RSS

სასწაული სასწაულები

28 სექ

ვერაფერს იტყვი კარგია სასწაულები, თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ სასწაულები ადამიანში დამატებით ადრენალინს გამოყოფს. ოცდამეერთე საუკუნეში სასწაულები შემცირდა, ხალხი ვეღარ ხედავს ღმერთებს, ვეღარ ელაპარაკება ცხვრებს, არწივებს, ვეფხებს, ხოჭოებს, აღარც ქვები ლაპარაკობენ და რაც მთავარია აღარ მესიები ჩანან. რამდენადაც სამწუხარო არ უნდა იყოს ეს ფაქტია, თუმცა დღეს დღეობითაც არსებობენ ადამიანები, რომლებიც ქვებსაც ელაპარაკებიან, და არა მარტო ელაპარაკებიან, არამედ საკუთარი თვალით ხედავენ, თუ როგორ ტირის ეს უკანასკნელი. ამაზე კი მოგვიანებით, ახლა მსურს რამდენიმე მაგალითი მოვიყვანო, გადავხედოთ წარსულს და დავტკბეთ წარსულის სასწაული სასწაულებით..
სასწაულებზე ძირითადად ძველი წიგნები მოგვითხრობენ, უამრავი მათგანი ჩვენს ერამდე იქნა დაწერილი და თუმცა ბევრისთვის ახლაც აქტუალურია. როდესაც კითხულობთ ან ფურცლავთ ასეთ წიგნებს, შორეული წარსულის სურნელებას გრძნობთ.
ძველ ხალხს ჰქონდა თავისი განსაკუთრებული ენა, აზრის გამოთქმის თავისებური საშუალება, მსჯელობის განსაკუთრებული მანერა. მათ საკუთარი გაგება და მეცნიერებაც გააჩნდათ, ეს ყველაფერი კი ძირითადად რწმენაზე იყო დამოკიდებული.
რაც უფრო ღრმად ჩაწვდებით წარსულს, მით უფრო ბევრ სასწაულს და ამ სასწაულებისადმი ადამიანთა მტკიცე რწმენას შეამჩნევთ. ასეა ყველა ქვეყანაში, ყველა ხალხში და თითქმის ყველგან ერთნაირად. შეიძლება ითქვას, ათასი წლის წინ სასწაულის გარდა არაფრის წამდათ. მათთვის არ არსებობდა ბუნების ცვლილებები, ეს ყველაფერი ხდებოდა ზეციური ძალების ჩარევით, ზოგ შემთხვევაში ეს ძალა იყო ქვა, ლოდი, ხოჭო და სხვა უამრავი.
მაგალითად, ძველი ეგვიპტელები წმინდანებად თვლიდნენ: პატარა ხოჭოს, ჩვეულებრივ კატას, ჩიტ იბისს, ნიანგს, შავ ხარს და სხვა მრავალს. ასეთივე იდუმალ ძალად და სასწაულებრივ არსებად მიიჩნევდნენ პერუელები მზეს. (არა მარტო პერუელები). პერუელთა აზრით მზე იყო მამა და ვარსკვლავების სახით ჰყავდა შთამომავლები, ეს შთამომავლები კი სამყაროსთვის გაუთავებლად იბრძოდნენ.
ამ უცნაურ მარათონში ძველი ბერძნები ლიდერობენ, მათ უამრავი ღმერთი, ნახევრად ღმერთი და სასწაულებრივი არსება ყავდათ: დრიადები, ნაიდები, ტრიტონები, სატირები, ფავნები. მილიონობით ადამიანს არა მარტო სჯეროდა მათი, არამედ მრავალ გაჭირვებსაც იტანდნენ მათი გულისთვის.
ეს ყველაფერი რისთვის დავწერე? მსურდა მომეთხრო რამდენიმე წარსულის სასწაულზე, რომლებსაც თავიანთი დაუჯერებლობის და წარმოუდგენლობის გამო „სასწაული სასწაულები“ ვუწოდე. თუმცა ამ პოსტის წერისას გადავაწყდი ერთობ საინტერესო სასწაულს და გეგმები ცოტათი შემეცვალა. აქედან გამომდინარე გადავწყვიტე სასწაული სასწაულებიდან მხოლოდ ერთი სასწაული მოგითხროთ, შემდეგ კი ოცდამეერთე საუკუნის, იშვიათ, მაგრამ მაინც სასწაულ სასწაულს შევადარო.
ალბათ ყველას გაინტერესებთ როგორ მღერიან და როგორ ლაპარაკობენ ქვები, ჰოდა ყურადღებით.
ჩვენს წელთარრიცხვამდე 27 წელს საშინელმა მიწისძვრამ ეგვიპტეს ნიადაგი შეურყია. ბევრი ტაძარი დაინგრა, მრავალი ქანდაკება წაიქცა. მიწისძვრამ არც რამდენიმე ათასი წლის წინანდელი ამენჰოთეფის ქანდაკება დაინდო. მიწისძვრის დროს ზედა ნაწილი წინ გადმოიხარა და ძირს დაეცა.
ერთი შეხედვით დრომ თავისი გაიტანა და ამენჰოთეფ მე–3 ის დიდების მოწმე ქვის გოლიათმა არსებობა შეწყვიტა, თუმცა პირიქით კი მოხდა, თურმე სწორედ ახლა იწყებოდა ყველაფერი. სულ ცოტა ხანში ჯერ ეგვიპტეში და შემდეგ მთელ მსოფლიოში უცნაური ხმები დაირხა. ამბობდნენ: ყოველ დილით, როგორც კი მზე შეათბობს ამენჰოთეფის ქანდაკების ნანგრევებს, იგი ადამიანივით გაბმულად და საწყალობლად აკვნესდებაო.
დიახაც, ქანდაკება კვნესოდა..როგორც ჩანს ამენჰოთეფი ამით თავის დანგრეულ და დაქუცმაცებულ სამეფოს დასტიროდა. შეიძლება ნერვებმა უმტყუნა, როგორია უყურო შენს სამეფოს, ათასობით წელი, არაფერი შეგეძლოს და შენს თვალწინ ნადგურედებოდეს შენთვის საყვარელი ხალხი. მოკლედ არავინ იცის რა აკვნესებდა ამენჰოთეფს, ერთი კი ფაქტია, თავად მიზეზით არვინ დაინტერესებულა, აი რომ ბღაოდა ამან კი მაშინდელი მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო.
ამენჰოთეფის მოსმენა ყველას შეეძლო, თუკი ქანდაკების საძირკველთან მივიდოდა ნაშუაღამევს და მზის ამოსვლას დაუცდიდა. ამენჰოთეფი მხოლოდ განთიადისას კვნესოდა. სულ მალე კვნესა სიტყვებშიც კი გადაიზარდა. მიუხედავად საჯარო კვნესისა, რამდენიმე ცნობის მოყვარე მორწმუნეს როგორც ჩანს ქვის ქანდაკებამ იმედი გაუცრუა და ახლა გავარდა ხმა, ქანდაკება მხოლოდ იმის თანდასწრებით კვნესის ვინც ცოტათი მაინც მოსწონსო. ბოლოს კი მკურნალ ექიმდაც იქცა ჩვნი ქვა და მორწმუნეები ერთმანეთის ჩანაცვლებით ინკურნებოდნენ.
ხმებმა მოლაპარაკე ქანდაკებაზე საბერძნეთსა და რომამდეც მიაღწია. მრავალი მოგზაური მიდიოდა ქანდაკების მოსასმენად. მათ შორის, იმდროინდელი ცნობილი და სახელოვანი ადამიანები: ლუკიანე იუვენალი, პავზანიუსი, დიონისე და სხვა. ბევრმა მნახველმა ქვის გოლიათის კვარცხლბეკზე წარწერაც ამოკვეთა. კვარცხლბელი სხვადასხვა ენაზე შესრულებული წარწერებითაა დაფარული. ერთი წარწერა, მაგალითად, გვამცნობს: „მე, ტიტუს იულიუს ლუპუსი, მეფის ნაცვალი ეგვიპტეში, გისმენდი შენ (ესე იგი ქანდაკებას) პირველ საათზე“.
სხვა უამრავ წარწერას შეხვდებით, სადაც ხალხი მადლობას უხდის ღმერთს, რათა ეს სასწაული მოუვლინა და ყოველი მათგანი ადასტურებს, რომ ქანდაკება მათ ესაუბრა.
თუმცა მოხდა დიდი უბედურებაც, ერთხელ ქანდაკებას ეწვივნენ რომის იმპერატორი ადრიანე და მისი მეუღლე საბინა. ქანდაკება დუმდა.
ერთი სიტყვით ქანდაკება რამდენიმე ასი წლის განმავლობაში კვნესოდა, მაგრამ არაფერია მარადიული კვნესასაც დაუდგა აღსასრული. ერთხელ ეგვიპტეში ჩავიდა რომის იმპერატორი სეპტიმუს სევერიუსი, ის ქანდაკებას ეახლა, მაგრამ ქანდაკება საბოლოოდ გაჯიქდა და კრინტს არ ძრავდა.. სევერუსმა დუმილი მემნონის განრისხებად მიიჩნია. და ბოლოს რაც ყველაზე საინტერესოა იმპერატორმა ქანდაკების აღდგენა ბრძანა და განაცხადა, რომ ეს უფრო დიდი სასწაულია, ანუ ის რომ ქანდაკება დადუმდა.
გავიდა დრო ქანდაკება, მემონი, ამენჰოთეფი, და სხვა ღვტაებები ხალხმა დაივიწყა. მოვიდა ახალი რელიგიები და მას მოყვა ახალი სასწაულების ახალი მასკარადი.
თუმცა როგორც ჩანს არც იმდენად საკმარისი დრო გასულა, არც ადამიანი შეცვლილა და არც მეცნიერებას შეუცვლია ფასეულობები. სულ ცოტა ხნის წინ წავაწყდი პოსტს, ასეთი სათაურით
“სასწაული სასწაულები”>„სამაჩაბლოს სოფლებში ღამღამობით ღვთისმშობელი მოთქვამს“
„თამარაშენზე, აჩაბეთზე, ქურთასა და კეხვზე როკის გვირაბამდე და რაჭამდე უმოკლესი გზა გადის, მაგრამ თურმე რამდენიმე კვირაა, დიდი ლიახვის ხეობის სოფლებში ღამღამობით ოსები და რუსები შესვლას ვეღარ ბედავენ და შემოვლითი გზით დადიან. არავინ იფიქროს, ქართველთა გადამწვარი სახლების დანახვისას სინდისი აწუხებდეთ, ამის მიზეზი, უბრალოდ, შიშია. ყოველ ღამით ქართული სოფლების სალოცავთა თავზე ჩნდება ნათება, რომელსაც ხან ღვთისმშობელს ამსგავსებენ და ხან წმინდა გიორგის. ცარიელ სოფლებში კი ბავშვების ტირილი და ხმამაღალი გოდება ისმის. ამის გამო რუსებმა წვერიახოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პოსტიც კი მიატოვეს. ამ საგუშაგოდან ღამღამობით ყველაზე კარგად ჩანს, როგორ ამოდის ცეცხლის ენები კეხვის ეკლესიიდან და მერე როგორ ქრება უცებ. ამ ფაქტის უამრავი თვითმხილველი არსებობს. იმასაც ამბობენ, ოს მოხუცებს ეშინიათ, ამ ამბის გამო, მათ შვილებს რაიმე უბედურება არ დაატყდეთ თავს. ომის დაწყებამდე სასწაული მოხდა დავით აღმაშენებლის საფლავზეც, თუმცა ამაზე ოდნავ მოგვიანებით. მანამდე კი შემოგთავაზებთ ინტერვიუს ერედვის გამგებლის მოადგილესთან,ალექსანდრე მაისურაძესთან, რომლის თქმითაც, მსგავსი სასწაული თითქმის ყველა მიტოვებულ ქართულ სოფელში ხდება:“ –ესეც ამონარიდი, სრული ინფორმაციისთვის კი შეგიძლიათ იხილოთ აქ ლინკი
მოკლედ როგორც გაირკვა სასწაულებრივი სასწაულები კვლავაც ხდება, აღარ არიან ძველი ეგვიპტელები, ძველი ბერძნები, მოლაპარაკე ქვები, წმინდანი ხოჭოები, მაგრამ სამაგიეროდ არიან ქართველები და მოთქმები კვლავაც გრძელდება. . .
დასასრულს კი ცნობილი გამონათქვამი მინდა მოვიშველიო “შიშს დიდი თვალები აქვს” ჰოდა სასწაულსაც დიდი თველაბი ჰქონია მეგობრებო. .

Advertisements
 
6 Comments

Posted by on სექტემბერი 28, 2011 in წერილი

 

ტეგები:

6 responses to “სასწაული სასწაულები

  1. გრაფინია

    ოქტომბერი 1, 2011 at 2:46 PM

    ჰა ჰა ჰა ! კომენტარებს ვერ ვხედავ 🙂 ჩამოვარდი დიდების მწვერვალიდან? 😀

     
  2. crisisland

    ოქტომბერი 18, 2011 at 9:39 PM

    დიდების მწვერვალი მეტს მოითხოვს,მაგრამ ფაქტია რომ ეს ბლოგი ერთ–ერთი წამყვანი ბლოგია ქართულ სივრცეში.ყოველშემთხვევაში მე მომწონს და…….
    ეტყობა ბოლომდე წაკითხვა დაეზარათ და კომენტარიც აღარ დატოვეს:დ

     
  3. qetusia

    ოქტომბერი 19, 2011 at 3:02 PM

    მე წავიკითხე არ დამეზარა,მაგრამ სასწაული არამგონია ერქვას მაგ ამბავს…=))

     
    • Internalself

      ოქტომბერი 20, 2011 at 7:21 PM

      და ვინ ამბობს რომ სასწაულია… ეს ხომ სასწაული სასწაულებია 🙂

       
  4. qetusia

    ოქტომბერი 20, 2011 at 9:31 PM

    აააააააჰმ :დ

     
  5. TaKa Cinderrella

    თებერვალი 9, 2012 at 9:01 PM

    გასაგებია შიშს რომ დიდი თვალები აქვს მაგრამ შიში რამდენად უდრის ჰალუცინაციებს ეგ გაუგებარია 🙂

     

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: