RSS

Monthly Archives: მარტი 2013

პროტესტი, როგორც ასეთი

23 მარტს, ღამის 2 საათზე, ბათუმის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის რესპუბლიკურ ცენტრში ერთი წლის გოგიტა აბაშიძე შიმშილობის და უპატრონობის გამო გარდაიცვალა. გათენდა იმავე 23 მარტის დილა, აღშფოთებული საზოგადოება კლავიატურას ეცა და იწყო საქმენი საგმირონი.
ნათქვამია, მჯობზე მჯობს რა დალევსო, აქაც გამოჩნდნენ გმირები, რომლებიც დაჟინებით ისტატუსებდნენ “გოგიტა, ჩვენ შენთან ვართ”.
გმირთაგან ზოგიერთმა, აწ უკვე გარდაცვლილ ბავშვთან ყოფნა არ იკმარა და მასთან ღმერთიც გაუშვა. “ღმერთს ებარებოდეს, ის მიხედავს”. Read the rest of this entry »

 
9 Comments

Posted by on მარტი 23, 2013 დუიმი წერილი

 

უტრაკო დედა

მას აქვს ხმალი და თასი.

ის აჩენს, ზრდის, არ ეწევა, არ სვამს, ალაგებს სახლს, უვლის ოჯახს, იცავს ქვეყანას, უმასპინძლდება სტუმარს, ბანს ფეხს, აქვს მანდილი.

ყველაფერი ზემოთ ხსენებული, მისი მოვალეობაა. ის ქართველია, ის ქართლის დედაა! მან შესცოდა ოდესღაც, შეაცდინა კაცი, აჭამა ვაშლი და ახლა დასჯილია სამუდამოდ ემსახუროს თავს, საკუთარს არა, ოჯახსისას.

Read the rest of this entry »

 
7 Comments

Posted by on მარტი 3, 2013 დუიმი წერილი

 

ტეგები: