RSS

რამდენიმე ფილმი, რომელიც 2013 წლის ოსკარის დაჯილდოების ცერემონიამდე უნდა ნახო

30 Jan

images

თუ გიყვართ კინო, აქტიურად უყურებთ ფილმებს, გაინტერესებთ ჰოლივუდის ცხოვრება და ყოველთვის ადევნებთ თვალს ოქროს გლობუსისა, თუ ოსკარის დაჯილოდოების ცერემონიალებს, მაგრამ დროის არ ქონის გამო ხშირად ყველა ნომინანტს ვერ ეცნობით, მაშინ ამას თქვენთვის ვწერ!
მოდი დავიწყოთ:

images (1)
ისტორიული ფილმების მოტრფიალენისთის წელს დიდი არჩევანია. სამი ოსკარის მფლობელი რეჟისორის, სტივენ სპილბერგის ისტორიული დრამა ,,Lincoln”–ი გელით თქვენ. ლინკოლონი წელს 12 ნომინაციაშია დასახელებული, მათ შორის წლის ფილმზე. ფილმი 1865 წლის სამოქალაქო ომზე მოგვითხრობს, სადაც პრეზიდენტი აბრაამ ლინკოლნი იბრძვის მონების სამუდამოდ განთავისუფლებისთვის.

72843d0a56ac
ასევე ისტორიულ წყაროებზე დაფუძნებული ფილმია „არგო“– რომლის რეჟისორიც და მთავარი როლის შემსრულებელიც ბენ აფლეკი გახლავთ. თავისმხრივ „არგო“ 7 ნომინაციაზეა წარდგენილი და როგორც ლინკლონი, ისიც იბრძოლებს წლის ფილმის ტიტულის მოსაპოვებლად.
ფილმი ცენტრალური სადაზღვეო სამსახურის თანამშრომელის ისტორიაზე მოგვითხრობს, რომელიც საკუთარ სიცოცხლეს საფრთხეში აგდებს ირანში მყოფი ამერიკის საელჩოს თანამშრომლების გადასარჩენად და მათი სამშობლოში დასაბრუნებლად.

news_1_214018
ისტოიულ დროზე, მაგრამ გამოგონილი სიუჟეტით შეგიძლიათ მიირთვათ ტარანტინოს მორიგი გამომცხვარი ცხარე კერძი. ფილმში ნახავთ ლეონარდო დიკაპრიოსაც, რომელიც კვლავაც ოსკარის გარეშე დატოვეს.
„გათავისუფლებული ჯანგო“, ქართულ თარგმანში კი–უბრალოდ „ჯანგო“, ტარანტინოს რიგით მერვე მხატვრული ფილმია. ის, ყოფილი მონის, ჯანგოს ისტორიას მოგვითხრობს. ფილმში ბევრი სისხლია, რაც შეიძლება ითქვას, რომ ტარანტინოს ინგრედიენტია. მოკლედ, ფილმი მათთვის, ვისაც უყვარს ტარანტინო და მისი ცხარე ფილმები.

LES-MISERABLES
დავანებოთ ისტორიას თავი, წელს ორი უდიდესი რომანის ეკრანიზაცია შედგა. ეს არის, ვიქტორ ჰიუგოს „საბრალონი“ და ლევ ტოლსტოის „ანა კარენინა“. ორივე მათგანი რამდენიმე ნომინაციაზეა წარდგენილი, ხოლო „საბრალონი“ წლის ფილმზეც.

images (2)
არც „ZERO DARK THIRTY“ იმსახურებს ჩვენი სიის გარეთ დარჩენას. დღეს ყველას აინტერესებს თუ როგორ მოხდა ბინ ლადენის ლიკვიდაცია? ვინ მუშაობდა წლების განმავლობაში იმაზე, რომ მსოფლიოს პირველი ტერორისტის ადგილ სამყოფელი აღმოეჩინათ?! „ZERO DARK THIRTY“ ესაა ფილმი, რომელშიც გაცოცხლებულია სიუჟეტები და მოვლენები, თუ როგორ ხდებოდა ნომერ პირველი ტერორისტის ძიება და როგორ მოხდა მისი საბოლოო ლიკვიდაცია.
პირდად მე ბინ ლადენს მამა–შვილ ბუშებთან ვაკავშირებ და „დემოკრატიის“ ძირითად პროდუქტად მივიჩნევ, პროდუქტად, რომელიც არსებობს, რათა მასებს მტრის იდეა შეუქმნას და დემოკრატიის ასაშენებლად დაყრუვდეს, ან გასუქოს და მერე დაბრმაოს …. თუმცა ვინც არ მეთანხმება, შეუძლია უყუროს მთავარი ქვიშის კაცის სოროდან გამოძვრენის ისტორიას : )))

c3afa6d1b493შევეშვათ დემოკრატიას… რაც შეეხება ვიზუალ ეფექტებს, ამ მხრივ პიტერ ჯექსონის „ჰობიტი“ ნამდვილად იმსახურებს საპატიო სიაში მოხვედრას. ეს ფილმი ასევე არის შანსი იმ მილიონობით ადამიანისთვის კიდევ ერთხელ იხილონ საკუთარი საყვარელიო გმირები ბეჭდების მბრძანებლიდან.

images (3)ევროპული ფილმის მოტრფიალეებს კი ორი ოსკარის მფლობელი გერმანელი რეჟისორის მიხაელ ჰანკეს „სიყვარულის“ ყურება შეუძლიათ. ფილმს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ის სხვა მრავალ ნომინაციასთან ერთად, საუკეთესო უცხოენოვან ფილმზეცაა წარდგენილი.
გერმანელი რეჟისორის ნამუშევარს ნომინაციების სიუხვის მიუხედავად კრიტიკა არ დააკლდა. „გაწელილი სიუჟეტები, გაწელილი მოქმედებები, და ზოგადად გაწელილი ფილმი“ ბევრმა სწორედ ასე შეაფასა ჰანკეს ნამუშევარი, რაშიც პირდად მე არამარტო ვეთანხმები, არამედ მივიჩნევ, რომ „amour“ ჰანკეს როგორც რეჟისორის ჩავარდნაა.
თუმცა მიუხედავად ყველაფრისა მსოფლიო კინოს ერთ ერთი პირველი მიზანთროპის ფილმი, რომელიც სიყვარულზეა, უკვე საინტერესოა და ღირსია ჩვენს არც თუ ისე მოკრძალებულ სიაში შევიყვანოთ.

images (4)რა იქნებოდა ჩვენი სია თუ არა მასში ლეგენდარული აგენტი 007, ჯეიმს ბონდი. ფილმში ბონდი ვეტერან აგენტად გვევლინება, შეიძლება ითქვას პენსიაზე გასულად, თუმცა ქვეყანას ის კვლავ სჭირდება. ფილმი ხუთ ნომინაციაზეა წარდგენილი.

brave3132012არც ანიმაციების დავიწყება შეიძლება, ამ მხრივ წელს სერიოზული არაფერი შექმნილა, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვებოდა, თუმცა “მამაცი“ რომელიშიც მთავარი გმირი წითელ თმიანი შოტლანდიელი პრინცესაა, ყურებად ნამდვილად ღირს. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ესაა პირველი ანიმაცია სადაც პრინცესას გარშემო არ ტრიალებს არცერთი მომხიბვლელი პრინცი.

9dc7640b2ce7ბოლოსკენ კი, ჩემთვის ორი საუკეთესო ფილმი და წლის მოვლენა შემოვინახე.. ესენია წარმოშობით ტაივანელი, ამერიკელი რეჟისორის ენგ ლის სათავგადასავლო დრამა ,,Life of Pi” და ნაკლებად ცნობილი რეჟისორის ბენ ზაიტლინის „BEASTS OF THE SOUTHERN WILD“, რომელიც პატარა შავ კანიანი გოგოს ცხოვრებას მოგვითხრობს.
წლის მოვლენად ზემოთ ხსნენბულნი იმიტომ მოვიხსენიე, რომ მათში არის რაღაცა ახალი, ახალი არა მარტო როგორც ერთი კარგი ფილმი, არამედ ახალი მთლიანად კინომატოგრაფიაში.
,,Life of Pi” -ესაა იან მერტელის ცნობილ ბესტცელერზე დაფუძნებული ფილმი, რომელიც კატასტროფის შედეგად გადარჩენილ პი პატელის ჯადოსნურ თავგადასავალზე მოგვითხრობს. ის ხვდება პატარა ნავზე ვეფხვთან, ზებრასთან, აფთართან და მაიმუნთან ერთად. ირგვლივ ოკეანეა, ხმელეთი არსაით ჩანს, მაშვეელის გამოჩენის იმედიც არ უნდა გქონდეს. ახალგაზრდა პი იძულებულია გადარჩენისთვის იბრძლოს. თავად ფილმის დასასრული კი თავისებური გაგრძელება დასასრულის.

images (5)ამით დავასრულებდი, მაგრამ არ შემეძლო ენდი ვაჩოვსკის „CLOUD ATLAS“ –ზე ორი სიტყვით მაინც არ მესაუბრა. მართალია წელს ის ნომინაციების გარეშე დარჩა, მაგრამ ეს ხომ სრუელბით არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ სიაში მოხვედრას არ იმსახურებს. თან დააკვირდით როგორი სიმბოლურია, 2013 წლის ოსკარის ნომინანტები, 12 ფილმი და მეცამეტე ღრუბლის ატლასი, რომელიც ბევრისთვის გასაკვირვად ნომინაციების გარეთ დარჩა.
ღრუბლის ატლასი, ესაა ექვსი სრულიად სხვადასხვა ისტორია, სრულიად სხვადასხვა რეალობები და რაც მთავარია ხუთი რეინკარნაცია, რომელიც ხდება სხვადასხვა დროებში.

ერთი სიტყვით უკვე თებერვალში ოსკარის ყოველწლიური გრანდიოზული დაჯილდოებაა, ზემოთ მოცემული 13 ფილმის სია კი, ასე ვთქვათ ერთგვარი რუქაა დამწყები მოგზაურისთვის, რომელმაც გზის გასაკვალად ბევრად მეტი უნდა იაროს, ვიდრე ეს პატარა რუქაზეა გამოსახული.

 
3 Comments

Posted by on January 30, 2013 in წერილი

 

ტეგები:

3 responses to “რამდენიმე ფილმი, რომელიც 2013 წლის ოსკარის დაჯილდოების ცერემონიამდე უნდა ნახო

  1. Lord Vader

    January 31, 2013 at 10:23 am

    მას შემდეგ რაც აფლექმა გაასაზიზღრა “ქალაქი”, მეგონა რეჟისორობაზე ხელს აიღებდა, მაგრამ ეს არგო მართლაც არაა ცუდი… თუმცა წიგნი არ წამიკითხავს და შედარება არ შემიძლია, შეიძლება ესეც გააბანძა🙂

    ზერო კიდე ზებორინგლი ფილმია, იმჰო. ამ თემაზე ბევრად უკეთესი რამის დაწერა და გადაღება შეიძლება. იმედი მაქვს ფორსაითი დაწერს ბინ ლადენზე და იმას გადაიღებენ.

    ჰობითში სამწუხაროდ სიახლეებია ცოტა. რაც კარგია – უკვე ნანახი გვაქვს TLOTR-ში, მაგალითად არწივების მოხმობა დასახმარებლად და რამდენიმე სხვა ტრიუკი…
    და რამდენიმე გნომი სექს-სიმბოლოს გარეგნობით🙂 თუმცა, ბალინი იმდენად მაგარი ტიპია, რომ ჯანდაბას, აბალანსებს.

     
  2. Lord Vader

    January 31, 2013 at 10:26 am

    ენდი და ლანა ვაჩოსვსკების🙂
    ლარი კი იქცა ლანად, მაგრამ ფილმების გადაღება არ დავიწყნია🙂

     
  3. Mr. Nomad

    January 31, 2013 at 10:30 am

    Cloud Atlas მე ძალიან მომეწონა. ლინკოლნით დიდად ვერ ვისიამოვნე, მიუხედავად იმისა, რომ უკლებლივ ყველა მსახიობი ძალიან მაგრად თამაშობს.აქედან ყველაზე მეტად Argo და Les Miserables მომეწონა, თუმცა ჯერ Life of PI და Amour უნდა ვნახო.

     

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: