RSS

ჩვენი პატრიარქი და შავი პიარი

26 Mar

არც ისე დიდი ხანია რაც ფეისბუქ სამყაროში ახალი “ჩემი პატრიარქი” გამოჩნდა. ერთი შეხედვით, უწყინარი და ჩვეულებრივი პათეტიკური გვერდი, სხვა უამრავი წინამორბედისგან არაფრით განსხვავდებოდა თუ არ ჩავთვლით, მძიმეს, რომელიც თავშია დასმული შემდეგი სახით (‘ჩვენი პატრიარქი). თუმცა, სულ მალე, ჩვენმა პატრიარქმა, ექაუნთიც გაიკეთა და ჭეშმარიტი მორწმუნეების მეგობრებში დამატებას მიჰყო მაუსი… და როგორც ქრისტე იგი ნაზარეველი, იწყო მან მოსწავლისა და თანამოაზრისა თვისისა ძიება. დროთა განმავლობაში, აქაუნთი გააქტიურდა, რელიგიური სურათები გამოიფინა და იწყო მოწოდება “თუ ღმერთი გიყვართ დაგვიმატეთ!”
ჩვენს დებსა და ძმებს მეტი რაღა უნდოდათ, იწამეს ჩვენი პატრიარქის და წავიდა შეარ–ლაიქ ფართი… ასობით ლაიქს, გვერდი ათასობით დაშეარებამ აუბა. და აი უცბად, სიტუაცია რადიკალურად იცვლება, ჩვენი პატრიარქი ჭკუიდან გადადის და იწყებს ისეთი სურათების დადებას, რასაც არცერთი მორწმუნე არ იზამს. (იქნება ის ფანატიკოსი თუ ფანაყლიკოსი) მაგალითისთვის მინდა რამდენიმე სურათი წარმოგდგინოთ და თავად გამოიტანეთ დასკვნა…

გაიცანით, ილია მეორეს მაისური

კარებზე მოკაკუნე იესო

მოწოდება..იზრუნეთ ღმერთზე

და ესენი კი უბრალოდ უკომენტაროდ






და სხვა მრავალი…
სწორედ აქ გაიხარა “გონება გახსნილმა” საზოგადოებამ და იწყეს “ღადავი”. მსგავსი სურათები ზუსტადაც, რომ იდეალური საშუალებაა ‘მორწმუნეების’ აბუჩად ასაგდებად და იმის დასამტკიცებლად, რომ საპატრიარქოში ფანატიკოსები ბოგინობენ. ერთი სიტყვით, ყველა ჩვენს ‘პროგრესულად მოაზროვნეს’ მეტი არც უნდოდა და ყოველი ჩემს მიერ ზემოთ მოყვანილი სურათი აიტაცეს, გამოფინეს და იწყეს დაცინვა. არა, დასაცინები რომ ვართ ფაქტია, თუმცა ისიც ფაქტია, რომ ეს კონკრეტული ექაუნთი მორწმუნის და არც ჯვაროსანი ფანატიკოსის გაკეთებული არაა, აბა რომელი მორწმუნე ფანატიკოსი გეგულებათ თქვენ, ილიას სურათზე ამბობდეს, გაატარე თუ არ მოგწონსო?! ეს გაატარე, ხომ ასეთი საშინელი სიტყვაა და რა მოსატანია წმინდა კაცთან. სხვა ყველაფერს თავი რომ დავანებოთ და ნეიტრალური თვალით შევხედოთ, ძალიან ბევრ სურათში აშკარად დავინახავთ პროვოკაციას და შავ პიარს. სპეციალურად გაბუქებული ფანატიზმი იმისთვის, რომ შემდეგში უფრო თავისუფლად ვიწუწუნოთ ეს რა ჩამორჩენილ საზოგადოებაში ვართო.
მე მინახავს, თუ როგორ პასუხობენ ჩემი გეი მეგობრობი გამოკითხვას, რომ ყოველი გეი დასაჭერია. მე ჩემი თვალით წამიკითხავს, თუ როგორ აგინებენ ათეისტები ათეისტებს, შემდეგ საკუთარ სახელს ამუქებენ და ასე დასკრინულს საკუთარ კედელზე ფენენ, მაგრამ ეს უკვე ზედმეტია.. ფაქტი კი ფაქტად რჩება, შავი პიარი ამართლებს და ნეიტრალუარად განწყობილ ადამიანებს ანახებს თუ როგორი განუვითარებლები არიან მორწმუნეები. ( ეს იმას წააგავს, ამერიკა საქართველოს რომ იცავს და ამავდროულად ყოველი რუსეთს მიერ განხორციელებული ინტერვენცია, რომ უხარია, ეს ხომ საშუალებას აძლევს აღშფოთებისას და რაც მთავარია, ევროპას ანახებს თუ როგორი საშინელი დამპყრობელია დიდი რუსული დათვი)
მოკლედ, ბევრს აღარ ვილაპარაკებ და ვიტყვი რომ შეგიძლიათ იხილოთ ზემოთ ხსენებული “ჩვენი პატრიარქი” და იქ თქვენ ნახავთ უამრავ ფოტოშოფით გაკეთებულ სურათს, გაზვიადებულ ფანატიზმს და სხვა მრავალს. და ბოლოს, თავის მხრივ ზემოთ ხსენებულ გამოწვევას ჩვენი საზოგადოებაც იდეალურად შეხვდა. მაგალითისთვის, მოწოდებაზე: “ილია მეორე გიკაკუნებს კარებზე, გააზიარე თუ შემოუშვებდი” ათასამდე გაზიარებაა და კიდევ მეტი ლაიქი.
საბოლოო დასკვნა შემდეგია: ერთ მხარეს შავი პიარი, მეორე მხარეს ერი, რომელიც სიბრმავესთან ერთად, ცხვრის ფარადაც იქცა. დაანახე რომელიმე წმინდანის სურათი, გაუძეხი წინ და მათ აფრიკამდეც ჩაიყვან.
დასასრულს კი, ამდენს ნამდვილად არ ვიბოდიალებდი, ზოგადად დამკვირვებლის როლი მიყვარს, და ამ შემთხვევასაც ასე მივუდგებოდი, დავაკვირდებოდი თუ როგორ იყლევებს თავს ორი რადიკალურად განსხვავებული მხარე თავს და გავერთობოდი, მაგრამ სულ ცოტა ხნის წინ მეგობრობის თხოვნა მეც მომივიდა “ჩვენი პატრიარქისგან” :))
პ.ს. თუ ვინმე ჩემი მრწამსით და რელიგიური მიმდევრობთ დაინტერესდა, შეგიძლიათ ფეისბუქზე იხილოთ, იქ ყველაფერი კარგადაა მითითებული :)))

 
11 Comments

Posted by on March 26, 2012 in წერილი

 

ტეგები:

11 responses to “ჩვენი პატრიარქი და შავი პიარი

  1. Barcelonisimo...

    March 26, 2012 at 2:25 am

    გაიხარე პოსტისათვის! როგორც კი გამოჩნდა ეს გვერდი, ეჭვი შემეპარა, მაგათ “მორწმუნეობაში” თან მაგარი შებერტყილბი არიან – ითხოვენ, დაგვამატეთო მეგობრებში და არ გამატებენ, სამაგიეროდ პროფილი გრჩება გამოწერილი…. ამან ბევრი მომხმარებელი დააბნია და არ იციან, რა ქნან🙂
    რეპორტი ასეთ გვერდებს!!!!🙂

     
  2. Mygreensun

    March 26, 2012 at 8:31 am

    😐 რა უსამართლობაა, ეს პოსტი პრიველად მე დავწერე, მაგრამ შეუნჩნეველი დარჩა ყველასგან.. |(

     
    • Internalself

      March 26, 2012 at 10:48 am

      “უსაამაართლობა” მსგავსი ტვინის ტყვნა ფეიჯებია და იმედია ამჯერად მაინც არ დარჩება შეუმჩნეველი.

       
      • Mygreensun

        March 26, 2012 at 11:44 am

        თან რამდენნი არიან მაგათი დედა ვატირე😐 ფეისბუქზე შესვლა მეზიზღება უკვე😐

         
  3. natia121

    March 26, 2012 at 6:47 pm

    sapatriarqos mivwere mailze, ase amboben, rom patriarqis txovnit gaketda da martalis aris tu ara -metqi, mara ra tqma unda ar upasuxiat, sheidzleba arc unaxavt:) rac shexeba mag gverdes, imaze vgijdebi zogiert fotos atobit mowoneba da gaziareba rom aqvs, es xalxi ragam daashtera:|

     
  4. salmonelozi

    March 28, 2012 at 1:04 am

    “რასაც არცერთი მორწმუნე არ იზამს. (იქნება ის ფანატიკოსი თუ ფანაყლიკოსი)”

    avtor, aba amas rogor ambob prosta ra? 1000 obit useri alaikebda da ashearebda am kretinul suratebs rasac mag gverdis avadmyofi admini debda. asobit da atasobit iuzeri!!!!!

     
    • Internalself

      March 28, 2012 at 4:45 pm

      მკითხველ, აბა კარგად დააკვირდი მე რისი თქმა მინდა.. ერთია ცხვარივით მოიქცე, როდესაც პატრიარქის სურათს ხედავ და აშეარო და ალაიქო და მეორე, როდესაც თავად ქმნი სურათს, რომელსაც აწერ თუ არ მოგწონს გაატარეო..

       
  5. ინტრიგანი

    March 29, 2012 at 1:21 am

    ნუ საზიზღრობაა უკვე ასეთი გვერდები, სურათები..ცუდად ვარ…ყველაფერს როგორ ბილწავენ რაა..ან ეს ხალხი რამ დააშტერა..რატო ალაიქებენ საერთოდ ამ გვერდებს…იარე ეკლესიაში თუ გწამს, მაინც და მაინც ფეისბუქის 500-მა იუზერმა უნდა ნახოს რომ მორწმუნე ხარ?!

     
  6. teo

    September 29, 2012 at 7:38 pm

    ra tipis bichia nu🙂

     
  7. nino

    October 2, 2012 at 1:54 am

    ar gesmit tqven sagani, rodesac shen eklesiashi dadixar iq ver gxedaven sheni megobrebi da rodesac dgeshi 1000 posts da surats asheareb religiur tematikaze, (zustad isetebs rogorebic postis avtorma daurto posts) mashin yvela xedavs ra religiuric xar, da shesabamisad kai gogo/bichi, kargi shvili, kargi meugle, mshvenieri sardzlo/sasidzo, saqmro/sacole da a.sh.🙂 tan tadzarshi siaruls saxlidan gasvla da iq saatobit dgoma unda…

     
  8. juustgowithit

    March 24, 2013 at 2:11 am

    რა კარგია ასე სწორად რომ აზროვნებ

     

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: