RSS

მეფის მშვიდი ცურვა

23 Jan

tumblr_mbrb8r3fif1r2xt2oo1_500_largeუნივერსიტეტში დავალება მომცეს, რომელიმე ქართულ რომანზე რეცენზია დამეწერა. ჰოდა რა თუ არა მეფე–ჩარკვიანის “მშვიდი ცურვა”. მოკლედ ბევრი, რომ აღარ ვილაპარაკო გთავაზობთ იმას, რაც ჩემმა ლექტორმა და რამდეიმე ჯგუფელმა იხილა.

იმედია ქვემოთ მოყვანილი პოსტის წაკითხვის შემდეგ თქვენც გაგიჩნდებათ მეფესთან ერთად მშვიდად ცურვის სურვული. .

„ამ წიგნის დაწერაც რატომღაც აუცილებლად მიმაჩნია, რას მოუტანს ეს წიგნი საქართველოს, მკითხველს ან თვითონ მე – არ ვიცი, თუმცა დარწმუნებული ვარ, როგორც ახალგაზრდობაში, ეს ბურთი უნდა გავიტანო, ანუ ეს წელი 43-დან 44-მდე ქაღალდზე უნდა გადავიტანო“–ამბობს ირაკლი ჩარკვიანი თავის რომანში, რომანში რომელსაც ავტორი ავტორომანად ახასიათებს. “ორი რომანი ერთში“ ესაა ირაკლის სიტყვები.
ირაკლი ჩარკვიანი ზემოთ ხსენებულ რომანში ერთი მხრივ წარმოადგენს საკუთარ თავს, 43 წლის ასაკში შობილ “მეფეს” და, მეორე მხრივ, მოგვითხრობს ლეგენდარული მოძღვრისა და პოეტის, რუმის თანამედროვე რეინკარნაციასა და თანამოსახელის ქაბულელი ტერორისტის უკანასკნელ განცდებს თვითმფრინავის სალონში ჯდომისას, ასაფეთქებელ ღილაკზე თითის დაჭერის წინ.
“მშვიდი ცურვა” არის ავტორის მცდელობა გულახდილი მონოლოგისა, რომლიდანაც შეიტყობთ, თუ როგორ ცდილობდა საბჭოეთიდან თავის დაღწევას ანუ გაპარვას ნარკოტიკებს მიტანებული ქართველი ახალგაზრდობის ნაწილი, როგორ იმოქმედა 1979 წლის გახმაურებული თვითმფრინავის გატაცების საქმემ ავტორზე, ვინ იყვნენ ირაკლის უახლოესი მეგობრები და რა ბედი ეწიათ მათ, რა კავშირშია რუმი ლენინთან, რომელიც მავზოლეუმში იტაცებს მომავალ ტერორისტს და მსოფლიო პოპულაციის შემცირების აუცილებლობაზე ესაუბრება; რატომ დაირქვა ირაკლი ჩარკვიანმა “მეფე” და რატომ სურს მუსიკოსს და მომღერალს, რომ მისი ცხოვრება მშვიდ ცურვას გავდეს.
რომანში ავტორი სულის მარადისობასაც ეხება, მისთვის რეინკარნაცია ყველაზე კარგი გამოსავალია უკვდავი სულისთვის.
„კაცის ფიქრები ერთიმეორეს გაეკიდა და მან აღმოსავლელი ფაშას სამოსში გამოწყობილი ვინსენტ ვან გოგი დაინახა, რომელიც საკუთარ ნახატს ორმოცდათორმეტ მილიონ დოლარად ყიდულობდა. ადამიანმა სულ თვითონ უნდა იზრუნოს საკუთარ თავზე. მიდიხარ , მერე კი ბრუნდები, რომ შენივე ნახატი შეიძინო ასე ძვირად“.
რომანის მთავარი გმირი რუმი, ისევე როგორც სხვა პერსონაჟები ხშირად საუბრობენ გმირობაზე, მაგალითისთვის საინტერესოა მთავარი პერსონაჟის საყვარელი ძაღლის სიტყვები, რომელიც რომანის დასასრულისთვის უკვე მეოთხე თაობის კლონია და სიგარასაც თავისუფლად გეახლებათ, „ჭეშმარიტი გმირობა ხომ გმირობაზე უარის თქმაა“.
მართლაც გმირობის და გმირობაზე უარის თქმას შორის მიმდინარეობს რომანში ბრძოლა. ტერორისტი, რუმი, რომელიც თვითმრფინავში ასაფეთქებელით ხელში ზის მიიჩნევს, რომ თუ თვითმრინავს ააფეთქებს ეს გმირობა იქნება, ის ახალ ისტორიას ჩაუყრის საფუძველს, თუმცა არის მასში რაღაცა, რომელიც ებრძვის გმირობის სურვილს და სახლში მშვიდობიანად დაბრუნებისკენ მიიღწვის.
irakli-carkviani-msvidi-curva-yda-03
„მე ვარ გმირი რომელიც არასოდეს ჩაიდენს გმირობას“ ამბობს თავად ავტორიც რომანში და დაწყებულ წინადადებას ასე აგრძელებს. .“ მე ვარ მეფე, რომელიც არასოდეს მოახვევს თავის აზრს ქვეშევრდომებს და იმ ხალხს რომლებმაც ჯერ ვერ მიაღწიეს სულიერების იმ პიკს საიდანაც ყველაფერი მოჩანს. მე არ მჭირდება მოწაფეები და არც მოწაფეებს სჭირდებათ მეფე, რომ მათ სულიერი ნახტომი განახორციელონ. ყოველი მათგანი მეფეა და ადრე თუ გვიან დარწმუნდებით ჩემი სიტყვების სისწორეში“.
რომანში ასევე ხშირადაა ნახსენები ცნობილი ფილოსოფოსის და მწერლის ფრიდრიხ ნიცშეს რომანის გმირი ზარათუშთრა, რომელთანაც პარალელებია გავლებული თავად ავტორთან და მის გმირ რუმთან.
ირაკლიმ რომანი, როგორც მას თავად უწერია 2005 წლის 9 სექტემბერს დაასრულა, სწორედ ერთის წლის თავზე. მის რომანზე დღემდე ბევრი საუბრობს, თავად ავტორის მამა და ცნობილი დიპლომატი გელა ჩარკვიანი კი „მშვიდ ცურვაზე“ ასე საუბრობს : „ესაა წიგნი, რომელიც საერთოდ არ გავს წინს, მაგრამ საოცრად გავს ავტორს, ამიტომაც აქ მეორე ფაქტორმა გადაწონა. რა აუცოლებელია წიგნი გავდეს წიგნს , თუ მას აქვს შანსი დაემსგავსოს ცოცხალ ადამიანს? – მას შემდეგ რაც მისი წიგნი წავიკითხე, მივხვდი, რომ მან პირველად თავის ცხოვრებაში თავს უფლება მისცა საერთოდ არავინ არ მოეტყუებინა, ეს გამბედაობა კი მაშინ გაუჩნდა, როცა “მეფედ” ეკურთხა თავის ქვეყანას და მის მეტად ” მრავალფეროვან” საზოგადოებას.

თავად ავტორი კი რომანზე ამბობდა „ჩემი პირველი რომანი რასაც მე მშვიდ ცურვას ვეძახი, სწორედ იმიტომ იწერება, რომ აგიხილით თვალები და უკეთ დაგანახოთ ის, რასაც ისედაც ხედავთ!“.
რომანის დასასრულს კი ცნობილი მუსიკოსი და აწ უკვე პროზაიკოსი, ირაკლი ჩარკვიანი ტრილოგიის სხვა თავების გამოცემასაც გვპირდება, რომელებსაც განსხვავებული სიუჟეტი და განსხვავებული დასასრული ექნებათ, თუმცა სამწუხაროდ მას ეს არ დასცალდა. „მშვიდი ცურვის“ დასრულების შემდეგ, ის რამდენიმე თვეში 2006 წლის 25 თებერვალს საკუთარ ბინაში გარდაიცვალა.
„მშვიდი ცურვა“ ესაა შანსი იცუროთ მშვიდად ავტორთან ერთად და გაიაროთ სრული ერთი წელი 2004 წლის 9 სექტემბრიდან, როდესაც ირაკლიმ პირველი სიტყვა დაწერა, 2005 წლის 9 სექტემბრამდე, სადაც მან ბოლო წეტრტილი დასვა.

 
2 Comments

Posted by on January 23, 2013 in წერილი

 

ტეგები:

2 responses to “მეფის მშვიდი ცურვა

  1. შემოდგომისფერი

    January 23, 2013 at 5:43 pm

    ამ წიგნით ჩარკვიანმა უბრალოდ დაამტკიცა რომ გაუსწრო დროს,და მართლაც,დღეისათვის ეს ბევრად ნათელის

     
  2. katerina

    January 23, 2013 at 8:05 pm

    მიყვარს მე ეს კაცი❤ და შენც მიყვარხარ ამ ჩანაწერისთვის🙂 ძალიან კარგი იყო, მოკლე და არანაირი ზედმეტი სენტიმენტი, და ყველგან იგრძნობოდა ირაკლისეული ღრმა სისადავე.

     

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: