RSS

პოლიტიკა და ორგაზმი

21 Oct

მოკლედ რა ხდება, დღეს მოხდა ის რაც არ მომხდარა.. არ მომხდარა საქართველოში. საპარლამენტო უმარვლესობა შეიცვალა, მაშ!
ნაციონალები შეცვალეს მეოცნებეებმა! არ გაჭრა ნაციონალურმა ოცნებამ და ჩვენც ახლა ახალი ოცნება დავიწყეთ. თავად მიხეილ სააკაშვილიც აგვყვა, გამოვიდა ტრიბუნიდან და აქო და ადიდოდა ქართველი ერის პროგრესი, წინ სვლა და დემოკრატია.
დემოკრატია, რომელმაც თავად მას გამოუტანა განაჩენი, რომ ის არის ტირანი, ნუ ტირანი თუ არა, ცუდი ტიპი და უნდა წავიდეს. მიშამ, ლუი მეთორმეტე გამახსენა, რომელიც საფრანგეთში გატარებული რეფორმებით ამაყობდა, და ბოლოს ამ პროგრესმა სული–ხელ ხელ ჩაკიდებული ააბრძანა გილიოტინაზე.
თუმცა რა დროს ლუია, დღეს საქარეთველომ ახალი ბლოგბასტერის პრემიერა იხილა.
ფილმის პრემიერა და წითელი ხალიჩა დღეს ქუთაისში, პატლამენტის შესასვლელთან გაიმართა. რეჟისორები, მსახიობები და სხვა ვარსკვლავები ერთმანეთის მიყოლებით მიბრძანდებოდნენ და მობრძანდებოდნენ.
ახლად ჩასახული დემოკრატიის პრეზენტაციას ყოველი ადგილობრივი ვარსკვალვი დაესწრო. იყო შავი ჯიპები და შავი კოსტიუმები.
ქართველმა ერმა ყველა ვარსკვლავი, როგორც იქნა ერთ დღეს, ერთად შეჰყარა.
თავისმხრივ,არც მედიამ დააყოვნა და თავისებურად, დემოკრატიულად აიღო სტარტი, „რუსთავი 2“–მა და სხვა მედია საშუალებებმა, „ლაბორატორის 1918“ ის აქციას პარტიული უწოდეს, მათ ხელში გამსახურდიას დროინდელი დორშები დააჭერინეს და ნაციონალებისთვის აგინებინეს.
შემდეგ იყო გახსნა, ერთ–ერთი მთავარი როლის და ყოფიოლი მეგა ვარსკვალვის სიტყვით გამოსვლა და ჩასუნთქვის დროს ფეხზე წამოდგომით ტაშის კვრა.. მალევე მიხვდნენ ნაციონალები, რომ პრეზიდენტი სუნთქავს და იმ წამსვე თავისი ადგილები დაიკავეს.
მოყვა ყოფილმა გმირმა და მეზღაპრემ ზღაპრები, მაგრამ ეს ისეთი საინტერესო აღარ იყო, ყველა ორ ახალ, უფრო სწორად ერთ ვეტერან და მეორე ახალი პოპ–ვარსკვალვის გამოჩენას ელოდა.
არც მათ გვაწყენინეს და ერთმანეთის გვერდით მოიკალათეს. ჩაჰკიდეს ერთმანეთს ხელები და გაღიმებულები შესცქროდნენ, აწ უკვე ჩამქვრალი ვარსკვალვის, როგორც მეცნიერები უწოდებენ „თეთრ ჯუჯას“ გამოსამშვიდობებელ ზღაპარს.
ერთი სიტყვით, პრემიერა შედგა და მაყურებელიც კმაყოფილი დარჩა.
აი „პროგრესულად“ მოაზროვნე საზოგადოება კი აღშფოთდა, კონკრეტულად ორი აწ ახალი პოპ–ვარსკვლავის საქციელით,
„კი მაგრამ სხვა რელიგიის წარმომადგენელები რატომ არ ისხდნენ საპატიო ადგილას?!“
„რატომ დაუჯდა პატრიარქს ასე ყველას თვალწინ?!“
„ბიძინაც იგივე მატყუარაა!“
ერთ–ერთმა ჩემმა ფეისბუქ ფრენდმა, სხვათაშორის საკმაოდ პატვისაცემმა, პრემიერაზე გადაღებული ყველაზე მნიშვნელოვანი სურათი დააშეარა და 41 ის შემომხაზავებს ირონიით ამ სურათის დაშეარებისაკენ მოუწოდა..
ჰოდა რა ხდება ახლა,
ბიძნას პატრიარქის გვერდით ჯდომა, რომ გაგიკვირდათ..
პოლიტიკა, რომ სექსია სადაც პოლიტიკოსები იძულებულები არიან აბსტრაქტულად მისცენ ტრაკი მასას ახლა გაგიეთ?!

პრობლემა ხალხში ეძებეთ, რომელიც ამ ცეკვას მოითხოვს და არა, პოლიტიკოსებში. პოლიტიკა მარკეტინგია… ითხოვს მომხმარებელი? ბაზარი აწვდის!

მერწმუნეთ, ოცნების ამომრჩეველთა უმრავლეოსობამ ზემოთ ხესნებული ფოტოს ხილვის დროს, პოლიტ–ორგაზმი განიცადა.

პატივისცემით, თქვენი მიხეილ ივანიშვილი❤

 

ტეგები:

One response to “პოლიტიკა და ორგაზმი

  1. Georgian Dreamer

    October 22, 2012 at 12:20 am

    გეთანხმები , ბიძომ ეს სვლა იმ ცხვრის ფარაზე გათვალა რომელმაც მთავრობაში მოიყვანა , ისე ამ კაცს მაგარი უნარი აქვს , ყველა მთავრობას ერგება და მილიონებს იღებს🙂 სუფთა თეთრი მელაა😀

     

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: