RSS

სასჯელი უფლის სახელით და დამსჯელი ანგელოზები

15 სექ

ძალიან ბევრ ადამიანს შევხვედრივარ, უამრავ თემაზე მისაუბრია, აქედან გამომდინარე ბევრზეც მიკამათია, შეიძლება ითქვას კამათი მიყვარს კიდეც, მაგრამ არაჯანსაღ კამათს ყოველთვის ვერიდები. რაც შეეხება რელიგიას და ღმერთს, ეს არის თემა რაზეც კამათი სრულ იდიოტიზმად მიმაჩნია, მიზეზი ერთია, ყველა ადამიანს აქვს უფლება სწამდეს ის რაც სურს, თუ თავისი რწმენით და მრწამსით არავის ავნებს.
არ მესმის ადამიანების, რომლებიც ჯიუტად კამათობენ, არსბობს სამყაროს შემქნელი თუ არა. მათი კამათი ხშირ შემთხვევაში შეურაცხყოფით და ფიზიკური ანგარიშწორების მუქარით სრულდება და ასე გაუთავებლად. განსაკუთრებით ეს ტენდენცია ბოლო ხანებში სოციალურ ქსელებში შეინიშნება. აქედან გამომდინარე იქმნება უამრავი გვერდი, სადაც „მორწმუნე“ ფანატიკოსებს, კიდევ უფრო აღიზიანებენ, ეს ადამიანებიც იმწამსვე ვარდებიან და იწყებენ უაზრო გინებას, თითქოს და ამით ღვთის საქმეს აკეთებდნენ. იჯერებენ რა გინებით გულს, შემდეგ ახალ საფეხურზე გადადიან, იწყება ფიზიკური ანგარიშწორებით მუქარა და ბოლოს არ კმაყოფილდებიან რა ამითაც, გადადიან ახალ ეტაპზე და ამ ეტაპითვე ასრულებენ. .ამ ეტაპს კი ქვია, სასჯელი უფლის სახელით. .აი რამდენიმე ამონარიდი მათი სიტყვებიდან:
–გავანებოთ თავი ბიჭებო ამ სატანისტებს, მაგათ ღმერთი დასჯის!
–იაღოველები და სატანისტები ხართ, სატანის მსახურები..
ესე იგი ვაგინებთ, ცემით ვემუქრებით (ნუ ზოგი ნაწლავების გაფატვრით და შემდეგ შეჭმითაც იმუქრება) და ბოლოს ღმერთის ჯერი მოდის? ანუ ახლა ღმერთმა უნდა დასაჯოს ეს სატანისტები?! ასეთი ადამიანები პირადპირ მანცვიფრებენ. .ჯერ სად ხედავენ ეს უკანაკნელნი სატანას? მათ ისიც კი არ იციან, რომ თუ ადამიანს არ სჯერა სამყაროს შემქნელის და ის ათეისტია, მას არც სატანის წამს და თვით სატანა (მორწმუნეებისთვის ასეთი საშიში და საზარელი ტიპი) ერთი უბრალო რქიანი სათამაშოა. თუმცა შევეშვათ სატანას და მის რქებს, არანაკლებ გასაოცარია, როდესაც მორწმუნე ადამიანი ღმერთის სახელით იმუქრება, გამოდის რომ ეს პიროვნებები ღმერთს უწყვეტენ იმას თუ რა უნდა ქნას მან. „აუცილებლად დასჯის“ საინტერესოა ეს დოგმაც. საინტერესოა საიდან ასკვნიან, რომ ღმერთი ამა თუ იმ ინდივიდს აუცილებლად დასჯის, იქნებ და ღმერთს მორწუნის გინება და ადამიანის ცემა, ნაწლავების გადმოყრევინება და ამ უკანასკნელის ჭამა არ მოსწონს და ამის გამოც სჯის?! მაგრამ ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, სასაცილოა თავად ის ფაქტი, რომ თუ შენ ხარ მორწმუნე და გჯერა, რომ ღმერთი ათეისტს უეჭველი დასჯის, და სამუდამოდ საწამებლად კუპრში ჩაუძახებს, შენ რაღა გინდა? შენ რაღას იმუქრები, ის ხომ ისედაც სამუდამო წამებისთვისაა განწირული?!
ვწერ ამას და ვიცი, რომ ვიზეც ახლა მე ვსაუბრობ, შეიძლება ეს წაიკითხონ მაგრამ იმავეს გააკეთებენ, ისე რომ ერთი წამითაც არ დაფიქრდებიან რას აკეთებენ. ისინი ვერც კი ხვდებიან, რომ ამით თავისივე რელიგიას ებრძვიან. თითეოეული შეგინება, შეურაცხყოფა, ფიზიკური ანგარიშსწორება ღმერთის სახელით, სხვა არაფერია თუ არა, ისევ და ისევ საკუთარი რელიგიის განადგურება, ხელის შეწყობა იმაში, რომ მომავალი თაობა ათეისტების არმია წამოვიდეს. აქ ჩემი მეგობრის სიტყვები მახსენდება, მან რამდენიმე დღის წინ დამიკოპირა ერთ–ერთი „მორწმუნის“ სიტყვები, რომელიც ნამდვილ გენოციდით და სისხლებში ბანაობით იმუქრებოდა. რა თქმა უნდა, ეს უკანასკნელი რეალურ ცხოვრებაში არაფრის გამკეთებელია, დიდი შანსია ის იყოს 13–14 წლის ბავშვი, რომელმაც ინტერნეტში შემოსვლა სულ ახლახანს ისწავლა და გინაბასაც ახლა, ვირტუალურ სამყაროში ამუღამებს. სწორედ ამ ადამიანზე მითხრა ჩემმა მეგობარმა, „ასეთი ადამიანები ვერც კი ხვდებიან, რომ სწორედ ისინი თელავენ და ანადგურებენ დადებითს, თუკი რამე გააჩნია ამ რელიგიას“ და მართლაც ძნელია არ დაეთანხმო. წარმოიდგინეთ 13–14 წლის ნორმალური მოზარდი, რომელიც შედის ინტერნეტში და „მორწმუნესგან“ ასეთ სიტყვებს კითხულობს, შანსი არაა ის რელიგიის და მორწმუნეების მიმართ უარყოფითად არ განისჭვალოს.
ამით დავასრულებდი, მაგრამ სამწუხაროდ რეალობა ბევრად უარესია, ვიდრე ეს ვირტუალურ სამყაროში ჩანს. სულ რამდენიმე დღის წინ ფეისბუქში მეგობრობის თხოვნას მიგზავნის 15 წლის მოზარდი, დამატებისთანავე კი ასეთ რაღაცას მეკითხება. .
–––შენი ბლოგი წავიკითხე, მომეწონა და რა მაინტერესებს „მე არ მიყვარს ჩემი პატრიარქი“ ის გვერდი როა, რატომ არ გაქვს დალაიქებული?
მე პასუხის გაცემა დამეზარა და ვუპასუხე, რომ მსგავსი გვერდის არსებობა გაგებული არ მქონდა, ვიფიქრე ახლა მომეშვებოდა. არ გადის რამდენიმე წამი და ლინკს მიგზავნის „აი ეს არის“. მე არაფერს ვწერ, შემდეგ კომპიუტერს ვრთავ და გავდივარ. სახლში დაბრუნებულს მხვდება მოწერილი. „ლინკი ხომ მოგეცი, რატომ არ დაალაიქე?!“
აქ უკვე ვეღარ მოვითმინე და ვკითხე თუ რატომაა სავალდებულ ამ გვერდის დალაიქება. პასუხი ასეთი იყო:
–––მართლმადიდებელი თუ არ ხარ, რატომ არ ალაიქებ, ათეისტი ხომ ხარ?
ავუხსენი, რომ შეიძლება არცერთი რელიგიის მიმდევარი არ იყო, სამყაროს შემქმნელი დიდად არც გეხატებოდეს გულზე, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ უეჭველი ათეისტი ხარ.
–––აბა?
არც ამჯერად დავიზარე და ვუთხარი, რომ ჩემთვის ნებისმიერ სახის რადიკალიზმი ერთი დიდი უაზრობაა. როდესაც ორი ადამიანი ზის და უაზროდ უმტკიცებს ერთმანეთს რომ გინდა თუ არა არსებობს სამყაროს შემქნელი, ან გინდაც არ არსებობს, ამ შემთხვევაში ჩემთვის ორივე ადამიანი ფანატიკოსია. მიზეზი კი ერთია, როგორც ფანატიკოსი მორწმუნე ვერ დამიმტკიცებს ღმერთის არსებობას, ასევე ვერც ფანატიკოსი ათეისტი ვერ დაამტკიცებს იმას, რომ სამყარო ასე ერთი ხელის მოსმით შემთხვევითობის შედეგია. საერთოდაც არ არის აუცილებელი შემოქმედი გინდა თუ არა თეთრწვერა მოხუცი იყოს, ან გინდაც ნაზარეველი, ან რაიმე მსგავსი, ის შეიძლება სრულებითაც ზე ცივილიზაცია იყოს, ან გინდაც ზე პროგრამისტი, რომელსაც ხელში აქვს ზე კომპიუტერი, (წარმოიდგინეთ თამაში სიმსი და დაფიქრდით თუ როგორ შეიძლება მისი დახვეწა 1000 ან გინდაც 10 000 წლის შემდეგ), ან სრულებითაც შეიძლება ისეთი რაღაცაა, რასაც ადამიანი ვერც გონებრივად წვდება, მაგალითად როგორც ცხოველს ვერ აუხსნი თუ რატომ არის 2+2=4.. .
აქ უეცრად მაწყვეტინებს და მეკითხება, –ესე იგი ღმერთის გწამს?
აი აქ კი მივხვდი, რომ ამდენი ტყუილა ვილაპარაკე, ტყუილა ვატყაპუნე კლავიატურაზე ხელები და ასე შემდეგ. . . სულ მალე ისევ მწერს
–––იცი რა ვერ გავიგე. .აი არ მიყვარს პატრიარქს მაინც რატომ არ ალაიქებ?
მივხვდი რომ ნელ–ნელა მოთმინებიდან გამოვყავდი.
–––მისმინე და აი შენ მაგალითად ჯორჯ კლუნი გიყვარს?
–––არა, ეგ რა შუაშია?
–––იმ შუაშია, რომ თუ არ გიყვარს, რატომ არ ქმნი ჯორჯ კლუნზეც მსგავს ფეიჯს და რატომ არ ალაიქებ?
რა თქმა უნდა, ამ ერთი წინადადებით ნამდვილად ვერ შემოვიფარგლებოდი, მაგრამ მაპატიეთ და ახნს დამეზარა, იმის მიწერაც დამეზარა, რომ ეს ფეიჯი როგორც სხვა უამრავი, უაზრო მარაზმად მიმაჩნია, სადაც ცხოვრებაზე დაგრუზული მოზარდები შემოდიან და ერთმანეთის გინებით უარყოფით ენერგიას ანთხევენ.
ერთი სიტყვით, მგონი ვერაფერს მიხვდა, შემდეგ მომწერა ახლა გავდივარო და გავიდა. რამდენიმე დღის შემდეგ შევნიშნე, რომ ჩემს ახალწვეულ ფრენდს, ფრენდ ლისთიდან სრულებითაც წავეშალე. ვიფიქრე ამით ყველაფერი დასრულდებოდა, მაგრამ სულ მალე ფეისბუქის ერთ–ერთ ვერდზე ასეთ რაღაცას წავაწყდი. ჩემს ყოფილ ფრენდს, თავისი აზრი რომლიღაც გვერდზე დაეფიქსირებინა და შედეგად უამრავი გინება და ფიზიკური ანგარიშწორების მუქარა მიეღო. აგინებდა ყველა..ბიჭი, გოგო, ქალი და კაცი..არ ვიცი ზოგი მათგანი შეიძლება პენსიონერიც იყო.
და სწორედ ამ წამს მივხვდი თუ როგორ ეწყინა, როდესაც გვერდი არ დავალაიქე, ის ხომ ჩემში თანამოაზრეს ხედავდა და ქრისტიანებში მტერს. დარწმუნებუი ვარ, ეს ბავშვი ვერც რეალურ ცხოვრებაში გამოხატავს საკუთარ აზრს და თუ ცდის, შეიძლება უარესი რეაქციაც მიიღოს, თავისივე თანატოლებისგან (და არამარტო თანატოლებისგან). ჰოდა „მორწმუნენო“ და ღმერთის მიერ გამოგზავნილო რელიგიის “მცველებო”, ამის შემდგომ ნუღარ გაგიკვირდებათ, როდესაც სოციალურ ქსელში შემოსულებს სხვადასხვა თქვენთვის შეურაცხმყოფელი სურათი, ან გინდაც ნაწერი დაგხვდებათ! რადგანაც როგორც ჩანს ზოგ–ზოგიერთებს, თავი უფლის მიერ გამგზავნილი დამსჯელი ანგელოზი გონია. .

Advertisements
 
26 Comments

Posted by on სექტემბერი 15, 2011 in წერილი

 

ტეგები:

26 responses to “სასჯელი უფლის სახელით და დამსჯელი ანგელოზები

  1. countess

    სექტემბერი 15, 2011 at 8:58 PM

    მე თვითონ მიკვირს რატომ გეთანხმები ყველაფერში.
    როგორ მეშლება ნერვები რელიგიური თემების განხილვას რომ გადავაწყდები ხოლმე. ერთხელ ჩავები და იმის მერე სურვილიც არ გამჩენია იგივე გამემეორებინა იმიტომ, რომ არცერთი მხარე შეიცვლის აზრს და უბრალოდ წყლის ნაყვაა ყველაფერი.
    რაც შეეხება “მორწმუნეებს”, რომლებიც თავგამოდებით იცავენ თავიანთ რწმენას და პატრიარქს, დარწმუნებული ვარ მათი 85% საერთოდ არ დადის ეკლესიაში და მარშუტკიდან ან ავტობუსიდან იწერს პირჯვარს. ნამდვილი მორწმუნე ასეთ აგრესიას არასოდეს გამოავლენს თუნდაც ათეისტების მიმართ. ჩემმა მოძღვარმა რამდენჯერმე მითხრა, რომ არ შეიძლება განსხვავებული რწმენის მქონე ადამიანებისა და საერთოდ ურწმუნოების მიმართ გამოკვეთილად უარყოფითი დამოკიდებულება და ამ დამოკიდებულების გამოვლენაო.
    ისეთი გვერდები კი, როგორიცაა “მე მიყვარს ჩემი პატრიარქი”, ან “მე არ მიყვარს ჩემი პატრიარქი” საერთოდ არ უნდა არსებობდეს. მოდი რა. ილოცე მისთვის ფეისბუქზე გვერდების შექმნის ნაცვლად, ეს უფრო დიდი მადლია ჩემი აზრით.
    და საერთოდ შეეშვან რა პატრიარქს, ისიც ხომ ჩვეულებრივი ადამიანია 😦

     
    • Internalself

      სექტემბერი 15, 2011 at 11:08 PM

      სამაგიეროდ მე ვარ არაჩვეულებრივი :))

       
  2. nancygaladriel

    სექტემბერი 15, 2011 at 9:26 PM

    ძალიან კარგი პოსტია …ძალიან.

     
    • Internalself

      სექტემბერი 15, 2011 at 11:07 PM

      პოსტი კარგია, რეალობა ცუდი :))

       
      • nancygaladriel

        სექტემბერი 15, 2011 at 11:24 PM

        ვიყოთ იმ იმედით,რომ გამოსწორდება სიტუაცია ,ჩვენი რა მიდის :დ

         
    • Internalself

      სექტემბერი 15, 2011 at 11:27 PM

      ნუ წასვლით არაფერი მიდის… და თუ მიდის წავიდეს არც მაგას უშავს :))

       
      • nancygaladriel

        სექტემბერი 15, 2011 at 11:29 PM

        კალქი ბიწი ქალ სენა :დ

         
    • Internalself

      სექტემბერი 16, 2011 at 4:26 AM

      თავზე ხელი გადამისვი? :))

       
      • nancygaladriel

        სექტემბერი 16, 2011 at 7:52 AM

        თავისთავად :დ

         
  3. Samael

    სექტემბერი 15, 2011 at 10:04 PM

    dzalian sainteresod da kargad dacere da 100 % getanxmebi…
    mec gavxdi ertxel “morcmuneta” ginebis msxverpli da vici ra ra ujredebic arain egeti xalxi…

     
  4. grdzelkuda

    სექტემბერი 15, 2011 at 10:12 PM

    ერთ-ერთ საუკეთესოა შენი პოსტებიდან 🙂

     
    • Internalself

      სექტემბერი 15, 2011 at 11:07 PM

      უკეთესებიც ბევრი მაქვს 🙂

       
  5. Nevcho

    სექტემბერი 15, 2011 at 11:11 PM

    რაც უფრო ჩაუღრმავდები რელიგიასთან დაკავშირებით საკითხს, მით უფრო მეტი კითხვა გაგიჩნდება… დაველოდოთ, პასუხს ყველა კითხვაზე მივიღებთ, არავინაა უკვდავი.. და საერთოდ ადამიანი ცდილობს არგუმენტების უკმარისობა აგრესიით აინაზღაუროს, ამიტომაც იგინება =)

     
    • Internalself

      სექტემბერი 15, 2011 at 11:14 PM

      “ადამიანი ცდილობს არგუმენტების უკმარისობა აგრესიით აინაზღაუროს”––ამაში გეთანხმები, მაგრამ აი დალოდებას რაც შეეხება და პასუხის მიეღებას, შეიძლება მოკვდე და არც აღარაფერი იყოს, ჰოდა გამოდის უპასუხობა :):)

       
      • Nevcho

        სექტემბერი 15, 2011 at 11:20 PM

        ეგეც პასუხია =)

         
  6. katerina

    სექტემბერი 16, 2011 at 12:09 PM

    ესე იგი, ამ შემთხვევაშიც ვარღვევ განსხვავებული აზრის ქონის სურვილს და უაბსოლუტურესად გეთანხმები :). ისეთი ჩემებური მიდგომაა, რომ რა გითხრა. ნამდვილად არის მისი ადგილი კატერინას გვერდზე და მეტსაც გეტყვი, არა მარტო ამისი.დიახაც 2+2=4, მაგრამ უმეტესობას ურჩევნია 2+2=5…მიხვდი ალბათ რასაც ვგულისხმობ(ვერა და ვერ გამოვედი ორუელის გავლენიდან :))

     
  7. metamorphoza

    სექტემბერი 17, 2011 at 2:17 PM

    –––მისმინე და აი შენ მაგალითად ჯორჯ კლუნი გიყვარს?
    –––არა, ეგ რა შუაშია?
    –––იმ შუაშია, რომ თუ არ გიყვარს, რატომ არ ქმნი ჯორჯ კლუნზეც მსგავს ფეიჯს და რატომ არ ალაიქებ

    :))))) საინტერესო მაგალითია

    ჩემი მოკრძალებული აზრით, რელიგიური თემებით (უფრო სწორად რწმენით) და ყველაზე მნიშვნელოვანით – არსებობს თუ არა ღმერთი – მანიპულირება თვითდამკვიდრებისა და თვითრეალიზაციის საუკეთესო საშუალებაა. ასეთ დროს, იმას, ვინც თავგამოდებით იცავს ან ზიზღით უარყოფს ღმერთის არსებობა/არარსებობას, სასიამოვნოდ ჰგონია, რომ “თანაზიარი” ხდება რაღაც ყველაზე მნიშვნელოვანის და ამავე დროს, ” რეალურად”, არ აქვს აზრი ვის მხარეს დგახარ, რადგან განმსაზღვრელი კმაყოფილების შეგრძნებაა , რომელიც რაღაც “დიადთან სწორებისას ან დისტანცირებისას” გეუფლება.

    15 წლის მოზარდს თვითდამკვიდრების მოთხოვნილება გამძაფრებული აქვს. ყველაზე ხელშესახები (რადგან საქართველოში ყფელაფერი რელიგიითა მოცული ან რელიგიის სუნი ასდის) კი სწორედ რწმენის საკითხი აღმოჩნდა მისთვის და ის თუ რომელ მხარედ დადგება მას ამ ეტაპზე მნიშვნელოვნად მიაჩნია, რადგან შეძლებისდაგვარად იკმაყოფილებს თვითდამკვიდრების ღიტინს.

    ასე, რომ არ ღირს “არც ერთი მხარის” მკაცრად განსჯა ადამიანური სისუსტეების გამო 🙂

     
    • Internalself

      სექტემბერი 21, 2011 at 11:48 AM

      განსჯა არ ღირს მკაცრად, მთავარია თავად ამ მხარეებმა არ განგვსაჯონ 🙂

       
  8. michael

    სექტემბერი 18, 2011 at 11:31 PM

    პოსტის ავტორს ვეთანხმები ბევრ რამეში
    თუმცა არა ყველაფერში, მაგალითად იმაზე რომ რელიგიურ თემაზე კამათი იდიოტიზმია, თუნდაც ღმერთის არსებობა არ არსებობაზე, რათქმაუნდა ან ერთის ან მეორის ერთმნიშვნელოვანი დამტკიცება შეუძლებელია, მაგრამ კამათი თავისი არსით არასდროს არაა ფუჭი. როცა კამათის მიზანი არის ჭეშმარიტების ძიება და არა საკუთარი რწმენის დაცვა.. და რათქმაუნდა როცა მოკამათეებს აქვთ კამათის კულტურა.
    რაც შეეხება რატომ ხდებიან ძირითადად მორწმუნეები აგრესიულები, – ეს იმის ბრალია რომ მათი რწმენა და ღმერთი თავიანთი ეგოს ნაწილია., ზოგისთვის შენი უბრალოდ არ რწმენა მათთვის უკვე სილის გარტყმაა, ჰოდა იწყებს მერე საკუთარი თავის დაცვას. მითუმეტეს როცა ადამიანი ყველანაირ კულტურას მოკლებულია დაიწყებს ქვების სროლას აბა რა იქნება.
    მადლობა პოსტის ავტორს, ამ აქტუალური პოსტისთვის.

     
    • Internalself

      სექტემბერი 19, 2011 at 5:58 AM

      სამწუხაროდ ადამიანს ამ ეტაპზე არც გონებრივი და არც ტექნოლოგიური განვითარება აძლევს საშუალებას, სამყაროს შემქმნელზე ჭეშმარიტების სახით ისაუბროს..
      რაც შეეხება კამათს, რაც მე რელიგიებზე და ღმერთებზე მაქვს ნალაპარაკები 🙂 მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში “იდიოტიზმი” ვუწოდე კამათს, როდესაც კამათობენ არსებობს თუ არა სამყაროს შემქმნელი. . .))

       
      • michael

        სექტემბერი 19, 2011 at 6:53 PM

        ჭეშმარიტების სახით საუბარი- ასე ფორმულირება არასწორია. ჭეშმარიტება არავინ არ იცის, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ არ უნდა ვეძებოთ, ჭეშმარიტება შეიძლება ადამიანისთვის თავისი არსით მიუწვდომელიც კი იყოს, მაგრამ ადამიანმა ის ყოველთვის უნდა ეძებოს. კამათი ნებისმიერ თემაზე დასაშვებია თუნდაც არსებობა არ არსებობაზე, თუ ჭეშმარიტებამდე ვერ მიგიყვანს, საკუთარ დამოკიდებულებას მაინც დახვეწავ. სხვას თუ ვერა საკუთარ თავს მაინც დაუმტკიცებ რამეს.

         
    • Internalself

      სექტემბერი 20, 2011 at 3:33 PM

      დასაშვებია მაგაზე არც გეკამათები, მაგრამ პირადად ჩემთვის იდიოტიზმია ვეკამათო ადამიანს, არსებობს თუ არა შემქნელი..აქ მე არ მაქვს საუბარი რელიგიებზე და ღვთაებაზე. საუბარი მაქვს შემქნელზე რომელიც შეიძლება სულაც ზე პროგრამისტი იყოს 🙂

       
      • michael

        სექტემბერი 20, 2011 at 7:00 PM

        ჩემი პირადი აზრით კი ნებისმიერმა საკამათო თემამ შეიძლება მოგვცეს შედეგი თუ კამათის მიზანი ნათელი და გარკვეულია. იყოს თუნდაც შემქმნელის არსებობა ან არ არსებობა. მთავარი ამ კამათის მიზანია. იყოს თუ გინდ ზე პროგრამისტი. ჩვენ შეიძლება ვერასდროს გავიგოთ ვერაფერი ზე პროგრამისტზე ან მუდმივ ენერგიაზე, მაგრამ იდეების გაცვლა გამოცვლით და აზრთა წრთობით იქნებ თითოეულმა მათგანმა მეტი გავიგოთ ერთმანეთის აზრები და დავხვეწოთ საკუთარი.

         
    • Internalself

      სექტემბერი 21, 2011 at 11:45 AM

      დავხვეწვა და აზრების გაცვლა საჭიროა, უბრალოდ როდესაც ერთი გაიძახის გინდა თუ არა არსებობსო და მეორე გინდა თუ არა არ ასებობსო, ძირითადად მაგაზე მაქვს საუბარი..თორე ისე როგორც გითხარი მაგ თემაზე, ბევრჯერ მიკამათია კიდევაც და მიმსჯელია კიდევაც ))

       
  9. marika

    სექტემბერი 21, 2011 at 2:46 AM

    “კაცი ბჭობდა,ღმერთი იცინოდაო,” “ვინც ეძებს ის პოულობსო”….”Love thy neighbour””All we are the dust in the wind” “nothing gonna change my world,cause i’m orthodox girl”

     

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: