RSS

Daily Archives: აგვისტო 4, 2011

წმინდა ენრიკო. . .(ის დაბრუნდა)

არ ვიცი გახსოვთ თუ არა ჩემი სიზმარი, წმინდა სიზმრად შერაცხული, სადაც შერონ სტოუნი გამომეცხადა და საქართველოს გაბრწყინებას შემპირდა, მაგრამ მაინც მსურს შეგახსენოთ. ყველაფერი დაიწყო უეცარი გამოცხადებით და დასრულდა ასევე მოულოდნელი გაუჩინარებით. გონს, რომ მოვეგე ხელში წმინდა კვერთხი მეკავა, წარწერით „made in China”. ეს კვერთხი შერონმა დამიტოვა, ნიშნად იმისა, რომ ის მართლა წმინდაა და მას მთელი სერიოზულობით აქვს საქართველოს გაბრწყინება განზრახული.
დამეთანხმებით ძნელია ასე ყველაფრის დაჯერება, მითუმეტეს იმის, რომ შერონი საქართველოს გადასარჩენად იბრძვის, მაგრამ არ გავიდა რამდენიმე დღე და რას ვხედავ, შერონი თბილისშია ჩამოსული, აგვისტოს ომის გამო ტირის, გლოვობს ჩვენს დაღუპულებს, მისტირის დაკარგულ ტერიტორიებს და ბოლოს ჩვენს სულიერ მამას, ილიას სტუმრობს, ეს უკანასკნელიც შერონის ღვაწლს აფასებს და ათრთოლებული ხელით საჩუქრად ღვთისმშობლის ხატს გადასცემს. Read the rest of this entry »

 
21 Comments

Posted by on აგვისტო 4, 2011 in ლიტერატურა

 

აკრძალული ხილი

–შენ შიგ ხომ არ გაქვს? ნაბიჭვარო!
და აი აქ ვხვდები, რომ დამენძრა! დამენძრა არა ისე უბრალოდ, არამედ სერიოზულად, მოკლედ მაგარ შარში ვარ. . . .
ისე ყოველთვის მაინტერესებდა აი ამ სიტყვა ,,შიგ ხომ არ გაქვს ში” რას გულისხმობენ, მაგრამ სიტყვა ნაბიჭვარზე ვერ შევედავები, ვარ ნაბიჭვარი და რა ვქნა. მამა თვალით არასდროს მინახავს, დედა სულ ამ კაცზე მიყვებოდა, ხან რას, ხან რას, ერთი სიტყვით ყველაფერ კარგს. ეს პიროვნება, ოდესღაც ცოცხალი, ჯან ღონით სავსე და ახლა უკვე აჩრდილი, აჩრდილი დედაჩემისთვის და ჩემთვის, თავს არ გვანებებს, თუმცა აქ შეიძლება ვინმე შემედავოს და მითხრას, რომ ჩვენ არ ვუშვებთ. რამდენი რამ გამიკეთებია ბავშვობაში იმის იმედით, რომ მამა ამ ყველაფერს ხედავდა, რამდენჯერ საათობით მისაუბრია, ისე, რომ მას ხმაც არ გაუცია, მაგრამ მე ყოველთვის დარწმუნებული ვიყავი, რომ ის სულ ჩემთან იყო. ამას ხომ დედა გამუდმებით თავში მიტენიდა. აი მიახლოებით, ისე როგორც ღმერთის არსებობას. შეიძლება ითქვას ჩემში მამაჩემი და ღმერთი ერთდროულად დაიბადნენ და ერთდროულადვე დაიხოცნენ. Read the rest of this entry »

 
3 Comments

Posted by on აგვისტო 4, 2011 in ლიტერატურა