RSS

როგორ გავხდეთ იეჰოველი. .

06 Sep

–––ალო, გამარჯობა, გირეკავთ რათა დაგეხმაროთ!
პახმელია, თავის საზარელი ტკივილი, თავბრუს ხვევა და ათასი წლის ხესავით გამხმარი პირი. ვიღვიძებ თუ არა და ვპასუხობ თუ არა ტელეფონს, ეს ზემოთ ჩამოთვლილნი გულმოდგინედ მეგებებიან. პირველი რასაც ამ მომენტში ვფიქრობ. .ბლიად, მე მართლა დახმარება მესაჭიროება! –ამიტომაც ერთი შეხედვით უცნაურ ზარს და უფრო უცნაურ წინადადებას, ჩვეულებრივ ვეგებები.
–––გისმენთ!
–––როგორც უკვე მოგახსენეთ. . .
–––დიახ. .დიახ. .გისმენთ!
–––ბიბლია თუ გაქვთ წაკითხული?
–––კი მაქვს. .
–––თუ გწამთ მისი?
–––მე არაფრის მწამს!
–––როგორ არც ღმერთის?! არც სამყაროს შემქმნელის?!
–––მაპატიეთ და ახლა მე უნდა დაგეხმაროთ, უნდა გამოგიტყდეთ და მოგახენოთ, რომ ის შეიძლება საერთოდაც არ არსებობდეს!
–––ღმერთო როგორ მეცოდებით. .
აქ სიჩუმე. მე და ჩემი მხსნელი რამდენიმე წამი ხმის ამოუღებლად და გასუსულები ვსუნთქვათ. მე შევიგრძნობ მის სუნთქვას, ის კი ალბათ ჩემსას. “უკვე სახლის ტელეფონებზე იწყეს რეკვა, შემდეგი რა იქნება?” ამას ვფიქრობ და მგონია, რომ რმოელიმე პოტენციალურ ინკვიზიტორს ველაპარაკები. ბოლოს სიჩუმეს კვლავ ჩემი მხსნელი არღვევს.
–––მე თქვენ მართლა მეცოდებით, –––ღმერთო ალბათ როგორ იტანჯებით.
ამ სიტყვებს ისეთი ხმით მეუბნება, რომ ახლა მე ჩემი თავი მართლაც რომ მეოცოდება. ვგრძნობ ცოტაც და მე და ჩემი მხსნელი ერთდროულად ავქვითინდებით, ეს იქნება გლოვა დაკარგული სულის, ერთი ჩვეულებრივი და უბრალო მოკვდავი სულის გლოვა.
კვლავ დუმილი. სიჩუმეს ისევ მხსნელი არღვევს. .როგორც უკვე მოგახსენეთ მე თქვენ გირეკათ რათა გიხსნათ. –სიჩუმე, თავი კვლავ საშინლად მიხურს და მახსენდება რომ წინა ღამეს, უფრო სწორად დილით 7 ზე დავიძინე, ახლა კი 10 საათია. სამი საათი მეძინა, ასე რომ ხსნა მართლა მჭირდება და ჯიუტად მაქვს გადაწყვეტილი ჩემს მხსნელს ბოლომდე მოვუსმინო!
–––რას მთავაზობთ?!
–––მე მზად ვარ ჭეშმარიტ ღმერთზე გესაუბროთ!
ღმერთმანი ლამისაა ფეხზე წამოვხტე და შევსძახო ალილუია! საბრალო ნიცშე გამახსენდა, საწყალი მთელი ცხოვრება ღმერთს ეძებდა და ბოლოს ვერსად იპოვნა, აღშფოთებულმა კი შესძახა, ღმერთი მოკვდაო! –რაღაც მსგავსი მაქვს განცდილი მეც, ჰოდა ახლა ტელეფონში მომაგნეს და მთავაზობენ ჭეშმარიტ ღმერთს, ნუთუ ამაზე კარგი უნდა იყოს რამე? მიუხედავად ამისა ჩემს მხსნელს მოკლედ ვუჭრი და მკაცრი ტონით ვპასხუობ. .
–––მოდით პირდაპირ ვისაუბროთ! რა ღმერთზეა საუბარი?!
–––იეჰოვაზე!
–––რას მთავაზობთ?!
აქ წელში ვიშლები და ისეთ სახეს ვიღებ თითქოს ბანკირი ვიყო და რაიმე ბიზნეს შემოთავაზებას ველოდე. ეს იყო თავისებური რელიგიური ვაჭრობა. და აი ვაჭრობაც იწყება. .
–––პირველ რიგში მინდა მოგახსენოთ რომ ჩვენ ჭეშმარიტ ღმერთს ვემსახურებით ქრისტიანებისგან განსხვავებით. .ქრისტიანობა ჩამორჩა, ის ტრადიციებზეა დამყარებული და ნაკლებადაა ახლოს უფალთან, ყოვლის შემქნელ მამასთან. . .
–––უკაცრავად, მაგრამ მე ქრისტიანებზე საუბარი არ მსურს, დაგისვით კითხვა და მიპასუხეთ. რას მთავაზობთ? ანუ განგიმარტავთ. .რას მთავაზობთ ისეთს რასაც სხვა რელიგია არ შემომთავაზებს?
ქალი დუმს, ალბათ ფიქრობს.
–––პირველ რიგში ჩვენ მიგვაჩნია რომ ღმერთთან დასაახლოვებლად მოძღვარი საჭირო არ არის, ნამდვილი, ერთადერთი და ჭეშმარიტი მოძღვარი არის ქრისტე. . .
–––მოიცა, მოიცა. .გინდა მითხრა რომ ქრისტეს არსებობის თქვენ გწამთ? მე ვიცოდი რომ მხოლოდ მამა ღმერთი გწამდათ!
–––არა. .არა. .როგორ გეკადრებათ, გვწამს და დიდ პატივსაც მივაგებთ, ქრისტიანებისგან განსხვავებით. .
–––მოიცა, მოიცა, ეგ მართლა არ ვიცოდი ( ისე გამოგიტყდებით და მართლა არ ვიცოდი, ან ეს იყო ქრისტიან იეჰოველი, ან არადა იეჰოველებზე ჯერ კიდევ ბევრი რამ არ მცოდნია) :დ ჰო კიდევ ერთი კითხვა მაქვს, თქვენი ღმერთიც იმეტებს „დამნაშავე“ სულებს სამუდამო კუპრისთვის?
–––როგორ გეკადრებათ! ის საამისოდ მეტად კეთილია!
–––ვაუ, ანუ თქვენ ჯოჯოხეთის არ გწამთ?
–––არა, არანაირი ჯოჯოხეთის. ბოლოს ყველა დავბრუნდებით და დედამიწაზე იქნება სამოთხე!
ნუ აქ კიდე ბევრი ილაპარაკა, სხვა რელიგიებისგან და მსგავსი მიმდევრობებისგან არაფრით განსხვავებული, ამიტომ ამ დიალოგს ასეთი სახით გადმოგცემთ. . . ბლა. .ბლა. .ბლა. .
ერთი სიტყვით გავარკვიე რომ იეჰოვა ლიბერალი ყოფილა და ჯოჯოხეთისთვის არავის იმეტებს და შემდეგი კითხვა დავუსვი (ნუ ამას ხშირად ვსვავ და ალბათ ტვინიც მოვტყანი): დ –კი მაგრამ თუ ასეთი კეთილია, რატომ არ ამარცხებს ეშმაკს ამდენი ხანი? ის ხომ ყოვლის შემძლეა და მის ხელშია ყველაფერი, ბოლო ბოლო ეშმაკიც და ბოროტი ძალაც ხომ მისი შემქნილია?
აქ პასუხი იყო ის, რასაც ყველაზე ნაკლებად ველოდი. გაირკვა, რომ თურმე ღმერთი სიტყვის შემსრულებელი ყოფილა. .აი ასე!
–––ღმერთი თავის სიტყვას ყოველთვის ასრულებს! იეჰოვამ თქვა რომ სამყაროზე სამოთხე დამყარდება და სიკეთე გაიმარჯვებს, თუმცა 60 000 ათასი წელი იმეფებს ეშმაკი მანამდე!
სამოცი ათასი წელი, წარმოგიდგენიათ?! თუმცა სამყაროსთვის ეს ხომ არაფერია, რას ვწუწუნებთ, მოვითმინოთ და ბოლოს რძესაც დავლევთ, მერე კი ყველსაც და პურსაც მივაყოლებთ 
–––თქვენ მუშაობთ? თუ მუშაობთ შემიძლია შაბათს გეწვიოთ და უფრო დეტალურად ვისაუბრებთ!
ერთი მომენტი კი გავიფიქრე გამომეყვანა და ბოლოს ჩემი ჭეშმარიტებისთვის მეზიარებინა, მაგრამ უეცრად თავი ვეღარ შევიკავე და ხარხარი ამიტყდა (არ ვყოფილვარ კარგი მსახიობი) მერე შემეცოდა კიდევაც და ვუთხარი, –––არ გინდათ, არ შეწუხდეთ, მე მაინც ვერაფერს გადამაფიქრებინებთ .
ჰოდა ის იყო უნდა გამეთიშა, რომ უეცრად ჩემი ერთი ნაცნობი გამახსენდა, ეს ადამიანი რელიგიური მონადირეა, უფრო სწორად მეძებარი, ჰოდა ყოველ წუთას რელიგიას იცვლის, ერთი ვერდავერ მოირგო, იძახის არ შემიძლია ვხვდები რომ სიცრუეაო, მაგრამ მაინც არ ისვენებს. .ერთი სიტყვით ღმერთის გარეშე არ შეუძლია, არც აგნოსტიკობა აწყობს, ჰოდა ჩემს მხსნელს ამ ადამიანის ნომერი მივეცი, იქნებ ერთხელ და სამუდამოდ ეშველოს იმ უბედურს და ჩემი ნაცნობი იეჰოველიც თავის მხრივ პრემიას თავისუფლად ჩაიჯიბებს ერთი ახალი ადამიანის მოქცევისთვის. მოკლედ კეთილი საქმე ვქენ! :დ
პოსტის ბოლოს კი თქვენც გირჩევთ: ანუ მათ ვინც ვერ გარკვეულხართ, თქვენს რელიგიაში ორჭოფობთ და ასე შემდეგ. .გახდით იეჰოველები, თქვენ გაგიწევენ ფინანსურ დახმარებას, აღარ მოგიწევთ ყოველ დღე ტაძარში დგომა, აღარც მარხვა მოგიწევთ, აღარც აღსარების ჩაბარება, და რაც მთავარია აკეთეთ ის რაც გინდათ, შეიძლება ამ ქვეყნიურ სამოთხეს იეჰოვამ აღარ გაღირსოთ, მაგრამ არც ჯოჯოხეთისთვის და სამუდამო კუპრისთვის გაგიმეტებთ! პ.ს. ნუ დიდი დიდი ფანჯრიდან, ან სახურავიდან გადმოხტომა მოგთხოვონ, მაგრამ თუ ბოლომდე იწამებთ თქვენ გაფრინდებით კიდევაც და ვინ იცის იქნებ გაბრწყინდეთ კიდევაც, როგორც ჩვენი ჩაბრწყინებული სამშობლო. .
და ბოლოს მხსნელი გამომიტყდა რომ ჩემი ნომერი ბედ იღბალზე აკრიფა და ასე ხშირად აკეთებს, რათა ძმების და დების სულები იხსნას, ჰოდა დარწმუნებული ვარ თქვენთანაც დარეკავენ (თუ უკვე არ დარეკეს) ჰოდა თუ გინდათ იცოდეთ როგორ გახდეთ იეჰოველი, ტელეფონებს ყური უგდეთ და როდესაც მოგესმებათ –––ალო, გამარჯობა, გირეკავთ რათა დაგეხმაროთ! –აუცილებლად უპასუხეთ––გისმენთ! )))))))
დაფიქრდით იეჰოვა ბევრ საინტერესოს გთავაზობთ!

 
22 Comments

Posted by on September 6, 2011 in ლიტერატურა

 

ტეგები:

22 responses to “როგორ გავხდეთ იეჰოველი. .

  1. coutness

    September 6, 2011 at 8:34 pm

    მეც მირეკავენ, მაგრამ მოსმენა მეზარება. რამდენჯერმე სახლშიც მოვიდნენ, მაგრამ ზრდილობიანად მივუხურე კარი. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ქუჩაში მაჩერებენ და “საგუშაგო კოშკებს” მაძლევენ🙂🙂

     
    • გლეხის ბიჭი

      September 6, 2011 at 8:45 pm

      მე რატომ არავინ მხვდება?!:facepalm:
      რატომ არავის არ ვუყვარვარ?! :(((

       
      • selfanarchy

        September 6, 2011 at 8:50 pm

        აქამდე მეც მაგას ვჩიოდი, როგორც ჩანს ღმერთმა შეისმინა ჩემი ვედრება )))))

         
  2. spamwriters

    September 6, 2011 at 8:35 pm

    ამის მერე დაწერე როგორ გავხდეთ მუსლიმი, ბუდისტი, როგორ გავხდეთ დათო საამნიაშვილი :დ

     
    • selfanarchy

      September 6, 2011 at 8:52 pm

      არა ამის შემდეგ დავწერ თუ როგორ გავხდეთ არაადეკვატური ნაძირალ: დ .მიფრთხილდი, შენი ბლოგი საათების რომ იყო იქიდან მახსოვს :დ

       
      • spamwriters

        September 6, 2011 at 9:36 pm

        ახალი შემძვრალი რომ იყო ციფრულ საშოში იქიდან ხო? :დ

         
    • selfanarchy

      September 6, 2011 at 9:37 pm

      ჰო სულ პაწაწა მახსოვს მე ეგ :დ

       
  3. გლეხის ბიჭი

    September 6, 2011 at 8:43 pm

    დამირეკონ, ჩემით ვერ ვბედავ მისვლას და იქნებ გადავბარგდე მეც😀
    ხმა მაქვს იეჰოვას მოწმისმაგვარი: მშვიდი, თბილი… და იქნებ ჩემი სახით ახალი ალარმისტი იშოვონ :)))😀

     
    • selfanarchy

      September 6, 2011 at 8:51 pm

      ესე იგი ბიძგი გჭირდება :დ

       
      • გლეხის ბიჭი

        September 6, 2011 at 9:20 pm

        კი, სულ მცირედი. ღვთის ნიშნად ჩავთვლი და შევუერთდები ფარას ცხვრისას😀

         
    • coutness

      September 6, 2011 at 8:59 pm

      თავიდან ამოიგდე ეგ აზრი, ადამიანო!🙂

       
      • გლეხის ბიჭი

        September 6, 2011 at 9:20 pm

        საზრდო მინდა ვიპოვო და ნუ მაბრკოლებ😀

         
      • selfanarchy

        September 6, 2011 at 9:29 pm

        ნუ გვიშლი ხელს ჭეშმარიტების ზიარებაში :))

         
  4. coutness

    September 6, 2011 at 10:14 pm

    და საერთოდაც ნუ შემოდიხარ ამ ბლოგზე, გაგიჟებს დათო :d

     
    • selfanarchy

      September 7, 2011 at 4:52 am

      ჩემი გაგიჟებული მანახე აბა? საგიჟეთში სიარულებს არ ვართ იცოდე :დდ

       
  5. ცა_მეტი 13

    September 7, 2011 at 12:08 am

    აუუ მეც დამირეკოს რა რომელიმე ჭეშმარიტების მაზიარებელმა რა მოხდაბა? სულ რო პატრულები და დეტექტივები მირეკავენ !:))))) ))))) ))))

     
    • selfanarchy

      September 7, 2011 at 4:53 am

      მეც სულ მაგას ვჩიოდი, მაგრამ როგორც ხედავთ ნატვრა ამისრულდა :დ
      თუმცა ბანალურ სახეს მივიღებ და ვიტყვი, რომ მეტს ველოდი :დდ

       
  6. Irakli Berikashvili

    September 8, 2011 at 11:35 am

    მეც დამირეკონ ნეტა , ჩემი ოცნებაა

     
  7. Davit Mikheil Shubladze

    September 15, 2011 at 5:28 am

    ერთ მშვენიერ და რიგით საღამოს ახალციხეში მივდიოდი მატარებლით (დიდი ხნის წინ მოხდა მაშჲნ ჯერ კიდევ დადიოდა მატარებელი). “პლაწკარტის” ბილეთი ავირე და დავჯექი, იქვე სამი ადამიანი დამხვდა: 2 იაღოველი და 1-იც 50-იანელი🙂 მე კი კათოლიკე🙂 ნუ მოკლედ მაგარი დრო ვატარე და რა თქმა უნდა ჭეშმარიტი ღმერთის გარეშე არ დამთავრებულა ეს ძიალოგი🙂 .
    მაინც მგონია, რომ იაღოველები ყველა სქიზმატზე საყვარელები არიან, და არავის ერჩიან (ნუ ჯერ სანამ უმცირესობაში არიან, თორე მერე დომინანტები, რომ გახდებიან არავინ უწყის რას იზავენ🙂 )

    პ.ს. ახალციხეში მივდიოდი, იმიტომ რომ სამწყსო პრაქტიკები მქონდა, ეს იმ დროს როდესაც სემინარიაში ვსწავლობდი🙂

     
    • Internalself

      September 15, 2011 at 6:31 pm

      შენ სემინარიაშიც გისწავლია ღმერთმანი🙂
      ჰო, გეთანხმები სანამ უმცირესობაში არიან დობრაიკაები არიან, მაგრამ აი მოვლენ უმრავლესობაში და მერე ფანჯრებიდან გადმოყრიან ურწმუნოებს…ირწმუნეთ და გაფრინდებითო :))

       
  8. Nevcho

    September 15, 2011 at 11:33 pm

    ეგ შენ ხარ განათლებული და მაგრად “იღადავე”… უბრალოდ ვერ გაჯობა დიალოგში =))

     
    • Internalself

      September 16, 2011 at 7:03 am

      ეჰ ტყუილა ველოდი რომ კვლავ დამირეკავდა…არადა ბოლოს ნომერი შევახსენე, რომ არ დავიწყნოდა :)))))

       

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: