RSS

წმინდა ენრიკო. . .(ის დაბრუნდა)

04 აგვისტო

არ ვიცი გახსოვთ თუ არა ჩემი სიზმარი, წმინდა სიზმრად შერაცხული, სადაც შერონ სტოუნი გამომეცხადა და საქართველოს გაბრწყინებას შემპირდა, მაგრამ მაინც მსურს შეგახსენოთ. ყველაფერი დაიწყო უეცარი გამოცხადებით და დასრულდა ასევე მოულოდნელი გაუჩინარებით. გონს, რომ მოვეგე ხელში წმინდა კვერთხი მეკავა, წარწერით „made in China”. ეს კვერთხი შერონმა დამიტოვა, ნიშნად იმისა, რომ ის მართლა წმინდაა და მას მთელი სერიოზულობით აქვს საქართველოს გაბრწყინება განზრახული.
დამეთანხმებით ძნელია ასე ყველაფრის დაჯერება, მითუმეტეს იმის, რომ შერონი საქართველოს გადასარჩენად იბრძვის, მაგრამ არ გავიდა რამდენიმე დღე და რას ვხედავ, შერონი თბილისშია ჩამოსული, აგვისტოს ომის გამო ტირის, გლოვობს ჩვენს დაღუპულებს, მისტირის დაკარგულ ტერიტორიებს და ბოლოს ჩვენს სულიერ მამას, ილიას სტუმრობს, ეს უკანასკნელიც შერონის ღვაწლს აფასებს და ათრთოლებული ხელით საჩუქრად ღვთისმშობლის ხატს გადასცემს.
აშკარაა დამთხვევა ბევრია, თუმცა ეს „made in China” სიწმინდის მწამს, მაგრამ ჩინეთი მაოცებსო, რაღაც ასეთს წააგავს. მოკლედ ბევრი, რომ აღარ ვიბოდიალო, ცოტა ხნის წინ შერონი კიდევ ერთხელ დამესიზმრა, ძალიან წუხდა, სახე ჩამოსტიროდა, წელში მოტეხილიყო და დაბერებულადაც მეჩვენა, ასე მითხრა. .
–––ძალიან ვწუხვარ დათო, მაგრამ ვაი, რომ საქართველოში დაბრუნებას ვეღარ ვახერხებ
მე ვდუმვარ, ვცდილობ აზრებს თავი მოვუყარო.
–––ერთი სიტყვით დათო, უნდა მაპატიო, საქმეები გამომიჩნდა. ჩვენთან სულ ასეა, ჩვენ წმინდანები და ანგელოზები სულ დაკავებულები ვართ. ათასი საქმე გვაქვს, მაგრამ არ გეგონოს მოცემულ პირობას ვივიწყებდე და საქართველოზე აღარ ვდარდობდე. მე ვინც აქ გამომგზავნა, ჩემ უფროს პირველ რიგში სწყურია თქვენი ქვეყნის გაბრწყინება. .
–––ეგ უფროსი ვინღაა? –ძლივს ამოვღერღე დიდის სირთულით.
–––მაგას ვერ გეტყვი, მაგის უფლება არ მაქვს. .მოვა დრო და ყველაფერს გაიგებ, შენც და შენი თანამემამულეებიც, აქ იმხელა საქმეები იჩარხება, რომ თქვენ წარმოდგენაც არ გაქვთ. ერთი სიტყვით აი უკვე ძალიან მეჩქარება და გეტყვი, რომ სულ მალე ჩამოვა ჩემი მეგობარი, ის ეცდება ჩემს მიერ დაწყებული საქმე გააგრძელოს, ის ამოგიდგებათ გვერდში. .ღმერთს გეფიცები!
–––კი მაგრამ როგორ ვიცნო. .
–––კარგად მომისმინე, გახსოვდეს როცა სითხე სამჯერ შეესხმევა ერს, ეს იქნება ნიშანი, ნიშანი იმის რომ ის თქვენთან არის. . .
–––კი მაგრამ. .
–––მშვიდობით. .მშვიდობით. .და გახსოვდეს ბლანტი სითხე. .ბლანტი. ..
არ გადის რამდენიმე დღე და რას ვხედავ, მთელი ერის მასშტაბით განგაშია გამოცხადებული. ერთი ახალგზარდა ყმაწვილი ჩამოსულა და ბლანტი სითხე შეუსხამს თურმე მთელი ერისთვის. ნუ მთელი ერისთვის თუ არა აქტიური მამულიშვილებისთვის მაინც. . აქედან ზოგი აღფრთოვანებას ვერ მალავს, ზოგიც თავს შეურაცხყოფილად მიიჩნევს, აი უმრავლესობა კი ამ ყმაწვილს აბუჩად იგდებს და დაცინვით მოიხსენიებს. . .აქ უეცრად მახსენდება ჩვენი მამა–პაპური და ღიპის წვენში ჩაქსოვილი გამონათქვამი „ ნუ დასცინი სხვასაო, გადაგხდება თავსაო „ მაგრამ ჰოი უბედურებავ, აქ მხოლოდ დაცინვაზე ხომ არ არის. .საქმე ეხება ერის მომავალს და გაბრწყინება არ გაბრწყინებას. შეიძლება ერმა არ იცის, მაგრამ მე ხომ ვიცი ეს ყმაწვილი ვინც არის, ის მხსნელია, ის მესიაა, მესია მოვლენილი წმინდა შერონის მიერ რათა გვიხსნას, დაგვიფაროს და ბოლოს გაგვაბრწყინოს. .ამ დავიდარაბაში ვარ ჩავარდნილი, ლამისაა ეს წმინდა კვერთხი თავში ვირტყა და აი უეცრად ოთახი ნათდება, ჩემი ოთახის კედელი შუაზე იხლიჩება, მიახლოებით ისე, როგორც წყალი გააპო მოსემ თავისი საკრალური ჯოხით. .და ჩემს წინ დგას ახალგაზრდა ჭაბუკი, რომელიც მომხიბლავად მიღიმის.
კვერთხს ხელს მაგრად ვუჭერ და ვცდილობ ძალა მოვიკრიბო რათა ჩემი დაბნეულობა შესამჩნევი არ გახდეს. ჭაბუკი მიახლოვდება, სახე მისი კაშკაშებს, თვალის გასწორებაც კი მიჭირს, მისი სილამაზის მზისებრ კაშკაში თვალს მჭრის.
–––მოგესალმები ძმობილო, მე ენრიკე მქვია, მეგობრებისთვის უბრალოდ ენრიკო. შენ ჩვენი ბოლომდე გჯეროდა, შენ გწამდა, შენ ღირსეული შვილი ხარ ღირსეული ქვეყნის! მე მოველ აქ მისი ნებით, რათა გვერდში დაგიდგეთ და გაბრწყინებაში დაგეხმაროთ, მომეცი ხელი. –ხელს ვუწვდი.
–––კვერთხიც მომეცი. .–კვერთხსაც ვაწვდი, მართმევს, რაღაცას წაიმღერებს და კვერთხი ქრება.
–––შენ ეს აღარ დაგჭირდება, უფროსი უკმაყოფილოა შერონით, მან არ გაამართლა, მართალია დიდი გამოხმაურება ჰპოვა მისმა ვიზიტმა, მაგრამ ერთი ფაქტია თქვენ კვლავ გაუბრწყინებლები ხართ. ახლა მე მომანდო ყველაფერი, აი ეს გამომართვი. .–ხელში ბლანტი სითხით გამოტენილ ბოთლს მაწვდის. –აპოკალიფსი ახლოვდება და თუ გინდა გადარჩეთ ეს სითხე უნდა აპკურო ყველას. ის ვისაც ბლანტი სითხე არ ექნება ცხებული დაიღუპება და ვეღარც გაბრწყინებულ საქართველოს მოესწრება და უფლის კურთხევის გარეშე ამოხდება სული.
–––ყველაფერი გასაგებია, მაგრამ ეს უფროსი ვინ არის, რატომ სურს ჩვენი შველა, რატომ გგზავნით თქვენ?
–––მაგას ყველაფერს გაიგებთ, მაგრამ მოგვიანებით. ახლა კი რაც საჭიროა ის უნდა იცოდე, საჭირო კი ერთია, ბლანტი სითხე აპკურე რაც შეიძლება მეტს, თუ გამოგელიოს შესძახე „baby I like iT“ და მე იმწამსვე შენთან გავჩნდები, ახალი სითხით!
თავს ვუქნევ, მაგრამ შიგნიდან კვლავ ეჭვი მღრღნის. ვინ უნდა იყოს ეს უფროსი, რომელიც ასე ზრუნავს ჩვენზე, და წმინდანს წმინდანზე უშვებს ჩვენს გასაბრწყინებლად.
–––ესე იგი ვერ მეტყვი ვინ არის უფროსი?
–––ვერა. .უკვე გითხარი ყველაფერს გაიგებ თქო, უბრალოდ დრო უნდა და დაფიქრება. აი შენ ეს გამომართვი და რაც გითხარი ის გააკეთე. მე თქვენს პრეზიდენტსაც შევხვდი, კამერების წინ პატარა ბავშვებივით ვხუმრობდით, ვხტოდით, ვთამაშობდით, აი ჩავიკეტეთ თუ არა ოთახში იქ წამსვე ყველაფერზე მოვილაპარაკეთ, თუმცა ბოლომდე ვერც მას ვენდობი, ამიტომ სითხეს მას ვერ ვანდობდი.
ბოთლს მაწვდის. .–აბა შენ იცი. .თუ არ დაგიჯერონ გაწუწე. .
–––ესე იგი baby I like iT?
–––ჰო. .ჰო. .და ენრიკო ქრება. კედელი რამდენიმე წამით კვლავ დამპალი ვაშლივით შუაზე იხლიჩება, ენრიკო შიგ ძვრება და მალევე დამპალი ვაშლი მკვახის და გაუტარის სახეს იბრუნებს და კედელი როგორც არაფერი, ისევ გამთელდა.
მას შემდეგ უკვე რამდენიმე დღეა ქუჩებში დავდივარ, ხალხს ვუყვები, ბევრს არ სჯერა, ზოგიც მიჯერებს, ვისაც არ ჯერა სახეში ვასხამ ბლანტ სითხეს. იმ დღეს ერთმა შარი მომდო, თუ ეგ სითხე მართლა წმინდაა და შენც წმინდა საქმეს აკეთებ, კოკა კოლის ბოთლით რას დარბიხარო, ვერაფერი ვუპასუხე, ან რა უნდა მეთქვა რო? რა ბოთლითაც მომცეს იმ ბოთლით დავდივარ. .ისე ამ წყალს რაღაც უცნაური სუნი კი ასდის, უკვე ვეჭვობ მწარედ ხო არ გამეხუმრნენ თქო, მაგრამ უცნაურობა ხომ სიწმინდის და ღვთაებრივი ძალის მომასწავლებელია. .რამდენჯერმე მცემეს კიდევაც, რამდენჯერმე საცემრად გამომეკიდნენ, მაგრამ თავს ვუშველე. ეს ყველაფერი კიდევ ხო, მაგრამ დიდი უბედურება ახლოვდება, ახლოვდება კი არა და გვიახლოვდება, აპოკალიფსი უკვე კარზე გვიკაკუნებს, მე კიდე ჯერ მილიონზე მეტი მამულიშვილი დამრჩა ბლანტი სითხით გასაწუწი, არადა სულ ცოტაც და სითხე გამითავდება, ენრიკოს გამუდმებით ვეძახი, მაგრამ ის არსაიდან ჩანს. . .
ერთს კიდევ შევძახებ იქნება ახლა მაინც გაიგონოს, ის თუ არა სხვა ახალი მხსნელი წმინდანი მაინც გამოჩნდეს. . .მე ბოლომდე ოპტიმისტად ვრჩები და მჯერა, რომ გამოჩნდება კიდევაც, ღმერთი ასე არ დაგვტოვებს, ბოლო–ბოლო ჩვენ ხომ ღვთის მშობლის რჩეული ერი ვართ. . .
––– baby I like iT. . .

Advertisements
 
21 Comments

Posted by on აგვისტო 4, 2011 in ლიტერატურა

 

21 responses to “წმინდა ენრიკო. . .(ის დაბრუნდა)

  1. Ket Mezvrishvili

    აგვისტო 4, 2011 at 7:24 PM

    nu geshinia enrikes utqvams i’ll be back : )) dabrundebaa :D:D

     
    • Internalself

      ოქტომბერი 6, 2011 at 3:26 PM

      ლოცვა გავაძლიეროთ და დაველოდოთ. .

       
  2. ანონიმური

    აგვისტო 4, 2011 at 8:10 PM

    ამ პოსტის ავტორს ეტყობა, რომ თვითონ დიდი დოზით აქვს ნაპკურები “ბლანტი სითხე” ))

     
    • selfanarchy

      აგვისტო 4, 2011 at 8:20 PM

      კი სახეში რომ ვასხამ ხოლმე, ზოგჯერ მეც მეპკურება. . ..

       
  3. me tviton

    აგვისტო 4, 2011 at 9:34 PM

    ukacravad daaa vai shens patrons!!!!!

     
    • selfanarchy

      აგვისტო 4, 2011 at 9:40 PM

      კაი გპატიობ. . .დაბრუნდება ენრიკო და ინანებთ მერე, მაგრამ ვაი გვიანი არ იყოს. . .

       
  4. me tviton

    აგვისტო 4, 2011 at 10:36 PM

    შერონ სტოუნი ღვთისმშობელს არ შეგედარებინა არ შეიძლებოდა?

     
    • selfanarchy

      აგვისტო 4, 2011 at 10:38 PM

      რავი რა გიპასუხო არ ვიცი. . .როგორც ჩანს შენს ფანტაზიას საზღვარი არ აქვს!

       
  5. spamwriters

    აგვისტო 4, 2011 at 11:26 PM

    წყეულიმც იყავ ერეტიკოსო! შენ ცეცხლზე დასაწვავი ხარ! ეჰ ზღვა სულიერების მატარებელ ჩემ ბლოგს კი არ სწყალობენ, სამაგიეროდ ასეთ სისულელეებს კითხულობენ :(( ეჰ ღმერთო ეჰ წმინდაო მარიამ ეჰ ჩემო რუსო მეზობლებო ეჰ ეჰ

     
    • selfanarchy

      აგვისტო 16, 2011 at 5:47 AM

      შენ მართლა გენიოსი ხარ მემგონი : D: D: D

       
  6. ანონიმური

    აგვისტო 5, 2011 at 1:53 PM

    :D:D:D:D:D:D:D ubraalood gaameeciinaaaa 😀

     
  7. გიგა

    აგვისტო 27, 2011 at 11:28 AM

    ფანტაზიას არ ვუჩივით 🙂

     
  8. achiko

    სექტემბერი 20, 2011 at 8:00 AM

    ra dgeshi xart xalxo ra wminda enriko da wminda stouni agitydat rogor sheidzleba eseti mkrexeloba cotaq tvinebi gaandzriet

     
    • iDudette

      სექტემბერი 20, 2011 at 3:45 PM

      და გაახილე თვალი, და გაიხსენი გონება, და გამოფხიზლდი ოდნავ,
      და ნუ ენდობი ყველას ასე ბრმად :E

      ვისთვის მკრეხელობაა და ვის უბრალოდ კიდია, არა? :E

       
  9. achiko

    სექტემბერი 20, 2011 at 4:19 PM

    ყველა და ყველაფერი ადამიანმა არ შეიძლება დაიკიდოს, ცოტა ტვინი უნდა გაანძრიოს და რაც თავში მოადგება იმაზე არ უნდა იხუმროს. ღმერთი ჩვენ უფრო დაგვსჯის იმის გამო რადგან ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა ვართ და ისე არ ვცხოვრობთ და ვმოღვაწეობთ როგორც ეს ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყნის შვილებს შეეფერება

     
  10. max

    სექტემბერი 21, 2011 at 12:46 AM

    xo rogorc kai mamis shvils evaleba ar shearcxvinos mamamisis saxeli da icxovros ise rogorc mamamiss gauxardeboda cxonebuls,aravis evaleba ise icxovros rogorc ar undda, albat iaponiac mito daangria gmertma ro cxovroben rogorc undat ))

     
  11. vako

    ოქტომბერი 5, 2011 at 4:38 PM

    rogori shtabejdileba damrcha shenze ici?= ) titqos adgilis damkvidreba ginda, raxacis mixweva ginda da ambiciebi gaqvs, kargia eg yvelaferi, magram egeti yleobebis werit martla ver miaxwev= ))))) “ucxo” martla momewona, magram danarchenebi erti didi yleobaaa= ) megobruli rcheva, asatianis nawili qavtaradzeze gadaitanes da iqneb gagevlo= ) tbilad migixeben da personajebic uamravi geyoleba= )))

     
    • Internalself

      ოქტომბერი 5, 2011 at 5:18 PM

      ძალიან სანიტერესო რჩევა მომეცი, როგორც ჩანს შენ გამოცდილი ხარ და უკვე მიგიღეს ტკბილად…
      მოკლედ დავფიქრდები შენს რჩევაზე და იქნებ აღარ ვწერო მერე ყლეობები. .

       
    • Joleane

      ოქტომბერი 6, 2011 at 6:19 PM

      მაპატიეთ რომ ვერთვები მაგრამ “ღ”-ს მაგივრად “ხ”-ს წერა ახალი კანონია? ამ პოსტის ავტორს კი ჯოჯოხეთში დადებენ ქვაბის ქვეშ როგორც შეშას და დაწვავენ :დ

       
  12. Хрен Попадешь

    ოქტომბერი 6, 2011 at 3:27 PM

    😀 mkrexeloba klavss 😀

     

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: