RSS

სარკოზობა და ერის გაბრწყინება

07 ოქტ

მართალი ყოფილა ეს ქალი და რა გინდა! ალბათ ბევრს გსმენიათ წმინდა შერონზე, თუ არ გსმენიათ გირჩევთ სასწრაფოდ გადახედოთ გამოცხადებას მას საკვირველსა და კითხვა ისე განაგრძეთ!
დიახაც, ყველაფერი სწორედ ასე დაიწყო, პირველად იყო ის და იყო იგი შერონ! შერონმა მოახერხა და დაანგრია ის სტერეოტიპები, რომელიც აწ უკვე ჰოი რამდენი ხანია არავის დაუნგრევია. მისი გამოცხადება იყო თავად სიწმინდის, სიმართლის და კდემამოსილების შუქურა! ჩვენ ყველას გვახსოვს მისი ცრემლები, ატირებული შერონი, ოჰ ეს ხომ საოცრებაა!
მიუხედავად იმისა, რომ შერონამდეც იყო მცდელობა ერის გაბრწყინების, (გავიხსენოთ ჯორჯ ბუში უმცროსის სასწაულებრივი გამოცხადება და დანგრეულ შენობებზე აფარბული ვებერთელა ბრჭყვიალა და ფერად–ფერადი ცელოფნები) არაფერი გამოვიდა, ბოროტ ძალებს და ეშმაკს არ სძინავს, მათ გამოგზავნეს “ბოროტი სომეხი” რომელმაც ბუშის ვიზიტის და მთელი ზარ–ზეიმის ჩაშლა სცადა. თუმცა ღვთისმშობლის რჩეული ერი ამჯერადაც გადარჩა. შემდეგ იყო აგვისტო, კონკრტეტულად 7, იყო ომი, იყო გამარჯვება და იყო უკან გამოქცევა. როგორც ერთ ბებერ და ღიპის წვენში ჩაქსოვილ ანეგტოტშია, როდესაც მეგრელი ამბობს: „ჩავედით 10 კბილებამდე შეიარაღებული მეგრელი სვანეთში, ვხედავთ მოდის ერთი სვანი, ვესროლეთ დაიწყო ბრძოლა, ვხოცავთ და ვხოცავთ, ვხედავთ გარბიან ჩვენც გავრბივართ!“
ჰოდა ამ ყველაფრის შემდეგ მეგრელის თქმის არ იყოს, ნაომარ და გაქცეულ ერს, როგორც არასდროს ისე დასჭირდა სულიერი სიმშვიდე და აქ დაიწყო გაბრწყინებაი საკვირველი! წმინდა შერონის გამოცხადებას, წმინდა ენრიკოც მოჰყვა. თუ წმინდა შერონმა იტირა, წმინდა ენრიკომ ბლანტი სითხით გაგვწუწა და ზასაობაც არ მოგვაკლო. ჩვენ ყველას გვახსოვს აღფრთოვანებული პრეზიდენტი და საჯარო ცეკვა–თამაში. თუმცა ერთი შეხედვით საცორებები გათავდა, აღარ საიდან ჩანდა, აღარც წმინდანი და აღარც მესია, და სწორედ ამ დროს გამოჩნდა ის, დიახ ის, წმინდა სარკოზი!
ჩვენამდე ის სომხეთს ესტუმრა, (შეამოწმა არუთინიანი ხომ არ იყო თავისუფალი) სომხეთიდან აზერბაიჯანს გაჰყვა და აი გვეწვია ჩვენც. სარკოზობამ, როგორც უკვე ერთხელ ვთქვი, ღიპის წვენში ჩაქსოვილ თბილისობასაც აჯობა და დაჩრდილა კიდევაც, ერმა დაისვენა და გამოცხადდა დასვენების დღე! როგორც ჩემი მეგობარი იტყოდა „სარკოზობა დადგაო, ერი ფეხზე აღსდგაო!“ და მართლაც აღსდგა კიარა და არ ვიცი რა სიტყვა დავწერო. სულ მალე ერი მოითხოვს წმინდა სარკოზის ქუჩის გახსნას, თუმცა ბოლო ინფორმაციით ამ მოთხოვნას მოწინააღმდეგეებიც გამოუჩნდნენ, კერძოდ მართლმადიდებელ მშობელკთა კავშირმა ეს გააპროტესტა და თქვა, რომ სარკოზი კათოლიკეების წმინდანია, და როგორც ერთმა კათოლიკური წმინდანის ქუჩის გახსნამ არ გაამართლა, არც ეს გაამართლებს. საუბარია ბუშის ქუჩაზე.
წმინდა სარკოზი უამრავი სიურპრიზს, ხინკლის ჭამას, მწვადის დაგემოვნებას, ქაბაბის შესანსვლას და კიდე „საქართველოს“ თქმას გვპირდება (რა თქმა უნდა ქართულად!)
არის სიურპრიზები, რომელიც ჯერ არ „გაბაზრებულა“. როგორც უბრალო მოკვდავნი ამბობენ, სარკოზი წასვლისას წმინდა ბლანტი სითხის ნაცვლოდ, წმინდა ფრანგულ სუნამოს მოგვაპკურებს.
დასასრულ კი მინდა გაგიმხილოთ საიდმულო და გითხრათ რომ წმინდა შერონმა, გამოცხადებისას მითხრა, რომ მოვიდოდა პატარა ტანის კაცი, სასაცილო ფიზიონომიით და ფრანგული აქცენტით და იტყოდა….“სა–ქართველო გაბრწყინდება!“ ეს ფრანგული აქცენტით ნათქვამი სიტყვები იქნება თავისებური სტარტი, და სწორედ ამ სიტყვების შემდეგ ჩაირთვება გაბრწყინების წამზომი!
ასე რომ ერო და ბერო, კიდევ ერთხელ გილოცავთ სარკოზობას, ბედნიერები ყოფილიყავით, მრავალს დაესწარით და წამზომი ჩაირთო!

Advertisements
 
8 Comments

Posted by on ოქტომბერი 7, 2011 in წერილი

 

ტეგები:

8 responses to “სარკოზობა და ერის გაბრწყინება

  1. Tamar Taka Selepanishvili

    ოქტომბერი 7, 2011 at 2:45 PM

    რა გეშველება 🙂

     
  2. გრაფინია

    ოქტომბერი 7, 2011 at 2:47 PM

    გულიდან წამოსულია და რამე ხო? :დ
    ბოროტ გრაფინიას მოსწონს ეს პოსტი 🙂 ჟენ ჟემოგევლე :დ

     
    • Internalself

      ოქტომბერი 7, 2011 at 2:58 PM

      მთავარია Share-ები და like-ები არ მოგვაკლოს ბოროტმა გრაფინიამ 🙂

       
  3. katerina

    ოქტომბერი 7, 2011 at 3:27 PM

    აჰა, აკი გითხარი ისეთი ხარ, მაინც მოახერხებ-მეთქი. შეიკრა ხო ღვთაებრივი სამეული? ბოგ ტროიცუ ლიუბიტ :დდდდ, უკვე მერამდენედ განიხსნა ცა და ეშვა ივერიელთ სასოება!!! მარა დამფასებელი არავინაა :დდდ. წავიღებ ამას მეხუთე პოსტად კატერინაზე და ახლა უკვე ნამდვილად იდომინირებ 🙂 :*

     
    • Internalself

      ოქტომბერი 7, 2011 at 3:43 PM

      21–საუკუნის წმინდათა კალთა არ გამოლეოდეს ჩვენს ერს!
      გმადლობ 🙂

       
  4. katerina

    ოქტომბერი 7, 2011 at 3:30 PM

    ხო და კიდევ ტრადიციულად გპატიჟებ ჩემს გვერდზე დასაკიდებლად 🙂

     
  5. Giorgi

    ოქტომბერი 7, 2011 at 4:28 PM

    პროვინციალური აზროვნებით შეპყრობილი გრუზინები ❤

     
  6. გლეხის ბიჭი

    ოქტომბერი 15, 2011 at 1:19 AM

    მე მომხრე ვარ, რომ წმინდანად შევტრაცხოტ ეს კაცი. ამდენი სიკეთე არავის გაუკეთებია ქართველი ერისთვის :)) 😀

     

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: