RSS

99 ფრანკი და სირაქლემა

13 სექ

შენიშნავდით კვირაზე მეტია არაფერი დამიწერია. მიზეზი ბევრია და მათზე საუბარს არ ვაპირებ, მოკლედ კიდევ დიდხანს არ დავწერდი, რომ არა უეცარი „გამონათება“.
სავარძელში ვარ მოკალათებული, ჩვენი კალათბურთის ნაკრების თამაშს ვუყურებ ფინეთთან, უკვე აღარც ვნერვიულობ, ბოლო წუთებია და თავადაც მოგეხსენებათ, ამ დროისთვის უკვე ყველაფერი გადაწყვეტილი გახლდათ. ვდგები, მაცივართან გავდივარ, იქიდან იოგურტს ვიღებ, სავარძელს ვუბრუნდები და ამ უკანასკნელს მივირთმევ. და აი, უეცრად კომენტატორი მოწყენილი და ნაღვლიანი ხმით აცხადებს, თამაშის სპონსორია ლუდი ქარვა..
ჩვენი ნაკრები ჩემპიონატიდან ვარდება, კომენტატორი მოწყენილია, კალათბურთელები უაზროდ დარბიან, ლიტვაში ჩასული გულშემატკივარი, პირველად, ჩუმად ზის, აღარც „საქართველო“ ისმის, ტელეეკრანებთან მსხდომნიც (ჩემსავით) უაზრო სახით მიჩერებიან ეკრანს და ერთი სული აქვთ როდის დასრულდება ეს ტანჯვა. და აი, სწორედ ამ დროს, სიტყვა ქარვა..ფაქტია კომენტატორს სულ კიდია ქარვა, ფაქტია ლიტვაში მყოფ გულშემატკივარსაც კიდია ქარვა, კალათბურთელებსაც კიდიათ ქარვა, მეც მკიდია ქარვა, ტელეეკრანებზე მიჩერებულ ათასობით ადამინსაც კიდია ქარვა, მაგრამ აქ ერთი ლაფსუსია..აბა მიდი და არ თქვა.
ამ დროს ნახევარი საქართველო შოკშია, ნუ შოკში თუ არა გულდაწყვეტილია და აქ ლუდი ქარვა. უეცრად დამეუფლა გრძნობა, რომ ჩვენ ყველანი ქარვას წინაშე ვალში ვართ, ის ასპონსორებს და აქედან გამომდინარე, ჩვენ მისჯილი გვაქვს, სრულიად არასახარბიელო მომენტში, ლუდი ქარვას რეკლამა. აქ კონკრეტულად ქარვაზე არ არის, არ იქნებოდა ქარვა, იქნებოდა სარვა, არ იქნებოდა სარვა, იქნებოდა თარვა და ასე შემდეგ.
ჩემ იოგურტს დავხედე, იოგურტმა მეგრელეტი გამახსენა, მეგრელეტმა ბეგბედერი, ბეგბედერმა კი 99 ფრანკი, 99 ფრანკი, რომელიც ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ წავიკითხე. არ ვიცი რატომ, მაგრამ სწორედ ამ დროს მომინდა დამეწერა პოსტი ამ წიგნზე. არა, მე მისი განხილვა არ გადავწყვიტე, არც ავტორის ფსომხედველობაზე მსურს საუბარი, არც იმის თქმას ვაპირებ, რომ ეს საოცარი წიგნია და აუცილებლად უნდა წაიკთხოთ, არც იმას ვიტყვი, რომ სისულელეა და მასზე დრო არ უნდა დაკარგოთ..არც იმას მოვბოდავ, რომ ეს წიგნი მსოფლიოს 50-ეულშია შესატანი და სანამ „ჩაძაღლდები“ მანამდე უნდა წაიკითხო. .
ერთი სიტყვით „99 ფრანკი“ ბესცელერია. ავტორმა მშვენივრად მოხდინა მანიპულირება და დასახულ მიზანს მიაღწია. ვერ ვიტყვი ბეგბედერი მართლა დღე და ღამე ფიქრობს თუ არა კაპიტალიზმის განადგურებაზე, რეკლამის ერთხელ და სამუდამოდ თავიდან მოშორებაზე, არ ვიცი შეიძლება მთელი გულით და სულით სურდეს კიდევაც, მაგრამ ერთი ფაქტია, როდესაც მე ტელევიზორთან ვზივარ, მივირთმევ იოგურტს და ვუსმენ იმას თუ ვისი დაფინასნებულია ეს ჩაჯმული თამაში, ბეგბედერიც სადღაც წამოკოტრიალებულია, მაგალითად სახლში, მეგრელეტის იოგურტს მიირთმევს და რომელიღაცა რეკლამას მიჩერებია.
რაც შეეხება თავად რომანს, მთავარი გმირი ეგრეთ წოდებულ “მაყუთებს” ებრძვის, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თავად მთავარი გმირიც მაყუთაა, ხოლო მასზე უფრო მაყუთა კი თავად ავტორია.
რა გააკეთა ბეგბედერმა „99 ფრანკით“? აქ ისევ მის სიტყვებს მოვიშველიებ…“ყველა მწერალი ჩამშვებია, ყველა ლიტერატურა დამაბეზღებელია“. მან უბრალოდ ჩაუშვა ის რეალობა, რაც ფაქტია. დღეს ხომ სარეკლამო ტოტალიტარიზმში ვცხოვრობთ, თავისმხრივ ომმაც ტრანსფორმირება განიცადა, მთავარსარდლებს და წვერ გაუპარსავ რაინდებს, ახლა არმანის ძვირად ღირებულ კოსტიუმში გამოწკეპილი, წვერ გაპარსული მეომრები ცვლიან. (ერთ–ერთი ასეთივე მეომარია თავად რომანის მთავარი გმირი ოქტავი)
აქ არ შემიძლია რომანიდან ნაწყვეტი არ გავისენო, როდესაც გმირი ამბობს, რომ 1998 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე საფრანგეთმა კი არ გაიმარჯვა ბრაზილიასთან, არამედ ადიდასმა, რომელმაც დაძაბულ ბრძოლაში ნაიკს სძლია. ბევრი, რომ აღარ ვილაპარაკო, გასაგებია რომანმა ეს ყველაფერი გადმოგვცა, ასე ვთქვათ ჩაუშვა, მაგრამ ჩნდება კითხვა, ნუთუ ამის დასანახად და გასაგებად აუცილებელია დიდი ფილოსოფია, ან გინდაც 99 ფრანკის წაკითხვა?! ბოლო ბოლო ეს ხომ უბრალო ფაქტია, მაგრამ ჩვენ სხვა მხარეს ვიყურებით, ხოლო რეალობის დასანახად საჭიროა მხოლოდ შემობრუნება.
ერთი სიტყვით, რამდენად არის მზად ბეგბედერის ბესცელერი რეალურად დაუპირისპირდეს კაპიტალიზმს და შეფუთულ სამყაროს, ძნელი სათქმელია. 99 ფრანკი ისეთ შვილს მოგაგონებს, რომელიც ბოლომდე მამაზეა დამოკიდებული, თავის ხმრივ თავად წიგნის სახელიც გეუბნება, რომ ის კაპიტალიზმზეა გამოკიდებული, ის ისევე იფუთება და ისევე იყიდება, როგორც მაგალითად მეგრელეტის იოგურტი, ან გინდაც სხვა ნებისმიერი, წიგნში ავად მოხსენიებული ბრენდი.
ფაქტია ის, რომ ბევრს წიგნიდან სოფის ძუძუები დაამახსოვრდება, ზოგს ოქტავის და თამარას განცდილი ორგაზმი, ბევრს უცენზურო სიტყვები, მიუხედავად ამისა, წიგნი შედგა…შეიფუთა და გაიყიდა. არ მინდა გამომივიდეს, თითქოს რაიმე ახალს ვამბობდე, ბოლო ბოლო თავად ავტორიც წიგნს ასეთი სიტყვებით იწყებს: „ყველაფერი იყიდება: სიყვარული, ხელოვნება, დედამიწა, თქვენ, მე. ადამიანიც ისეთივე პროდუქტია, როგორიც სხვა დანარჩენი“.
არ ვიცი რას ცვლის ეს წიგნი, მაგრამ როგორც უკვე აღვნიშნე, ეს უკანასკნელი შვილია კაპიტალიზმის, რომ არა კაპიტალიზმი მისი ფასი ნულის ტოლი იქნებოდა. 99 ფრანკი არის შვილი, რომელიც მამაზეა გამოკიდებული და მის გარეშე ვერაფერს მოიმოქმედებს.
მოკლედ, ვერ დავეთანხმები ადამიანებს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ მსგავსი წიგნები ადამიანებს ცვლიან და სისტემას მიწას უთხრიან, შეიძლება რამდენიმე ადამიანი ჩააფიქროს, მაგრამ ვისაც ამაზე არასდროს უფიქრია, როგორც ზემოთ აღვნიშნე, მხოლოდ სოფის ძუძუებს და თამარას ორგაზმს დაინახავს.
ბოლოს და ბოლოს, რა აუცილებელია 99 ფრანკი იმის დანახვად, რომ დღეს ჩვენ დიდ რეკლამაში ვცხოვრობთ, დიდ ყუთში, სადაც ყველაფერი გამოფენილია და ყველაფერი იყიდება. ყოველ წელს მსოფლიო მასშტაბით რეკლამის ბიუჯეტი 500 მილიარდ დოლარს შეადგენს, ამ თანხის 10 პროცენტიც კი საკმარისია, რათა ერთელ და სამუდამოდ ბოლო მოეღოს შიმშილი დედამიწაზე.
რეალობა სახეზეა, ადამიანს დღესდღეობით თვალი განგებ აქვს დახუჭული, კაცობრიობა დღითი დღე უფრო ემსგავსება სირაქლემას. რეალობის დასანახად არც 99 ფრანიკი და არც ზეციური სხივებია საჭირო. .საჭიროა უბრალო სურვილი, სურვილი იმის, რომ თვალახვეულმა აღარ ვიაროთ და შევიგნოთ ის, რომ ეს სისტემაც, რეკლამაც და დანარჩენი სხვაც ჩვენი შექმნილია და როგორც შევქმენით, ასევე შეგვიძლია გავანადგუროთ, აქედან გამომდინარე, ერთხელ და სამუდამოდ ვთქვათ უარი მატრიცაზე.
მიუხედავად ყველაფრისა, დღევანდელ ადამიანს გაუჭირდება და მასშტაბური ცვლილებები შეიძლება უტოპიადაც მოეჩვენოს. უტოპიად იმიტომ, რომ ჩვენ ყველანი კაპიტალიზმის საშოდან ვართ გამომძვრალნი და მისი ძუძუთი ხარბად ვიკვებებით.
თავად 99 ფრანკის დასასრულიც ამას ამბობს, როდესაც ვითომდა უკაცრიელ კუნძულზე გადასახლებული ადამიანები უარს ამბობენ არსებულ სისტემაზე, ცხოვრობენ უტოპიაში და ერთი შეხედვით სამოთხეში, სულ მალე კი ეს სამოთხე საღორედ იქცევა. კუნძულზე გაქცეული ადამიანები კაპიტალიზმში გამოზრდილნი იყვნენ და ისინი მასზე უარს ბოლომდე ვერასდროს იტყოდნენ, მათ სხვაგვარი ცხოვრება უბრალოდ არ შეეძლოთ, მათ არ იცოდნენ და არც ჩვენ ვიცით, ყველაფრისთვის დროა საჭირო, დრო კი მიდის და სად მიგვიყვანს, ალბათ ისევ და ისევ დრომ იცის.
დასასრულს კი ამონარიდი 99 ფრანკიდან:
„ამბობენ, რომ სიკვდილის წინ კაცს მთელი სიცოცხლე თვალწინ ჩაუვლის, მაგრამ პატრიკი სხვა რამეს ხედავს. . .
Carte Noire-ყავა, სახელად სურვილი.
GAP–ყველა ერთ ტყავში.
FRANCE TELECOM-კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ცხოვრებაში.
SFR-უსადენო სამყარო.
BNP-ვილაპარაკოთ მომავალზე.
MENNEN-ჩვენთვის, მამაკაცებისთვის.
NESTLE-ძალიან მაგარი შოკოლადი“
ერთი სიტყვით სხვა მრავალი დასახელება, სლოგანი და ბრენდი. .
ახლა კი საკუთარ თავს დავუსვათ კითხვა. .პატრიკის ადგილას, ჩვენ რას დავინახავთ?!
მოკლედ, როგორც ერთხელ უკვე აღვნიშნე, ადამიანები სულ უფრო და უფრო ემსგავსებიან სირაქლემას. ადამიანი, როგორც არცერთი სხვა ცხოველი, ისე ყოფს თავს მიწაში და რისი დანახვაც არ სურს, არც ხედავს. . ძნელია სირაქლემას წიგნით, თავი ზევით ააწევინო. . .

Advertisements
 
18 Comments

Posted by on სექტემბერი 13, 2011 in წერილი

 

ტეგები:

18 responses to “99 ფრანკი და სირაქლემა

  1. countess

    სექტემბერი 13, 2011 at 9:28 PM

    პატრიკის ადგილას მშიერ სომალელ ბავშვს დავინახავდი 😀
    არ მაქვს ეს წიგნი წაკითხული და არც ვაპირებ უახლოეს მომავალში 🙂
    ნორმალური პოსტია რა 😀

     
    • selfanarchy

      სექტემბერი 13, 2011 at 9:31 PM

      ეს “რა” გადმომიგდე შიშველო გრაფინიავ? :დ

       
      • countess

        სექტემბერი 13, 2011 at 9:36 PM

        ბოლომდე არ გაგახარე 😀

         
    • selfanarchy

      სექტემბერი 13, 2011 at 9:40 PM

      შენ არ გაიხარო :დ

       
  2. spamwriters

    სექტემბერი 13, 2011 at 10:05 PM

    ბოლოს და ბოლოს, რა აუცილებელია 99 ფრანკი იმის დანახვად, რომ დღეს ჩვენ დიდ რეკლამაში ვცხოვრობთ, დიდ ყუთში, სადაც ყველაფერი გამოფენილია და ყველაფერი იყიდება. ყოველ წელს მსოფლიო მასშტაბით რეკლამის ბიუჯეტი 500 მილიარდ დოლარს შეადგენს, ამ თანხის 10 პროცენტიც კი საკმარისია, რათა ერთელ და სამუდამოდ ბოლო მოეღოს შიმშილი დედამიწაზე.

    დიახ,დიახ!

     
    • selfanarchy

      სექტემბერი 14, 2011 at 4:26 AM

      შენ სულ უფრო და უფრო ემსგავსები ადეკვატურს :დ

       
  3. katerina

    სექტემბერი 13, 2011 at 10:28 PM

    როგორც იტყოდა ყველაზე მაგარი კაცი, ჩაკ პალანიკი, დიდი ძმა ცეკვავს და მღერის ჩვენივე კეთილდღეობისთვის… ძალიან “ჟულიკი” მწერალია ბეგბედერი, კარგი გაგებით. გამოირჩევა უნარით ის, რაც ისედაც ყველამ იცის და ათასჯერ გინახავს და წაგიკითხავს მაინც ისე გადმოგცეს,რომ მოგაწონოს და გამოგიჭიროს:)

     
    • selfanarchy

      სექტემბერი 14, 2011 at 4:28 AM

      ჰო, მარამ შეიძლება ითქვას, რომ წიგნი ებრძვის ადამიანებს, რომლის მსგავსიც თავად წიგნის ავტორია :))

       
      • katerina

        სექტემბერი 14, 2011 at 11:36 PM

        ამიტომაცაა “ჟულიკი” და მე დიდად არ ვენდობი 🙂 პოპულიზმის სუნი დაჰკრავს 🙂

         
  4. prodigycow

    სექტემბერი 14, 2011 at 1:42 AM

    ეგ მომენტი მეც დავამუღამე. რეკლამაში ჩაქსოვილი ტრაგედია იყო. ყველაზე კარგად ასახა მაგ მომენტმა ჩვენი მდგომარეობა 😀
    ამ რომანის კიდე, ერთადერთი ის არ მომწონს რომ სახელი ევროში გადაუყვანეს.

     
    • selfanarchy

      სექტემბერი 14, 2011 at 4:29 AM

      “რეკლამაში ჩაქსოვილი ტრაგედია” –სწორი ნათქვამია :))

       
  5. ვიკა ვიკა

    სექტემბერი 14, 2011 at 9:30 AM

    ძალიან მაგარი პოსტია.. მომწონს შენი წერის სტილი )

     
  6. siyvarulovna

    სექტემბერი 14, 2011 at 9:20 PM

    რეკლამა ქმნის ჩვენს ცხოვრებას, როგორც იტყოდა ოქტავი 🙂

     
    • selfanarchy

      სექტემბერი 14, 2011 at 9:26 PM

      და თავად რეკლამაც რომ ჩვენი შექმნილია, ამაზე რას იტყვი? :))

       
  7. მოლი ბლუმი

    სექტემბერი 22, 2011 at 12:18 AM

    ახალი არაფერი უთქვამს ბეგბედერს. სისტემას ძირს კი არ უთხრის, სისტემის ნაწილია და მისით საზრდოობს.

     
    • Internalself

      სექტემბერი 22, 2011 at 1:52 AM

      მეც ეგ ვთქვი, თუმცა თავის მხრივ თუ ბევრი იქნება მსგავსი ლიტერატურა რაღაც შედეგს მაინც გამოიღებს. .
      ანუ შეიძლება ითქვას რომ ბეგბედერი გვაძლევს რაღაცას, მაგრამ თავად იღებს იმას რასაც ვითომ თავისი ლიტერატურით ებრძვის

       

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: