RSS

პროტესტი, როგორც ასეთი

23 მარ

23 მარტს, ღამის 2 საათზე, ბათუმის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის რესპუბლიკურ ცენტრში ერთი წლის გოგიტა აბაშიძე შიმშილობის და უპატრონობის გამო გარდაიცვალა. გათენდა იმავე 23 მარტის დილა, აღშფოთებული საზოგადოება კლავიატურას ეცა და იწყო საქმენი საგმირონი.
ნათქვამია, მჯობზე მჯობს რა დალევსო, აქაც გამოჩნდნენ გმირები, რომლებიც დაჟინებით ისტატუსებდნენ “გოგიტა, ჩვენ შენთან ვართ”.
გმირთაგან ზოგიერთმა, აწ უკვე გარდაცვლილ ბავშვთან ყოფნა არ იკმარა და მასთან ღმერთიც გაუშვა. “ღმერთს ებარებოდეს, ის მიხედავს”.
მიუხედავად ყველაფრისა, არაფერს დავწერდი, რომ არა თავად საპატრიარქოს, დალოცვილი დასავლეთის არ იყოს, შეშფოთება. პატრიარქის ფონდის ხელმძღვანელი ლაშა ჟვანია გოგიტას გარდაცვალებას გამოეხმაურა და საფულეების გახსნისკენ მოგვიწოდა. “გავხსნათ ჩვენი გულები და საფულეები იმათთვის, ვისი საფულეც არასოდეს ივსება. თუ საფულე ცარიელი გვაქვს – გული გავხსნათ და გზას გაგვინათებს”.
ბატონმა ლაშა ჟვანიამ და მისმა გახსნილმა საფულიანმა გულმა 116 737 000 ლარი გამახსენა. აი ის 116 მილიონი, ბოლო რვა წლის განმავლობაში ეკლესიას რომ გადაერიცხა. ასევე 228 732 კვადრატული მეტრი მიწა, რომელიც თავისმხრივ ამ უკანასკნელთ, ბოლო 5 წლის განმავლობაშ გადაეცათ.
ერთი სიტყვით, კიდევ ერთხელ გადახედეთ და დაფიქრდით თუ რამდენი “გოგიტას” გადარჩენა შეეძლო სახელმწიფოს. უფრო კონკრეტულად კი, “შეგვეძლო”. გადასახედებს ვიხდით ჩვენ, ბიუჯეტს ვავსებთ ჩვენ, ჰოდა გვაქვს უფლებაა ვიცოდეთ სად მიდის ჩვენივე ფული. ახლა კი გადაწყვიტეთ, ვის გინდათ დაეხმაროთ, გაზულუქებულ შავ ჯიპში გახვეულ წვეროსან უცნობ მამაკაცს, თუ “გოგიტას”. თუ მეთანხმებით, ხვალ 2 საათზე რუსთაველის მეტროსთან მობრძანდით, გავაპროტესტოთ, როგორც სახელმწიფოს უმოქმედება, ასევე ჩვენი საკუთარი. ხოლო თუ არ მეთანხმებით, შეგიძლიათ ხმა ამჯერადაც ამოიღოთ, ოღონდ მხოლოდ მაშინ, როდესაც თქვენი ღიპის წვენში დასველებული მოძღვარი შიმშილით მოკვდება.

პატივისცემით, თქვენი მიხეილ ივანიშვილი!

 
9 Comments

Posted by on მარტი 23, 2013 დუიმი წერილი

 

9 responses to “პროტესტი, როგორც ასეთი

  1. Rusudan Tsiskreli

    მარტი 24, 2013 at 12:41 AM

    100%

     
  2. sphynx2

    მარტი 24, 2013 at 3:12 AM

    ეგ ამბავი რომ გავიგე მართლა პროტესტი გულში გამიჩნდა მხოლოდ ეკლესიის და იმ საწყალი ბავშვის დედ-მამის მიმართ,ეკლესიის მიმართ ყოველთვის მქონდა,მაგათი გასიებული ჭკუის მასწავლებელი სიფათები არასდროს მომწონდა,რაც შეეხება გოგიტას მშობლებს,ისინი სამი წელია დახმარებას ითხოვენ და გოგიტას გარდა შვილები ყავთ,აი ხომ იცოდნენ რომ კიდევ ერთი ბავშვის რჩენის საშუალება არ ჰქონდათ რაღატო გააჩინეს?!!! ჩემი აზრით იდიოტები არიან.

     
  3. Giorgi Da

    მარტი 24, 2013 at 10:11 AM

    ამასობაში კი ბათუმის მიტროპოლიტის დიმიტრის (ილიაII-ის ძმისშვილის) შვილი ინგლისში “სწავლობს” კერძო სკოლაში ჩვენი ფულებით, ინტერვიუებს იძლევა და ქართულ ტრადიციებს იქიდან გვასწავლის. http://www.batumelebi.ge/GE/batumelebi/adjara/17521/

     
  4. polemos0108

    მარტი 24, 2013 at 11:55 AM

    ყველა ცხოველი თანასწორია, მაგრამ ზოგი უფრო თანასწორია….

     
  5. zorbegi

    მარტი 24, 2013 at 5:52 PM

    ის ბავშვი მოკვდა იმიტომ რომ მშობლებს რჩენის ტ**კი არ ჰქონდათ და მაინც გააჩინეს. პახოდუ რო ატყობდნენ რო ვერ არჩენდნენ, არც ბავშვთა სხლში მიაბარეს. არანაირად არაა ეს სახელმწიფოს ბრალი. პრეზერვატივის ფულიც თუ არ გაქვს, ს*რი დროზე მაინც უნდა გამოიღო-ხოლმე და საბოლაო ჯამში ეგეთი ამბავი არ დაგემართება.

    ჩემი აზრით, პირველ რიგში მშობლების პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს და არა სახელმწიფოსი.

     
    • Georgian Dreamer

      მარტი 25, 2013 at 1:02 AM

      სხვადასხვა მთავრობებმა აქცია ამ ბავშვის მშობლები უტ***ოდ ( რაც ჩვენი ფსევდოჰუმანისტი და ზოგადად ფსევდოსაზოგადოების დამსახურებაა ) , საკუთარ ქვეყანაში მონად და მათხოვრად აქციეს , მარტო ეს ოჯახი არ არის , ბევრი ოჯახია იგივე მდგომარეობაში , როცა სამსახური ფუფუნებად ითვლება და ერთეულების პრივილეგიაა ( დედაქალაქში ან უცხოეთში გადახვეწილი ადამიანების ) რეგიონებში ისედაც უფრო მწვავედ დგას უმუშევრობის პრობლემა , გაზულუქებულ პოლიტიკოს-ბიზნესმენ-სასულიერო პირები – ეს “წმინდა” სამება და მათი მეგობარ-ნათესავები თავისთავად მდიდართა ფენას მიეკუთვნებიან და არ ითვლებიან , მოსახლეობის უმეტესობა მათხოვარია . სამსახური არ გაქვს , სოციალურად დაუცველების დახმარება სასაცილოა (ამ ოჯახს ეგეც არ ქონდა !) და ამის მერე კიდევ შენ ხარ დამნაშავე თუ შიმშილით შვილი გიკვდება ? ჩვენც მოდი მივდგეთ და მშობლები ვლანძღოთ – ეგ უტრაკო ნაბიჭვრები რას იბადებოდნენ ამ საქართველოში და რას აჩენდნენ შვილებს ! – მაგარი ხალხი ვართ ვერაფერს იტყვი , მოდი და ამის მერე იამაყე ქართველობით , ნაწილობრივ ეგეც მართალია რომ მშობლების ბრალიც არის მაგრამ ეგ არანაირად არ გამორიცხავს მთავრობის ( ძველის და ახლის ) პასუხისმგებლობას

       
      • zorbegi

        მარტი 25, 2013 at 1:25 AM

        როდესაც შვილის მოვლის საშუალება არა გაქვს და მაინც აჩენ, მაშინ კი _ შენი ბრალია.

        ეგენი რატომ არიან ეგეთ ფინანსურ მდგომარეობაში, ეგ კიდევ ცალკე თემაა

        სხვათაშორის, მაგ ბავშვის მამასთან ინტერვიუ წავიკითხე და კიდევ უფრო დავრწმუნდი იმაში რომ უპასუხისმგებლო ადამიანია და უნდა დაისაჯოს

         
  6. christali

    მარტი 25, 2013 at 1:54 AM

    ამდენი პროტესტი, მაგრამ არაფერი გაუმჯობესებული !!!

     
  7. თაკოს ბლოგი

    მარტი 25, 2013 at 1:54 PM

    100% da kidev ramdeni gogtas nairi adamiani dges saqartveloshi amas tu fiiqrooben??

     

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: