RSS

Daily Archives: აგვისტო 3, 2011

აკრძალული ხილი

მეექვსე ნაწილი. . (დასასრული)

ხმაური სულ უფრო და უფრო მიახლოვდება, კარებს ვაღებ და რა ძალი და ღონეც მაქვს გავრბივარ. სად? სად და იქ სადაც ისინი ვერ მომაგნებენ! სად არის ეგ? არ ვიცი, ჯერ გავრბივარ, რაც შეეხება ადგილს სადაც ადამიანები არ არიან წარმოდგენა არ მაქვს სად უნდა იყოს.
–––გაჩერდი მეთქი! –ყვირის ვიღაცა და უკნიდან ჰაერში გასროლილის ხმა მეწევა.
–––გაჩერდი შე ნაბიჭვარო! –ყვირის პოლიციელი, თან მომდევს, თითქოს ცდილობს საკუთარ ხმას წამოეწიოს.
ეჰ ისევ ნაბიჭვარო. . ერთი სიტყვით გავრბივარ და სად თავადაც არ ვიცი. მინდა წავიდე იქ სადაც ადამიანები არ იქნებიან, მაგრამ თქმა ადვილია და შესრულება ძნელი. ჯოჯოხეთშიც და სამოთხეშიც კი ეს არსებები ბინადრობენ. . .
არა ასე დიდხანს ვეღარ გავძლებ, ეს სისტემის ნაშიერი ჯალათები, მსხვილ კუნთიანი ნაბიჭვრები სულ მალე დამეწევიან და მერე მართლა საბოლოოდ დამენძრევა. ბექა სწორად მოიქცა ამათთან ცოცხლად ჩაბარებას სიკვდილი ჯობია. . თუ ახლა დამიჭირეს მეც თავისნაირ სირობად მაქცევენ, ოღონდ გარიყულ სირობად. Read the rest of this entry »

 
6 Comments

Posted by on აგვისტო 3, 2011 დუიმი ლიტერატურა