RSS

რელიგიური ნაციონალიზმი, ანუ ვინ მოკლა ღმერთი. .

10 აგვისტო

ერთი სიტყვით უკვე რამდენიმე დღეა რაც თბილის ქალაქს დავუბრუნდი. “ თბილის ქალაქმა “ სახელი არ შეირცხვინა და თბილად დამიხვდა, თბილად კი არა და ცხელად. ოფლი, ოფლი და კიდევ ერთხელ ოფლი. ოფლი ისეთი მაიმუნია შენს ტანზე ცოცვას რო დაიწყებს, არ არსებობს ყველაფრის ხალისი არ წაგართვას. ნუ, ყოველ შემთხვევაში ჩემზე მოქმედებს, და ეს ზარმაცი ადამიანი ორმაგად გამაზარმაცა.
დღისით გარეთ გასვლაზე იშვიათად თუ ვიფიქრებდი, ამიტომ ბინაში ჩემი სამი უახლოესი მეგობარი დავპატიჟე და მას შემდეგ სახლიდან არ ვუშვებ, უფრო სწორად ხელიდან არ ვაგდებ. სიგარეტი, ლუდი და ყავა. წამოწვები, კონდენციონერს რთავ, სიგარეტს ღრმა ნაფაზს არტყამ და თან ცივ ლუდს შეექცევი. ალბათ დამეთანხმებით, არც ისე ცუდი არჩევანია, მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ ზეცაში ზარმაცად წამოწოლილ და სადისტურად მოკაშკაშე მზეს.
მოკლედ, ბევრი რომ აღარ ვიბოდიალო ვიტყვი, რომ გარემოს გამო და ალბათ კიდევ სხვა მიზეზების ხელშეწყობით ახალი პოსტის დაწერა მეზარებოდა, მეზარებოდა და ალბათ კიდევ რამდენიმე დღე არაფრის დამწერი არ ვიყავი. და აი კომპიუტერთან მივდივარ, ეკრანი ნათდება, ფეისბუქზე შევდივარ, სწორედ ამ დროს მიგდებს ჩემი ერთი მეგობრის მიერ ახლად დადებულ ვიდეოს. მართალია ფეისბუქზე ჩემი მეგობრის მიერ ახალი დადებულია, მაგრამ ზოგადად სიახლით ვიდეო ნამდვილად ვერ დაიკვეხნის. 2004 წელი ამაყად არის გაჯგიმული, მეც ვრთავ და ვუყურებ აწ უკვე როგორც მოგახსენეთ 2004 წლის ჩანაწერს, გადაცემა ფსიქოში გოგი გვახარიას სამი სტუმარი ჰყავს მოწვეული, ერთი ირაკლი ჩარკვიანია, მეორე კი ბასილ კობახიძე. საუბარია საზოგადოებაზე, მის მენტალობაზე, რელიგიაზე, რელიგიურ ნაციონალიზმზე და სხვა ასეთზე. ვუსმენ და მებადება კითხვა, კი მაგრამ ეს ხომ წარსულია, კონკრეტულად შვიდი წლის წინანდელი დისკუსია, რა შეიცვალა მას შემდეგ? პასუხი ცალსახაა, დიახაც, რომ შეიცვალა, მაგრამ შეიცვალა ის რის საფრთხეზეც გადაცემაშია საუბარი, რელიგიურ ნაციონალიზმზე. რელიგიური ნაციონალიზმია, როდესაც ადამიანი, იქნება ის სულიერი ლიდერი, პოლიტიკოსი, თუ „ უბრალო მოკვდავი „ ცდილობს ქრისტიანობა, ან გინდაც სხვა რაიმე რელიგია საკუთარი გაგების ვიწრო მარწუხებში მოაქციოს. ამის აშკარა მაგალითია, როდესაც ადამიანები ამბობენ, რომ ღმერთი ქართველს ორმაგს მოსთხოვს ვიდრე სხვა ეროვნების ადამიანს, როდესაც სუფრაზე გამუდმებით გაიძახიან, რომ ღვთის და ღვთის მშობლის რჩეული ერი ვართ და სხვა ასეთი მრავალი. ამ ადამიანებს ხშირ შემთხვევაში ავიწყდებათ თუ რისი მოძღვრებაა ძირითადად ქრისტიანობა, ქრისტიანობა არის სოლიდარობის, ტოლერანტობის, ჰუმანურობის და ადამიანის სიყვარულის მოძღვრება.
ასეთ რაღაცეებზე ვფიქრობ და ამ დროს მახსენდება ერთ–ერთი სულიერი ლიდერის სიტყვები, როდესაც იაპონიაში მომხდარ მიწისძვრას ღმერთის სასჯელი უწოდა და ერთ–ერთი ძირითად მიზეზად იაპონელი ქალების „ გარყვნილება “ და თავისუფალი სექსუალური ურთიერთობა დაასახელა.
ის რაც ამ პიროვნებისთვის ღმერთის სამართლიანი სასჯელი და ბუნებრივი იყო, იაპონელებისათის ათი ათასობით დაღუპული ბავშვი და ქალია. შეიძლება ვიღაცა არ დაუკვირდეს და მოძღვარს თავი დაუქნიოს, რადგანაც ეს ადამიანი ანაფორაშია, მაგრამ საკმარისია ერთი წამით მაინც დაფიქრდე თუ რასთან გვაქვს საქმე, მიხვდები თუ რამხელა ცილისწამებას აქვს ადგილი. ასეთ დროს როგორც ჩანს ჩვენს ფსევდო, ნაციონალისტ ქრისტიანებს ავიწყდებათ, რომ თავად ქრისტე ეუბნებოდათ ნუ განსჯიო და როდესაც რაიმე კატაკლიზმს თუ სხვა კატასტროფას ღმერთს აბრალებენ და თავის ხელებს არხეინად იწმენდენ მასზე, ერთი წამით არ უჩნდება საზოგადოებას კითხვა…
ვინ მისცა ამ ადამიანებს ასეთი განცხადების უფლება? საიდან იციან ასე დაზუსტებით, როდესაც ათასობით უდანაშაულო ბავშვის სიკვდილს სამყაროს შემქმნელს ტენიან და იმავე წინადადებაში ამ უკანასკნელს ყოვლად კეთილად მოიხსენიებენ, თუმცა ამ კონკრეტულ შემთხვევაში არა მარტო ნაციონალისტურ ქრისტიანობასთან გვაქვს საქმე, არამედ ფანატიზმთან, ეს ყველაფერი უფრო ფაშიზმს გავს, როდესაც დიდი ფიურერი ადამიანებს რასისა და მათი ცხოვრების წესის გამო სასტიკად ანადგურებდა, ასეთი ლოგიკით გამოდის, ფიურერი მომკვდარა ზეცაში ასულა და ღმერთობა დაუჩემებია! იაპონელები არ მოსწონებია და მათთვის ახალი ოსვენცუმის მსგავსი გენოციდი მოუწყვია.
ამ კონკრეტულ ფაქტზე მეტს აღარ შევჩერდები და განვაგრძობ, განვაგრძობ იმით, რომ ვიდეოს დასრულების შემდეგ გაწბილებული დავრჩი. არა უაზრო და ბრმა ოპტიმისტი არც არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ თავად ფაქტმა გული დამწყვიტა, ვიდეოში საუბარია ისეთ საფრთხეებზე რაც მომავალში აგვიხდა კიდევაც. ჩვენ იმის მაგივრად წინ წავსულიყავით, სულ უფრო და უფრო ვიკეტებით საკუთარივე ხელით გამოძერწილ უშნო ნაჭუჭში.
ზოგადად რელიგიები ყოველთვის ტრანსფორმირებას განიცდიდა, ამის აშკარა მაგალითია შუა საუკუნეების კათოლიკური ეკლესია და მაშინდელი ქრისტიანული აღქმა. იმ უამრავ ინკვიზიციებს ზუსტად ალბათ ვერავინ დაითვლის, რომლებიც მაშინ ხდებოდა ქრისტეს და ღმერთის სახელით, მაგრამ მიუხედავად ამისა შეიცვალა დრო, შეიცვალა რეალობა და კათოლიკურმა სამყარომ, მათ შორის თავად რომის პაპმაც მოახერხა ფასეულობების ასე თუ ისე გადაფასება. ესეც კიდევ ერთი აშკარა მაგალითია იმის, რომ ხდება ქრისტეს აღქმის მითვისება და მისი არსებული რეალობიდან გამომდინარე გამოყენება. დამეთანხმებით შუა საუკუნეების შემდეგ ქრისტე არ შეცვლილა, არც თავიდან გამოცხადებულა და არ უთქვამს ახლა უფრო ლიბერალური გავხდიო, თუმცა რატომღაც იგივე კათოლიკეები ახლა სხვანაირად აჭიკჭიკდნენ.
ახლა კი რა ხდება ჩვენ ქვეყანაში, ოცდამეერთე საუკუნის საქართველოში? ქრისტიანობა აქაც თავისებურად აღიქმება, აქაც ბევრია ადამიანი, რომელიც ღმერთის სახელით ლაპარაკობს და დოგმებს დოგმებზე ამატებს, თუმცა ჩვენთან ერთი აშკარა ტენდენცია შეინიშნება, ტენდენცია, რომელზეც ჩემს მიერ ზემოთ ხსენებულ ვიდეოშია საუბარი. ჩვენი ქრისტიანული გაგების და აღქმის ფაშიზმისკენ გადახრა. :მართლმადიდებლობა და ქრისტიანობა ეს სინონიმებია: მეუბნება იმ დღეს ერთი ნაცნობი და ამის დასადასტურებლად მკაცრ მზერას მესვრის. :მადლობა ღმერთს რომ ქართველი ვარ, ეს უდიდესი პატივია: მოაყოლა შემდეგი წინადადება და ამჯერად უფრო მკაცრი სახით მომაჩერდა.
გილოცავ! –ვუპასუხე და მივხვდი, რომ ამ ადამიანთან ასეთ თემებზე საუბარს სჯობს. ..რავი ალბათ ბევრი რამე სჯობს, თუ არა ყველაფერი.
ბევრი რომ აღარ ვილაპარაკო ისევ ირაკლი ჩარკვიანის სიტყვები მინდა მოვიყვანო „ ყველა ადამიანი არს ჯვარცმული სისტემის მიერ „ და მართლაც სანამ ადამიანები ამას ვერ მიხვდებიან, სანამ იარსებებს სისტემები, სადაც ადამიანები მართლა ჯვარცმულები იქნებიან, ალბათ არც იმ პირველ ჯვარცმულს შეეშვება ადამიანი და ყოველთვის თავის სასარგებლოდ შემოაბრუნებს მის სიტყვებს და მოძღვრებას. ბოლოს კი მინდა დავსძინო, რომ მე არც მორწმუნე ვარ და არც რაიმე რელიგიებთან მებრძოლი, უბრალოდ არ მსურს, რელიგიები და ზოგადად ღვთის აღქმა რაიმე სექტებად იქცეს და ამ სექტებმა ადამიანების ერთმანეთისგან დაშორებას ხელი შეუწყონ, და მანამ სანამ იარსებებს სიტყვები „ მადლობა ღმერთს რომ ქართველი ვარ „ იარსებებს ჰიტლერი და მისი ფაშისტური მოძღვრება, რომელიც იმავეს ამბობდა, ერთი სიტყვის ჩანაცვლებით, ქართველის ნაცვლად მის ლექსიკონში „ გერმანელს „ შეხვდებოდით. ასეთი სიტყვები და აზროვნება ყოველთვის ფეხბურთელებს მაგონებს ხოლმე, რომლებიც მატჩის დაწყებამდე პირჯვრის გადაწერით გამოდიან და ღმერთს მოწინააღმდეგის დამარცხებაში დახმარებას სთხოვენ. ერთი სიტყვით ვდგავართ თუ არა ჩვენ მენტალურად ფაშიზმის, ან გინდაც ირანის რელიგიური ფანატიზმის გადასახვევთან ალბათ ისევ დრო აჩვენებს.
დასასრულს კი მინდა ვთქვა, რომ თუ ღმერთი, სამყაროს შემქმნელი, თუ რასაც ვუწოდებთ მას, ზის სადმე და ამ ყველაფერს უყურებს. . უყურებს თუ როგორ ხდება მისი სახელით მანიპულირება, მისი მოძღვრების სხვადასხვა საკითხებში გამოყენება და სხვა მრავალი, არ გამიკვირდება რომ ნიცშეს სიტყვები მართალი აღმოჩნდეს და ღმერთი მართლაც მკვდარი იყოს, ბოლო–ბოლო ნიცშეც ხომ ამას ამბობდა, „ ღმერთი მოკვდა, ის ჩვენ მოვკალით! „
http://www.facebook.com/video/video.php?v=10150254470969817&comments

Advertisements
 
9 Comments

Posted by on აგვისტო 10, 2011 in წერილი

 

9 responses to “რელიგიური ნაციონალიზმი, ანუ ვინ მოკლა ღმერთი. .

  1. spamwriters

    აგვისტო 10, 2011 at 7:54 PM

    http://goo.gl/qnArr

    აქ ისეთი კომენტარებია აგრესიული ნაციონალიზმის წინაშე კი არ ვდგავართ, უკვე ვწევართ 🙂

     
  2. Zeitgeist Georgia Zeitgeist Georgia

    აგვისტო 10, 2011 at 9:37 PM

    საწყალი ღმერთი : ((

     
  3. katerina

    აგვისტო 11, 2011 at 8:05 AM

    “ღმერთი აღარ არსებობს, მოკვდა. ია ადამიანებმა მოკლეს”-თუ სწორად მახსოვს, ნიცშეს სიტყვებია.ქრისტე ჯერ საკუთარ თავში ასწავლიდა ღმერთის პოვნას.ღემრთი სიყვარულიაო, ამბობს პავლე მოციქული და ამ ვითომმორწმუნეებს ერთხელაც არ გადაუშლიათ ნეტა? ხო, გეთანხმები ყველაფერში. ფსევდოქვეყანა შეგვრჩა, ფსევდოპატრიოტობით და ფსევდორწმენით.

     
  4. Jeko Brunjadze

    აგვისტო 12, 2011 at 7:38 AM

    :))

     
  5. ნიკა

    აგვისტო 15, 2011 at 5:47 PM

    ზედმეტი ლუდი მიგირთმევია selfanarchy

     
  6. გიგა

    აგვისტო 27, 2011 at 7:34 AM

    ეს უკვე მომწონს :*

     
  7. Nino Kutxashvili

    სექტემბერი 3, 2011 at 1:21 AM

    sruliad getanxmebi..dzalian magari blogia..bevr rames davamatebdi siamovnebit..magram satqmeli kargad itqva

     
  8. vako

    ოქტომბერი 5, 2011 at 4:41 PM

    eg sjobs imat= )

     

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: