RSS

Daily Archives: აგვისტო 10, 2011

რელიგიური ნაციონალიზმი, ანუ ვინ მოკლა ღმერთი. .

ერთი სიტყვით უკვე რამდენიმე დღეა რაც თბილის ქალაქს დავუბრუნდი. “ თბილის ქალაქმა “ სახელი არ შეირცხვინა და თბილად დამიხვდა, თბილად კი არა და ცხელად. ოფლი, ოფლი და კიდევ ერთხელ ოფლი. ოფლი ისეთი მაიმუნია შენს ტანზე ცოცვას რო დაიწყებს, არ არსებობს ყველაფრის ხალისი არ წაგართვას. ნუ, ყოველ შემთხვევაში ჩემზე მოქმედებს, და ეს ზარმაცი ადამიანი ორმაგად გამაზარმაცა.
დღისით გარეთ გასვლაზე იშვიათად თუ ვიფიქრებდი, ამიტომ ბინაში ჩემი სამი უახლოესი მეგობარი დავპატიჟე და მას შემდეგ სახლიდან არ ვუშვებ, უფრო სწორად ხელიდან არ ვაგდებ. სიგარეტი, ლუდი და ყავა. წამოწვები, კონდენციონერს რთავ, სიგარეტს ღრმა ნაფაზს არტყამ და თან ცივ ლუდს შეექცევი. ალბათ დამეთანხმებით, არც ისე ცუდი არჩევანია, მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ ზეცაში ზარმაცად წამოწოლილ და სადისტურად მოკაშკაშე მზეს. Read the rest of this entry »

 
9 Comments

Posted by on აგვისტო 10, 2011 in წერილი