RSS

პოპულისტური სამშობლო, შემდეგი გაჩერება „ Georgia “

21 აგვისტო

ვცხობვრობთ თუ არა პოპულისტურ სახელმწიფოში? ერთი შეხედვით პასუხი ორნაირია: კი ან არა. პირველნი გეუბნებიან, რომ „ არა „ რა სისულელეა. მეორენი კი ამობობენ, რომ დიხაც ვცხოვრობთ და ჩვენი საქმე ცუდადაა. როგორც უკვე აღვნიშნე, ერთი შეხედვით ჩვეულებრივი კითხვა და ჩვეულებრივი პასუხი, თუმცა აქ ვაი, რომ ჩვენს შემთხვევას ჩვეულებრივს ვერ დავარქმევთ.
პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ დიახაც პოპულისტურ სახელმწიფოში ვცხოვრობთ, მაგრამ არ შემიძლია ხაზი არ გავუსვა, რომ ჩვენც ყველანი ამ პოპულისტური სახელმწიფოს შვილებად ვიქეცით. ყოველ დღე არხეინად შევექცევით პოპულისტი მშობლის ძუძუს და მისგან გამოდენილ საწამლავს ხარბად ვსანსლავთ. დღევანდელ საქართველოში პოპულიზმს ვეღარსად გაექცევი, ის ჩასაფრებულია ყვლგან და ყველაფერში.
არადა, დემოკრატიაც და პოპულიზმიც მსგავსებაზე მიანიშნებს. როგორც „ დემოსი „ ნიშნავს ლათინურად ხალხს, ასევეა „ პოპულუსი „. პოპულიზმი და დემოკრატია შეიძლება ძმებადაც შევრაცხოთ, თუმცა იმას, რომ პოპულიზმი ადამიანების ბრბოდ გადაქცევას ლამობს, ვერსად გავექცევით, ეს ისეთივე წმინდათა წმინდა ფაქტია, როგორც მორწმუნე მართლმადიდებლისთვის ქრისტეს მკვდრეთით აღდგომა. თუმცა მე პოლიტიკაზე საუბარი ნაკლებად მსურს, მე უფრო ადამიანების ურთიერთობაზე და მენტალობაზე მსურს ვიბოდიალო. ის, რომ დღეს დღეობით პოპულიზმს პოლიტიკაში ყოველ ნაბიჯზე წააწყდებით ეს წმინდათა წმინდა ფაქტია, შეიძლება ითქვას დოგმაც კი და ამიტომ ამაზე ნაკლებად მსურს საუბარი. არც იმაზე ვილაპარაკებ, რომ ჩვენი ერი უკვე დიდი ხანია აჩრდილების შემყურე დარჩა, ელოდება მხსნელს, მესიას, ლიდერს, რომელიც დაბრუნდება, ან ზეციდან ჩამოვა, ან ღმერთი გამოგზავნის და იტყვის ასეთ სიტყვებს, „მე ცა მნიშნავს და ერი მზრდის“. . ერთი სიტყვით, ამჯერად მსურს დავწერო ადამიანების ურთიერთობებზე, „მომაკვდავი“ ადამიანების ცხოვრებაზე.
დღეს ჩვენს ქვეყენაში პოპულრაულობა ძალიან ადვილი, შეიძლება ითქვას უადვილესიც არის, ამისთვის საკმარისია: დაგახიონ ბაგაჟნიკთან ხელი, ანუ ისაუბრო ისე, როგორც ეს „კოხორამ“ შეძლო, ასევე შეგიძლია დასვა კითხვა“ჩემი გჯერა?!“, ან შესძახო, რომ შენ პრეზიდენტს ცოლი გეექცა. .თუ ვირთხა ხარ, ან რაიმე მსგავსი მღრნელი, გინდაც ცხოველი, შეგიძლია პოპულში, ან პეესპეში შეაღწიო და იქ თავისუფლად იწყო სეირნობა, მხოლოდ აქ ერთია, ამჯერად უნდა გაგიმართლოს და ვინმე ღვთისნიერმა კამერით უნდა დაგაფიქსიროს, თორემ ისე ჩათვალე ჩავარდნილია მთელი ამდენი ხნის ნაწვალები და ნაშრომი. თუ მღერი, ან გინდა, რომ მღეროდე საკმარისია წაიმღერო მამა–პაპისეული აწ უკვე ღიპის წვენში გამჯდარი სიმღერა, მაგალითად, ტრულაილას ფული რად უნდა და შენ უკვე მომღერალი ხარ, მსოფლიოს ვერ დაიპყრობ, მაგრამ თანამემამულეების გულის კარი შენთვის უკვე ღიაა, თანაც საკმაოდ დიდი რაოდენობის. თუ გინდა რომ ქვეყნის ყველაზე „ნიჭიერის“ სახელი მოირგო, საჭიროა იყო ინვალიდი, ან საბრალო შეხედულების, თუ არც ერთი გაქვს და არც მეორე, მაშინ აქ უკვე საჭიროა შენი ისტორიის გახსენება, შენ ან აფხაზეთიდან უნდა იყო დევნილი, ან მშობლები უნდა იყვნენ რომელიმე ომს შეწირულნი. ჰოი საოცრებავ და თუ არც ერთი გაქვს და არც მეორე, მაშინ აქ უკვე სტერეოტიპებს ვრთავთ, იმ ყოვლად წმინდა სტერეოტიპებს, აი სოწრედ იმათ ღიპის წვენში რომ ბანაობენ, საზოგადოების მიერ ჩამოყალიბებულ სტერეოტიპებში ბოლომდე უნდა ჩაჯდე და გამარჯვება გარანტირებული გაქვს, სხვა არც არაფერი გჭირდება, თუ სიმღერით აპირებ საქართველოს ნიჭიერის საპატიო წოდება მოიპოვო, მაშინ კეთილი ინებე და იმღერე მამა–პაპური, საქეიფო და ღრეობისთვის განწირული სიმღერა.
ასევე ლიტერატურაში, იქნება ეს პროზა თუ პოეზია, შეგიძლია დაწერო, თუ როგორ გიყვარს შენი სამშობლო, თავს დააცხრე ადამიანებს, რომლებიც „ღმერთს გმობენ“. ასეთ შემთხვევაში შეიძლება ითქვას, რომ პოპულიზმი ხალხს კი არ ეყრდნობა, არამედ ადამიანთა ერთობის რაღაც იდეალურ, გამოგონილ იდეოლოგიად ქცეულ პროექციას.
აქ კი დიდი სიამოვნებით დავამთავრებდი და ვიტყოდი, რომ მორჩა ჩვენ ვიცით რა არის პოპულიზმი და ვინ არის მას ამოფარებული, მაგრამ ასეთი დასკვნა იქნება ისეთივე პოპულიზმი, რომელიც ზემოთ ვახსენე. დღეს არანაკლებ პოპულარულია არსებულ იდეალებზე გალაშქრება, გალაშქრება არა ძველის დანგრევის და ახლის შემოთავაზებით, არამედ უბრალოდ სიტყვებით, რომელიც სიტყვებადვე რჩება და რეალურ ცხოვრებაში საერთოდაც არ გადმოდის. ზოგადად არ მიყვარს გამონათქვამებით საუბარი, მაგრამ ამ შემთხვევაში მგონი ზედგამოჭრილია „უადვილესი ხერხი, რათა მოიპოვო პოპულარობა, არის გაილაშქრო არსებულის წინააღმდეგ“. ჰოდა აი ჩვენც აქ ვართ, გაილაშქრე რელიგიაზე, დაცინვით ან აურყოფითად მოიხსენიე ილია მეორე, რომელიც რატომღაც მთელი საქართველოსთვის ცოცხალ ღმერთად არის ქცეული, ამტკიცე რომ სექსუალურ უმცირესობებს დიდ პატივს სცემ, თქვი რომ ისინი ჩვეულებრივ ადამიანებად მიგაჩნია, მერე რა, რომ რეალურ ცხოვრებაში მათთან გამოლაპარაკებაც კი დისკომფორტს გიქმნის, ისაუბრე თავისუფალ სექსუალურ ურთიერთობებზე, ფეისბუქზე დაალაიქე „მე მიყვარს სექსი“ და სინამდვილეში აპკი შეუნახე შენს მომავალ მეუღლეს, რომელიც შენს პატიოსნებასა და ადამიანობას ხორცის ნაგლეჯით შეაფასებს, უარეს შემთხვევაში შეგიძლია გქონდეს სექსი, აი მერე კი გაკერვა და ღვთისმშობელივით მარადიულ ქალწულად გადაქცევა არ დაგავიწყდეს. ერთი სიტყვით, იყავი პოპულისტი, სკანდალისტი, უმცირესობების უფლებების დამცველი, რეალურ ცხოვრებაში კი კომპიუტერის მონიტორს არ მოშორდე და თუ მოშორდები ისიც ვალდებულების შემთხვევაში.მოკლედ, რეალურ ცხოვრებაში იყავი ის, ვისაც კიბერ სამყაროში გაუთავებლად აკრიტიკებ, მეტი არ გინდა, ან რათ გინდა?! ამის აშკარა მაგალითია „ზას ფართად’’ წოდებული პროტესტი, სადაც ფეისბუქის ივენთზე რამდენიმე ათასი ადამიანი ესწრებოდა, ყველა აქტიურობდა, რამდენიმე პიროვნება ლამის „საჯარო ორგიით“ იმუქრებოდა, შედეგი კი იყო ის, რომ ჟურნალისტები უფრო მეტნი იყვნენ ვიდრე „პროტესტის“ გამოსახატავად მოსული ადამიანები, და მათგანაც ნახევარი უბრალოდ სანახაობის საყურებლად მიბრძანდა.
მოკლედ, ბევრს აღარ ვილაპარაკებ, უბრალოდ ვიტყვი იმას რომ საბედნიეროდ არსებობენ ახალგაზრდები, რომლებიც არა მარტო ცარიელი სიტყვებით კმაყოფილდებიან, არამედ რეალურ ცხოვრებაში იბრძვიან, იბრძვიან საკუთარი საქციელით, ცდილობენ გარემოს დადებითისკენ შეცვლას და აკეთებენ იმას, რაც სწორად მიაჩნიათ და ამის თქმა არც რეალურ ცხოვრებაში ეთაკილებათ, თუმცა ესენი ძალიან ცოტანი არიან, აი მათ უკან კი დგას ასობით, თუ არა ათასობით ახალგაზრდა, რომელიც ჯერ–ჯერობით სოციალურ ქსელში სტატუსების და უაზრო სკანდალური პოსტებით ცდილობენ მათ მიბაძვას და როდემდე გაგრძელდება ეს მე პირადად მიჭირს თქმა, ერთს კი დანამდვილებით დავსძენ, რომ თუ ასე გაგრძელდა ჩვენი მატარებელი კვლავ ივლის, ის კვლავ წრეს დაარტამს, და სულ ერთსა და იმავეს გაიმეორებს, „პოპულისტური სამშობლო, შემდეგი გაჩერება Georgia“.
პოსტის წაკითხვის შემდეგ, ალბათ, ბევრს გაუჩნდება კითხვა, თავად ამის ავტორი ვინ არის? რას წარმოადგენს? რა უფლება აქვს ვინმეს რომ მოძღვრავს? და სხვა მრავალი. .
ჩემი პასუხი კი ასეთია, მე ერთი ტიპი ვარ, რომელიც არც არაფერს და არც არავის ვმოძღვრავ, უბრალოდ, ვჯღაბნი იმას, რაც სწორად მიმაჩნია, რაც მინდა რომ დავწერო, რაც მაწუხებს, ცხოვრებაში კი ვიქცევი ისე, როგორც მინდა რომ მოვიქცე, ყოველ შემთხვევაში ვცდილობ ასე მოვიქცე, ჩემ აზრებს არც არავის ვუმალავ, იქნება ეს ნაცნობი თუ ახალად გაცნობილი ადამიანი, და სხვათაშორის არც დაჩოქილი ვლოცავ „მანდილოსნებს“ : დ
პ.ს. კონკტრეტულად ბლოგინგსაც და ბლოგ სამყაროზეც ვისაუბრებდი, მაგრამ ამაზე ერთმა ჩემმა მეგობარმა უკვე გასაგებად და გარკვევით დაწერა პოსტი, რისი ხილვაც ამ ლინკით შეგიძლიათ. . .

Advertisements
 
8 Comments

Posted by on აგვისტო 21, 2011 in წერილი

 

8 responses to “პოპულისტური სამშობლო, შემდეგი გაჩერება „ Georgia “

  1. katerina

    აგვისტო 21, 2011 at 6:58 PM

    “მე ერთი ტიპი ვარ, რომელიც არც არაფერს და არც არავის ვმოძღვრავ, უბრალოდ, ვჯღაბნი იმას, რაც სწორად მიმაჩნია, რაც მინდა რომ დავწერო, რაც მაწუხებს, ცხოვრებაში კი ვიქცევი ისე, როგორც მინდა რომ მოვიქცე, ყოველ შემთხვევაში ვცდილობ ასე მოვიქცე, ჩემ აზრებს არც არავის ვუმალავ, იქნება ეს ნაცნობი თუ ახალად გაცნობილი ადამიანი, და სხვათაშორის არც დაჩოქილი ვლოცავ „მანდილოსნებს“ : დ”- ზუსტად ამიტომ მოწონს მეგობრად რომ მიმაჩნიხარ. სწორიც ესაა და ვინც ყველაფერს წინასწარ გეგმავს პოპულარობისთვის და რეიტინგისთვის, ქნას ისე, როგორც უნდა და ვინც უბრალოდ წამოეგო ამ ტენდენციას და აჰყვა ფეხის ხმას, ეგებ კიდეც მიხვდეს, რაა სწორი 🙂 :*

     
  2. spamwriters

    აგვისტო 21, 2011 at 7:14 PM

    მარტო ფოტოები გაქვს ისეთი, ერთ პოსტს უდრის :დ

     
    • selfanarchy

      აგვისტო 21, 2011 at 7:17 PM

      ჩემი არაადეკვატური ვინ არისო? :დდდ

       
      • spamwriters

        აგვისტო 21, 2011 at 7:17 PM

        :დ :დ საიდან ასეთი კაი ფოტოები? :დ მეც გამიჩითე რა :დ

         
  3. selfanarchy

    აგვისტო 21, 2011 at 7:21 PM

    ერთმა არამზადამ მომცა, შეგახვედრებთ მერე : დდ

     
    • spamwriters

      აგვისტო 21, 2011 at 7:43 PM

      მაგ არამზადამ პოსტის გაწელვაზე არაფერი გითხრა? :დ ინსერთ “მორე”

       
      • selfanarchy

        აგვისტო 21, 2011 at 7:46 PM

        კი მითხრა, მაგრამ არამზადაა და არ ვუჯერებ :დდ

         
  4. Alexi Amniashvili

    აგვისტო 21, 2011 at 8:09 PM

    სიმართლის 100%ით ამსახველი პოსტია:))) სღლ ავტორ

     

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: