RSS

აკრძალული ხილი

03 Aug

მეექვსე ნაწილი. . (დასასრული)

ხმაური სულ უფრო და უფრო მიახლოვდება, კარებს ვაღებ და რა ძალი და ღონეც მაქვს გავრბივარ. სად? სად და იქ სადაც ისინი ვერ მომაგნებენ! სად არის ეგ? არ ვიცი, ჯერ გავრბივარ, რაც შეეხება ადგილს სადაც ადამიანები არ არიან წარმოდგენა არ მაქვს სად უნდა იყოს.
–––გაჩერდი მეთქი! –ყვირის ვიღაცა და უკნიდან ჰაერში გასროლილის ხმა მეწევა.
–––გაჩერდი შე ნაბიჭვარო! –ყვირის პოლიციელი, თან მომდევს, თითქოს ცდილობს საკუთარ ხმას წამოეწიოს.
ეჰ ისევ ნაბიჭვარო. . ერთი სიტყვით გავრბივარ და სად თავადაც არ ვიცი. მინდა წავიდე იქ სადაც ადამიანები არ იქნებიან, მაგრამ თქმა ადვილია და შესრულება ძნელი. ჯოჯოხეთშიც და სამოთხეშიც კი ეს არსებები ბინადრობენ. . .
არა ასე დიდხანს ვეღარ გავძლებ, ეს სისტემის ნაშიერი ჯალათები, მსხვილ კუნთიანი ნაბიჭვრები სულ მალე დამეწევიან და მერე მართლა საბოლოოდ დამენძრევა. ბექა სწორად მოიქცა ამათთან ცოცხლად ჩაბარებას სიკვდილი ჯობია. . თუ ახლა დამიჭირეს მეც თავისნაირ სირობად მაქცევენ, ოღონდ გარიყულ სირობად.
ბოლო–ბოლო ვინ ვარ მე?! ვინ ხარ შენ?! ვინ არიან ის სირები ახლა უკან რომ მომდევენ?! სადაც არ უნდა წახვიდე ყველგან ერთი და იმავე. სადღაც გიღიმიან, სადღაც ბოღმით მოთხვრილ თვალს არ გაშორებენ. ზოგი იცინის, ზოგიც ტირის. ან რა აცინებთ? ან რა ატირებთ? ნეტავ რა აზრი აქვს. დღეს ის ტირის, ხვალე ის იცინებს. დგანან და სულელი კლოუნებივით სახე დაღრეჯილები ცვლიან მხიარულებას მწუხარებაში. სხვა არც ადარდებთ. ცხოვრების მიზნად ის გახუნებული და ათას ხელში გამოვლილი ქაღალდის ნაგლეჯის მოპოვება დაისახეს. ეს ქაღალდია ახლა სიცოცხლე, სიკვდილი, სიცილი, ტირილი, ბედნიერება, უბედურება, სიძულვილი, სიყვარული, ხელოვნება, ფუფუნება, ეშმაკი, ჯოჯოხეთი, ღმერთი, სამოთხე, რელიგია და ათასი ასეთი. ყველა მონებად ვიქეცით, საზარელ ოფლით აყროლებულ ენა გადმოგდებულ მონებად. აქედან ზოგი პრესტიჯულია, ზოგიც უპრესტიჟო. ზოგს ჩინი აქვს, ამ უკანასკნელებს ეამაყებათ. სხვები ამ ჩინს ღვარძლიან მზერას ზედ ახმობენ და შურით დაზაგრულ თვალის კაკლებს სარეცხივით ფენენ. მერე ეს უჩინო მონები მიზნად ისახავენ რომ ჩინიან მონებად იქცნენ.
რითი დავიწყო…. ან რა აზრი აქვს… ყველაფერი ერთი ნაგავია. მოდი ისევ სიწმინდეებით დავიწყებ. ეს უბრალოდ სიტყვის მასალად, თორემ განა არსებობს რაიმე, წმინდას თავი დავანებოთ, სუფთა მაინც, რომელსაც გარშემო აყროლებული შარდიანი და მძღნერიანი ნივთები არ ეხვიოს?! ჰო არ არსებობს. ჰოდა ერთი ხუია ყველაფერი. ერთი დიდი თესლის ბიდონი. ეს ბიდონი ივსება, ივსება ერთხელაც იქნება ვერ გაუძლებს და გასკდება. მერე ნახეთ, მერე იქნება სანახავი თუ იქნება. თეთრი სპერმით მოთხვრილი სახეები. ალბათ სწორედ ესაა აპოკალიფსი, მეორედ მოსვლაც და მესამედ მოსვლაც. ოჰ ეს ონანისტები ვინ მოითვლის დღეში რამდენ სიცოცხლეს კლავენ….. თუმცა რას კლავენ. სწორედ, რომ ეგენი არიან ერთადერთი ანგელოზები ამ დამპალ დედამიწაზე, სპერმის ანგელოზები. საერთოდ სამყაროს შემქმნელზე ჰუმანისტებიც კი არიან. ღმერთმა თუ არ დაინდო კაცობრიობა და შექმნა იმისთვის, რომ ადამიანმა აწ და მარადის უკუნისამდე ადიდოს, სალოცავები უგოს, ეს ონანისტები ღმერთსაც კი უპირისპირდებიან და ცდილობენ არ დაუშვან ის რომ დედამიწაზე ადამიანები გაჩნდნენ, ანუ პოტენციური მონები. .ეჰ ნეტა მართლა იცოდნენ ონანისტებმა რამხელა საქმეს სჩადიან.
ეს მონები კიდე რას აკეთებენ, რისთვის არსებობენ? რათა აშენონ ეკლესიები?! აშენებენ კიდევაც. ააშენებენ, მერე სიმბოლოებს გამოხატავენ, შიგ კაცუნების სურათებს შეიტანენ და იტყვიან ,,ეს არის უფლის სახლი!’’ ისე რა საინტერესოა ნუთუ ღმერთს არ ყოფნის მთელი ის სამყარო რაც დედამიწის გარდაა? ის უამრავი პლანეტები და გალაქტიკები. .რაღა მაინც და მიანც დედამიწაზე უნდა სახლი? რაღა მაინცდამაინც აგურებით ნაშენები ქოხები უნდა? არ ვიცი. . ისე ალბათ ზოგჯერ გულუბრყვილო და ცნობის მოყვარე ტურისტივით ინტერესდება დედამიწის ამბებით და ძირს ეშვება. წარმომიდგენია ჩვენი სიმყრალე ალბათ როგორ არ სიამოვნებს. თუმცა ვინ იცის მან გაგვაჩინა და შეიძლება სიამოვნებს კიდევაც. ჰოდა რას ვამბობდი. უფლის სახლი მეთქი. ჰო, რომ ჩამოვა სახლი ხომ უნდა. აბა მდგმურივით ხომ არ დაიწყებს აქეთ იქით ხეტიალს ,,ბინა მომაქირავეთო’’. ალბათ ამიტომაც ვუშენებთ ბინას. ,,უფლის სახლს’’. მერე სტუმარს მასპინძელი ხომ უნდა და ჩვენც ამისთვის წვეროსნები გვყავს. ეს არსებები, რომლებიც არც წვერების და არც თმების სიხშირე არ აწუხებთ მასპინძლობას უწევენ სამყაროს შემქმნელს. მერე ყველა ერთად თავს იყრის. სიმყრალეს სიმყრალეს ამატებენ. წმინდა სახლს საღორეს ამსგავსებენ და შიგ გაწვრთნილი პირუტყვებივით ქედს იხრიან. გარეთ გამოდიან და ისევ იმ პირუტყვობას ეძალებიან. ბევრს სახლში მიეჩქარება და ანანიზმით კავდება. ზოგიც იქვე ვიღაც პრიშიკებიან მუტელს ეზასავება და შარვალ დასველებული ნახევარ ქალაქს სიამაყით მოივლის, მაგარი ნაშა დავკერეო. მაგრამ ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ამ სიბინძურის წაღება იქაც უნდათ. ზეცაში. ერთი სული აქვთ ახლა იქ ავიდნენ და იქ მიეცნენ ………. მიეცნენ იმას რასაც აქ ვერ ეძლევიან. სამუდამო ნეტარებას, სამუდამო ნაგავს, მარადიულ ტვინის ტყვნას. თავს იტყუებენ ვითომდა იქ გამოსწორდებიან და ამ სიბინძურეს და სიმყრალეს, რომელიც გამუდმებით დაღრეჯილი მათხოვარივით ხელ გამოშვერილი დასდევთ ამ ქვეყანაში დატოვებენ იქ კი წმინდათა წმინდა ზრახვებით შეუერთდებიან მამა ზეციერს.
მორჩა აღარ შემიძლია ამ სირობაზე მეტი ფიქრი. ოდესღაც მეც ვაპირებდი ამ განავლის აქ დატოვებას იქ კი ყველაფერი სუფთა მიმქონდა, მაგრამ ეს ჩალაგებული ჩანთა მალევე ამოვალაგე და შევეგუე იმ აზრს, რომ სადაც არ უნდა წავიდე სიმყრალე ყველგან გამომყვება, თუმცა მე ვიპოვე ამ ყველაფრის სარეცხი საშუალება, ეს არის სიკვდილი, სიკვდილი რწმენით რომ იმ ქვეყნად არაფერი აღარ არსებობს. მოვკვდები და ყველაფერი დასრულდება, ოჰ მარადისობა, აი ამის მეშინია ყველაზე მეტად.
აი მხსნელი, მდინარე მტკვარი. ღამის წყვდიადში ბრძენივით ჩაფიქრებული და ამავდროულად არაფრის მთქმელი. მოაჯირზე ვფორთხდები, ჰოი როგორ მიჭირს, ძლივსღა ვსუნთქავ. ამ დაბოლილზე კიდე კარგად ვირბინე, ყოჩაღ მე.
ეს სირები რამდენიმე მეტრის დაშორებით დგანან და იარაღს მიშვერენ.
–––არ გაინძრე თორემ გესვრით!!!
აი მართლა გიჟები, რას ვაკეთებ და რითი მემუქრებიან. . აი მართლა გიჟები! ახლა ვრწმუნდები რომ ეს აქამდეც უნდა გამეკეთებინა, რა სულელი ვიყავი. სასაცილოა და ისევ აკრძალულმა ხილმა მომიყვანა აქამდე. .მოსაწევმა გონება ერთხელ და სამუდამოდ გამიხსნა და გამინათა!
ერთი რაზეც გული მწყდება ეს არის სალი. .თუმცა ვიცი ისიც ამათნაირი აღმოჩნდება, შეიძლება ცოტა უკეთესია და თავიდან არც ეტყობოდეს რამე, მაგრამ საბოლოოდ ყველა ერთია, მათ შორის მეც. ადამიანი ყველაზე საზარელი ცხოველია მთელს მსოფლიოში და შეიძლება მთელს სამყაროზეც. .
აბა თქვენ იცით, სულ კარგად მეყოლეთ. .იმედია აღარასდროს გიხილავთ. .და აი ვეშვები, რა სასიამოვნო ყოფილა ფრენა, ბედნიერი ფრინველები!
იყო და არა იყო რა, იყო ერთი ღმერთი. . ბოლოს მაინც ვერ გაუძლო ცდუნებას და შექმნა აკრძალული ხილი. . .
The End. .

 
6 Comments

Posted by on August 3, 2011 in ლიტერატურა

 

6 responses to “აკრძალული ხილი

  1. memiyvarsxelovneba

    August 3, 2011 at 7:39 pm

    magaria❤ yochag. martla dzaan momecona. ishviatad tu cavikitxavdi rames martla girebuls

     
  2. katerina

    August 3, 2011 at 8:27 pm

    გაქცევის სურვილი ძალიან ნაცნობია ჩემთვის. მეც მეშინია მარადისობის და მირჩევნია არაფერი არ არსებობდეს და სიკვდილი ამთავრებდეს ყველაფერს. კარგად წავიკითხე, არაფერს გადავხტომივარ და არ მომწყინდა, ეს უკვე კარგია.არც გაწელილია.როგორც წინა კომანტარში გითხარი, ყველაზე მეტად ის მომწონს, რომ კითხვისას კარგად ვგრძნობ ყველა იმ პრობლემას, რაც გაფიქრებს და გაწუხებს.ყველაზე მაგარი ადგილი მაინც ის დიალოგია მანქანაში ფანატიკოსებზე და ათეისტებზე.

     
    • selfanarchy

      August 4, 2011 at 10:32 pm

      მადლობ. .)
      რაც შეეხება მარადისობას, ეს ერთადერთი რამ არის, რისი წარმოდგენაც კი მზარავს : ))

       
  3. from dasakidebeli kidev bevria

    August 4, 2011 at 10:22 pm

    asakiani carumatebeli tineijeris nacers gavss, romelsac unda ro gansxvavebuli ragac daceros da rac dzalidagone akvs cers sibindzures, sul ori gverdi ragacaa da amdeni simyrale rogor chaetia albat amasac nichi schirdeba da esoden moconebuli avtoris nichic amashi mdgomareobs uzomod ayrolebs rasac cers…. chemi azrit, es ambavi ra kitxvitac icyeba boloshic imave kitxvit unda mtavrdebodes… . suleli acancarebuli tineijeris garda eseti siroba aravis moeconeboda….

     
    • selfanarchy

      August 4, 2011 at 10:29 pm

      ვიხალისე შენ კომენტარზე. . .მადლობთ!
      ისე ეს ორი გვერდი არაა და მოთხრობის ერთი ნაწყვეტია, თუმცა რა მნიშვნელობა აქვს, შენ მართალი ხარ. . .

       
  4. Saxeli

    November 9, 2011 at 1:09 am

    მმ. არ მჩვევია ხოლმე ასეთი პოსტების ბოლომდე ჩაკითხვა. მიუხედავად სხვადასხვა ნაწილებისა, რომლებშიც მიჭირს დაგეთანხმო, კარგია – რომ ამთემაზე, ამ კუთხით, ასე ხმამაღლა (?) საუბრობს (ნუ წერს) ვინმე. ისე კი რჩევის სახით შემიძლია გითხრა, რო თუ საიქიო ცხოვრების არსებობას დაუშვებ მისი სააქაოსთან იდენტურობა საეჭვოა. თან მარადისობა აქაცაა და ახლა, უბრალოდ ჩვენ გავდივაართ მის მოკლე მონაკვეთს.

     

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: