RSS

ზანგი, რომელიც ბუზივით მრავლდება და წაგვლეკა

04 Feb

a6196ccc2b43ავტობუსი ნახევრად სავსეა, მძღოლი კოლეგებთან საუბრით თავს ირთობს. ხუთ წუთიანი შუალედი სიგარეტს და ცხოვრებაზე დაწუწუნებას ჰყოფნის. რამდენიმე წუთიც და ავტობუსი დინამოს სტადიონს ტოვებს. მარშრუტი არც ისე დიდია, მაგრამ საკმარისი იმისთვის, რომ სხვადასხვა სქესისის თუ ასაკის ადამიანები ამოვდინენ, ერთმანეთს შეუბღვირონ და მერე ისევ ჩავიდნენ.
ზოგადად დაბღვერვა აგერ უკვე უამრავი წელია ქართველებს ჰობად გვექცა. კითხვაზე თუ რა არის მისი ჰობი, ქართველი გპასუხობს, რომ მისი ჰობი ფრენბურთია, ან დავუშვათ ჭადრაკი, რეალურად კი, გულის სიღრმეში, ან რათ გვინდა გულის სიღრმე, თვალებითაც გიმხელს თავის რეალურ ჰობს.
ერთი სიტყვით, არც ზემოთ ხსენებული ავტობუსი აღმოჩნდა გამონაკლისი, თავიდან ყველაფერი ჩვეული რეჟიმით მიდიოდა; საცობები, უამრავი სიგნალი, მგზავრებს შორის გადალაპარაკებები, გინება და ბოლოს, რა თქმა უნდა, სავსე ავტობუსი. ეს უკანასკნელი გიქმნის შთაბეჭდილებას, თითქოსდა რომელიმე მჭიდროდ დასახლებულ ქვეყანაში იყო, მაგალითად ჩინეთში.
ბევრი, რომ აღარ ვილაპარაკო, ავტობუსი მიდიოდა, მგზავრებს მგზავრები ანაცვლებდნენ და აი სადღაც პეკინზე ბევრი მგზავრი ჩავიდა, შედარებით ნაკლები ამოვიდა, ამოსულთაგან ერთ–ერთი ფერად კანიანი მამაკაცი იყო. ხელში ჩანთა ეკავა…დიდი თუ არა, საკმარისად დიდი ნამდვილად, იმისთვის, რომ ავტობუსს ერთდროულად ჩურჩული ეწყო.
–რა არის ახლა ეს?!
–რა უდევს ამ ზანგს?!
დანარჩენიც ბევრი იყო, სამწუხაროდ მასობრივ ჩურჩულში მხოლოდ ეს ორი გავშიფრე. აფროამეიკელს წინ 18 წლამდე ასაკის ახალაგაზრდა ბიჭი წამოეჭიმა, წინ დაუდგა და გამჭოლი მზერა შეაგება. ფერად კანიანს ყურსასმენები აქვს გაკეთებული და ეტყობა ნაკლებად აქცევს ავტობუსს და მის მგზავრებს ყურადღებას.
წინ 45 წლამდე ქალი გვიდგას. დემონსტრაციულად ამოიწია კაშნე და ცხვირზე აიფარა; შეწუხებული გამომეტყველება დაიდო სახეზე.
ავტობუსი ჩერდება, ახალგაზრდა ბიჭი გაჩერებაზე ჩადის, ფერადკანიანს თვალს არ აცილებს, მზერა არ იცვლება. ავტობუსი დაიძრა, ფანჯრიდან ჩანს ბიჭი ხმამაღლა იგინება და ძირს ზიზღნარევად იფურთხება.. უბრალო გამვლელისთვის, მიზეზი გაუგებარია.
გვერდით ორი მოხუცი რაღაცას მოთქვამს, „ამერიკა“ მომხვდა ხმამაღლა ყურში. ამ მოხუცებმა ამოსვილსთანავე, სულ რამდენიმე წუთის წინ დაისაკუთრეს სავარძლები. დასაკუთრება არ გასჭირვებიათ, ერთ–ერთ მათგანს ადგილი სწორედ იმ ბიჭმა დაუთმო, ავტობუსიდან რომ ჩავიდა და ქუჩაში რომ იკურთხებოდა.
შეუძლებელია ამდენი ამრეზად მოჩერებული სახე ვერ შეამჩნიო, მით უმეტეს თუ ეს ყველა შენ მოგჩერებია. რამდენიმე წუთში ფერად კანიანიც მოიღუშა, თავიდან რამდენიმე წუთი ავტობუსში გაკრულ წარწერებს მისჩერებოდა, ეტყობოდა წაკითხვა უჭირდა, მაგრამ თვალს მაინც არ აშორებდა, ბოლოს თავისი დიდი ჩანთა გახსა, იქიდან რაღაცა ჩემთვის გაურკვეველი ნივთი ამოაცურა და ახლა მას დააჩერდა.
–როდის ჩაეთრევა..ნეტა სად მიეთრევა..
გაისმა შეძახილი ავტობუსში. ავტობუსი დელისის მეტროსთან გაჩერდა, აფროამერიკელი ჩავიდა. რამდენიმე მგზავრი ჩასულს შეძახილებით აცილებს…
–როგორც იქნა!
–ფუ რა სუნი აქვთ
პასუხმა არ დააყოვნა…–სპეციფიური!
მგზავრებს აფროამერიკელი რამდენიმე წუთით გადაავიწყდათ, ყველამ თავ თავის საქმეს მიხედა, ზოგი ფანჯირდან იყურებოდა, ზოგი ერთმანეთში საუბრობდა, ზოგიც კი ჩემთვის ამოუცნობი მიზეზების გამო ერთმანეთს მიჩერებოდა.
ვაჟას ძეგლთან მიახლოვებულ ავტობუსში ფერადკანიანი კვლავ გაიხსენეს, კონკრეტულად 70 წლამდე ქალბატონმა.
–წალეკეს ქვეყანა ამ ზანგებმა..ბუზებივით მრავლდებიან
–არიან კიდევაც და იმიტომ!
დაუკრა თავი ქალბატონს გვერდით მჯდომმა 20 წლამდე ახალგაზრდა გოგომ, რომელსაც ყურსასმენები ეკეთა, თუმცა მის გვერდით მჯდომის საუბარი როგორც ჩანს ჩვეულებრივ ესმოდა.
რამდენიმე წუთი ავტობუსი კვლავ „ზანგზე“ ალაპარაკდა, ავტობუსი ახლა ქვეყნის უბედუირებაზე საუბრით და გამოსავალის ძიებით იყო დაკავებული.
თუმცა მალევე მგზავრებს ახალი პრობლემები გაუჩნდათ, კერძოდ ვაჟას ძეგლთან ახლად ამოსული ორი ახალგაზრდა, რომელიც კარებთნ იდგა და მძღოლს უკნიდან გადალაპარაკებით უხსნიდა თუ როდის უნდა გაეღო და დაეკეტა კარები, ახლა მძღოლისკენ მიიწევდა და უწმაწურ სიტყვებს სეტყვასავით უშენდა.
–ხომ გითხარი არ დაკეტო ეს დედა მოტყნული კარები, ვერ ხედავ გოგო ამოდიოდა!
გოგო ბიჭების დამშვიდებას ცდილობდა და ერთ–ერთ მათგანს უხსნიდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ კარებში ფეხი მოჰყვა არაფერი დაშავებია და ჯობდა დამშვიდებულიყვნენ.
თავისხმრივ მძღოლმაც გაიბრძოლა და დაიმუქრა, რომ თუ ბიჭები ავტობუსიდან არ „ჩაეთრევოდნენ“ ყველა ავარიაში მოყვებოდა. სიტყვა ავარიით შეშფოთებულმა რამდენიმე მგზავრმა წალეიკილი და გადასარჩენი სამშობლო მიივიწყა და ახლა ავტობუსის გადასარჩენად გაილაშქრა. კერძოდ, მოხუცებული ქალბატონი, რომელიც „ზანგების“ ბუზებივით გამრავლებაზე საუბრობდა ახლა ბიჭებს მივარდა და სთხოვდა თუ მოხუცის პატივის ცემა გააჩნდათ გაჩერებულიყვნენ.
ბიჭებმაც გამოიჩინეს პატივისცემა, აღნიშნეს რომ ქართველები არიან და პატივს სცემენ ქალს, სულ მალე გაჩერდნენ. ისინი ბოლოში გადავიდნენ და ერთმანეთში ხმადაბალი გადალაპარაკება იწყეს.
ავტობუსის ბოლო გაჩერება მაღლივთან იყო. ავტობუსი გაჩერდა, ერთგული მგზავრები რომლებიც ავტობუსს ბოლომდე გაჰყვნენ ნელ–ნელა ჩაიკრიბნენ, მათ შორის იყო ის ორი ახალგაზრდა, რომელბმაც მოხუცებულ ქალს პატივი მიაგეს და აღარ იჩხუბეს. ისინი ნელ–ნელა მძღოლს მიუახლოვდნენ და კარების უდროოდ დაკეტვა გაახსენეს, მძღოლმა ხმას აუწია და მოითხოვა, რომ ბიჭები თავიდან მოშორებოდნენ.
–ისედაც ხუთი წუთი მაქვს დასასვენებლად მერე ისევ გავდივარ, არ ვაპირებ ეს 5 წუთი ამ უაზრობაზე საუბარში დავკარგო….
ძნელი მისახვედრი არაა თუ რაში დახარჯავდა მძღოლი თავის ხუთ წუთს, ერთმანეთზე გადაჯაჭვული მძღოლი და ორი ახალგაზრდა გაჩერებაზე მყოფმა მძღოლებმა ვაი ვაგლახით დააცალკევეს… მე კი ამის შემყურეს, უეცრად ფერადკანიანი გამახსენდა, ის „ზანგი“, აი ბუზივით რომ მრავლდება და რომ წაგვლეკა….

ეს კეთილი ამბავი ეგრედ წოდებულ სამარშრუტო ტაქსების გაფიცვას დაემთხვა. ჭირი აქა ლხინი იქა, ქატო და ფქვილი ორივე აქა…

 
7 Comments

Posted by on February 4, 2013 in წერილი

 

7 responses to “ზანგი, რომელიც ბუზივით მრავლდება და წაგვლეკა

  1. თამო

    March 4, 2013 at 1:20 am

    მეც მქონია ”ბედნიერება” მსგავსი უ-მსგავსობის მომსწრე ვყოფილიყავი. სწორედ ამ თემატიკაზე დავწერე მაშინ ერთი პოსტი…. დამთრგუნა ძლიერ.
    კაროჩე, ჩვენ გვეშველება ა რ ა ფ ე რ ი !
    თავმომწონედ მაინც აღარ იაპარაკონ ტოლერანტობაზე. ჰმ, მარაზმია!

     
  2. ლაშა

    May 5, 2013 at 10:29 pm

    განათლების სისტემა თუ არ შეიცვალა სულ უფრო მეწურება იმედი რომ რასისტები გამოსწორდებიან ან გადაშენდებიან

     
  3. natali

    May 6, 2013 at 1:16 pm

    eh…araferi am qveyanas ar eshveleba,xalxia sulierad mowamluli da gonebrivad daqveitebuli

     
  4. გუბაზ მიქაძე

    July 21, 2013 at 10:47 am

    დაეტიონ თავის ქვეყანაში და ზდიონ ანტილოპებს!!!

     
  5. tqveni dedac maxinjebo!!!!!!!!!!!! fuck

    October 30, 2014 at 6:13 pm

    zangebis dedas sheveci masiurad da vinc zangs aubas mxari!

     
  6. tqveni dedac maxinjebo!!!!!!!!!!!! fuck

    October 30, 2014 at 6:17 pm

    xoda kide ylistava nabichvrebo gogo xar bichi shegidzlia eg maxinji traki zangs misce an sheni nabichvari gaakolo zangs an zangi tvalebgadmokarkluli bozi qveshqvesha maimuni daisva saxlshi,kleebo,vinc antizangia is aris tetri rasis mteri! mezizgeba zangebi shinagan qveshqvesha tvisebas ver vitan magatsas,boroti gvelebi,rasizmi ki ara dedis tyvnas gamouwerda kaci mag ukulturo dedamotynylebs,tetrebis momspobni! xo kidev osebi mdzuls masiurad!

     
    • Internalself

      November 2, 2014 at 1:21 am

      აიტ შე სომხის კუილო შენა

       

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: