RSS

Monthly Archives: სექტემბერი 2011

სასწაული სასწაულები

ვერაფერს იტყვი კარგია სასწაულები, თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ სასწაულები ადამიანში დამატებით ადრენალინს გამოყოფს. ოცდამეერთე საუკუნეში სასწაულები შემცირდა, ხალხი ვეღარ ხედავს ღმერთებს, ვეღარ ელაპარაკება ცხვრებს, არწივებს, ვეფხებს, ხოჭოებს, აღარც ქვები ლაპარაკობენ და რაც მთავარია აღარ მესიები ჩანან. რამდენადაც სამწუხარო არ უნდა იყოს ეს ფაქტია, თუმცა დღეს დღეობითაც არსებობენ ადამიანები, რომლებიც ქვებსაც ელაპარაკებიან, და არა მარტო ელაპარაკებიან, არამედ საკუთარი თვალით ხედავენ, თუ როგორ ტირის ეს უკანასკნელი. ამაზე კი მოგვიანებით, ახლა მსურს რამდენიმე მაგალითი მოვიყვანო, გადავხედოთ წარსულს და დავტკბეთ წარსულის სასწაული სასწაულებით.. Read the rest of this entry »

 
6 Comments

Posted by on სექტემბერი 28, 2011 დუიმი წერილი

 

ტეგები:

ბიოგაზი, მიზეზი რის გამოც გერმანელებმა ორი მსოფლიო ომი დათმეს!

პოსტის დასაწყისში მინდა აღვნიშნო, თუ რატომ გადავწყვიტე მაინცდამაინც ბიოგაზზე და მის ენერგიაზე დამეწერა. სულ რამდენიმე დღის წინ ვსვავდი ლუდს ფრიად განათლებულ ადამიანთან ერთად. ნუ ყოველ შემთხვევაში, ეს პიროვნება თავს განათლებულად მიიჩნევს. სრულიად მოულოდნელად საუბარი ჩამოვარდა ალტერნატიულ რესურსებზე. უკეთესად რომ ავხსნა, საუბარი იყო ენერგეტიკულ რესურსებზე. Read the rest of this entry »

 
8 Comments

Posted by on სექტემბერი 27, 2011 დუიმი წერილი

 

ტეგები:

ვირტუალური სამყარო და პროგრამისტი ღმერთი

სამყარო, კოსმიური შემთხვევითობის საოცრება თუ დიდებული ხელოვანის ხელოვნება?! კითხვა, რომელსაც ადამიანი უკვე დიდიხანია სვამს, მაგრამ ზუსტ პასუხს კვლავაც ვერ იღებს. ამ მხრივ რელიგიის და მეცნიერების დაპირისპირება აშკარაა, (ამ დაპირისპირების ერთ–ერთი მსხვერპლი გახლავთ ყველასთვის კარგად ცნობილი მეცნიერი ჯორდანო ბრუნო) ასევე იყო უამრავი მოაზროვნე, რომელიც ღმერთის ძებნით გახლდათ დაკავებული, ერთ–ერთი მათგანი იყო ფრიდრიხ ნიცშე, რომელმაც კვლევა ამ სიტყვებით დაასრულა…“ღმერთი მოკვდა!“ Read the rest of this entry »

 
16 Comments

Posted by on სექტემბერი 23, 2011 დუიმი წერილი

 

ტეგები:

სასჯელი უფლის სახელით და დამსჯელი ანგელოზები

ძალიან ბევრ ადამიანს შევხვედრივარ, უამრავ თემაზე მისაუბრია, აქედან გამომდინარე ბევრზეც მიკამათია, შეიძლება ითქვას კამათი მიყვარს კიდეც, მაგრამ არაჯანსაღ კამათს ყოველთვის ვერიდები. რაც შეეხება რელიგიას და ღმერთს, ეს არის თემა რაზეც კამათი სრულ იდიოტიზმად მიმაჩნია, მიზეზი ერთია, ყველა ადამიანს აქვს უფლება სწამდეს ის რაც სურს, თუ თავისი რწმენით და მრწამსით არავის ავნებს. Read the rest of this entry »

 
26 Comments

Posted by on სექტემბერი 15, 2011 დუიმი წერილი

 

ტეგები:

Geir Jenssen “Biosphere”

ყველაფერი დაიწყო ასე, სრულიად მოულოდნელად, მიახლოებით 2 წლის წინ წავაწყდი, იმ დროისთვის, ჩემთვის უცხო ალბომს. ალბომს ერქვა „Substrata”. გამოგიტყდებით და როგორც კოლუმბი ვერ მიხვდა თავიდან თუ რა აღმოაჩინა, მსგავსი რამ მომივიდა მეც. კიდევ რამდენიმე თვე დამჭირდა გასააზრებლად, შემდეგ იყო მეორე ალბომი „Shenzhou” და აქ საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ საქმე მქონდა კლასიკასთან, ემბიეთის ჭეშმარიტ კლასიკასთან. Read the rest of this entry »

 
4 Comments

Posted by on სექტემბერი 14, 2011 დუიმი წერილი

 

ტეგები:

99 ფრანკი და სირაქლემა

შენიშნავდით კვირაზე მეტია არაფერი დამიწერია. მიზეზი ბევრია და მათზე საუბარს არ ვაპირებ, მოკლედ კიდევ დიდხანს არ დავწერდი, რომ არა უეცარი „გამონათება“.
სავარძელში ვარ მოკალათებული, ჩვენი კალათბურთის ნაკრების თამაშს ვუყურებ ფინეთთან, უკვე აღარც ვნერვიულობ, ბოლო წუთებია და თავადაც მოგეხსენებათ, ამ დროისთვის უკვე ყველაფერი გადაწყვეტილი გახლდათ. ვდგები, მაცივართან გავდივარ, იქიდან იოგურტს ვიღებ, სავარძელს ვუბრუნდები და ამ უკანასკნელს მივირთმევ. და აი, უეცრად კომენტატორი მოწყენილი და ნაღვლიანი ხმით აცხადებს, თამაშის სპონსორია ლუდი ქარვა.. Read the rest of this entry »

 
18 Comments

Posted by on სექტემბერი 13, 2011 დუიმი წერილი

 

ტეგები:

მზის ენერგია


ყოველ დილით ვიღვიძებთ (ნუ ზოგი დილით არა და აი ღამე კი იღვიძებს) ზეცაში ვიყურებით და ერთი შეხედვით ვასკვნით, რომ ჩვენს თავზე რაღაც გავარვარებული ბურთი კიდია. ბევრი ჩვენგანისთვის ცნობილია რომ მზე „კაი ტიპია“ და გვათბობს, ერთი სიტყვით რაღაცაში გვადგება. თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ დედამიწისთვის და აქედან გამომდინარე ჩვენთვისაც ყველაფერი სწორედ მზისგან დაიწყო. ჩვენ ყველა მზის შვილები ვართ და როდესაც ზეცაში ვიყურებით და თვალის მომჭრელ ბურთს მივჩერებივართ, არც კი ვიაზრებთ რომ სწორედ ის არის ჩვენი, ყველას, მშობელი. ჩვენ წარმოდგენა არ გვაქვს, თუ რამდენ რამეში შეიძლება მზისა და მისი ენერგიის გამოყენება.
მზე ამ ეტაპზე, ჩვენთვის ამოუწურავი ენერგიის წყაროა. მზე, ყოველწამიერად დედამიწას იმდენ ენერგიას აწვდის, რაც რამდენიმე ათასჯერ მეტია, ვიდრე მთელი მსოფლიოს ელექტროსადგურების მიერ ჯამში გამომუშავებული ენერგია. ამ დროს ყოველთვის ჩემი ერთი ნაცნობი მახსენდება, რომელმაც გაოცებული სახით შემომხედა, როდესაც გაიგო რომ მზე ვარსკვლავია და დედამიწა არა. . „ანუ რა განსხვავებაა?“ აი ეს კითხვა მაჯახა იმ წამსვე. Read the rest of this entry »

 
10 Comments

Posted by on სექტემბერი 7, 2011 დუიმი წერილი

 

როგორ გავხდეთ იეჰოველი. .

–––ალო, გამარჯობა, გირეკავთ რათა დაგეხმაროთ!
პახმელია, თავის საზარელი ტკივილი, თავბრუს ხვევა და ათასი წლის ხესავით გამხმარი პირი. ვიღვიძებ თუ არა და ვპასუხობ თუ არა ტელეფონს, ეს ზემოთ ჩამოთვლილნი გულმოდგინედ მეგებებიან. პირველი რასაც ამ მომენტში ვფიქრობ. .ბლიად, მე მართლა დახმარება მესაჭიროება! –ამიტომაც ერთი შეხედვით უცნაურ ზარს და უფრო უცნაურ წინადადებას, ჩვეულებრივ ვეგებები.
–––გისმენთ!
–––როგორც უკვე მოგახსენეთ. . .
–––დიახ. .დიახ. .გისმენთ!
–––ბიბლია თუ გაქვთ წაკითხული? Read the rest of this entry »

 
22 Comments

Posted by on სექტემბერი 6, 2011 დუიმი ლიტერატურა

 

ტეგები:

ქარის ენერგია

მე თუ მკითხავთ ეს სამყარო ერთი დიდი საოცრებაა. უამრავი პლანეტა, უამრავი ვარსკვლავი, მილიარდობით გალაქტიკა და წარმოიდგინეთ თითო გალაქტიკაში მილიარდობით პლანეტა და ვარსკვლავი..მგონი საკმარისია იმისთვის რომ ვთქვათ ეს საოცრებაა, მაგრამ არანაკლები საოცრებაა თავად ამ უკიდეგანო და უსასრულო სამყაროში წარმოშობილი ერთი პატარა პლანეტა, პლანეტა სადაც გაჩნდა სიცოცხლე, პლანეტა რომელსაც ჩვენ დედამიწას ვეძახით და აგერ უკვე ხუთი მილიარდი წელი უსრულდება. Read the rest of this entry »

 
4 Comments

Posted by on სექტემბერი 3, 2011 დუიმი წერილი