RSS

ქართული ფეხბურთი. .ჟამი დაკიდებისა

27 Aug

არა, სპორტის ეს სახეობა მიყვარს, თამაშებსაც შეძლებისდაგვარად ვუყურებ, აღსანიშნავია ისიც, რომ ადრე უფრო აქტიურად ვადევნებდი თვალს ფეხბურთის სამყაროს, და ამ უკანასკნელში მიმდინარე პროცესებს. მერე რაღაც შეიცვალა, შეიძლება „დავბერდი“ კიდევაც, მაგრამ ერთი ფაქტია, ვეღარ შევძელი ერთ ბურთზე ენა გადმოგდებული მდევარი ადამიანების ისეთივე პათოსით ცქერა როგორც წარსულში, ის ენთუზიაზმი სადღაც ჩაიკარგა, რომელიღაც უფსკრულში უსაშველოდ გადაეშვა.
ისე ცნობისთვის ბავშვობიდან ბარსელონას გულშემატკივარი გახლავართ, იყო დრო როდესაც ოთახში, ბევრად უფრო მეტი ბარსას ფეხბურთელების პლაკატები მქონდა, ვიდრე რაიმე სხვა ნივთი, თუმცა ეს დრო შეიცვალა, როგორც იტყვიან, რაც იყო აღარასდროს დაბრუნდება. .
ერთი სიტყვით იყო დრო როდესაც ფეხბურთზე ვაკაჩავებდი. .დიახაც ვაკაჩავებდი და თამაშის დროს დალეწილი ნივთების მთელი კოლექცია გამაჩნდა. მერე დროთა განმავლობაში კოლექციამ იკლო და გამიჩნდა კითხვა, ერთი შეხედვით სრულიად ლოგიკური და ამავდროულად მარტივი: რა არის ფეხბურთი? და რისთვის ვგულშემატკივრობთ ამა თუ იმ გუნდს? პასუხმაც არ დააყოვნა, ფეხბურთი, როგორც სხვა მრავალი მსგავსი, არის ჩვეულებრივი გასართობი, კაპიტალიზმის მიერ შემოგდებული სათამაშო დიდ საბავშვო ბაღში, სადაც უამრავი ჭირვეული ბავშვი ირევა, იმ მიზნით რომ ბავშვებმა თავი დისკომფორტში არ იგრძნონ და ჩხავილი არ დაიწყონ.
მიუხედავად ყველაფრისა, მზად ვარ ამ სათამაშოთი თამაში განვაგრძო, მაგრამ ამჯერად ახალი წესებით, ვთამაშობ მხოლოდ გასართობად და არა ნერვების ასაშლელად. სწორედ ამიტომ ვცდილობ ქართულ ფეხბურთს იშვიათად ვუყურო, მაგრამ როგორც იტყვიან ეშმაკს არ სძინავსო, ჰოდა მაინც შემაცდინა, ეშმაკის და რქიანი არსების სახით, ამჯერად თბილისის დინამო და ზესტაფონის ზესტაფონი მომევლინა, მომცეს იმედები. გავიფიქრე კიდვაც, რომ აი მოვიდა ის სანატრელი და სანუკვარი დრო, როდესაც ქართული კლუბები საერთაშორისო ტურნირებზეც გავლენ და ვინ იცის იქნებ იქაც რამეს გამოედნონ და რაღაცას მიაღწიოწ, მაგრამ ბოლოს ყველაფერში ჩამიჯვეს და „ატირებული“ დამტოვეს. . .დასრულდა თუ არა მატჩი ყველამ ერთ დროულად შესძახა: ყოჩაღ ბიჭებს! ჰქნეს ის რაც შეეძლოთ! ბოლომდე დაიხარჯნენ! აი მომავალ წელს უკეთესი იქნება!
ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ მე კვლავაც ნერვებ მოშლილი დავრჩი და ის აზრი რომ ფეხბურთით უნდა გაერთო და არა დაიგრუზო, კიდევ ერთხელ უკუღმად შემომიბრუნდა.
ეს ჩემს რამდენიმე მეგობარსაც ვუთხარი, პასუხმაც არ დააყოვნა, თან თქვენ წარმოიდგინეთ, ყველა მსგავსი. .თითქოს დაპროგრამებული: ის გააკეთეს რაც შეეძლოთ. .ბოლომდე დაიხარჯნენ. .მომავალ წელს. . –და მოკლედ კიდევ ბევრი სისულელე და უკვე მრავალჯერ ნახმარი და გაჟიმული სიტყვები. .
ერთი სიტყვით ბევრს აღარ ვილაპარაკებ და ვიტყვი, რომ რაც არ შეგიძლია არ უნდა აკეთო, ჰოდა თუ ბოლომდე დაიხარჯნენ და მეტი არ შეუძლიათ კარგად მეყოლნონ, თუ არადა მეც შემიძლია ფეხბურთის თამაში, მეც ვითამაშებ, მობრძანდით ბატონო და მიბალეშიკეთ, ხოლო თუ ვინმე უკმაყოფილო დარჩებით და იტყვით რომ ეს უაზრობაა, მე გიპასუხებთ. .
–რატომ? მე ხომ მეტი არ შემიძლია. .ვაკეთებ იმას რაც შემიძლია და ბოლომდეც ვიხარჯები! და თუ რაიმე გუნდს მხოლოდ იმიტომ უნდა უბალეშიკო, რომ ის ქართულია და საქართველოს წარმომადგენელია, მეც აქ ვარ, მეც ქართველი ვარ და მზად ვარ მეც საქართველოს წარმომადგენლად მოგევლინოთ, ჰიმნსაც კი ვიმღერებ!
ჰო მართლა, ალბათ იტყვით, მოღალატევ. .ძლივს ქართული ფეხბურთი წელში იშლება, ფეხზე დგება, და სწორედ ამ დროს შენ ამბობ ზურგი შევაქცოიოთო. .–ჰო მეგობრებო, ასეთი მოღალატე და გადამგდბი გახლავართ, მაგრამ თქვენს შორის თუ მაინც რჩება ადამიანი, რომელიც ბოლომდე წელში გასაშლელი და ფეხზე წამოსაყენებელი ხალხის გვერდში რჩება, კიდევ ერთხელ გეტყვით მეც აქ ვარ, სულ მალე წიგნის გამოშვებას ვგეგმავ, აქედან გამომდინარე წელში გაშლაც მესაჭიროება და გაზარმაცებული ძვლების დატკაცუნებაც, ასე რომ მეც გვერდში ამოსაყენებელთა სიაში მიგულეთ! მეც მზად ვარ ვასახელო საქართველო!
მოკლედ ვიყავი ბარსელონას გულშემატკივარი და ვრჩები, ვრჩები იმიტომ რომ მათი თამაშის ყურება მსიამოვნებს და ვერთობი კიდევაც. . ჰოდა მაპატიეთ და, ქართული ფეხბურთი აღარც მაინტერესებს. .და ყლეზეც მკიდია გვერდში ბოლომდე დგომა!

 
5 Comments

Posted by on August 27, 2011 in წერილი

 

5 responses to “ქართული ფეხბურთი. .ჟამი დაკიდებისა

  1. The Bad Guy

    August 28, 2011 at 10:50 pm

    საღოლ.საღოლ კიდე დადე ესთები.

     
  2. spamwriters

    August 28, 2011 at 11:01 pm

    ვარესები დადე ვარესები :დ

     
    • selfanarchy

      August 28, 2011 at 11:03 pm

      გასხმებსაც დავდებ, გასხმებსაც. . .

       
  3. The Bad Guy

    August 28, 2011 at 11:13 pm

    😀 ქართული ფეხბურთის გადამკიდე გასხმების პოვნა ძნელი არ იქნება.

     
  4. kariman kimadze

    August 30, 2011 at 1:31 pm

    გამარჯობათ,

    მე ვარ ბლოგ http://www.igeorgia.org -ის ავტორი ქარიმან ქიმაძე. მაინტერესებს ხომ არ დაგაინტერესებდათ ლინკების გაცვლა? თქვენ ბლოგროლში დაამატებდით ჩემი საიტის ლინკს, მე კი footer-ში თქვენი საიტის ლინკს.

    ლინკი უნდა გამოიყურებოდეს ასე ბლოგი ekonomica

    ველი თქვენს გამოხმაურებას. ჩემი ელფოსტაა: info@igeorgia.org

    პატივისცემით,
    ქარიმან ქიმაძე

     

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: