RSS

მთელი ცხოვრება პროფილთან ერთად….?!

09 მაისი

“თუ ცოტა დრო გაქვთ წაგიკითხავთ” იწყებს გადაცემა პროფილის წამყვანი მაია ასათიანი.. დიახ, ხუთშაბათს, როგორც ყოველ კვირას, რუსთავი ორის ეთერში გადაცემა პროფილი გავიდა, თუმცა ამჯერად სტუმრები “ჩვენი” ტელემაყირებლის თხოვნით შეირჩა. პირველი სტუმარი ქალბატონი მაყვალა გახლდათ. ის ტრიალებს და ბრუნავს, კითხვაზე თუ რატომ, პასუხი შემგედია: კარგია და იმიტომ, ყველაფრისთვის კარგია.
როგორც ჩანს, საქართველოს მოსახლეობისთვის ძალიან საინტრესო ყოფილა ერთ ადგილზე ბრუნვის ფენომენი. ქალბატონმა მაყვალამ წრეზე ტრიალით სახელი გაითქვა, გადაცემა “ნიჭიერის” შემდეგ ეტაპზე გადავიდა, “იუთუბზე” ათასობით მაყურებელს მოუყარა თავი და ახლა საზოგადოებამ ის პროფილში მოიხო. როგორც ჩანს, ამ მხრივ ქალბატონმა მაყვალამ წრეზე, ერთ ადგილზე ბრუნვით, ქართულ საზოგადოებას და მენტალობას მიბაძა და პოპულარობამაც არ დააყოვნა.
ქალბატონი მაყვალაც თავისმხრივ ხელცარიელი ხომ არ მოვიდოდა, მან ჯადოსნური ქვები მოგვიტანა, შემდეგ იყო რუსულ ენაზე დისკუსია და ჯადოსნური ქვების რუსულად განმარტება, როგორც ჩანს ამ საოცრებას ქართულ ენაზე ვერ თარგმნი…ქალბატონი მაყვალას სტუმრობამ კიდევ ერთი საიდუმლო გაგვანდო, გავიგეთ, რომ, თმა ანტენა ყოფილა, რომელიც ადამიანებს ზებუნებრივ ძალებთან გვაკავშირებს. აღმოჩნდა რომ პროფილის სტუმარი მოძრავი კბილის გამაყუჩებელიც ყოფილა, როდესაც ის სადმე მიდის, მის გვერდით მყოფთ კბილის ტკივილი უვლით. (არ ანახოთ ეს ქალბატონი მსოფლიოს, თორემ დანტისტები აღარ იარსებებენ).
დასასრულს კბილთა მკურნავმა, საკუთარი თავგადასავალი მოგვიყვა, ცრემლებიც მოგვგვარა და ყველას დაგვემშვიდობა. ისე კი საინტერესოა, მარტო გვერდით ყოფნისას შეუძლია კბილის ტკვილის გაყუჩება თუ მისი ტელეეკრანებიდან ცქერაც შველის…

ხუთშაბათ საღამოს, გია სურამელაშვილის დიდი ჰიტების ავტორიც გავიცანით, ესეც საზოგადოების მოთხოვნით, რა თქმა უნდა! იყო მეგაფონების და ტუჩების ცმაცუნის ტრიალი.
გადაცემის წამყვანმა გამოგზავნილ წერილებსაც მიაქცია ყურადღება და ჰოი საოცრებავ, მან საოცრებას მიაგნო…მაიამ “უნიკალური წერილი” წაგვიკითხა, შემდეგ კი წერილის ავტორიც გაგვაცნო. რეპორტაჟის გმირი, მოწევა და სმა ჭამის ფენომეს ღრეობად მიიჩნევს და ამიტომ ამ ყველაფერზე უკვე რამდენიმე თვე უარი აქვს ნათქვამი. ის მოსახლეობას მოშორდა, ზარატუსტრასავით განმარტოებით ცხოვრება არჩია, მართალია მთლად მთად ვერ ავიდა, მაგრამ ხუთი კილომეტრით ადამიანებისგან დაშორებულ ადგილას აბრძანდა. ერთი სიტყვით, ზემოთ ხსენებეული უნკიალური წერილის ავტორი, მიწას თხრიდა და განძი უპოვია, პროფილის ჟურნალისტებმაც ჭიათურას მიაშურეს და ქართველ ზარატუსტრას ესტუმრნენ. აღმოჩნდა, რომ ნიცშეს ზარატუსრასგან განსხვავებით, ქართველი ზარატუსტრა ლომების მაგივრად, მგლებს ესაუბრება (რას იზამ საქართველოში ლომს ვერ შეხვდები) მგლებთან მოსაუბრე, მგლების ყმუილს ეხმაურება და ეძახის –გამოდით დავილაპარაკოთო, თუმცა აქაც ჩამოვრჩით ქართველები, მგლები არ გამოდიან. მაგრამ თავი შეგვიძლია შედეგით დავიმშვიდოთ…როგორც უკვე მოგახსენეთ, მან თხარა, თხარა და განძი ამოთხარა. ოცდათხუტმეტ დღიანი შრომის შემეგ ძველი სალოცავის ნანგრევები აღმოაჩინა.. და ახლა ახლის შენების მაგივრად ძველში ლოცულობს. მეგობრებად მცენარეები ჰყავს, ესენია: სითბო, სიცივე და სინეტარე. მას ხეც აქვს, რომელიც მის ცოდვებს ზომავს. რეპორტაჟის გმირის განცხადებით, თურმე ყოველი ხე, თავისი მოცულობით და გაბარიტებით, ვიღაცის ცოდვის საზომია. საინტერესოა ჭადრის ხე რომელი ცოდვილის ცოდვის საზომია.

საოცრების შემეგ იყო, “აბა ტაში ჭირი მე..გენაცვალეთ ყველას” სოსო ნარმიანიძემ, მოსახლეობის მოთხოვნა დააკმაყოფილა და გვიმღერა.
სიმღერის შემდეგ “ყველაზე მხირაულმა ადამიანმა”, როგორც მას მაიამ უწოდა, ყველაზე სევდიანი თავგადასავალი მოგვიყვა… იყო ცრემლები და მას გოდება..

ცრემლების შემდეგ კვლავ მხიარულება, ნათქვამია ცრემლს სიცილი ცვლისო, ბევრ სიცილს კი კვლავ ცრემლი მოჰყვებაო. მაიამ აღმოჩინა ადამიანი, რომელიც კახეთში, კერძოდ გურჯაანში, ცათმფრენს აშენებს.
დავით ჩახვაშვილი, გაფრენის სურვილმა შეიპყრო და რატომღაც გადაცემის წამყვანმა ჩათვალა, რომ ეს ყველაფერი ჩვენთვის, ტელემაყურებლებისთვის, საინტერესოა. ორ წლიანი “ჩხირკედელაობის შედეგი” დავითმა, გადაწყვიტა საგანგებოდ პროფილის გადაცემისთვის გამოეცადა. გამოცდა კი ამწეკრანის ჩარევით დასრულდა, და ვიხილეთ ამწით აწეული ცათმბჯენი.
ამწეკრანით ფრენის შემდეგ ვიხილეთ ადამიანი, რომლის მოპატიჟებასაც პროფილის მაყურებელი ყოველ თვე ითხოვს, გოგიტა გოგიძე. მეგაფონის ზეიმს გოგიტას ცხოვრებისეული თავგადასავლებიც მოჰყვა.

მაიკომ კიდევ ერთი წერილიც წაგვიკითხა და ირაკლი ძამუკაშვილის შემოქმედება გაგვახსენა, თუმცა ეჭვი მაქვს ბევრს მისი ჩაცმის სტილი და შავი სათვალეები უფრო ადვილად გაახსენდებოდა. მოკლედ, ასეა თუ ისე, ირაკლიმ კიდევ ერთხე გვიმღერა (მეგაფონით) და კიდევ ერთხელ გვაჩუქა ღიმილი, ესეც რა თქმა უნდა, იმ უამრავი წერილის ხელშეწყობით, რომელსაც ჩვენ “ტელემაყურებლები” ასე დაჟინებით ვუგზავნით მაია ასათიანს და სადაც ირაკლის შემოქმედების კიდევ ერთხელ მოსმენას მოვითხოვდით.
მაჩუქე ღიმილის, სიმღერის შემდეგ კვლავ სევდიანი ისტორია და მორიგი უიღბლო შემოქმედის ისტორია. საკუთარი ცხოვრების მოყოლისას, რა თქმა უნდა ირაკლიც უიღბლო აღმოჩნდა.
დასასრულს კიდევ ერთი აუსრულებელი ოცნება ავასრულეთ, ირაკლის შემოქმედება პროფესიონალ მომღერალს შევასრლებინეთ და მომავალ ხუთშაბათამდე და მომავალ ოცნების ასრულებამდე ერთმანეთს დავემშვიდებეთ.
ერთი სიტყვით, ხუთშაბათს პროფილმა კიდევ ერთხელ “გაგვართო”, კიდევ ერთხელ აგვისრულა ოცნებები, კიდევ ერთხელ გვატირა და გვაცინა…ამ ყველაფრის ბოლოს კი ჩნდება კითხვა, სტუმრები და თემატიკა, მართლა საზოგადოების მოთხოვნაა, თუ მაიას ფანტაზია. მე პირადად ვიტოვებ იმედს რომ ამ უკანასკნელის…
და სანამ მსგავსი ინტერესი და მსგავსი სტუმრები იარსებებენ, ტელეკომაპანია იმედიც კვლავ ხშირად ჩაატარებს აწ წარსულში ჩატარებულ „გამოკითხვას“ და კვლავ წამოჭრის პრობლემას, რატომ იცის საზოგადოებამ ბიჭოლას ვინაობა და წარმოდგენა არ აქვს თუ ვინაა ზაქარია ფალიაშვილი. ამ დასმულ კითხვაზე კი კვლავაც ქალბატონი მაყვალასავით ვიტრიალებთ ჩვენც, საზოგადოებაც და ზემოთ ხსენებული მედიაც.
ქალბატონი მაყვალასი არ იყოს, ადამ სმითიც გამახსენდა და მისი ნათქვამი.. “მოთხოვნა ბადებს პროდუქტს”

 
5 Comments

Posted by on მაისი 9, 2012 დუიმი წერილი

 

ტეგები:

5 responses to “მთელი ცხოვრება პროფილთან ერთად….?!

  1. katerina

    მაისი 9, 2012 at 8:54 PM

    ბოლო ციტატა ყველაფერს ხსნის. თუმცა ესეცაა, ხომ უნდა სინჯოს ვინმემ მაინც? ეგებ და თუ ამოძირკვავ ამ გოიმთ პარადს და მსგავსი აღარ გაჭაჭანდება, გადაეჩვიოს ეს მდაბიო გემოვნების მასა და შეეცვალოს მოთხოვნა? თუ უტოპიასა შინა ვარ?

     
  2. salome

    მაისი 9, 2012 at 11:08 PM

    bolo fraza relauria

     
  3. აისბერგი

    მაისი 10, 2012 at 2:44 PM

    მეც იმედს ვტიოვებ ეს ყველაფერი მაიას ფანტაზიის შედეგია… თუ არა, კი ვართ ღირსები მეტეორი დაგვეცეს

     
    • karamelka

      მაისი 10, 2012 at 3:53 PM

      მაიას მაინც დაეცეს სულ ცოტა:დ

       
  4. intrigani

    ივლისი 7, 2012 at 9:44 PM

    მაიას და ზოგადად ქართულ ტელევიზიას მაგარი შიგ აქვთ..და ეს არამგონია ხალხის ბრალი იყოს…ისინი გვტენიან ნაგავს ზოგი კი იღებს..ვისაც არ მოსწონს არ უყურებს და ასეთები ბლომად არიან დარწმუნებული ვარ..

     

დატოვე კომენტარი