RSS

ბიოგაზი, მიზეზი რის გამოც გერმანელებმა ორი მსოფლიო ომი დათმეს!

27 Sep

პოსტის დასაწყისში მინდა აღვნიშნო, თუ რატომ გადავწყვიტე მაინცდამაინც ბიოგაზზე და მის ენერგიაზე დამეწერა. სულ რამდენიმე დღის წინ ვსვავდი ლუდს ფრიად განათლებულ ადამიანთან ერთად. ნუ ყოველ შემთხვევაში, ეს პიროვნება თავს განათლებულად მიიჩნევს. სრულიად მოულოდნელად საუბარი ჩამოვარდა ალტერნატიულ რესურსებზე. უკეთესად რომ ავხსნა, საუბარი იყო ენერგეტიკულ რესურსებზე.
მზის, ქარის და წყლის ენერგიასთან ერთად ვახსენე ბიოგაზი, რაზეც ჩემმა ნაცნობმა მიპასუხა, რომ ეს „ბიოგაზი“ იგივეა რაც ატომური ენერგია და მას შეიარაღებისთვის იყენებენ. მიუხედავად ჩემი დაჟინებისა, ვერ გადავარწმუნე და ის კვლავ ჯიუტად იმეორებდა აწ უკვე ნათქვამს და შეთხზა ისტორიაც კი, რომლის თანახმადაც ვითომდა ბიოგაზი პირველად გერმანელებმა გამოიყენეს, პირველი მსოფლიო ომის დროს.
სახლში მისულმა დასახმარებლად ოცდამეერთე საუკუნი ღმერთს, “google”-ს მივმართე და ამ უკანასკნელისგან მიღებული ინფორმაცია, ჩემს ოპონენტს მივაწოდე, რაზეც ასეთი პასუხი მივიღე.. –ეგ ხო, მაგრამ მე სხვას ვამბობდი.
რა სხვას ამბობდა აღარ მიკითხავს, მაგრამ დამრჩა მოძიებული ინფორმაცია, ცოტაც დავამატე და მგონი რაღაცა გამოვიდა. თან მე თუ მკითხავთ, გამოდის რომ ძალიან ბევრმა, არა მარტო არ იცის თუ რა არის ბიოგაზი, არამედ საერთოდ სხვა რაღაცა ჰგონია.. ჰოდა ინებეთ ბატონებო
რა არის ბიოგაზი? – ეს არის გაზისებრი (აირადი) პროდუქტი, რომელიც წარმოიქმნება უჟანგბადო გარემოში სხვადასხვა წარმოშობის ორგანული ნივთიერებების ფერმენტაცისას. მას ჯერ კიდევ ანტიკურ პერიოდში იყენებდნენ, მაგრამ შემდეგ, როგორც ბევრი სხვა არატრადიციული ენერგეტიკული რესურსები, მივიწყებული იქნა. თუმცა, დღეისთვის გლობალურმა ეკოლოგიურმა მდგომარეობამ ამ რესურსების ათვისების მეორე სიცოცხლე შთაბერა.
როგორც უკვე ვთქვი, პირველად ბიოგაზის გამოყენება კაცობრიობამ დიდი ხნის წინ ისწავლა. ჩვენს წელთაღიცხვამდე მე–2 ათასწლეულში თანამედროვე გერმანიის ტერიტორიაზე უკვე არსებობდა პრიმიტიული ბიოგაზის დანადგარები. მდინარე ელბის აუზის დაჭაობებულ მიწაზე მცხოვრებმა მომთაბარე ტომებმა მოიფიქრეს ჭაობის ზედაპირიდან ამომავალი აალებადი გაზის გამოყენება. ისინი ფარავდნენ ჭაობის ზედაპირს ტყავით, ტყავისავე მილებით მიყავდათ დაგროვილი გაზი თავიანთ საცხოვრისამდე და იყენებდნენ მას საჭმლის მოსამზადებლად.
მე–17 საუკუნეში იან ბაპტისტ ვან ჰენმოლდმა აღმოაჩინა, რომ ბიოლოგიურად დეგრადირებადი ბიომასა გამოყოფს აალებად გაზებს, ალექსანდრო ვოლტი კი 1776 წელს მივიდა იმ დასკვნამდე, რომ არსებობს ურთიერთდამოკიდებულობა ბიომასის რაოდენობასა და მისი დეგრადაციის შემდეგ გამოყოფილი გაზის რაოდენობას შორის. 1808 წელს ჰემფრი დევიმ კი ბიოგაზში მეთანი აღმოაჩინა. რაც შეეხება პირველი თანამედროვე ტიპის ბიოგაზის დანადგარს, ეს უკანასკნელი 1859 წელს ბომბეიში აშენდა.
ამჟამად მსოფლიოში ბიოგაზის მისაღებად დაახლოებით 60 სახის ტექნოლოგია გამოიყენება. ყველაზე ფართოდ გავრცელებული მეთოდია ორგანული ნივთიერებების დახურულ ავზში ანაერობული (უჰაერო) ფერმენტაცია.
რაც შეეხება ბიოგაზის წარმოებაში გამოყენებას, ის გამოიყენება ელექტროენერგიის, სითბოს, ან ორთქლის და მანქანის საწვავის სახით.
1990 წლის ბოლოს მიღებული მონაცემების თანახმად, ჩეინეთში 10მლნ.ცალი მცირე ბიოგაზის მოწყობილობაა, რომელიც წელიწადში დაახლეობით 70 მლრდ.მ (კუბ) ბიოგაზს გამოიმუსავებს და 60 მლნ. გლეხს უზრუნველყოფს საწვავით.
ინდუსტრიულად განვითარებულ ქვეყნებს შორის ბიოგაზის წარმოებისა და გამოყენების მხრივ წამყვანი ადგილი დანიას უჭირავს, სადაც ქვეყნის მთლიან ენერგობალანსში ბიოგაზს 18% უკავია. ასევე, წამყვანი ავტომწარმოებელი, მაგალითად „Volvo” და “Scania” აწარმოებენ ავტობუსებს, რომელთა ძრავები ბიოგაზის საწვავზე მუშაობს. აღსანიშნავია, რომ ასეთი ავტობუსები აქტიურად გამოიყენება შვეიცარიაში.
ზოგადად ბიოგაზის წარმოება არც ისე ადვილია. არსებობს ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენს ამ უკანასკნელის წარმოებაზე, მაგალითად რაც უფრო თბილია გარემო, მით უფრო მაღალია ორგანული ნედლეულის ფერმენტაციის სიჩქარე და ხარისხი. არსებობს გარკვეული მოთხოვნები ბიომასის მიმართაც. იგი უნდა შეიცავდეს ბიოლოგიურად ხრწნად ორგანულ ნივთიერებებს და დიდი რაოდენობით წყალს. ბიოგაზის მისაღებად შეიძლება გამოვიყენოთ მცენარეული და საყოფაცხოვრებო ნარჩენები, ასევე ნაკელი, ჩამდინარე წყლები და ა.შ.
რაც შეეხება ბიოგაზის წარმოების პოტენციალს საქართველოში, ეს უკანასკნელი ნამდვილად არსებობს. საქართველოში აგრალური სექტორის განვითარების ხელშეწყობისთვის, ერთ–ერთი პრირიტეტულია ბიოტექნლოგიების, კერძოდ კი ბიოგაზის დანადგარების დანერგვა–გავრცელება. მისი განვითარებისთვის მრავალი ხელშემწყობი ფაქტორია, რომელთაგან ერთ–ერთი მნიშვენლოვანია ყოველწლიურად განახლებადი ბიომასის რესურსი, რომლის ათვისებითაც შესაძლებელია სოფლის მეურნეობის ენერგომოთხოვნილების 14–17%ით უზრუნველყოფა.
ბოლოს კი ჩამოგითვლით რამდენიმე დადებით ფაქტორს, ბიოგაზის დანადგარის გამოყენებისას:
ბიოგაზის დანადგარის მეშვეობით შეგვიძლია მივიღოთ ელექტროენერგია.
ბიოგაზის დანადგარიდან მიღებული ბიომასა საუკეთესო ორგანული სასუქია.
ბიოგაზის დანადგარების გავრცელებით მკვეთრად მცირდება ტყის კაფვა,3–6 სული საქონლის ნაკელზე მომუშავე ბიოგაზის დანადგარის ექსპლუატაციის პერიოდში იზოგება დაახლოებით 1 ჰა. ტყის რესურსი.
ნაკელის ბიოდანადგარში გადამუშავებით ისპობა მავნე მწერების ინკუბაციისათვის ხელშემწყობი კერები და გარემო ეკოლოგიურად სუფთა და ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო ხდება.
ბიოგაზის წარმოება იძლევა საშუალებას შევაჩეროთ მეთანის გამოფრქვევა ატმოსფეროში.
სათბურის ეფექტზე მეთანი ახდენს 21–ჯერ უფრო ძლიერ ზეგავლენას, ვიდრე ნახშიროჟანგი და ჩერდება ატმოსფეროში 12 წლის მანძილზე. მეთანის ჩაჭერა საუკეთესო ხერხია გლობალური დათბობის თავიდან ასაცილებლად. . .
მოკლედ როგორც ვხედავთ ბიოგაზი და მისი ენერგია არც ისეთი კარგი იარაღი ყოფილა და მითუმეტეს არც გერმანელებს გამოადგებოდათ პირველ მსოფლიო ომის დროს. .თუმცა შეიძლება სწორედ ამიტომაც გამოვიდნენ ორივე მსოფლიო ომიდან დამარცეხბულები, ვინ იცის და იქნებ მსგავსი პოსტები არცერთ მათგანს არ ჰქონდა წაკითხული და ომის დროს ჯიუტად ბიოგაზს იყენებდნენ🙂

 
8 Comments

Posted by on September 27, 2011 in წერილი

 

ტეგები:

8 responses to “ბიოგაზი, მიზეზი რის გამოც გერმანელებმა ორი მსოფლიო ომი დათმეს!

  1. xmasters

    September 27, 2011 at 10:39 pm

    უყურე შენ რა ყოფილა ეს ბიოგაზი😀

     
  2. countess

    September 28, 2011 at 12:52 am

    რამდენი სასარგებლო რესურსია საქართველოში და არ იყენებენ, სამწუხაროდ😦

     
  3. katerina

    September 28, 2011 at 1:30 am

    ბიოგაზი ფეკალიებიდანაც ხო გამოდის? მერე ეგეც რამდენი გვყავს საქართველოში?! :დ არა, მართლა არ ვიყენებთ რესურსებს.

     
    • Internalself

      September 28, 2011 at 3:23 pm

      რაც მთავარია გერმანელები იყენებდნენ თურმე მსოფლიო ომის დროს :დ

       
  4. iDudette

    September 28, 2011 at 3:49 pm

    გლობალური დათბობის თავიდან ასაცილებლად საუკეთესო ხერხია ღმერთი ♥
    ვის რაში ჭირდება ეს რესურსები, ლოცვა გააძლიერეთ და წმინდა მარიამის კალთა აუცილებლად დაგვიფარავს ♥

     
    • iDudette

      September 28, 2011 at 3:49 pm

      პ.ს. მეამაყები! ძალიან კაი პოსტია.

       
      • Internalself

        September 29, 2011 at 2:05 pm

        პირველი კომენტარი პარანორმალური მოვლენებიდან და მეორე უკვე დედამიწიდან?🙂

         

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: