RSS

Aquarial Full Moon Psychedelic Trance Party. .

17 Aug

დავიწყებ იმით, რომ ჩემ პირად ცხოვრებაზე იშვიათად თუ ვწერ, იშვიათად კი არადა თითქმის საერთოდაც არ ვწერ, თუმცა სწორედ ახლა მსურს გამონაკლისი დავუშვა და დავწერო. . მოგითხროთ არა ჩემი თავგადასავალი, არამედ ფართიზე, რომლის ერთი ჩვეულებრივი სტუმარი ვიყავი მე.
რადგანაც ფართების სიმრავლით და მითუმეტეს მსგავსი ივენთებით ჩვენს გასაბრწყინებელ, თუ უკვე “ჩ”აბრწყინებულ სამშობლოში მაინცდამაინც ვერ დავიკვეხნით, მინდა გამოგიტყდეთ, რომ ”Aquarial Full Moon Psychedelic Trance Party“ -ით საკმაოდ კმაყოფილი დავრჩი. ფართის წარმოადგენდა Georgian Psychedelic Commumity, რომელიც ამჟამად განხორციელებულია საიტ–ფორუმში „ goa.ge „
ერთი სიტყვით ექვსი საათისთვის შევიკრიბეთ რესპუბლიკის მოედანთან და გავეშურეთ ალგეთისკენ, უფრო სწორად ალგეთის ტყეებში, სხვათა შორის იმედი მქონდა ალგეთის ლეკვებსაც წავაწყდებოდი სადმე, თუმცა ამ მხრივ იმედები გამიცრუვდა, სხვა მხრივ კი იმედების გაცრუებას ნაკლებად წავაწყდი. მიახლოებით შვიდი რვისკენ უკვე ადგილზე ვიყავით, თან გვახლდა უამრავი ალკოჰოლი და კიდევ ისეთი რაღაცეები, რასაც ჩვენი წმინდათა წმინდა კაპიტალიზმის გამო ვერ დავასახელებ : )) სამწუხაროდ ბოლომდე ვერც დეტალების ახსნას აუვალ, თუმცა ვიტყვი, რომ რაღაც მომენტში გაუთავებელი ცეკვის, სასიამოვნო მუსიკის და დადებითი გარემოს შემდეგ ვისთან ერთად ვსვამდი არ მახსოვს, მახსოვს ის, რომ ვსვამდი ყველასთან ერთად, მიუხედავად სქესისა, სექსუალური ორიენტაციისა, რელიგიური მრწამსისა, თუ ეროვნებისა: )) ეს ყველაფერი კი ხდებოდა ასე, ცეკვავ, ატყობ რომ მეტი აღარ შეგიძლია, ხვდები, რომ დროა რამდენიმე წუთით მაინც დაისვენო, ჰოდა რა არის დასვენების ყველაზე კარგი საშუალება თუ არა ისევ და ისევ დალევა : )) და აი შენც ჩერდები, აქეთ–იქით იყურები და პირველივე შემხვედრს შენს ბანაკში, ბუნაგში, თუ უბრალოდ ბალახებში, სადაც სასმელი და მისაყოლებელი გეგულება, პატიჟებ. ისიც მოდის, რამდენიმე ჭიქას სვამთ, შემდეგ ათას სისულელეს ლაპარაკობთ და თავი უდიდესი ფილოსოფოსები გგონიათ, სულ მალე ხვდებით, რომ ცეკვა უკვე შეგიძლიათ და შენს მეგობარს, ახლად შეძენილ მეგობარს, უბრალოდ ნაცნობს, თუ „ პროსტა კაი ტიპს „ ემშვიდობები რათა იცეკვო, და მუსიკის თანხლებით შამანადაც გადაიქცე. არ შემიძლია არ გავიხსენო რამდენიმე ჭეშმარიტი მამულიშვილური სადღეგრძელო, აი ისინიც: –ჩვენი წინაპრების შენჯღრეულ და გახრწნილ ძვლებს გაუმარჯოს! –ონანისტებს გაუმარჯოთ, რამეთუ ისინი ყველაზე წმინდა ადამიანები არიან მთელს დედამიწაზე, ისინი არ უშვებენ ახალი სიცოცხლის გაჩენას ამ დედა მოტყნულ სამყაორზე! კიდევ იყო მიწის სადღეგრძელო, იმ მიწის სადაც მაშინ ვიდექით და რომელიც ოდესღაც წინაპრების სისხლით იყო შეღებილი, ახლა კი ლუდით. . ))
შემდეგ იყო წვიმა, როგორც ზოგ–ზოგიერთებმა უწოდეს, მეტეორული წვიმა. წვიმამ ჩილაუთს და ჩაის ხელი შეუშალა, მაგრამ ჩვენ მხიარულებასთან ისიც უძლური აღმოჩნდა. მერე იყო ჩემი გაქრობა და მობილურის აწიოკება, ზარზე პასუხი მქონდა ასეთი, –დამიკიდეთ! ხოლო ახლა კითხვაზე, თუ სად ვიყავი და რას ვაკეთებდი პასუხი ამჯერად ასეთია, უკაცრავად მაგრამ ეს კონფიდენციალურია. .)
ბოლოს, როგორც იქნა დავბრუნდი, მაგრამ ახლად დაბრუნებულს ახლა ჩემი მეგობრები აღარსად დამხვდნენ, ვეღარ ვნახე ვეღარც ჩემი ჩანთა და ჟაკეტი. პირველი ორი თუ დროთა განმავლობაში აღმოვაჩინე, აი ჩემი ჟაკეტი როგორც ჩანს ვინმე ღვთისნიერს გაჰყვა. .)
უკვე გათენებული იყო, როდესაც მივხვდი, რომ სულ ცოტა ხნით მაინც უნდა დამეძინა. ცეცხლთან, როგორც უდაბნოში წყურვილით მომაკვდავი ისე მივფორთხდი და იქვე მეგობრის უკანალი ბალიშად გამოვიყენე. ძილის ქალღმერთს ვყავდი „ დაკერილი „ როდესაც ჩემი ერთ–ერთი ყველაზე საყვარელი ჯგუფის „ younger brother “ ის მუსიკა ჩამესმა, ერთი გავიბრძოლე ფეხზე წამოდგომა და ცეკვა დავაპირე, მაგრამ ძილის ღმერთს, თუ ქალღმერთს აწი უკვე ხელი მაგრად ჰქონდა ჩემთვის ჩაჭიდული და სიზმრების და აბსტრაქტული სამყაროს უფსკრულში ერთი ხელის მოსმით გადამიძახა.
სავარაუდოდ ჩემი ძილი კოღოებისთვის და სხვა მათი თანამოძმე მწერებისთვის მწვანე შუქნიშანი იყო. ახალ გაღვიძებულს, ტანზე ვინ ჩივის, თავზე მქონდა უამრავი ნაკბენი და კიდევ კაი ხანი ვერ ვხვდებოდი კოპი იყო ეს თუ კოღოს ნაკბენი: )). უკან წამოსულებს რატომღაც აღარც მარშუტკამ და აღარც ავტობუსმა ამოგვაკითხა, რამდენიმე წუთი ველოდეთ, ბოლოს საიდანღაც ჯიპმა გამოყო თავი, გავაჩერე და ვუთხარი თითქოს ცუდად ვიყავი და მანაც მე და ჩემი მეგობარი მარშუტკამდე მანქანით ჩაგვიყვანა, ხოლო დანარჩენები ნახევარ საათში ჩამოვიდნენ და გაზის ავტობუსით, როგორც მას ჩემმა ერთმა მეგობარმა შეარქვა, მოუწიათ თბილისში დაბრუნება.
ერთი სიტყვით 13 ში 6 ზე გავედით და 14 ში 3 ზე დავბრუნდით, ეს ვინც მარშუტკით, ხოლო გაზის ავტობუსით კიდევ ორი საათი გზაში იყვნენ. .)
ეს ყველაფერი კი იმისთვის დავწერე რათა გცოდნოდათ, რომ მიუხედავად ყველაფრისა და მიუხედავად სერიოზული თანხის არ ქონისა თუ სპონსორის არ ყოლისა, საქართველოშიც შეიძლება მოაწყო ფართი, მეგობრებთან ერთად გახვიდე ბუნებაში, მოუსმინო სასიამოვნო მუსიკას, გაერთო და კარგი დრო გაატარო. არც ჩხუბი იხილო, რომელიც აყროლებული ლეშივით უკან თრევს ქართველს, იქნება ეს რაიმე ფართი, ღრეობა, თუ უბრალოდ ადამიანების შეკრება.
ყველაფერი ეს თავისი მგზავრობიანად და ბილეთის ჩათვლით დაგიჯდებოდათ 10 ლარი, ნუ ალკოჰოლს და მისაყოლებელს თქვენი ფულით იყიდიდით და თან რაც გსურდათ იმას წამოიღებდით. და აი ამ დროს როდესაც მახსენდება, თუ როგორ პოპულისტურ ქვეყანაში ვცხოვრობთ არ მიკვირს როდესაც „ენრიკო“ იგლესიასის თუ სხვა მსგავსი პიროვნების ჩამოყვანაში მილიონები იხარჯება, ის კი პასუხად რამდენიმე სიმღერას, აწ უკვე დაზეპირებულს, წაიმღერებს, შემდეგ ბლანტი სითხით გაგვწუწავს, და აი ჩვენი ერიც ბედნიერია!
მოკლედ, ბევრს აღარ ვილაპარაკებ და ვიტყვი, რომ მე პირადად მსგავსი ფართის მოლოდინში ვარ და იმედი მაქვს, რომ თქვენც შემოგვიერთდებით, ბოლო–ბოლო რაც მეტნი ვინქნებით მით უფრო სასიამოვნო და მრავალფეროვანი იქნება ჩვენი ფართიც.
პ.ს. სამწუხაროდ ციფრულის წაღება დამავიწყდა და სურათების, ან გინდაც ვიდეოს გადაღება კიდევ სხვადასხვა მიზეზების გამო ვერ მოვახერხე, ამიტომ შეგიძლიათ იხილოთ ეს ლინკი საიდანაც გადახვალთ ფეისბუქის ივენთზე და შეძლებთ სურათების და ინფორმაციის უფრო ახლოდან მოპოვებას. .

ესეც განწყობისთვის. . ))

 

One response to “Aquarial Full Moon Psychedelic Trance Party. .

  1. Obri Gado

    August 18, 2011 at 9:23 am

    მადლობა კარგი პოსტისთვის🙂

    it was fu!@#$ng blast

    bom !

     

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: