RSS

ქარის ენერგია

03 სექ

მე თუ მკითხავთ ეს სამყარო ერთი დიდი საოცრებაა. უამრავი პლანეტა, უამრავი ვარსკვლავი, მილიარდობით გალაქტიკა და წარმოიდგინეთ თითო გალაქტიკაში მილიარდობით პლანეტა და ვარსკვლავი..მგონი საკმარისია იმისთვის რომ ვთქვათ ეს საოცრებაა, მაგრამ არანაკლები საოცრებაა თავად ამ უკიდეგანო და უსასრულო სამყაროში წარმოშობილი ერთი პატარა პლანეტა, პლანეტა სადაც გაჩნდა სიცოცხლე, პლანეტა რომელსაც ჩვენ დედამიწას ვეძახით და აგერ უკვე ხუთი მილიარდი წელი უსრულდება.
ცნობისვის დედამიწაზე სიცოცხლე ოთხ მილიარდს ითვლის, ხოლო რაც ჩვენ მოვევლინეთ სულ რაღაც ორასი ათასი წელია. ამ ორასი ათას წელში ჩვენ ძალიან ბევრი რამის შეცვლა მოვასწარით, განსაკუთრებით კი ბოლო 50 წელიწადში, ამ 50 წელიწადში ჩვენ შევძელით და თითქმის სულ მთლად გავანადგურეთ მთელი ეკოლოგიური ბალანსი, მოგეხსენებათ ამ ბალანსის გარეშე დედამიწაზე სიცოცხლე უბრალოდ შეუძლებელია.
მოკლედ ბევრს აღარ ვილაპარაკებ, ვიტყვი იმას რომ ჩვნი საქციელით გარემოს ყოველ წუთას საფრთეს ვუქმნით და სადამდე მიგვიყვანს ეს რეალობა არავინ იცის, თუმცა არსებობს ალტერნატივაც, ჩვენ კვლავაც შეგვიძლია განვითარების გაგრძელება, შეგვიძლია ტექნიკის განვითარებაც, და რაც მთავარია ბუნების რესურსების გამოყენებაც ისე რომ გარემოს არ ვავნოთ. .ერთ–ერთი ასეთი ალტერნატივა ქარის ენერგიაა.
პირველად ადამიანმა ქარის ენერგია ჯერ კიდევ 5500 წლის წინ ნაოსნობაში გამოიყენა. ასევე ჩვენი წინაპრები ქარს შენობის ბუნებრივი ვენტილაციისთვისაც იყნებდნენ. ავღანეთში, რომის იმპრეიასა და სპარსეთში აქტიურად იყენებდნენ ვერტიკალურ ღერძიან ქარის დანადგარებს შაქრის წარმოებაში და წყლის ამოსატუმბად.
შუა საუკუნეებში, აღმოსავლეთიდან ჯვაროსნების დაბრუნების შემდეგ ქარის ენერგიის გამოყენება ევროპის სხვადასხვა ქვეყნებშიც დაიწყეს. ჰოლანდიაში მას იყენებდნენ ჭაობებისა და ტბების ამოსაშრობად, ხე–ტყის გადასამუსავებლად და ქაღალდის წარმობისთვის.
უკვე მე–20 საუკუნის ბოლოს ევროპაში 2500–მდე ქარის დანადგარი მუშაობდა., ხოლო 1927 წელს ძმებმა ჯეკობსმებმა მინეაპოლისში გახსნეს ქარის 200 ვატის სიმძლავრის ტურბინების საწარმო, სადაც 30 წლის განმავლობაში დამზადა დაახლოებით 30 000 მცირე ქარის ტუბრინა. რაც შეეხება პირველ მძლავრ 1.25 მგვტ–იანი ქარის ელექტროსადგური 1941 წელს მორგანის კომპანიაში იქნა დამზადებული, თუმცა მალევე ფრთა დაუზიანდა და მისი აღდგენა მეორე მსოფლიოს ომის გამო ვეღარ მოხერხდა.
21–ე საუკუნის დასაწყისში ენერგო უსაფრთხოებამ, გლობალური დათბობის პრობლემამ, წიაღისეული საწვავის წყაროების შეზღუდულმა რაოდენობამ და კიდევ იმან რაზეც მე დასაწყისში ვისაუბრე, კაცობრიობის ინტერესი კვლავ განახლებადი ენერგიის წყაროებისკენ მოაბრუნა. დღევანდელ რეალობაში ქარის ინდუსტრია წელიწადში 30%–ით ფართოვდება. ამჯამად მსოფლიოში 20.000–ზე მეტი ელექტროენერგიის მწარმოებელი ქარის ტურბინაა.
აღსანიშნავია ისიც, რომ სწორედ 2007 წელს ქარის ენერგიის ინდუსტრიაში ახალი ერა დაიწყო. გერმანიის ელექტროსისტემას თავისი პირველი ელექტროენეგია მიაწოდა ზღვაში განლაგებულმა 120 მგვტ–ის სიმძლავბრის ქარის ელექტროსადგურმა.
რაც შეეხება საქართველოს, სამწუხაროდ, დღემდე ქარის პოტენციალის გამოყენება უმნიშვნელოა და მხოლოდ რამდენიმე ქარის მცირე 100ვტ–4000ვტ დანადგარი ფუნქციონირებს. არადა ის ფაქტი, რომ ქარის ენერგიის გამოყენების პოტენცია დიდია აშკარაა და ამას სხვადასხვა მონაცემები ადასტურებს. . (რა მონაცემებიც სამწუხაროდ მე არ მაქვს :დ )
რაც შეეხება ქარის ენერგიის გამოყენების გარემოსდაცვის ეფექტბს, რასაც ელექტროენერგიის დროს თუ სხვა მსგავსის დროს ვერ შეხვდებით: ქარის სადგურს მუშაობისთვის არ სჭირდება წიაღისეული საწვავი. ელექტროენერგიის გამომუშავების დროს იგი ატმოსფეროში არ გამოყოფს ისეთ სათბურ გაზებს, როგორებიცაა: ნხაშიროჟანგი, გოგირდორჟანგი და სხვა შენაერთები, რომლებიც წიაღისეული ენერგიის წყაროების წვის პროცესის დროს ატმოსფეროში იტყორცნებიან.
ქარის ენერგიის გამოყენება ასევე წყალმომარაგების სისტემისთვისაც შეიძლება. .
მოკლედ როდის გადაწყვიტავს კაცობრიობა, არა მარტო დღევანდელი დღით იცხოვროს და ხვალიდელისკენაც გაიხედოს, მხოლოდ მასზეა დამოკიდებული. მეორეს მხრივ რამდენად მზად არის კაპიტალიზმი და ფულზე დახამებული მილიარდელები ასეთი მაშტაბური ცვლილებებისთვის ესეც საფიქრელია. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დღევანდელი ჩვენი სისტემა იმდენად გონიერია, რომ მსოფლიო მაშტაბით შეიარაღებაში 12ჯერ მეტი თანხა იხარჯება, ვიდრე განვითარებადი ქვეყნების დახმარებისთვის. .(ამ განვითარებადში ერთ–ერთი ჩვენც ვართ), ყოველ დღე 5000 ადამიანი იღუპება დაბინძურებული სასმელი წყლის გამო, ერთ მილიარდ ადამიანს კი არ მიუწვდება ხელი სუფთა სასმელ წყალზე, ამავე ერთ მილიარდს არ მიეწოდება ელექტრო ენერგია, ისინი უბრალოდ ან უსახლკაროდ ყრიან ქუჩაში, ან ქოხებში არიან შეყრილები. ფაქტია, რომ დღესდღეობით არსებობენ ადამიანები რომლებიც ბოლომდე ელექტროენრგიის ბიზნესით ან გინდაც ნავთობის წარმოებით არიან დაკავებულები და ეს უკანასკნელნი ასე ადვუილად არაფერს დათმობენ. მიუხედავად ამისა თუ ადამიანები იქნებიან ინფორმირებულები და საზოგადოება მოითხოვს ცვლილებებს ვერანაირი სისტემა და ვერანაირი მოგებაზე თვალებ დაზაგრული ინდივიდები ვეღარ გადაუდგებიან მას წინ!
სხვათაშორის ერთგან ასეთ რაღაცასაც წავაწყდი. .: „აქამდე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ენერგიას ვხარჯავთ და ენერგიას ვკარგავთ, დროა შეცვალო რეალობა, გამოიყენე ქარის ენერგია!“ :)) საერთოდ სლოგანებზე ყოველთვის მეცინება, მაგრამ ამ უკანასკნელს ძნელია არ დაეთანხმო. .

ახლა კი ფილმი, რომელმაც ამ ყველაფრის დაწერა შთამაგონა : ))

პ.ს. შემდეგში ვეცდები მზის ენერგიაზე და მის ალტერნატივაზე შემოგთავაზოთ პოსტი. .

Advertisements
 
4 Comments

Posted by on სექტემბერი 3, 2011 in წერილი

 

4 responses to “ქარის ენერგია

  1. spamwriters

    სექტემბერი 3, 2011 at 12:27 AM

    ვიცი ეს ფილმი 🙂 მომწონს პოსტი, კარგია ასეთი თემებით რომ დაინტერესდი 🙂

     
  2. iDudette

    სექტემბერი 3, 2011 at 1:24 AM

    მეამაყები, და სანამ ჩავიკითხე ბოლომდე მზის ენერგიაზეც ვისურვე პოსტი :დ ველოდები მოკლედ.

    თემას რაც შეეხება ეს კიდე კაი ხანი არ მოხდება მსგავსი არაფერი არა მარტო საქართველოში არამედ არსად (გარდა რამოდენიმე ქვეყნისა).
    არც რაიმე კონკრეტულ ცვლილებებს ვგულისხმობ. ელემენტარული, მაგაზე ხალხი არც კი დაფიქრდება იმიტო რო ყველა მიჩვეულია დღევანდელ პირობებს და ყველას ყველაფერი აწყობს. +ვის რაში ჭირდება მილიარდების დაკარგვა ^^

     
    • spamwriters

      სექტემბერი 3, 2011 at 1:32 AM

      ამის შემდგომი პოსტი მზეზეა 🙂

       
    • selfanarchy

      სექტემბერი 3, 2011 at 1:53 AM

      მოვა დრო და დაკარგავენ. კაპიტალიზმი, როგორც სხვა ბევრი სისტემა, მალე სანაგვეში ამოყოფს თავს :დ
      რაც შეეხება Shpongle ❤

       

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: