RSS

Monthly Archives: თებერვალი 2013

ფლეშმობისტი რესლინგერები

149416_418885131533315_1457887652_n

ჯერ კიდევ ქართული ოცნების ახდენამდე რამდენიმე საუკუნით ადრე ერთმა კაცმა, სახელად თეოდორემ, თქვა შედმეგი –ძალადობა ბადებს ძალადობას!

ახლა როცა ამ სტრიქონს ვწერ. . . ვოცნებობ იმაზე, რომ რომელიმე მეოცნებე ამას წაიკითხავს, ან გინდაც საერთოდ ნურაფერს წაიკითხავს, უბრალოდ ადგეს და დაჯდეს!

გუშინდელი ფლეშმობი იყო ოცნების აპოგეა, ეს იყო დამარცხებულის გამარჯვება, ეს იყო ვენდეტა ქართულად! საჯარო ბიბლიოთეკასთან მიცვენილი სულ ცოტა ხნის წინ გათავისუფლებული პატიმრები… ნუთუ არაა ეს ახდენილი ცონება?! სხვაგან სად ნახავთ პატიმრებს ციხიდან ასე მაშტაბურად უშვებდნენ და ისინიც ეგრევე ბიბლიოთეკას აშურებდნენ?!
აშკარაა .. . “Грузия самая интеллигентная страна. Недавно освобожденные заключенные штурмом брали библиотеку”.
გადასვლაც იდეალური… გუშინ წინ თუ ყველაზე აქტუალური თემა იყო, ვინ შეღება აწ უკვე მრავალი წლის გარდაცვლილი კაცი და ფლეშმობსაც ამაზე ვდგამდით, ძირითადად სახლიდან გაუსვლელად რამდენიმე წამიანი ვიდეოებით “მე შევღებე ის” მეორე დღეს გახდა საკითხავი, ვინ შევარდება ბიბილოთეკაში გზაში კი ვინ შეღებავს კვერცხით ოპოზიციას. მოგეხსენებათ ქვეყანაში კრიზისია და ვისაც კვერცხი არ ჰქონდა ფიზიკური ძალის მეშვეობით ლამობდა წითლად შეღებვას მტრისას…. სამწუხაროა აღდგომას ვერ დავამთხვიეთ, არადა კვერცხიც იქნებოდა და წითელიც.
თავისმხრივ ოცნება ახდენილ თანამოქალაქეებს არც მერი ჩამორჩა, ის ხომ მერია ქალაქის! გიგი ვითარცა სტალონე, ფლეშმობზე მყოფთათვის უფრო ცნობილი როგორც როკი, შეძახილით “შოუ გინდათ?! ახლა იქნება შოუ!” Show must go on. . .თავის სეკუნდანტებით და “ტრენერებითურთ” ავარდა რინგზე და პირველივე მოკრივეს უთავაზა. მოკრივეს თანამოაზრეები აღმოაჩნდნენ, რომლებიც თავისხმრივ ბიბლიოთეკაში შეღწევას და წიგნების კითხვის უფლებას მოითხოვდნენ, და გიგი როკი სტალონეს ეძგერნენ.
ფლეშმობმა სახელად “რესლინგი” ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა, სანახაობაში ჩართვის საშუალება ყოველ გამვლელს ეძლეოდა და რაც მთავარია ზოგს მონაწილეები თავადაც იწვევდნენ, წრეში აქცევდნენ და საზეიმოდ ხორხოცობდნენ. თავად მთავარი გმირი ვის სასახელოდაც იმართებოდა ზემოთ ხსენებული ცოცოხალი ფლეშმობი არადა არ ჩანდა… მხოლოდ შემდეგ გაირკვა, რომ ის ვერ მოვიდოდა და სანახაობაც ჩაიშალა.

როდესაც ფლეშმობის მონაწილეები სახლებში ბრუნდებოდნენ და გზადაგზა “საქართველოს” მღეროდნენ მათ შორის ერთ–ერთი დუმდა, ის იღიმოდა და ქვეყნის წარმატებით ტკბებოდა. სწორედ მის სურათს წარმოგიდგენთ პოსტის თავში.
ეს ადამიანი ფლეშმობზე მოვიდა საკუთარი სურათით სადაც ის სხვა ფლეშმობისასაა გადაღებული. შებოჭილი და წითლად შეღებილი, სურათში დამარცხებულს განსახიერებს ღიპი იგივე, ღაბაბი იგივე, ულვაშები იგივე, თვალები იგივე, მენტალობა იგივე, აი გამომეტყველება კი უკვე სხვას ამბობს. ესაა გამარჯვებული საქართველო, ესაა ახდენილი ოცნება!

 
დატოვე კომენტარი

Posted by on თებერვალი 10, 2013 დუიმი Uncategorized

 

ზანგი, რომელიც ბუზივით მრავლდება და წაგვლეკა

a6196ccc2b43ავტობუსი ნახევრად სავსეა, მძღოლი კოლეგებთან საუბრით თავს ირთობს. ხუთ წუთიანი შუალედი სიგარეტს და ცხოვრებაზე დაწუწუნებას ჰყოფნის. რამდენიმე წუთიც და ავტობუსი დინამოს სტადიონს ტოვებს. მარშრუტი არც ისე დიდია, მაგრამ საკმარისი იმისთვის, რომ სხვადასხვა სქესისის თუ ასაკის ადამიანები ამოვდინენ, ერთმანეთს შეუბღვირონ და მერე ისევ ჩავიდნენ.
ზოგადად დაბღვერვა აგერ უკვე უამრავი წელია ქართველებს ჰობად გვექცა. კითხვაზე თუ რა არის მისი ჰობი, ქართველი გპასუხობს, რომ მისი ჰობი ფრენბურთია, ან დავუშვათ ჭადრაკი, რეალურად კი, გულის სიღრმეში, ან რათ გვინდა გულის სიღრმე, თვალებითაც გიმხელს თავის რეალურ ჰობს. Read the rest of this entry »

 
8 Comments

Posted by on თებერვალი 4, 2013 დუიმი წერილი

 

დაბადების ტრამვა

s20angelus20salvidor20dalicm7

1924 წელს ფროიდის უსაყვარლესმა მოსწავლემ ოტო რანკმა გამოაქვეყნა თავისი ყველაზე ცნობილი წიგნი – „დაბადების ტრავმა და მისი მნიშვნელობა ფსიქოანალიზისათვის“, რომლის გამოც ის თავისი კოლეგების მიერ ერეტიკოსად იქნა შერაცხული, ხოლო ფსიქოანალიტიკოსებს კი კატეგორიულად აეკრძალათ რანკის იდეების არა თუ გაზიარება, არამედ მათი ციტირებაც კი. Read the rest of this entry »

 
დატოვე კომენტარი

Posted by on თებერვალი 1, 2013 დუიმი წერილი

 

ტეგები: