psychedelic Trance Party. .

დავიწყებ იმით, რომ ჩემ პირად ცხოვრებაზე იშვიათად თუ ვწერ, იშვიათად კი არადა თითქმის საერთოდაც არ ვწერ, თუმცა სწორედ ახლა მსურს გამონაკლისი დავუშვა და დავწერო. . მოგითხროთ არა ჩემი თავგადასავალი, არამედ ფართიზე, რომლის ერთი ჩვეულებრივი სტუმარი ვიყავი მე.
რადგანაც ფართების სიმრავლით და მითუმეტეს მსგავსი ივენთებით ჩვენს გასაბრწყინებელ, თუ უკვე “ჩ”აბრწყინებულ სამშობლოში მაინცდამაინც ვერ დავიკვეხნით, მინდა გამოგიტყდეთ, რომ ”Aquarial Full Moon Psychedelic Trance Party“ -ით საკმაოდ კმაყოფილი დავრჩი. ფართის წარმოადგენდა Georgian Psychedelic Commumity, რომელიც ამჟამად განხორციელებულია საიტ–ფორუმში „ goa.ge „ Read the rest of this entry »

 
%(count)s კომენტარი

Posted by on აგვისტო 17, 2011 დუიმი წერილი

 

რელიგიური ნაციონალიზმი, ანუ ვინ მოკლა ღმერთი. .

ერთი სიტყვით უკვე რამდენიმე დღეა რაც თბილის ქალაქს დავუბრუნდი. “ თბილის ქალაქმა “ სახელი არ შეირცხვინა და თბილად დამიხვდა, თბილად კი არა და ცხელად. ოფლი, ოფლი და კიდევ ერთხელ ოფლი. ოფლი ისეთი მაიმუნია შენს ტანზე ცოცვას რო დაიწყებს, არ არსებობს ყველაფრის ხალისი არ წაგართვას. ნუ, ყოველ შემთხვევაში ჩემზე მოქმედებს, და ეს ზარმაცი ადამიანი ორმაგად გამაზარმაცა.
დღისით გარეთ გასვლაზე იშვიათად თუ ვიფიქრებდი, ამიტომ ბინაში ჩემი სამი უახლოესი მეგობარი დავპატიჟე და მას შემდეგ სახლიდან არ ვუშვებ, უფრო სწორად ხელიდან არ ვაგდებ. სიგარეტი, ლუდი და ყავა. წამოწვები, კონდენციონერს რთავ, სიგარეტს ღრმა ნაფაზს არტყამ და თან ცივ ლუდს შეექცევი. ალბათ დამეთანხმებით, არც ისე ცუდი არჩევანია, მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ ზეცაში ზარმაცად წამოწოლილ და სადისტურად მოკაშკაშე მზეს. Read the rest of this entry »

 
9 Comments

Posted by on აგვისტო 10, 2011 დუიმი წერილი

 

წმინდა ენრიკო. . .(ის დაბრუნდა)

არ ვიცი გახსოვთ თუ არა ჩემი სიზმარი, წმინდა სიზმრად შერაცხული, სადაც შერონ სტოუნი გამომეცხადა და საქართველოს გაბრწყინებას შემპირდა, მაგრამ მაინც მსურს შეგახსენოთ. ყველაფერი დაიწყო უეცარი გამოცხადებით და დასრულდა ასევე მოულოდნელი გაუჩინარებით. გონს, რომ მოვეგე ხელში წმინდა კვერთხი მეკავა, წარწერით „made in China”. ეს კვერთხი შერონმა დამიტოვა, ნიშნად იმისა, რომ ის მართლა წმინდაა და მას მთელი სერიოზულობით აქვს საქართველოს გაბრწყინება განზრახული.
დამეთანხმებით ძნელია ასე ყველაფრის დაჯერება, მითუმეტეს იმის, რომ შერონი საქართველოს გადასარჩენად იბრძვის, მაგრამ არ გავიდა რამდენიმე დღე და რას ვხედავ, შერონი თბილისშია ჩამოსული, აგვისტოს ომის გამო ტირის, გლოვობს ჩვენს დაღუპულებს, მისტირის დაკარგულ ტერიტორიებს და ბოლოს ჩვენს სულიერ მამას, ილიას სტუმრობს, ეს უკანასკნელიც შერონის ღვაწლს აფასებს და ათრთოლებული ხელით საჩუქრად ღვთისმშობლის ხატს გადასცემს. Read the rest of this entry »

 
21 Comments

Posted by on აგვისტო 4, 2011 დუიმი ლიტერატურა

 

აკრძალული ხილი

–შენ შიგ ხომ არ გაქვს? ნაბიჭვარო!
და აი აქ ვხვდები, რომ დამენძრა! დამენძრა არა ისე უბრალოდ, არამედ სერიოზულად, მოკლედ მაგარ შარში ვარ. . . .
ისე ყოველთვის მაინტერესებდა აი ამ სიტყვა ,,შიგ ხომ არ გაქვს ში” რას გულისხმობენ, მაგრამ სიტყვა ნაბიჭვარზე ვერ შევედავები, ვარ ნაბიჭვარი და რა ვქნა. მამა თვალით არასდროს მინახავს, დედა სულ ამ კაცზე მიყვებოდა, ხან რას, ხან რას, ერთი სიტყვით ყველაფერ კარგს. ეს პიროვნება, ოდესღაც ცოცხალი, ჯან ღონით სავსე და ახლა უკვე აჩრდილი, აჩრდილი დედაჩემისთვის და ჩემთვის, თავს არ გვანებებს, თუმცა აქ შეიძლება ვინმე შემედავოს და მითხრას, რომ ჩვენ არ ვუშვებთ. რამდენი რამ გამიკეთებია ბავშვობაში იმის იმედით, რომ მამა ამ ყველაფერს ხედავდა, რამდენჯერ საათობით მისაუბრია, ისე, რომ მას ხმაც არ გაუცია, მაგრამ მე ყოველთვის დარწმუნებული ვიყავი, რომ ის სულ ჩემთან იყო. ამას ხომ დედა გამუდმებით თავში მიტენიდა. აი მიახლოებით, ისე როგორც ღმერთის არსებობას. შეიძლება ითქვას ჩემში მამაჩემი და ღმერთი ერთდროულად დაიბადნენ და ერთდროულადვე დაიხოცნენ. Read the rest of this entry »

 
3 Comments

Posted by on აგვისტო 4, 2011 დუიმი ლიტერატურა

 

აკრძალული ხილი

მეექვსე ნაწილი. . (დასასრული)

ხმაური სულ უფრო და უფრო მიახლოვდება, კარებს ვაღებ და რა ძალი და ღონეც მაქვს გავრბივარ. სად? სად და იქ სადაც ისინი ვერ მომაგნებენ! სად არის ეგ? არ ვიცი, ჯერ გავრბივარ, რაც შეეხება ადგილს სადაც ადამიანები არ არიან წარმოდგენა არ მაქვს სად უნდა იყოს.
–––გაჩერდი მეთქი! –ყვირის ვიღაცა და უკნიდან ჰაერში გასროლილის ხმა მეწევა.
–––გაჩერდი შე ნაბიჭვარო! –ყვირის პოლიციელი, თან მომდევს, თითქოს ცდილობს საკუთარ ხმას წამოეწიოს.
ეჰ ისევ ნაბიჭვარო. . ერთი სიტყვით გავრბივარ და სად თავადაც არ ვიცი. მინდა წავიდე იქ სადაც ადამიანები არ იქნებიან, მაგრამ თქმა ადვილია და შესრულება ძნელი. ჯოჯოხეთშიც და სამოთხეშიც კი ეს არსებები ბინადრობენ. . .
არა ასე დიდხანს ვეღარ გავძლებ, ეს სისტემის ნაშიერი ჯალათები, მსხვილ კუნთიანი ნაბიჭვრები სულ მალე დამეწევიან და მერე მართლა საბოლოოდ დამენძრევა. ბექა სწორად მოიქცა ამათთან ცოცხლად ჩაბარებას სიკვდილი ჯობია. . თუ ახლა დამიჭირეს მეც თავისნაირ სირობად მაქცევენ, ოღონდ გარიყულ სირობად. Read the rest of this entry »

 
6 Comments

Posted by on აგვისტო 3, 2011 დუიმი ლიტერატურა

 

აკრძალული ხილი

მეხუთე ნაწილი. . .

უეცრად მამაკაცი შეშდება და რამდენიმე წამი ასე გახევებული იყურება, თითქოს მანქანას ზედაც არ უყურებს. მისი ტანი კი სულ სხვას მეტყველებს. განიერი მხრები, მსხვილი ხშირი ბალნით დაფარული მკლავები, უშნოდ ცხენის კისერივით წამოზნექილი კისერი და არაფრის მთქმელი გამობერილი ვებერთელა შუბლი მეტყველებს იმაზე, რომ მაგარ შარში ვარ და როგორც მინიმუმ სულ მალე თავს კაპეზეში ამოვყოფ, მაგრამ აი საოცრება, ეს ვებერთელა მოძრავი სისტემა უეცრად ბრუნდება, თავის მეგობრებს უერთდება, სულ მალე მანქანა აკითხავთ, რამდენიმე წუთიც და კვლავ მშვიდად სიდენიაზე ვარ გართხმული და უდარდელი სახით სიგარეტს ხარბად ვეწევი. Read the rest of this entry »

 
3 Comments

Posted by on აგვისტო 2, 2011 დუიმი ლიტერატურა

 

აკრძალული ხილი

მეოთხე ნაწილი. .
––––––რას მეუბნებოდი? მობილურმა გამიჭედა
–––არაფერს დაიკიდე, მოკლედ სად ხარ მითხარი და გამოვალ, საქმე მაინც არ მაქვს. მანამ შენ დამირეკავდი სწორედ მაგ დროს ვფიქრობდი თუ რას ვტაკებოდი.
ნახევარი საათი მოვუნდი იმის ახსნას თუ სად ვიყავი. სასაცილოა და მაშინ მართლა ისეთ ტრაკში ვიმალებოდი ახლაც რომ ვიღაცამ შუბლზე რევოლვერი დამადოს და მითხრას აბა წამიყვანე და მანახე სად ეგდეო, ალბათ ვერც მე მივაგნებ. დარწმუნებული ვარ ბექასაც გაუჭირდა მოგნება, მაგრამ ნათქვამია ადამიანი თუ რამეს გულით მოინდომებს აუცილებლად მიაღწევსო და ალბათ ბექამაც გულით მოინდომა. ასეა თუ ისე ერთ საათში ჩემთან დაერჭო.
უკვე შუა ღამე იყო ბექამ რო დამირეკა აბა გამოიხედე მემგონი მოგაგენიო. Read the rest of this entry »

 
დატოვე კომენტარი

Posted by on აგვისტო 1, 2011 დუიმი ლიტერატურა