RSS

ჩემი დემოკრატია ჩეიდევით, ჩემი დემოკრატია!

05 Oct

მოკლედ რა ხდება, შეიცვალა ხელისუფლება, დემოკრატიული არჩევნებით, ნიღბიან-იარაღიან გამყალბებლებით და “გთოხვთ დატოვეთ აქაურობის” ღრიალით….მაშ!
პროგრესი აშკარაა, ვერაფერს იტყვი, აბა რომელ ქვეყანში გემუდარება ნიღბიანი შეიარაღებული მამაკაცი, გთხოვ დატოვე აქაურობაო?!

იყო სლოგანებიც: მეტი სარგებელი ხალხს, ისეთ დემოკრატიას შევქმნით ევროპასაც გავაოცებთ, გაუმარჯოს დემოკრატ ქრისტიანებს, იყო ქართველობა დაკარგული ქართველობაც და მერე კვლავ შეძენილი ქართველობაც. იყო ოცნებები, ჩაფიქრებული და ახდენილი, ზოგიც გადახდენილი…

მაგრამ ახლა რა ხდება, მევიდა ჩვენი პრეზიდენტი, ნუ პრეზიდენტი თუ არა, პრემიერმინისტრი ხომ მოვიდა?! მართალია მოქალაქეობის გარეშე, მაგრამ ხომ მევიდა.. არ მევიდა?!
ავიხდინეთ ოცნება, მაშ!
აღარც ღვედის გაკეთებას გვაიძულებენ, აღარც ავტობუსში ბილეთის აღებას.. ამ უკანასკნელში ბოლო წუთამდე ეჭვი მეპარებოდა, სანამ ჩემი თვალით არ ვიხილე მოხუცი, რომელიც კონტროლიორს უყვუროდა, “წავიდა თქვენი პრეზიდენტი, ჩაეთრიე აქედან ბილეთს მოგცემ შენ”
ჰოდა აბა თუ იცით, იმანაც რა ქნა? ადგა და ჩავიდა… მაშ, ჩეიდო და ჩევიდა!
მერე ასავლ-დასავალმა დემოკრატიულად დედა მოვუტყნათ, ციხის თანამშრომლებსო.. აჰა მისამართი და ჯანი გავარდესო, ადგა და გავარდა ჯანიც.
პატრულიც წევიდა, მაშ წევიდა მაგათი პრეზხიდენტი და…
საოცრება ისაა, რომ პატრულიც ისე იქცევა, თითქოს მართლაც და არჩევნებში თვითონ წააგეს და არა რომელიმე პოლიტიკურმა პარტიამ.
ჩემმა ძვირფასმა მეზობელმა, რომელიც სხვათაშორის პატრულის თანამშრომელია, კი არღვევენ წესებს, დაგრიალებენ ქუჩებში გიჟებივით ეს ოცნების მანქანები, მაგრამ მე ვერ გავაჩერებ, ახლა შარის თავი მაქვსო?!
და მართლაც აქვთ? თუმცა რისი ეშინიათ, თუ რამე შელაპარაკება მოუვათ ოცნება ახდენილ აქტივისტებთან, მოვლენ სულიერი ლიდერები და როგროც ტელეკომპანია მაესტრომ აღნიშნა, სიტუაციას განმუხტავენ. ასე, რომ ნურაფრის გეშინიათ, ხედავთ კანონდარღვევას, დაძაბულობას?! რეკავთ 022 ში და კითხულობთ საპატრიარქოს ნომერს, შემდეგ რეკავთ საპატრიარქოში და კითხულობთ მმკ-ს ნომერს.. რამდენიმე წუთში მობილური ჯგუფი ადგილზე ჩნდება და იწყებს პერიმეტრზე პატრულიერებს, როგორც ეს “ასავლ-ჩამავალ” გაზეთის ოფისთან მოხდა… მაშ!
და ბოლოს, მთავარი წინასაარჩევნო სლოგანი და გეგმა მახსენდება, ბატონი გუბაზი, რომ ქუთაისელებს პირდებოდა,, “პოლიტიკის დედაც მოვტყან, მე ფული მაქვს საშოვნიო”

ხოდა ხომ აირჩიეთ, დიახაც აირჩიეთ, მაგრამ აქ ერთი ლაფსუსია, გუბაზის სლოგანი მთელ ქართველობას ისე მოგვეწონა, რა ქუთაისის რის ქუთაისი, მთელმა ერმა ერთხმად შესძახა

ერთი გუბაზის დედაც მოვტყან, ფული გვაქვს საშოვნიო!
მართალია რა ჭორვილელ კაცს ვირჩევდით, აგერ ერის ნამდვილი ლიდერი, არც ღიპი აკლია და არც ომახიანი ხმა.
ჰოდა ვძარცვავთ ახლა ბანკებს და მაღაზიებს. მაშ, ხალხს ფული აქვს საშოვნი!

დასასრულს კი, პატივისცემით და მოწიწებით, შენი ოცნება ჩეიდევი საქართველო, შენი ოცნება!

თქვენი მიხეილ ივანიშვილი

 
2 Comments

Posted by on October 5, 2012 in წერილი

 

ტეგები:

2 responses to “ჩემი დემოკრატია ჩეიდევით, ჩემი დემოკრატია!

  1. Dimitri Amirejibi

    October 5, 2012 at 4:53 pm

    მიხეილ ივანიშვილი ))

     
  2. Marita

    July 21, 2013 at 8:43 pm

    ჩემ თვალწინაც ერთმა კუნთმაგარმა კაცმა დაუწყო კონტროლიორს ცემა და მუშტების მოღერება, როგორ თუ ბილეთის აღება მაკადრეო. ჩემი სამოქალაქო შეგნება ჩეიდევით, ჩემი სამოქალაქო შეგნება ! :))

     

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: