RSS

Geir Jenssen “Biosphere”

14 Sep

ყველაფერი დაიწყო ასე, სრულიად მოულოდნელად, მიახლოებით 2 წლის წინ წავაწყდი, იმ დროისთვის, ჩემთვის უცხო ალბომს. ალბომს ერქვა „Substrata”. გამოგიტყდებით და როგორც კოლუმბი ვერ მიხვდა თავიდან თუ რა აღმოაჩინა, მსგავსი რამ მომივიდა მეც. კიდევ რამდენიმე თვე დამჭირდა გასააზრებლად, შემდეგ იყო მეორე ალბომი „Shenzhou” და აქ საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ საქმე მქონდა კლასიკასთან, ემბიეთის ჭეშმარიტ კლასიკასთან.
ახლა კი მსურს შემოგთავაზოთ ბიოგრაფია ადამიანის, რომელზეც ზემოთ უკვე ვისაუბრე და რომელმაც შექმნა მუსიკა, მუსიკა, რომელმაც ემბიენთს თავისი რაღაც რადიკალურად განსხვავებული და ახალი შემატა..
გერ იენსენი: დაიბადა 1962 წელს ქალაქ ტრომსოში, ნორვეგიის უკიდურესი ჩრდილოეთით. ტრომსოში დაბადებამ დიდწილად განაპირობა მისი მუსიკის ჟღერადობის ჩამოყალიბება, იგი სწორედ არქტიკული ემბიენთით გახდა ცნობილი და მის სტილსაც ზოგადად ასე აღწერენ. სემპლები სხვადასხვა კომპოზიციებიდან, ან შოუებიდან ამოჭრილი საინტერესო საუბრები, ფილდ რეკორდინგი, დიდი დოზით ტექნო, ღრმა ემბიენთი, მძიმე ღრმა ბასი, ეს არის ის ძირითადი იარაღები, რომლითაც გერ იენსენი ხატავს მუსიკალურ ატმოსფეროს.
თავად გერმა ელექტრონული მუსიკა აღმოაჩინა, ისეთ არტისტების მოსმენით როგორებიცაა: New Order, Depeche Mode , Wire, Brian Eno. “ეს იყო ახალი სამყარო ჩემთვის, სამყარო რომლის ნაწილიც მინდოდა გავმხდარიყავი”
1983 წელს მან თავისი პირველი სინთეზატორი შეიძინა და სულ უფრო მეტ დროს, თავის ოთახში, ჩაკეტილი უთმპბდა მუსიკალურ ექსპერმიმენტებს. პარალელურად ის არქელოგიის ფაკულტეტზე სწავლობდა. მას მალევე მოუწია არჩევანის გაკეთება, არქელოგიასა და მუსიკის შორის, რადგანაც მუსიკაში გართული ხშირად ათენებდა ღამეებს და ნახევრად მძინარეს უწევდა უნივერსიტეტში სიარული. არქეოლოგია გერმა ადვილად დათმო, მარტივი მიზეზის გამო, გაცილებით საინტერესო იყო მისთვის მუსიკა, თუმცა მას არაერთხე უთქვამს, რომ ყინულისა და ქვის ხანის შესწავლამ გავლენა იქონია მის მუსიკაზეც.
პირველი ალბომი “Likvider” 1984 წელს გამოსცა აუდიოი კასეტაზე. 1985 წელს შეუერთდა ახლად ჩამოყალიბებულ ნორვეგიულ ტრიოს “Bel Canto”, სადაც ორი ალბომი გამოუშვა და შემდეგ სოლო კარიერის გასაგრძელებლად, კვლავ ტრომსოს დაუბრუნდა.
1991 წლიდან, ფართო მასებისთვის ცნობილი გახდა, როგორც “Biosphere”. ამ ფსევდონიმით უკვე გამოშვებული აქვს 9 სტუდიური და 1 ლაივ ალბომი. ასევე ოთხი ძალიან საინტერესო kolaboracia Higher Intelligence Agency(Robert Bird)-sa და Pete Namlook (Peter Kuhlmann)-თან.
1995 წელს კომპანია Levi Strauss & Co.-მ თავისი სარეკლამო რგოლისთვის აირჩია “Novelty Waves” , ალბომიდან “Patashnik”.
გერ იენსენი ასევე არის მოყვარული მთასვლელი. ყველაზე მაღალი მწვერვალი დაიპყრო ჰიმალაის მთებში “Cho Oyu” (8201 მეტრი), ამ მოგზაურობას მან ალბომიც მიუძღვნა “Cho Oyu 8201m – Field Recordings from Tibet”.
ძალიან საინტერესო ისტორია აქვს მის ბოლო ალბომს, “N-Plants” რომელიც მიეძღვნა იაპონიაში მდებარე ატომურ სადგურებს და ყველაზე საინტერესო ის ფაქტია, რომ ალბომი შეიქმნა იაპონიაში მომხდარ ტრაგედიამდე.
“გადავწყვიტე გამეკეთებინა ალბომი იაპონიის ომის შემდგომ ეკონომიკურ სასწაულზე. მასალის ძიებისას წავაწყდი მიჰამას ატომური სადგურის ძველ ფოტოს, სადგური იმედნად ლამაზ ადგილას იყო აშენებული და იმდენად ახლოს ზღვასთან, რომ დამაინტერესა რამდენად იყო დაცული მიწისძვრისგან და ცუნამისგან. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ზოგი მათგანი ისეთ სანაპიროზე იყო აშენებული რომლებსაც ცუნამიმ გადაუარა წარსულში” . .
დასასრულს კი ბოლო ტრეკი, ბოლო ალბომიდან❤

"რევიუ, ლაშა ელიაძე.."

 
4 Comments

Posted by on September 14, 2011 in წერილი

 

ტეგები:

4 responses to “Geir Jenssen “Biosphere”

  1. countess

    September 14, 2011 at 9:33 pm

    გონზე არ ვარ ვინ არის ეს, მაგრამ დამაინტერესა და მოვუსმენ🙂

     
  2. spamwriters

    September 14, 2011 at 11:35 pm

    რა დღეში ხარ ძმაო :დ

     
    • selfanarchy

      September 14, 2011 at 11:50 pm

      დღეში ვარ :დ

       

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: