RSS

Monthly Archives: მარტი 2012

ჩვენი პატრიარქი და შავი პიარი

არც ისე დიდი ხანია რაც ფეისბუქ სამყაროში ახალი “ჩემი პატრიარქი” გამოჩნდა. ერთი შეხედვით, უწყინარი და ჩვეულებრივი პათეტიკური გვერდი, სხვა უამრავი წინამორბედისგან არაფრით განსხვავდებოდა თუ არ ჩავთვლით, მძიმეს, რომელიც თავშია დასმული შემდეგი სახით (‘ჩვენი პატრიარქი). თუმცა, სულ მალე, ჩვენმა პატრიარქმა, ექაუნთიც გაიკეთა და ჭეშმარიტი მორწმუნეების მეგობრებში დამატებას მიჰყო მაუსი… და როგორც ქრისტე იგი ნაზარეველი, იწყო მან მოსწავლისა და თანამოაზრისა თვისისა ძიება. დროთა განმავლობაში, აქაუნთი გააქტიურდა, რელიგიური სურათები გამოიფინა და იწყო მოწოდება “თუ ღმერთი გიყვართ დაგვიმატეთ!”
ჩვენს დებსა და ძმებს მეტი რაღა უნდოდათ, იწამეს ჩვენი პატრიარქის და წავიდა შეარ–ლაიქ ფართი… ასობით ლაიქს, გვერდი ათასობით დაშეარებამ აუბა. და აი უცბად, სიტუაცია რადიკალურად იცვლება, ჩვენი პატრიარქი ჭკუიდან გადადის და იწყებს ისეთი სურათების დადებას, რასაც არცერთი მორწმუნე არ იზამს. (იქნება ის ფანატიკოსი თუ ფანაყლიკოსი) მაგალითისთვის მინდა რამდენიმე სურათი წარმოგდგინოთ და თავად გამოიტანეთ დასკვნა…

გაიცანით, ილია მეორეს მაისური

კარებზე მოკაკუნე იესო

მოწოდება..იზრუნეთ ღმერთზე

და ესენი კი უბრალოდ უკომენტაროდ






და სხვა მრავალი…
სწორედ აქ გაიხარა “გონება გახსნილმა” საზოგადოებამ და იწყეს “ღადავი”. მსგავსი სურათები ზუსტადაც, რომ იდეალური საშუალებაა ‘მორწმუნეების’ აბუჩად ასაგდებად და იმის დასამტკიცებლად, რომ საპატრიარქოში ფანატიკოსები ბოგინობენ. ერთი სიტყვით, ყველა ჩვენს ‘პროგრესულად მოაზროვნეს’ მეტი არც უნდოდა და ყოველი ჩემს მიერ ზემოთ მოყვანილი სურათი აიტაცეს, გამოფინეს და იწყეს დაცინვა. არა, დასაცინები რომ ვართ ფაქტია, თუმცა ისიც ფაქტია, რომ ეს კონკრეტული ექაუნთი მორწმუნის და არც ჯვაროსანი ფანატიკოსის გაკეთებული არაა, აბა რომელი მორწმუნე ფანატიკოსი გეგულებათ თქვენ, ილიას სურათზე ამბობდეს, გაატარე თუ არ მოგწონსო?! ეს გაატარე, ხომ ასეთი საშინელი სიტყვაა და რა მოსატანია წმინდა კაცთან. სხვა ყველაფერს თავი რომ დავანებოთ და ნეიტრალური თვალით შევხედოთ, ძალიან ბევრ სურათში აშკარად დავინახავთ პროვოკაციას და შავ პიარს. სპეციალურად გაბუქებული ფანატიზმი იმისთვის, რომ შემდეგში უფრო თავისუფლად ვიწუწუნოთ ეს რა ჩამორჩენილ საზოგადოებაში ვართო.
მე მინახავს, თუ როგორ პასუხობენ ჩემი გეი მეგობრობი გამოკითხვას, რომ ყოველი გეი დასაჭერია. მე ჩემი თვალით წამიკითხავს, თუ როგორ აგინებენ ათეისტები ათეისტებს, შემდეგ საკუთარ სახელს ამუქებენ და ასე დასკრინულს საკუთარ კედელზე ფენენ, მაგრამ ეს უკვე ზედმეტია.. ფაქტი კი ფაქტად რჩება, შავი პიარი ამართლებს და ნეიტრალუარად განწყობილ ადამიანებს ანახებს თუ როგორი განუვითარებლები არიან მორწმუნეები. ( ეს იმას წააგავს, ამერიკა საქართველოს რომ იცავს და ამავდროულად ყოველი რუსეთს მიერ განხორციელებული ინტერვენცია, რომ უხარია, ეს ხომ საშუალებას აძლევს აღშფოთებისას და რაც მთავარია, ევროპას ანახებს თუ როგორი საშინელი დამპყრობელია დიდი რუსული დათვი)
მოკლედ, ბევრს აღარ ვილაპარაკებ და ვიტყვი რომ შეგიძლიათ იხილოთ ზემოთ ხსენებული “ჩვენი პატრიარქი” და იქ თქვენ ნახავთ უამრავ ფოტოშოფით გაკეთებულ სურათს, გაზვიადებულ ფანატიზმს და სხვა მრავალს. და ბოლოს, თავის მხრივ ზემოთ ხსენებულ გამოწვევას ჩვენი საზოგადოებაც იდეალურად შეხვდა. მაგალითისთვის, მოწოდებაზე: “ილია მეორე გიკაკუნებს კარებზე, გააზიარე თუ შემოუშვებდი” ათასამდე გაზიარებაა და კიდევ მეტი ლაიქი.
საბოლოო დასკვნა შემდეგია: ერთ მხარეს შავი პიარი, მეორე მხარეს ერი, რომელიც სიბრმავესთან ერთად, ცხვრის ფარადაც იქცა. დაანახე რომელიმე წმინდანის სურათი, გაუძეხი წინ და მათ აფრიკამდეც ჩაიყვან.
დასასრულს კი, ამდენს ნამდვილად არ ვიბოდიალებდი, ზოგადად დამკვირვებლის როლი მიყვარს, და ამ შემთხვევასაც ასე მივუდგებოდი, დავაკვირდებოდი თუ როგორ იყლევებს თავს ორი რადიკალურად განსხვავებული მხარე თავს და გავერთობოდი, მაგრამ სულ ცოტა ხნის წინ მეგობრობის თხოვნა მეც მომივიდა “ჩვენი პატრიარქისგან” :))
პ.ს. თუ ვინმე ჩემი მრწამსით და რელიგიური მიმდევრობთ დაინტერესდა, შეგიძლიათ ფეისბუქზე იხილოთ, იქ ყველაფერი კარგადაა მითითებული :)))

 
11 Comments

Posted by on მარტი 26, 2012 დუიმი წერილი

 

ტეგები: