RSS

აკრძალული ხილი

02 Aug

მეხუთე ნაწილი. . .

უეცრად მამაკაცი შეშდება და რამდენიმე წამი ასე გახევებული იყურება, თითქოს მანქანას ზედაც არ უყურებს. მისი ტანი კი სულ სხვას მეტყველებს. განიერი მხრები, მსხვილი ხშირი ბალნით დაფარული მკლავები, უშნოდ ცხენის კისერივით წამოზნექილი კისერი და არაფრის მთქმელი გამობერილი ვებერთელა შუბლი მეტყველებს იმაზე, რომ მაგარ შარში ვარ და როგორც მინიმუმ სულ მალე თავს კაპეზეში ამოვყოფ, მაგრამ აი საოცრება, ეს ვებერთელა მოძრავი სისტემა უეცრად ბრუნდება, თავის მეგობრებს უერთდება, სულ მალე მანქანა აკითხავთ, რამდენიმე წუთიც და კვლავ მშვიდად სიდენიაზე ვარ გართხმული და უდარდელი სახით სიგარეტს ხარბად ვეწევი.
–––რაზე ფიქრობ? –აქ ბექამ როგორც ჩანს ძველი კითხვა გაიხსენა.
–––აკრძალულ ხილზე.
–––ვაშა!
–––ანუ?
–––მეც მაგაზე ვფიქრობდი. იკაიფე ხომ მაგარი გავწურე მაგრამ ახლა ორმაგად გასწორებულში ვარ, იმიტომ, რომ აკრძალული ხილი შევირგე.
–––ჰო მე სხვა პონტში. .
–––რა პონტში?
–––აი ზოგადად აკრძალულ. .
–––ჰო აკრძალული ყველაფერი მაგარია
–––ღმერთის გწამს?
–––მე რელიგიებისაც მწამს
–––ეგ როგორ?
–––ანუ მწამს რომ რელიგიები არსებობს, მაგრამ რასაც ეგენი ბაზრობენ არ მწამს. –აქ ისეთი გადაიხარხარა შემეშინდა კიდევაც. –––იტოგში რელიგიებს ვუყურებ ისე როგორც მაგალითად მოსაწევს. მაგით უნდა იკაიფო, დაბოლდე, მაგრამ მერე გიტრუხდება და აღარ გისწორებს. ეგ უკვე ორგანიზმზეა, უფრო სწორედ გონებაზე, ზოგს ისე უჯდება, რომ კი არ უტრუხდება და პირიქით დოზებს იზრდის და ასე კაიფობს, ბოლოს კი ნამდვილი ნარკომანი ხდება და რელიგიას საბოლოოდ ეჯაჭვება.
–––მაგაზე არ დავფიქრებულვარ შეიძლება სწორიც ხარ.
–––სწორი ვარ აბა რა ვარ. ვაფშე ყველაფერი ნარკოტიკია. ზოგს ის უსწორდება ზოგს ეს. აი ათეისტებიც მაგარი ნარკუშები არიან. ღმერთი არ არსებობსო რო ბღავიან, არ არსებობს და ნუ არსებობს დაიკიდე რა და მორჩა. ათეისტები იცი როგორი ტიპები არიან, მთელი ცხოვრება რელიგიით კაიფობდნენ, მერე უცებ გაუტრუხდათ და ახლა ტვინს ტყნავენ.
–––ეგრე თუ შევხედავთ, შენივე ლოგიკით შენსასვე ეწინააღმდეგები. იქნებ და ათეისტები ტვინს არ ტყნავენ და რელიგიის კრიტიკით კაიფობენ?!
–––ჰო კაიფობენ, მაგრამ მე თუ მკითხავ სადღაც გულის სიღრმეში მაინც შურთ
–––მორწმუნეების?
–––ჰო ფანატიკოსების. ფანატიკოსები იცი როგორი ნარკამანები არიან, აი ტიპს ვაფშე ყველაფერი რო კიდია და სადარდებელი საერთოდ რომ აღარ აქვს ეგეთი.
–––აქედან გამომდინარე თავი უნდა დავიბოლოთ?
–––ჰო იასნა! აბა შენი აზრით ეს ათასგვარი რელიგია ვინ შექმნა, ისევ ადამიანმა და მისმა გონებამ, იმიტომ, რომ შემდეგ მშვიდად და კომფორტულად ეცხოვრა. ყოველ ცივილიზაციას თუ ველურ ტომს თავისი ღვთაება ჰყავდა.
–––ვაჰ თუ ეგრეა მაშინ შენც იწამე რამე და იკაიფე. . .

–––რო შემეძლოს გეფიცები დროს უკან დავაბრუნებდი და ფანატიზმში გადავვარდებოდი. ეხა უკვე გვიანია. რაც რელიგიას დავადე მას შემდეგ შემიყვარდა მოსაწევი და მსგავსი ხუინა. თორე ისე გავარტყი მოსაწევსაც და ნებისმიერ ნარკოტიკს, სად რელიგიით კაიფი და სად ამ სირობით! აი შენი თავიდან გამომდინარე ავიღოთ, რატომ დაადე ყველაფერს და რატომ გამოიქეცი. .
–––ყელში მქონდა. .
–––ყელში, ყლეში, ეგ დაიკიდე. მე გეტყვი რატომაც გამოიქეცი, იმიტომ გამოიქეცი, რომ არსებული რეალობით ვეღარ კაიფობდი, აკრძალული ხილი მოგინდა, ახლით მოგინდა კაიფი, ძველი ჩემი არ იყოს შენც გაგიტრუხდა. სკოლაში რო დავდიოდი ერთი სული მქონდა სტუდენტი როდის გავხდებოდი, სწავლაში ყველას სახეს ვახევდი და მეგონა რომ უნივერსიტეტში რაღაც ახალი დამხვდებოდა, მაგრამ რათ გინდა იქაც მსგავსი ნაგავი დამხვდა ერთ პოზაში ნაკეთები ხალხი, ტვინიც ყველას ერთი ზომა ქონდა და მიმართულებაც. . ერთი სიტყვით გავარტყი ყველას, ყელში არიან. აქ იმიტომ მოვედი, რომ მივხვდი შენც ჩემსავით ხარ, ჩვენ რაიმე ახალი გვინდა, ახალი აკრძალული ხილი რითაც ახლებურად ვიკაიფებთ და ლომკას მოვიხსნით. . .
უეცრად მიძინებულმა ქუჩამ თითქოს გამოიღვიძაო და როგორც ცუდ ხასიათზე, ახალ გაღვიძებული ღიპიანი ბიძა, ისე შესძახა. .
–––გადმოეთრიეთ მანქანიდან !!! გადმოეთრიეთ მეთქი !!!
და ვხედავ თუ როგორ ადგას მანქანას თავზე რამდენიმე კენტავრის თავიანი ახმახი
–––იარაღი უჭირავთ. . –ჩავჩურჩულე ბექას.
–––ესენი არიან, ესენი დაძრწოდნენ ცოტა ხნის წინ, კი არ წავიდნენ პირიქით. . ესე იგი ამდენ ხანს ელოდნენ როდის გადმოვიდოდით. .!
გარედან კვლავ შეძახილი მოისმა, ამჯერად უფრო მკაცრი.
–––ერთი ამათი ძაღლი დედაც მოვტყან. .
ბექამ მანქანა დაძრა და წინ მდგომ პოლიციელს დაეჯახა. კაცმა გაწევა მოასწრო მაგრამ მანქანამ მაინც გაკრა და იქვე ბალახებში მოისროლა.
–––შენ შიგ ხომ არ გაქვს?! ნაბიჭვარო!
და აი ეს სიტყვები, საიდანაც ყველაფერი დაიწყო და ახლაც გრძელდება. ბექას სახეზე ვუყურებ, თვალებგადმოკარკლული, შეშლილივით მხოლოდ წინ იყურება და ტერმინატორივით მხოლოდ ერთ ადგილს მისჩერებია. უეცრად უცნაური ხმა მესმის, უფრო სწორად ისმის, ხმა როგორც უკნიდან ნასროლი ქვა ისე ეკიდება ჩემს ყურთასმენას. .თავს ინსტიქტურად დაბლა ვწევ. უცნაური ხმა კიდევ ერთხელ მეორდება. არ გადის რამდენიმე წამი და ახლა უფრო დიდი ხმაური მესმის, მაგრამ ამჯერად არა გარედან არამედ შიგნიდან, თითქოს რაღაცა შიგ ჩემს ყურებში ჩაიმსხვრა. გონს, რომ მოვდივარ ბექას თავი რულისთვის აქვს მიწებებული და ერთი შეხედვით წებოს მოვალეობას წითელი სითხე ასრულებს. უკნიდან გინების და ფეხის ხმა ერთმანეთში ირევა და ნელ–ნელა მიახლოვდება. გონს კი მოვედი, მაგრამ ჯერ კიდევ ბოლომდე ვერ ვიაზრებ თუ რა ხდება, ამისთვის კიდევ დრო მჭირდება. ბექას სისხლიან თავს ხელს ვადებ და მის მოსულიერებას უშედეგოდ ვცდილობ. სისხლი ხელზე მეკრობა, ხოლო თავი ხელიდან მისხლტება და მოწყვეტით გვერდითა მინას ეხეთქება. ახლა კი ვხვდები, რომ დამთავრდა, დამთავრდა ერთი და იწყება მეორე, რაღაცა ახალი, მაგრამ რა არის ეს ჯერ თავადაც ვერ ვხვდები. .
To Be Continued. . .

 
3 Comments

Posted by on August 2, 2011 in ლიტერატურა

 

3 responses to “აკრძალული ხილი

  1. Anonymous

    August 2, 2011 at 7:43 pm

    bevri jargonia… gadavechvie

     
    • selfanarchy

      August 2, 2011 at 7:46 pm

      კარგად ვერ გავიგე. .მე გადავეჩვიო? თქვენ გადაეჩვიეთ? თუ საზოგადოება გადაეჩვიოს, რომელიც რეალურ ცხოვრებაში ჟარგონს წმინდათა წმინდა ნივთივით გამუდმებით თან დაათრევს? ))))))))))))

       
  2. katerina

    August 2, 2011 at 8:03 pm

    დაგლიჯა ფანატიკოსებსა და ათეისტებზე დიალოგმა.მომეწონა მაგრად.ამ ნაწილის “გვოზდია”. ძალიან მომწონს ის ფაქტი, რომ კარგად ჩასვი სიუჟეტში ყველაფერი ის, რაც გაწუხებს, ანუ პაციფისტური აზრები, “სამართალდამცავების” სამართლიანობა, გაუკუღმართებული ფსევდორწმენის პრობლემა და იგულისხმება,რომ მთავარი ამ ყველაფრის ფონზე არის სრული გაუცხოება. ეს ის თემაა, რომელიც მე ძალიან მიყვარს და მხიბლავს და ვერასდროს გვერდს ვერ ვუვლი წერისას.
    რაც შეეხება ჟარგონს, აბა როგორ ესახებათ შენს ოპონენტებს, როგორ უნდა საუბრობდნენ?”გეთაყვა, ერთი თუ შეიძლება თრიაქის მწიკვი მომაწოდეთ”-ასე?🙂

     

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: