RSS

მზის ენერგია

07 Sep


ყოველ დილით ვიღვიძებთ (ნუ ზოგი დილით არა და აი ღამე კი იღვიძებს) ზეცაში ვიყურებით და ერთი შეხედვით ვასკვნით, რომ ჩვენს თავზე რაღაც გავარვარებული ბურთი კიდია. ბევრი ჩვენგანისთვის ცნობილია რომ მზე „კაი ტიპია“ და გვათბობს, ერთი სიტყვით რაღაცაში გვადგება. თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ დედამიწისთვის და აქედან გამომდინარე ჩვენთვისაც ყველაფერი სწორედ მზისგან დაიწყო. ჩვენ ყველა მზის შვილები ვართ და როდესაც ზეცაში ვიყურებით და თვალის მომჭრელ ბურთს მივჩერებივართ, არც კი ვიაზრებთ რომ სწორედ ის არის ჩვენი, ყველას, მშობელი. ჩვენ წარმოდგენა არ გვაქვს, თუ რამდენ რამეში შეიძლება მზისა და მისი ენერგიის გამოყენება.
მზე ამ ეტაპზე, ჩვენთვის ამოუწურავი ენერგიის წყაროა. მზე, ყოველწამიერად დედამიწას იმდენ ენერგიას აწვდის, რაც რამდენიმე ათასჯერ მეტია, ვიდრე მთელი მსოფლიოს ელექტროსადგურების მიერ ჯამში გამომუშავებული ენერგია. ამ დროს ყოველთვის ჩემი ერთი ნაცნობი მახსენდება, რომელმაც გაოცებული სახით შემომხედა, როდესაც გაიგო რომ მზე ვარსკვლავია და დედამიწა არა. . „ანუ რა განსხვავებაა?“ აი ეს კითხვა მაჯახა იმ წამსვე.
მზე 150– მილიონი კილომეტრით არის დაშორებული დედამიწიდან, თუმცა ეს უკანასკნელი საერთოდაც არ უშლის ხელს დედამიწის მართვაში. ის ათბობს ატმოსფეროს, ოკეანეს და მიწას, იწვევს ქარს, ზრდის მცენარეებს და ქმნის წიაღისეულ საწვავს.
არსებობს მზის ენერგიის გამოყენების ორი სისტემა: პასიური და აქტიური.
პასიური სისტემაა, როდესაც მზის ენერგიას რთული ტექნიკური დანადგარების გარეშე ვიყენებთ. მისი მაგალითებია: საცხოვრებელი სახლის სამხრეთისკენ მიმართული ფანჯრები, დარაბები, სათბურები და სხვა მრავალი. .
რაც შეეხება მზის აქტიურ სისტემის გამოყენებას, ეს არის ადამიანის მიერ სპეციალურად შექმნილი მოწყობილობა, რომლის მეშვეობითაც მზის ენერგია თბურ, ან ელექტროენერგიად გარდაიქმნება.
მზის ენერგიის ელექტროენერგიად პირდაპირ გარდაქმნის პრინციპი მეოცე საუკუნის დასაწყისში გახდა ცნობილი, თუმცა ფართო პრაქტიკული გამოყენება მხოლოდ ბოლო პერიოდში ჰპოვა. მზის ენერგეტიკის დიდი ბუმი აღინიშნება უკანასკნელ წლებში აშშ–ში, იაპონიასა და გრემანიაში. ჩემ მიერ ჩამოთვლილ ქვეყნებში არსებობს ამ დარგის განვითარების ხელშემწყობი სპეციალური სახელმწიფო პროგრამები (რაც ჩვენ ჩაბრწყინებულ ქვეყანაში არ არსებობს). პირველმა წარმატებამ გერმანიაში, წარმოშვა „1000 მზის სახურავი“, 70000 „მიზს სახურავი“ იაპონიაში, 100000 „მზის სახურავი“ კვლავ გრემანიაში, 1000000 „მზის სახურავი“ ამჯერად უკვე ამერიკაში და ასევე 1000000 „მზის სახურავი“ ევროკავშირში.
რაც შეეხება საქართველოს, ამ უკანასკნელის მდებარეობიდან გამომდინარე მზის გამოსხივება ხანგრძლივი და საკმაოდ ეფექტურია. უმეტეს რაიონებში მზიანი დღეების რაოდენობა მერყეობს 250–280–ის ფარგლებში, რაც დღის ხანგრძლივობის მიხედვით შეადგენს დაახლოებით 1900–2200 საათს. ასევე აღმოჩნდა რომ აღმოსავლეთ საქართვლო უფრო მზიანი ყოფილა ვიდრე დასავლეთი (ეს ისედაც ვიცოდი  )
დღესდღეობით, საქართველოს ტერიტორიაზე ფუნქციონირებს რამდენიმე ათეული მზის ფოტოელექტრო სისტემა, ჯამური სიმძლავრით 18–20 კვტ. როგორც აღმოვაჩინე, ამ მხრივ ჩვენთანაც რამდენიმე პროექტი, უკვე ყოფილა განხორცილებული. ასევე წავაწყდი ინფორმაციას, რომ რამდენიმე მონასტერში ყოფილა მიკროელექტრო სადგურები და მათი საშუალებით შესაძლებელი გამხდარა ტაძრების, სატრაპეზოებისა და სენაკების განათება. ასევე დუშეთში, ახმეტის რაიონში, ხევსურეთში და კიდევ რამდენიმეგან დაუმონტაჟებიათ 50ვტ სიმძლავრის ინდივიდუალური მოხმარების მზის მიკროელექტროსადგურები, რომელიც განათებისთვის გამოიყენება, თუმცა ეს არაფერია იმასთან შედარებით რისი გაკეთებაც ადამიანს შეუძლია, მზის ენერგიის გამიოყენების შემთხვევაში.
ერთი სიტყვით ფაქტია რომ განახლებადი წყაროები კაცობრიობას ისე ესაჭიროება, როგორც არასდროს. ჩვენ უკვე საკმარისად გამოვიყენეთ დედამიწის რესურსები და პლანეტა კატასტროფის პირამდეც მივიყვანეთ. დროა ადამიანი შეეშვას მიწის ჩიჩქვნას და ზემოთაც აიხედოს. მზე ჯერ კიდევ 10 მილიარდი წელი აპირებს სიცოცხლეს და მანამდე მზად არის თავისი დახმრების სხივები კვლავაც გამოგვიწოდოს, ისე რომ სანაცვლოდ მხოლოდ ერთი მოითხოვოს, საჭიროა შევეშვათ არსებული სისტემიდან აზროვნებას, გამოვიდეთ ჩვენივე ნაჭუჭიდან და დახრილი თავი ზევით ავწიოთ. .
დასასრულს კი, საკმაოდ საინტერესო ფილმი. .

 
10 Comments

Posted by on September 7, 2011 in წერილი

 

10 responses to “მზის ენერგია

  1. katerina

    September 7, 2011 at 9:48 pm

    ოხ რა საჩემო პოსტია! მე გადასარევად ვიყენებ მზის ენერგიას! მზე როა კარგ ხასიათზე ვარ, ანუ ვიმუხტები დადებითად. ზაფხულში ვშავდები და ეს კიდევ უფრო კარგ ხასიათზე მაყენებს და საერთოდ მზე ჩემი მეგობარია!🙂

     
  2. spamwriters

    September 7, 2011 at 10:07 pm

    ეგ მზე დაგვღუპავს ჩვენ ისეთი აფეთქება მოხდება მალე მასზე:))

    კარგი პოსტია

     
    • selfanarchy

      September 7, 2011 at 10:13 pm

      ბოლოს როგორც გაგვაჩინე ისვე ბოლოს მოგვიღებს, მაგრამ მანამდე ისე უნდა განვითარდეთ, რომ დედამიწიდან დავახვიოთ და ვინ იცის იქნებ ახალ პლანეტაზეც დავსახლდეთ :)) :დ

       
  3. katerina

    September 7, 2011 at 10:09 pm

    ხო, ისე, მე რომ ოსმალეთში ვიყავი🙂 იქ ყველა სახლზე მზის ენერგიის გადასამუშავებელი ფირფიტებია და ძირითადად ამას იყენებენ

     
    • selfanarchy

      September 7, 2011 at 10:17 pm

      კი, საერთოდ მზის ენერგია, ქარის ენერგია და სხვა განახლებადი წყაროები კაცობრიობის მომავალია, თუ არადა ყველას დაგვერხევა .. )))

       
  4. ირმის ნახტომი

    September 8, 2011 at 12:18 am

    Damn, რატომ მიზიდავს ასე გალაქტიკა

     
    • selfanarchy

      September 14, 2011 at 8:15 am

      ალბათ იმიტომ, რომ ჩვენ ყველა გალაქტიკიდან ვართ. . მეტეორიდებს მოვყევით :))

       
  5. katerina

    September 8, 2011 at 10:11 pm

    დავკიდებ კატერინას გვერდზე კაი? ისე უჩემოდაც შეგიძლია ხოლმე🙂

     
  6. iDudette

    September 16, 2011 at 8:09 pm

    კაი პოსტია, მე ყოველთვის მჯეროდა შენი :E
    ვენერას პროექტზეც დაწერე ერთი და ზეიტგეისტის სახე ხარ ჩემ თვალში :E
    გყვარობ❤

     

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: