RSS

რელიგიური უმცირესობა–ანუ საპარლამენტო უმცირესობა

24 Nov

This slideshow requires JavaScript.


„სხვა ქვეყანაში სარწმუნოებისათვის დევნილნი და ჩაგრულნი — აქ ჩვენში ჰპოულობდნენ მშვიდობის-მყოფელს სავანესა და სინდისის თავისუფლებას.’’–ამბობდა ილია ჭავჭავაძე. მიზეზად კი ის მოჰქონდა, რომ ქართველებმა მრავალი ჭირი და ვარამი გადაიტანეს საკუთარი რელიგიის შესანარჩუნებნლად. „ჩვენ ვიცით რა არის რელიგიური თავისუფლება“–სჯეროდა მას.
ფაქტია, თავის სიტყვებში ილია ქართული საზოგადოების ტოლერანტობაზე საუბრობს, თუმცა მას შემდეგ ბევრმა დრომ განვლო. მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, ზემოთ ხსენებული სიტყვების პატრონს, ჯერ აგინეს, მერე მოკლეს და ბოლოს წმინდანობაც დაბრალეს.
ილია მართლის სიტყვების შემდეგ, რელიგიურ უმცირესობათა უფლებები არაერთხელ დაირღვა. ეს დარღვევები კი არაერთხელ აისახა ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში ჩატარებულ ანგარიშებსა თუ კვლევებში.
არადა რა ლამაზად ჟღერს ჩვენი კონსტიტუციის მე–12 მუხლი: „ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონოს წინაშე თანასწორია განურჩევლად რასიასა, კანის ფერისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიუკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა’’.
2002 წლის აღწერის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 83.9% ეკუთვნის მართმადიდებლურ ეკლესიას, 9.9% მუსულმანია და 3.9% სომხური აპოსტოლური ეკლესიის წევრია, მაშინ, როცა სხვა რელიგიური ჯგუფები -კათოლიკები, ლუთერანები, ებრაელები და იეზიდები ითვლიან 1 %-ზე ნაკლებს თითოეული.
2011 წელის 5 ივლისს საქართველოს პარლამენტმა სამოქალაქო კოდექსში ცვლილებები შეიტანა, რაც რელიგიური ორგანიზაციების რეგისტრაციის ახალ წესს ითვალისწინებდა. სახლედობრ, აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილბებით რელიგიურ ჯგუფებს, რომლებიც ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებში აღიარებული არიან რელიგიურ ორგანიზაციებად ან მჭიდრო ისტორიული კავშირი აქვთ საქართველოსთან, საჯარო სამართლის იურიდიულ პირად რეგისტრაციის უფლება მიეცათ.
ზემოთ ხსენებულ ცვილელებას თუ რა მოჰყვა ჩვენი ტოლერანტი საზოგადოებისგან ყველას კარგად გვახსოვს: ყველაზე მაშტაბური მსვლელობა, საზოგადოების და მართლმადიდებლური ეკლესიის გაუგებარი პროტესტი და ქუჩაში ათი ათასობით დაჩოქილი თანამოქალაქე.
საბოლოოდ.. საბედნიეროდ, ხელისუფლებამ და ეკლესიამ კულუარებში მოილაპარაკა.. დაჩოქილი ადამიანები, კვლავ წელში გაიშალნენ და სახლებში დაბრუნდნენ.
სწორედ ერთ–ერთი ასეთი საპროტესტო–სამლოცველო აქციისას ჟურალისტმა ჰკითხა ადამიანებს თუ რას აპროტესტებდნენ, პასუხი კი შემდეგი იყო….“ეკლესიას გვართმევენ, გვინგრევენ…“ კითხვაზე თუ რას მოითხოვდნენ, პასუხი იყო: „მოვითოხვთ, ხელისუფლებამ პატრიარქს მოუსმინოს, იყოს ისე, როგორც პატრიარქი გადაწყვეტს“. –ალბათ სწორედ ამის შემდეგ გახდა ცნობილი შემდეგი გამონათქვამი „როგორც პატრიარქი გადაწყვეტს“.
ჟურნალისტს შევეხე, საინტერესოა თუ რა მდოგომარეობაა ამ მხრივ მედიაში.
საინტერესოა, თუ რა ნორმებსა და სტანდარტებს არღვევს ბეჭდური მედია რელიგიური უმცირესობების თემატიკის გაშუქებისას. ამ მხრივ ეტალონია „ასავალ–დასავალი“, რომლის სიძულვილის ენა ჭეშმარიტად ღვთაებრივად ჩაესმის ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობას, მათ შორის ახლად არჩეულ პრემიერ–მინისტრს, რომელმაც „ასავალ–დასავალს“, თავისი ფავორიტი გაზეთი უწოდა. ბიძინა ივანიშვილს ამ მხრივ მოსახლეობის უმრავლეოსაბაც ეთანხმება და მკითხველის რაოდენობით ოფიცილაური ციფრებით, ის დღეს მეორეა ქვეყანაში.
„ასავალ–დასავალზე“ ვწერდი და ბარემ იმასაც გავიხსენებ, სულ ცოტა ხნის წინ „ჯალათების“ სია რომ გამოაქვეყნეს, არც თუ ისე ფარული დევიზით, „მიდით დედა მოუტყანით“.
ფაქტის გასაპროტესტებლად მისულ ახალგაზრდებს სულიერი ლიდერები გადაეღობნენ და როგორც ტელეკომპანია „მაესტრომ“ გააშუქა, სიტუაციის განმუხტვა სცადეს. სიტუაციის განსამუხტად კი საჭირო იყო მიშას დაგმობა.
რა თქმა უნდა, ყველაფერი ხომ გასაგები უნდა ყოფილიყო, ჯერ უნდა გაგვერკვია ახალგაზრდებში შემთხვევით ვინმე „პატარა მიშა“ ხომ არ იყო და აი მერე სულიერი ლიდერები განიხილავდნენ, ჰქონდათ თუ არა მათ პროტესტის უფლება.
მედიაზე და ხელისფულებაზე თუ ვთქვი ორი სიტყვა, ხელისუფლება, რომ არ დაგვეჩაგროს, მოდი მასაც შევეხები, კონკრეტულად კი ახალს, აბა ძველს რაღა აზრი აქვს, როგორც ბატონი ბიძინა იტყოდა, „პოლიტიკურ ლეშს რაღა გააცოცხლებს–ო“.
ზემოთ ხსენებულის მშვენიერი მაგალითი კი, ნიგვზიანის კონფლიქტია, სადაც ხელისუფლებამ პილატეს საქციელის პლაგიატობა მოახდინა, თუმცა ხელების ჩაბანა მასზე უკეთეასად მოახერხა.
ჩაბანილსა და დაბანილს ქვეშ მოყოლილმა რელიგიურმა უმცირესობამ კი, როგორ დაიცვა საკუთარი უფლებები ყველას კარგად მოგვეხსენება, თუმცა შეიძლება არც, რადგან თავად ქვეყნის პრემიერ–მინისტრს, როგორც მან გუშინ ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა– კარგად ვერ მოეხსენება, არ არის ჩახედილი ამ საქმეში, თუმცა რამდენიმე დეპუტატი გააგზავნა ადგილზე. (ალბათ გასარკვევად) ჰოდა ბოლოს დაავიწყდა და ისევ თავის უმცირესობაზე გადავიდა, ისე მოვექცევით როგორც ქვეყანა იმსახურებსო. ეგენი 9 წელი სრულ უმრაველესობაში იყვნენ და ძალადობდნენო..როგორც ჩანს მთელს ქვეყანაში არის ერთი უმცირესობა და ესაა საპარლამენტო.. დანარჩენი კი არ არსებობს..აბა სად არსებობს?! დავესესხები ქაშვეთის ერთ–ერთ სულიერ ლიდერს და ვიტყვი, „ქართველი გეი არ არსებობს!“ და რა თქმა უნდა ვერც ქართველი არამართლმადიდებელი ვერ იარსებებს…ყველას გვსმენია ალბათ, ის პათეტიკური და ერეგირებული წამოძახილი: „ქართველი არ ხარ? ღმერთის არ გწამს?!“
ასე, რომ დავაფიქსირებ სუბიექტურ აზრს და დავეთანხმები ჩვენს პრო–დასავლურ პრემიერ–მინისტრს, ჩვენ უმცირესობას და ზოგადად საკუთარ თავსაც ისე ვექცევით, როგორც ვიმსახურებთ….

 

ტეგები:

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: