RSS

ვირტუალური სამყარო და პროგრამისტი ღმერთი

23 Sep

სამყარო, კოსმიური შემთხვევითობის საოცრება თუ დიდებული ხელოვანის ხელოვნება?! კითხვა, რომელსაც ადამიანი უკვე დიდიხანია სვამს, მაგრამ ზუსტ პასუხს კვლავაც ვერ იღებს. ამ მხრივ რელიგიის და მეცნიერების დაპირისპირება აშკარაა, (ამ დაპირისპირების ერთ–ერთი მსხვერპლი გახლავთ ყველასთვის კარგად ცნობილი მეცნიერი ჯორდანო ბრუნო) ასევე იყო უამრავი მოაზროვნე, რომელიც ღმერთის ძებნით გახლდათ დაკავებული, ერთ–ერთი მათგანი იყო ფრიდრიხ ნიცშე, რომელმაც კვლევა ამ სიტყვებით დაასრულა…“ღმერთი მოკვდა!“
მოკვდა თუ არა ეს უკანასკნელი სინამდვილეში, მოკლა ის ადამიანმა თუ საერთდაც ცოცხალი არც არასდროს ყოფილა, ამაზე საუბარს არ ვაპირებ. დღეს დღეობით აშკარაა ტენდენცია, მეცნიერება აქტიურად ეძებს შემოქმედს. ამასთან დაკავშირებით ყველას თავისებური აზრი აქვს, ზოგს მიაჩნია რომ ის საერთოდაც არ არსებობს, ზოგი მიიჩნევს რომ ის ჩვენს გონებაშია, ანუ ეს უკანასკნელი თავად ადამიანის გონებამ წარმოშვა და ახლაც იქ გვყავს დამწყვდეული. თუმცა არანაკლებ საინტერესოა იდეა, რომლის თანახმადაც ღმერთი საერთოდაც შეიძლება ერთი ჩვეულებრივი პროგრამისტი იყოს, ოღონდ ზე ცივილიზაციიდან და ზე კომპიუტერით, ხოლო ჩვენი სამყარო ერთი უსასრულო სიმულაციაა.
ფაქტია, ყოველ კულტურაში არსებობს ღმერთი, უსაზღვრო ძალაუფლების მქონე არსება, რომელმაც შექმნა ადამიანი და მთელი სამყარო. აქამდე ადამიანები სამყაროს შემქნელს მზრუნველ მამასთან აიგივებდნენ, რომელიც ზოგჯერ საკუთარ შვილებზე ნრისხდება და სასჯელს წარღვნის და კატაკლიზმების სახით უგზავნის. თუმცა შევეშვათ დამსჯელ მამას და გადავიდეთ პროგრამისტზე. დიახაც პროგრამისტზე, რატომაც არა, გამორიცხული ხომ არაფერია, მივცეთ ჩვენს ფანტაზიას გასაქანი და წარმოვიდგინოთ სრულიად ახალი, ფრიად საინტერესო ღმერთი. აქ შემიძლია განდის სიტყვები მოვიშველიო:
“First they ignore you, then they laugh at you, then they fight you, then you win.”
ვინ იცის ამ ახალ მოძღვრებასაც იქნებ იგივე ელის  მოკლედ დავიწყოთ. .
მინდა მოგახსენოთ, რომ დღეს ჩვენ გვერდით უკვე ცხოვრობს ერთი ასეთი ღმერთი, ის შეიძლება ითქვას საწყისი ეტაპია, რაღაც ახლის და ბევრად უფრო დახვეწილის. გაიცანით, ვილ რაითი, ადამიანი რომელმაც შექმნა თამაში სიმსი. სიმსი ნათამაშები თუ არა, გაგონილი მაინც გექნებათ, ეს არის სამყარო, რომელიც გამოტენილია ციფრული ადამიანებით. ისინი მუშაობენ, სწავლობენ,კითხულობენ, ჭამენ, აქვთ სექსი, უჩნდებათ შვილები და თქვენ წარმოიდგინეთ ტუალეტშიც კი დადიან. ეს არის თავისებური ციფრული „კოპი“, ისინი ჩვეულებრივ ადმიანებს მოგაგონებენ. ბევრს შეიძლება გაუჩნდეს კითხვა, კი მაგრამ ეს რა შუაშია?! სად ჩვენი უსასრულო სამყარო, თავისი სირთულეებით და სად თამაში სიმსი? მაგრამ აქ არ შემიძლია არ გავიხსენო დრო, როდესაც პირვლად სიმსი ვითამაშე, ეს იყო დაახლოებით 5 წლის წინ, მას შემდეგ, ანუ ხუთი წლის შემდეგ, მე ვნახე ბოლო სიმსი, და გაოცებული დავრჩი. წარმოიდგინეთ სულ რაღაც ხუთ წელში უდიდესი ცვლილება. ცვლილება შესამჩნევია სიმსების შესაძლებლობებში, გრაფიკაში და რეალურ სამყაორსთან მიახლოებაში.
ფაქტია, ტექნიკა კატასტროფული ტემპით მიიწევს წინ და თქვენ წარმოიდგინეთ ასეთივე და უფრო სწრაფი ტემპით განვითარებული თამაში სიმსი ათასი წლის შემდეგ, ან გინდაც ათი ათასი წლის და ყველაფერს თავი რომ დავანებოთ წარმოიდგინეთ თამაში სიმსი მილიონი წლის შემდეგ! აშკარაა, ვირტუალური რეალობა სულ უფრო და უფრო რეალური ხდება. და რა დარწმუნებულები ვართ იმაში, რომ ოდესღაც ჩვენი სიმსები ისევე ნატურალურებად არ იქცევიან როგორც ჩვენ?! აქ კი ჩნდება კითხვა, ხომ არ წაიშლება საზღვარი ვირტუალურ სამყაროსა და რეალურს შორის? თუმცა ამ კითხვას კვლავ საწყისთან მივყავართ. იქნებ და ეს ჩვენი, „რეალური“ სამყაროც, ერთი ჩვეულებრივი ვირტუალური სამყაროა?!
წარმოიდგინეთ, დღეს ყველაზე განვითარებული კომპიუტერი სიძლიერით უფრო ძლიერია ვიდრე ადამიანის გონება. ერთ წელიწადში მისი სიმძლავრე გაორმაგდება. ვარაუდობენ, რომ შემდეგ ათ წელიწადში ეს სიმძლავრე გაძლიერდება 500 ჯერ და მივიღებთ სუპერ კომპიუტერს, ადამიანის გონებაზე 500 ჯერ სწრაფს. ფაქტია, კომპიუტერები რამდენიმე წელიწადში მიიღებენ ისეთ ეფექტს, რომ შეძლებენ ვიზუალურად, ვირტუალური რეალურს მაქსიმალურად დაამსგავსონ, მაგრამ აქ კვლავ კითხვა, შევძლებთ კი კომპიუტერში ჩავასახლოთ ისეთივე მოაზროვნე არსებები როგორებიც ვართ თავად ჩვენ?
ერთი სიტყვით, კომპიუტერის ასეთი ტემპით განვითარება იძლევა იმის პირობას, რომ ოდესღაც ადამიანი შეძლებს და შექმნის პროგრამას სადაც იარსებებენ ქმნილებები, რომლებიც შემდეგ ევოლუციის შედეგად შეძლებენ და იაზროვნებენ კიდევაც. ეს კი თავისათავად აჩენს კითხვას, იქნებ და ჩვენამდე ეს უკვე გააკეთეს და ჩვენც პროგრამა ვართ?!
როგორც თანამედროვეობის ერთ–ერთი წამყვანი მეცნიერი და პროგრამისტი მიიჩნევს, ჩვენ ვიმყოფებით გიგანტურ სიმულაციურ სამყაროში. ამის დასადასტურებლად კი საკმაო საბუთები მოაქვს.
ესეც დამადასტურებელი საბუთები: ნებისმიერი კომპიუტერული პროგრამა, არ აქვს მნიშვბნელობა რამდენადაა რეალურთან მიმსგავსებული, მიახლოებასთან ერთად იდღაბნება, მეცნიერული ენით რომ ვთქვათ, პიქსილებად იშლება. რაც გინდა გასაკვირი იყოს, ასევეა რეალურ სამყაროშიც, ფიზიკოსებმა აღმოაჩინეს, რომ მატერია შედგება უამრავი პიქსილებისგან, ეს ფუნდამენტალური ნაწილაკები მილიარდჯერ მცირეა ატომზე. ხოლო თეორია რომელიც ამას ხსნის, „კვანტურია ფიზიკა“ არა მარტო მატერიას ეხება, არამედ მთელ სამყაროს. შეიძლება ითქვას მთელი სამყარო პიქსილებისგან შედგება და ის კვანტურია.
ამ ლოგიკით კი გამოდის, რომ არც ბებერი რელიგიები ყოფილან მთლად მცდარი, როდესაც ამბობდნენ, ღმერთმა ადამიანი თავის მსგავსად შექმნაო. დაფიქრდით ლოგიკურია, სიმსში ჩვენ დინოზავრებს ხომ არ ვსვამთ, ჩვენ ისეთივე ადამიანებს ვათავსებთ, როგორებიც ვიზუალურად თავად გახლავართ და ვცდილობთ ხასიათებითაც დავიმსაგავსოთ. ანუ სამყაროს შემქნელიც იმავეს იზამდა, შეგვქმნიდა ხატად თვისა, პროგრამასა მასაა 
ახლა კი წარმოიდგინეთ თუ ეს სიამრთლეა, ჩვენი ღმერთი ჩვენივე წინაპარი ყოფილა და თუ ჩვენმა წინაპრებმა შეძლეს და განვითარდნენ იმ დონემდე, რომ შექმნს სუპერ კომპიუტერი, ესე იგი თუ დაგვცალდა ჩვენც შევძლებთ. ანუ ჩვენ ვიქცევით ღმერთებად. მაგრამ საინტერესოა, ჩვენ თუ ეს შევძელით, მაშინ ვინ იქნება ჩვენი შექმნილი არასებებისთვის ჩვენი შემქნელი? 
მოკლედ ერთი შეხედვით რადიკალური შეხედულებაა და ცოტა გიჟურიც, მაგრამ არც ისეთი წარმოუდგენელი, რომ ვინმემ დოგმის სახით უარყოს. ხოლო, თუ ვინმე ამოიჩემებს და შესძახებს რომ ეს ყველაფერი სრული სისულელეა, მაშინ ჩნდება კითხვა…უკეთეს გვთავაზობთ?!
დასასრულს კი მინდა თავად იმ მეცნიერის სიტყვები შემოგთავაზოთ, რომელიც ასე ჯიუტად არის დარწმუნებული თავის იდეაში: „ თქვენ შეიძლება თქვათ, რა გინდა ამით დაამტკიცო, ან გინდაც თქვა, ანუ გამოდის რომ ჩვენ უბრალოდ ვირტუალური ქმნილებები ვართ? რომელიღაცა თამაშის, მაგალითად “play station” 12–ის? მაგრამ მე ამას არ ვამტკიცებ! მე მიმაჩნია, რომ ეს შესანიშნავი ფენომენია. ეს ამტკიცებს, რომ დროსთან ერთად ჩვენ ევოლუცია განვიცადეთ, არაფრისგან „თვითშეგნებამდე“ და ეს თვით შეგნება აღწევს სტადიას, რომელშიც ჩვენ მომავალში შევძლებთ თავად ვიქცეთ ღმერთებად. ჩემთვის ეს ჭეშმარიტი სულიერი პროცესია, შეიძლება ითქვას ეს ჩემთვის რელიგიაცაა!“
აქ კი კვლავ ნიცშე, მისი ზე კაცი და ბეწვის ხიდი, რომელიც ყოველმა მასხარამ უნდა გაიაროს თუ სურს ბოლოში გასვლა. გავივლით თუ შუა გზაში ჩაგვიწყდება, ამას ალბათ ისევ მომავალი აჩვენებს. ჩვენ კი დღეს დღეობით ისღა დაგვრჩენია ვიფანტაზიოროთ, ჩვენც გამოვიგონოთ უამრავი რამ, როგორც ოდესღაც ვიღაცა მფრინავ ხალიჩას იგონებდა იმ იმედით, რომ ადამიანი ოდესღაც ფრენას შეძლებდა. მოკლედ, ვინ იცის როდის რა ახდეს. . .
ესეც ვიდეო, სადაც შეძლებთ გაეცნოთ ამ მეტად საინტერესო და უცნაურ მეცნიერს და არა მარტო მას ))))

 
16 Comments

Posted by on September 23, 2011 in წერილი

 

ტეგები:

16 responses to “ვირტუალური სამყარო და პროგრამისტი ღმერთი

  1. მოლი ბლუმი

    September 23, 2011 at 2:56 pm

    იმდენად კარგად ჯდება პარალელები, რომ თეორია ფრიად მაცდუნებელად გამოიყურება. ოღონდ, არა მგონია, ყველაფერი ასე მარტივად იყოს.

    მეცნიერები შემოქმედს ნამდვილად ეძებენ. დიდი ადრონული კოლაიდერი, თუ დააკვირდებით, სხვა არაფერია.

     
    • Internalself

      September 23, 2011 at 6:57 pm

      ეძებენ მაგრამ ალბათ ვერ იპოვნიან და მუღამი ზუსტად მაგაშია..პასუხის არ ქონაში, თუ სამყაროს შემქნელი იპოვნეს მერე რაღა ვეძებოთ და რიღათი დავინტერესდეთ?🙂

       
  2. iDudette

    September 23, 2011 at 5:45 pm

    საკმაოდ თამამი პოსტია დიადო, საინტერესო თეორიაც მაგრამ ბოლო დასკვნამდე არ მგონია რო მივიდეთ როდესმე.
    როგორც ეს, ასევე არსებობს ბევრი სხვა ვერსიაც და საკმაოდ საინტერესო არგუმენტებით თუმცა მე მაინც ვეწინააღმდეგები იმ აზრს რომ მაინცდამაინც ‘ვიღაცამ’ შეგვქმნა.. ენივეი გადახედე ამასაც, შენ მოგეწონება ♥

     
    • Internalself

      September 23, 2011 at 6:50 pm

      აქ კონკრეტულად ჩვენ შექმნაზე არ არის საუბარი, თუ ეს სამყარო სიმულაციაა, ანუ რაიმე ზე პროგრამა, ეს ნიშნავს რომ ადამიანი არავის შეუქმნია. უფრო ზუსტად რომ ავხსნა, ესე იგი ჩვენ უბრალოდ ევოლუცია ვართ, ჩვენი დედამიწის და მზის სისტემის შემქნაც შემთხვევითობაა, მაგრამ თავად საწყისი ვერ იქნება შემთხვევითობა. ამდენი მილიარდობით გალაქტიკები ასე უბრალოდ ვერ იქნება გამოკიდული. და კითხვაზე თუ ვინ ან რატომ, ასეთი პასუხი არსებობს.. ძროხას ვერასდროს გააგებინებ რომ 2+2=4 არადა ადამიანისთვის ეს ელემენტალურია..იმედია მიხვდი რასაც ვამბობ )))

       
      • iDudette

        September 23, 2011 at 7:34 pm

        მივხვდი დიადო მივხვდი რასაც იძახი და არ გეწინააღმდეგები, უბრალოდ ყველაფერს არც ვეთანმხმები, ალბათ მეტი ინფორმაციაა საჭირო ამასთან დაკავშირებით რომ ლოგიკას დავუკავშირო(თ) და რაღაც დასკვნა გამოვიტანო(თ).
        ნანახი მას ეს წყარო და ამ თემაზე სიუჟეტმა მე პირადად არ დამაკმაყოფილა ვოტ :E

         
    • Internalself

      September 24, 2011 at 2:39 am

      საკამათოა თავისთავად, აბა მე კი არ ვამბობ ასეთქო..უბრალოდ საინტერესო ალტერნატივაა🙂

       
  3. countess

    September 23, 2011 at 9:14 pm

    სგ , დათო, მაგარი ხარ😀

     
  4. Charlius

    September 23, 2011 at 10:07 pm

    საინტერესო თეორიაა, ადრეც მქონდა გაგონილი. ისე პარალელური სამყაროების იდეის გავრცელების შემდეგ ფიზიკოსები კარგა ხანია სენსაციურ ნაბიჯზე მუშაობენ – ლაბორატორიულ პირობებში ახალი სამყარო უნდა შექმნან (http://wp.me/p1qtYm-1j5). ეგ თუ განახორციელეს, მერე უფრო მეტი წონა ექნება🙂

     
    • Internalself

      September 23, 2011 at 11:32 pm

      ჩემზე დიდ პოსტებს თუ წერდა ვინმე არ მეგონა🙂 მაგრამ არაუშავს წავიკითავ )))

       
  5. katerina

    September 23, 2011 at 11:45 pm

    “ანუ გამოდის რომ ჩვენ უბრალოდ ვირტუალური ქმნილებები ვართ? რომელიღაცა თამაშის, მაგალითად “play station” 12–ის?”- მაგარია! ოხერი ბიჭი ხარ შენ :დდდდდ. მომეწონა ეს შემოქმედი ერთობ და მიხარია, რომ ჩემს კედელზეც დაეკიდა :*

     
    • Internalself

      September 24, 2011 at 2:35 am

      შენი პოსტებიც თუ დაეკიდაბა ჩემთან, ფრიად კმაყოფილი დარჩება ჩემი შინაგანი სამყარო ))

       
  6. Nevcho

    September 24, 2011 at 11:37 am

    შორს რატომ მიდიხარ? ახლაც ილუზიებში ვვარსებობთ.. გიმტკიცებენ რომ არ გშია, არ გიჭირს და აყვავებულია საქართველო :დ :დ :დ კარგი პოსტია მომეწონა )))

     
    • Internalself

      September 24, 2011 at 12:17 pm

      აჰაჰაჰ. ..ჰო განსაკუთრებით იმაზე ვკაიფობ უცხოელებს რომ აბაზრებენ ხოლმე ჩვენი ერის “ჩ”აბრწყინებულობაზე ))))

       
      • Nevcho

        September 24, 2011 at 4:53 pm

        მატარებელში შემხვდა უკრაინელი, რომელიც წამოეგო რეკლამას და ჩამოვიდა აქ ))) აღარ დავწერ რა მითხრა თორემ 15 წუთში სოდ-ი დამადგება თავზე :დ :დ :დ

         
  7. Sergii Acdc

    September 29, 2011 at 8:41 pm

    აუ აუ აუ ამოდენა სისულელე ვიღაცა ტრაქში აცხობს ამ სიბრძნეს მოჯმის დროს 🙂🙂

     

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: