RSS

წითელი საფრთხის რაინდები შავ–თეთრ ცხენებზე

04 დეკ

shavi
მოკლედ, რაზე მინდა ვილაპარაკო, მინდა ჩვენს ინტილიგენციას და პროგრესულად მოაზროვნე საზოგადოებას შევახო ჩემი ბინძური ხელები, ფეხები, მაუსი და კლავიატურა.
მინდა ვისაუბრო შავ–თეთრ სამყაროზე, ოღონდ არა იმ შავ–თეთრზე, რომელზეც ზემოთ ხსენებულნიც ასე ხშირად ღაღადებენ. არ ვისაუბრებ არც სექსუალურ და რელიგიურ შეუწყნარებლობაზე, არც ღიპის წვენში ერეგირებულ ტრადიციებზე, ამაზე ზემოთ ხსენებულნიც ხშირად საუბრობენ.
მე მინდა დავწერო ნამდვილ შავ–თეთრ სამყაროზე, რომელშიც ყველა ჩვენთაგანი ცხოვრობს. ეს შავ–თეთრი სამყარო ხშირად აკრიტიკებს ბანალურად აღქმად შავ–თეთრ სამყაროს.

თეთრიდან შავამდე ძალიან ძალიან ბევრი ფერია და მოდი შავ-თეთრად ნუ ვიაზროვნებთ. გუშინ “ლიბერალში” დაიწერა სტატია, სახელად “დასავლეთის ორმაგი სტანდარტები”, რომელსაც ზემოთ ხსენებული ინტილიგენცია პროგრესულად ერეგირებული ხმლებით ეძგერა.. “რუსეთი რუსეთი..რუსეთის აგენტი, საბჭოთა კავშირის მოტრფიალენი..გაზეთი ვესტია.. კაბიანი ასავალ–დასავალი” ისმოდა და იკითხებოდა შეძახილები.

“წითელი საფრთხის” რაინდებმა დაპოსტეს ზემოთ–ხსენებული და აჰყვნენ პროგრესულად მოაზროვნე ახალგაზრდები.
მე გული სულ რამდენიმე ადამინზე დამწყდა, მათ შორის ჩემთვის დიდად პატივსაცემი ადამიანიგსგან, გოგი გვახარიასგან, დანარჩენების პროგრესული ორგაზმი ისედაც ხშირად მსმენია.
რეალურად რა ეწერა ლელა რეხვიაშვილის პოსტში?! ეწერა ეს:
“ჩვენ ისე შეგვაშინეს რუსეთის ხატით და იმდენი გვიქეს ამერიკა, რომ საქართველოში იშვიათად ისმის კრიტიკული აზრი ამერიკის საგარეო პოლიტიკის შესახებ. დიდი ძალისხმევა არ სჭირდება იმის დანახვას, რომ ეს საგარეო პოლიტიკა მსოფლიოს ყველა ნაწილში ნეგატიურად არის შეფასებული და მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში არაერთ უაზრო ომსა და დაუსრულებელ სისხლისღვრაზეა პასუხისმგებელი”.
ეწერა ესეც: “საქართველო მგონი ამერიკის ერთ-ერთი იშვიათი პროექტი იყო, რომელსაც შედარებით „წარმატებულად“ აღიქვამდნენ. ვარდების რევოლუციას დემოკრატია არ მოუტანია, მაგრამ იმდენად დიდი იყო სურვილი ასე მომხდარიყო, რომ ჩვენმა „დასავლეთმა“ თავს დააჯერა რევოლუციის წარმატებულობა და ქართული აღმშენებლობის პროპაგანდაშიც სრულფასოვნად ჩაერთო. ქართული პროექტის წარმატების განსახორციელებლად ამერიკამ მართლაც დიდი რესურსები გაიღო”.
კიდევ ესეც ეწერა: “ჩემი აზრით, ამერიკას რამდენიმე მიზეზით უნდა ვუმადლოდეთ. პირველი – დაუღალავი ფულადი და სხვა მრავალი სახის დახმარებისთვის; მეორე – თავად ვარდების რევოლუციის მხარდაჭერისთვის, და უკანასკნელი არჩევნების დროს ყოფილ ხელისუფლებაზე ზეწოლისთვის, რამაც არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვება შესაძლებელი გახადა”.
კიდევ ბევრი რამ ეწერა, მოკლედ გაბედა ლელამ და თავის ბლოგში ამერიკის საგარეო პოლიტიკას ხოტბა არ შეასხა. ჩვენმა პროგრესულად მოაზროვნე, როგორც აღმოჩნდა თავად შავ–თეთრმა საზოგადოებამ კი ეს რუსეთის აგენტობად საბჭოთა გაზეთი “ვესტიას” შეადარა.

როგორც ჩანს ჩვენს პროგრესულად მოაზროვნე საზოგადოებას, კონკრეტულად კი მოღვაწეებს, არ სმენიათ იმავე ამერიკაში, ან გინდაც “დასავლეთში” პროგრესულად მოაზროვნე ახალგაზრდების, გინდაც მოაზროვნეების, რომლებიც არა როგორც ლელა, არამედ ბევრად უფრო სასტიკად აკრიტიკებენ ამერიკას და მის საგარეო პოლიტიკას.
როგორც ჩანს ძნელია გაიგო ის, რომ თუ: ამერიკის საგარეო პოლიტიკა არ მოგწონს შენი ქვეყნის მიმართ, არ ნიშნავს, რომ რუსეთის აგენტი ხარ, ხოლო, რუსეთის პოლიტიკა, რომ არ მოგწონს საქართველოს მიმართ, არ ნიშნავს რომ ცივი ომის პერიოდში ჩარჩენილ კონგრესმენებს უჭერ მხარს, რომლებიც ნახევარი ახლო-აღმოსავლეთის გაწყვეტას არად დაგიდევენ, ოღონდ გავლენის სფერო არ დაკარგონ.
დღეს ამერიკის საგარეო პოლიტიკას ძალიან ბევრი ინტელექტუალი აკრიტიკებს დასავლეთში და საიდუმლო არ არის, რომ ამერიკას (ძირითადდ რესპუბლიკელებს) რეგიონული მოკავშირის საკითხი უფრო ადარდებს აღმოსავლეთში, ვიდრე დემოკრატია და სოციალური თანასწორობა.

და ბოლოს მე “წითელი საფრთხის” რაინდებისგან იმდენად არ დამწყდა გული, ეს რეაქცია ისედაც მოსალოდნელი იყო. მე უბრალოდ გული ამერია იმ პროგრესულად მოაზროვნე ახალგაზრების რეაქციაზე, რომლებიც რაინდების სტატუსებს პათოსით აშეარებდნენ და ლელა რეხვიაშვილის მოსაზრებას ჩამორჩენილს და შავ–თეთრს უწოდებდნენ.

დასასრულს კი, ეს ვიდეო სწორედ ჩვენი ქვეყნის პროგრესულად მოაზროვნე შავ–თეთრ სამყარიოსთან მებრძოლ ახალგაზრდობას. ჩამობრძანდით ბატონებო შავ–თეთრი ცხენებიდან : )

პატივისცემით თქვენი მიხეილ ივანიშვილი!

Advertisements
 
დატოვე კომენტარი

Posted by on დეკემბერი 4, 2012 in წერილი

 

ტეგები:

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: