RSS

სტივ ჯობსი და მონები

01 ნოე

არა მონობა ცუდია, გასაგებია რომ “ხიხიაა” მაგრამ ფიცი მწამს და ბოლო მაკვირვებსო უთქვამთ ოდესღაც. რა ფიცზე ვსაუბრობ? ახლავე მოგახსენებთ: კაცობრიობამ დიდი ხნის წინ აღიარა, რომ მონობა არაა გამართლებული, რომ ყოველ ადამიანს აქვს უფლება იყოს თავისუფალი და მიიღოს გადაწყვეტიულება ისე, რომ სხვას არ ემონებოდეს.
ამისთვის კაცობრიობამ ბრძოლა დიდი ხნის წინ დაიწყო, ამას ჯერ კიდევ ნაზარეველი ამტკიცებდა, თუმცა სიტყვები „ყველა ადამიანი თანასწორია“ მან ერთში მოაქცია და ყველა ამ თანაბარს თავის მამის მონობისკენ მოუწოდა. თავისმხრივ ადამიანებმაც მიიღეს შემოთავაზება და ვიქეცით ცხვრებად, მაგრამ მე ამაზე საუბარს არ ვაპირებ. საუბარი მაქვს ადამიანებზე, რომლებმაც ღმერთი ჩაანაცვლეს, მწყემსობა თავისუფლად მოირგეს და მათრახის გადაჭერაზეც არ ამბობენ უარს, მეორე მხრივ მინდა ვისაუბრო სხვა კატეგორიაზეც, კატგორიაზე რომელიც ამ მათრახს განგებ წელში მოხრილი და მორჩილი სახით ხვდება და გაიძახის რომ ის ამ მათრახის ღირსია, რამეთუ მეტი არ ძალუძს.
ზოგადად პოსტის დაწერის სურვილი გამიჩნდა მას შემდეგ, რაც სტივ ჯობსის გარდაცვალება და ქართველი „კეთილი გულის“ ადამიანების ცრემლები ვიხილე. აბა როგორ გინდათ, სტივი ქართველბმაც ვიგლოვეთ, ბოლო–ბოლო გლობალიზაცია ხომ უკვე დიდი ხნის მომხდარია. გარკვეული ჯგუფის ადამიანები იდეითაც გამოვიდნენ, რომ შეკრებილიყვნენ სანთლებით ხელში და ყველას ერთად გამოეხატა თავისი მწუხარება. სოციალურ ქსელში რამდენიმე ასეთ კომენტარსაც წავაწყდი:
„მოდით ყველა შევიკრიბოთ, ყველამ ვიქონიოთ სანთლები და ყველამ ერთად გამოვხატოთ მწუხარება“
„ღმერთმა აცხონოს მისი სული“
ერთი გოგონა კი ჯიუტად ამტკიცებდა, რომ სტივი გინდა თუ არა სამოთხეში მოხვდებოდა, ვიღაც მანანა კი ეკამათებოდა და არგუმენტად მოჰქონდა ის, რომ მდიდარი ხალხი სამოთხეში ვერ ხვდება.
ძნელია მანანას არ დაეთანხმო, ბოლო–ბოლო სტივმა ამ ქვეყანაზე ხომ იგულავა, ახლა მისი წამების დროც მოახლოვდა, ჰოდა განსასჯელზე ღმერთი ეტყვის: სტივ გეყო რაც იგულავე ახლა აფრიკელი ბავშვების ჯერია, და სამოთხის კარი ზარ–ზეიმით გაიხსნება, ამ ქვეყნად ნატანჯ ბავშვებისთვის, თუმცა თავისხმრივ ესეც საკამათოა, თუ მამა თეოდორე გიგნაძეს დავუგდებთ ყურს, შავ კანიანობა სასჯელია, და ეს წინაპართა ცოდვებიდან გადმოდის. მოკლედ შეუცნობელ არს გზანი უფლისანი.
არა არ მინდა გულქვად გეჩვენოთ, ან შურიან ადამიანად, რომელსაც სტივის წარმატებული კარიერის შურს და ცდილობს შეურაცხყოფა მიაყენოს მას… არა, არა და კიდევ ერთხელ არა!
ჯობია ისევ მონობას დავუბრუნდე, თემას საიდანაც დავიწყე პოსტი. რა შუაშია სტივ ჯობსი და მონობა? შეიძლება პირადად სტივი არც არაფერში, მაგრამ აი თავად „მოკვდავი“ ადამიანების საქციელი კი თავშია!
გასაგებია, რომ სტივი კარგი სპეციალსტი, თავის საქმის მშვენივრად მცოდნე, ნოვატორი, კომპიუტერული ინდუსტრიის წამყვანი ფიგურა და Apple ის თანადამფუძნებელი იყო, მაგრამ ეს ყველაფერი დაუფასდა და იმ დროს, როდესაც ზემოთ ხსენებული ფიგურა მილიონებს არხეინად ხარჯავდა, მილიონობით ადამიანი შიმშილით კვდებოდა და არა იმიტომ, რომ მათ სტივივით არ შეეძლოთ საქმის გაკეთება, ვინ იცის რამდენ ადამიანს არ მისცემია საშუალება თავისი ნიჭის გამოვლენისა, არამედ მათ უბრალოდ ცუდ დროს და ცუდ ადგილას მოუწიათ დაბადება, ბოლო წვეთი იყო კონკრეტულად ეს კომენტარი სოციალური ქსელის ერთ–ერთ გვერდზე : „xshirad milioni ver qmnis imdens rasac marto erti“ ერთი შეხედვით მოსწრებული წინადადება და უამრავი ლაიქიც დაიმსახურა ფეისბუქელი „დამფასებელი“ ადამიანებისგან, მაგრამ ნუთუ გვავიწყდება, რომ ხშირად მილიონს არ აქვს საშუალება შექმნას რაიმე და ერთს აქვს?! ამაზე კი პასუხი ასეთი აღმოჩნდა, შექმნისთვის გონებაა საჭირო, მაგრამ აქ კიდევ ერთი ლაფსუსი, რა გონებაზეა საუბარი? იქნებ იმაზე რომელიც მილიონობით აფრიკელი ბავშვიდან ნებისმიერს შეიძლება აღმოაჩნდეს, ან გინდაც აღმოჩენოდა? თუმცა აღმოჩენა ერთია და ხუთი წლის ასაკში შიმშილით სიკვდილი მეორე.
რა აღმოჩენაზეა საუბარი, როდესაც ყოველდღე ათასობით ბავშვი იღუპება იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ელემენტალური საკვებიც არ გააჩნია? ვინ ადგება და იტყვის, რომ იმ მილიონობით უსახსრობის გამო დაღუპულ ბავშვთაგან ერთი მაინც არ გამოდგებოდა გინდაც სტივ ჯობსისნაირი „ტვნიანი“?!
რეალობა ერთია, დღეს მონობა ისეა გავრცელებული როგორც არასდროს, ზუსტადაც რომ დღეს არსებობენ ბატონები, როგორებიც არც არასდროს არსებულან, ზუსტად ახლაა კლასებს შორის ფინანსური დაშორება იმხელა როგორიც კაცობრიობას არც ხსომებია, არსებობენ ადამიანები რომელთა ფინანსები განვითარებულ ევროპულ ქვეყნების ბიუჯეტსაც არ ჩამოუვარდება და ასწრებს კიდევაც. და აი ამავდროულად არსებობს მილიონობით ადამიანი, რომელსაც ელემენტალური სახლი არ აქვს, არ აქვს ელემენტალური ჩასაცმელი და არ მიეწოდება სუფთა სასმელი წყალი, (აღარ ვსაუბრობ საკვებზე) და ამ ყველაფერს ჩვენი სისტემა მშვენივრად აბალანსებს და აწოასწორებს.
ასე რომ მეგობრებო, სტივ ჯობსის დატირებას და ხელში სანთლების მოღერებას იქნებ ჯობდეს საკუთარ თავს ჩავუღრმავდეთ და ის „ტვინი“ საკუთარ თავში ვეძებოთ და არა მკვდარი ადამიანების „დაფასებით“, რომლებიც სიცოცხლეში უკვე ისედაც დაფასდნენ. დაფიქრდით, იქნებ და ის ნაზარეველი მართალი იყო და ყველა ადამიანი თანაბარი თუ არა, თანაბართან მიახლოებული მაინც არის და იქნებ სტივი აფრიკაში რომ დაბადებულიყო ახლა არც არავის დაეტირა, იმიტომ რომ შეიძლება არც ოჯახი არ ჰყოლდა.
მოკლედ, მადლობას გიხდით ყურადღებისთვის –თქვენი შურიანი და „ნიუდაჩნიკი“ ბლოგერი. .
დასასრულს კი სურათი რომელიც ალბათ ცოტას მაინც დაგაფიქრებთ..

Advertisements
 
6 Comments

Posted by on ნოემბერი 1, 2011 in წერილი

 

ტეგები:

6 responses to “სტივ ჯობსი და მონები

  1. გლეხის ბიჭი

    ნოემბერი 1, 2011 at 5:49 PM

    რა გითხრა. დიდი გულშემატკივარი ამ ადამიანის არ ვყოფილვარ. საკმაოდ მწირი ინფო მაქვს მასზე დღემდე. შესაბამისად, ამ საკითხს ღიად დავტოვებ. იქნებ ოდესმე შევიყვარო და მეც გავაკეთო ფეისბუკ (ან სხვა სოცქსელური სტატუსები) :))))

     
  2. katerina

    ნოემბერი 1, 2011 at 9:50 PM

    ” ესე ყოველი ცხოვრებაი, ვითარცა ყვავილი ველთაი წარმავალ არს და დაუდგრომელ…” ის ნაზარეველი კი იყო მართალი, მაგრამ ადამიანები როდის იყო სიმართლეს იღებდნენ… ლიკე შენ 🙂

     
    • Internalself

      ნოემბერი 3, 2011 at 2:46 PM

      შეუცდომელი არვინ არს, მათ შორის ნაზარეველიც 🙂

       
  3. გრაფინია

    ნოემბერი 1, 2011 at 11:54 PM

    წავალ მერიაში განცხადებას შევიტან სტივ ჯობსის მემორიალი დადგან გმირთა მოედანზე :/

     
    • Internalself

      ნოემბერი 3, 2011 at 2:47 PM

      იყავი ნოვატორი შიშველო გრაფინია 🙂

       
  4. juustgowithit

    მარტი 24, 2013 at 2:08 AM

    კარგი, მაგრამ რა სტივის ბრალია, თვითონ რომ პალო ალტოში დაიბადა და ის ბავშვები აფრიკაში? არ შეიძლება ოდნავ დადანაშაულებაც კი, თუ მადლობას არ უხდი იმისთვის, რომ უდიდესი წვლილი შეიტანა პირველ რიგში კომპიუტერული ინტერფეისის შექმნაში (მობილურ პროდუქტებზე რომ არ ვისაუბროთ), არ უნდა უსაყვედურო მაინც

     

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: