RSS

ფლეშმობისტი რესლინგერები

10 თებ

149416_418885131533315_1457887652_n

ჯერ კიდევ ქართული ოცნების ახდენამდე რამდენიმე საუკუნით ადრე ერთმა კაცმა, სახელად თეოდორემ, თქვა შედმეგი –ძალადობა ბადებს ძალადობას!

ახლა როცა ამ სტრიქონს ვწერ. . . ვოცნებობ იმაზე, რომ რომელიმე მეოცნებე ამას წაიკითხავს, ან გინდაც საერთოდ ნურაფერს წაიკითხავს, უბრალოდ ადგეს და დაჯდეს!

გუშინდელი ფლეშმობი იყო ოცნების აპოგეა, ეს იყო დამარცხებულის გამარჯვება, ეს იყო ვენდეტა ქართულად! საჯარო ბიბლიოთეკასთან მიცვენილი სულ ცოტა ხნის წინ გათავისუფლებული პატიმრები… ნუთუ არაა ეს ახდენილი ცონება?! სხვაგან სად ნახავთ პატიმრებს ციხიდან ასე მაშტაბურად უშვებდნენ და ისინიც ეგრევე ბიბლიოთეკას აშურებდნენ?!
აშკარაა .. . “Грузия самая интеллигентная страна. Недавно освобожденные заключенные штурмом брали библиотеку”.
გადასვლაც იდეალური… გუშინ წინ თუ ყველაზე აქტუალური თემა იყო, ვინ შეღება აწ უკვე მრავალი წლის გარდაცვლილი კაცი და ფლეშმობსაც ამაზე ვდგამდით, ძირითადად სახლიდან გაუსვლელად რამდენიმე წამიანი ვიდეოებით “მე შევღებე ის” მეორე დღეს გახდა საკითხავი, ვინ შევარდება ბიბილოთეკაში გზაში კი ვინ შეღებავს კვერცხით ოპოზიციას. მოგეხსენებათ ქვეყანაში კრიზისია და ვისაც კვერცხი არ ჰქონდა ფიზიკური ძალის მეშვეობით ლამობდა წითლად შეღებვას მტრისას…. სამწუხაროა აღდგომას ვერ დავამთხვიეთ, არადა კვერცხიც იქნებოდა და წითელიც.
თავისმხრივ ოცნება ახდენილ თანამოქალაქეებს არც მერი ჩამორჩა, ის ხომ მერია ქალაქის! გიგი ვითარცა სტალონე, ფლეშმობზე მყოფთათვის უფრო ცნობილი როგორც როკი, შეძახილით “შოუ გინდათ?! ახლა იქნება შოუ!” Show must go on. . .თავის სეკუნდანტებით და “ტრენერებითურთ” ავარდა რინგზე და პირველივე მოკრივეს უთავაზა. მოკრივეს თანამოაზრეები აღმოაჩნდნენ, რომლებიც თავისხმრივ ბიბლიოთეკაში შეღწევას და წიგნების კითხვის უფლებას მოითხოვდნენ, და გიგი როკი სტალონეს ეძგერნენ.
ფლეშმობმა სახელად “რესლინგი” ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა, სანახაობაში ჩართვის საშუალება ყოველ გამვლელს ეძლეოდა და რაც მთავარია ზოგს მონაწილეები თავადაც იწვევდნენ, წრეში აქცევდნენ და საზეიმოდ ხორხოცობდნენ. თავად მთავარი გმირი ვის სასახელოდაც იმართებოდა ზემოთ ხსენებული ცოცოხალი ფლეშმობი არადა არ ჩანდა… მხოლოდ შემდეგ გაირკვა, რომ ის ვერ მოვიდოდა და სანახაობაც ჩაიშალა.

როდესაც ფლეშმობის მონაწილეები სახლებში ბრუნდებოდნენ და გზადაგზა “საქართველოს” მღეროდნენ მათ შორის ერთ–ერთი დუმდა, ის იღიმოდა და ქვეყნის წარმატებით ტკბებოდა. სწორედ მის სურათს წარმოგიდგენთ პოსტის თავში.
ეს ადამიანი ფლეშმობზე მოვიდა საკუთარი სურათით სადაც ის სხვა ფლეშმობისასაა გადაღებული. შებოჭილი და წითლად შეღებილი, სურათში დამარცხებულს განსახიერებს ღიპი იგივე, ღაბაბი იგივე, ულვაშები იგივე, თვალები იგივე, მენტალობა იგივე, აი გამომეტყველება კი უკვე სხვას ამბობს. ესაა გამარჯვებული საქართველო, ესაა ახდენილი ოცნება!

Advertisements
 
დატოვე კომენტარი

Posted by on თებერვალი 10, 2013 in Uncategorized

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: