სალი, გოგოა, რომელიც ახლა გვერდით მიწევს, თავი ჩემს მკერდზე უდევს და არხეინად სძინავს. სალის ძუძუები ნელა მოძრაობს, ნიშნად იმისა რომ ის ცოცხალია, ჩემი პენისი ძლივს მოჩანს, ნიშნად იმისა, რომ მკვდარია. დღეს ჩემი რეკორდი გავაუმჯობესე, ამდენი ორგაზმი ერთ ღამეში არასდროს მქონია.
რაც შეეხება სალის, ის ჩემი მეგობარია როდესაც სექსი გვაქვს, ნაცნობი როდესაც ერთმანეთს შემთხვევით ქუჩაში ვხვდებით, ხოლო უცხო, როდესაც ერთად არ ვართ. Read the rest of this entry »
Monthly Archives: მაისი 2013
ნამდვილი ქართული ოცნება
ქრისტე მოკვდა
17 მაისს პირველად ვინანე.. ვინანე ის, რომ ღმერთი მკვდარია. ის არც ნიცშემ და არც ადამიანებმა მოკლეს, ის როგორც სამყარო, უსასრულოა და ასევე უსასრულოდაა მკვდარი. ზუსტად 17 წლის ვიყავი, როდესაც საუთარ ნათლობის ჯვარს დავხედე და გავიფიქრე, „ღმერთო, მკვდარი ხარ?“. მაშინ პასუხმა არ დააყოვნა, პასუხი იყო „კი“ და სწორედ ამ პასუხის ავტორი გახდა იმ დღიდან ჩემი ღმერთი. გამოგიტყდებით და არც პასუხს, არც ახალ და საკუთარ „ღმერთს“ ჩემთვის დისკომფორტი არ შეუქმნია, მაგრამ 17 მაისს პირველად ვინანე. ვინანე უღმერთობა, ვინანე ის რომ ის არსადაა.. ის უსასრულობაა და ადამიანის უმეცრებაც უსასრულოდ გაგრძელდება.
შევეშვები ღმერთს და ქრისტეზე ვისაუბრებ. ეს უკანასკნელი ჩემთვის 17 მაისამდე ცოცხალი იყო. ის არ ყოფილა ღმერთი, ის იყო კარგი ადამიანი. ადამიანი, რომელიც ბოროტმა ბრბომ, აწამა და მოკლა. ყოველთვის მაინტერესებდა და მსურდა იმ ბრობს ხილვა, მსურდა თვალებში ჩამეხედა.
17 მაისს მე ეს ბრბო ვიხილე. ვიხილე ბრბო, რომელმაც ქრისტე საუკუნეების წინ მოკლა და ის მას დღემდე კლავს! კლავდა ქვით, ჯოხით, შუბით, ხმლით, დანით….თუმცა მთავარი აქ ისაა, რომ ეს ბრბო ახლაც ქრისტეს კლავს. სისხლიანი ბრბო ქრისტეს ფიზიკური ლიკვიდაციით ვერ კმაყოფილდება, ის მას მენტალურად ებრძვის, საუკუნეების შემდეგ მის სახელს ამოეფარა, ატყუებს, ეძახის, სთხოვს დაბრუნდეს რათა კვლავ ბოლო მოუღოს. ამჯერად ელექტრო სკამზე დასვას. ქრისტე კი მკვდარია. ის ერთხელ მოვიდა და ერთხელვე წავიდა. ბრბო კი ელოდება, ელოდება სისხლიანი ხელებით.
ცოტა ხნით შევეშვები ბრობს, ქრისტეს და ჩემს თავზე ვილაპარაკებ. 17 ში მე გავიარე რუსთაველზე სადაც დავიბადე და გავიაზრდე, მაგრამ იქ ყველაფერი უცხო იყო. უცხო იყო ადამიანები, ლოზუნგები, სახეები, შეძახილები, გამოხედვები… იქ მე ვიყავი უცხო. იქ ჩემს მეგობარ გოგოს აგინეს წითელი შარვლისთვის, იქ წითელი შარვალი სიშიშვლე იყო. იქ მე მრევლზე და მოძღვარზე გამომკითხეს. იქ მე თმების გასწორება მომთხოვეს და ამის გამო ურჯულო მიწოდეს. იქ მე ჩემი ქრისტიანი ძმები საკუთარი პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს შუა თითით მესალმებოდნენ. იქ მე სისხლიან ჯვარზე მაკოცნინეს, რამდენიმე წუთში კი ამავე ჯვრით ადამიანს მოსაკლავად გაეკიდნენ. იქ ჟურნალისტის საბუთი შემიმოწმეს, გადაცმულობაში „ამომიცნეს“ და პირადობა მომთხოვეს. იქ მე მოძღვარმა „სატანობაში“ ამომიცნო, კამერით გამომეკიდა და ქოშინით წაიქცა.
მეორე დღეს კი, როდესაც წინა დღის ვანდალიზმი მოსახლეობას უნდა დაეგმო 300 ადამიანი მოვიდა. ეს იყო არა მარტო ერის, არამედ ჭეშმარიტად ქრისტიანობის მარცხი. ეს იყო დღე სადაც ოფიცლიალურად დამტკიცდა, არ ვიცით რა ხდება მსოფლიოში, მაგრამ საქართველოში ქრისტე მართლა მკვდარია და ის მეორედ აქ აღარასდროს მოვა!
გიორგი მაისურაძე – ჩანაწერები
“რამდენი წელია ვფიქრობ, საიდან მოდის ასეთი შიში და ზიზღიც კი თავისუფალი აზროვნების მიმართ და ვერ ამომიხსნია. როგორ არის შესაძლებელი, რომ სულ სიყალბეში ვცხოვრობდეთ, ამ სიყალბით ვიკვებებოდეთ და პროტესტის გრძნობა არ გვიჩნდებოდეს“ –გიორგი მაისურაძე.
ფილოსოფოსი გიორგი მაისურაძე უკვე ათ წელზე მეტია ბერლინში ცხოვრობს. ბერლინის ლიტერატურისა და კულტურის კვლევით ცენტრში მუშაობს და ლექციებს ჰუმბოლდტის უნივერსიტეტში კითხულობს. ბერლინს შეეჩვია და თბილისში იშვიათად ჩამოდის, მაგრამ მაინც ქართულ ნაციონალიზმს, თანამედროვე ქართულ პოლიტიკურ დისკურსს და ქართულ კულტურას იკვლევს. Read the rest of this entry »
შიშოფობია
ხშირად მიფიქრია საიდან მოდის შიში და საერთოდ რა არის ის. ადამიანის ინსტინქტი, რომელიც მას ბევრი რამისგან იცავს, თუ ასევე ინსტიქტი, რომელიც ნაკლებად იცავს, უფრო ანადგურებს.
ერთი შეხედვით გაუგებარია, რას უნდა ანადგურებდეს ის. შიში ხომ ასეთი ბუნებრივია. ის ხომ ადამი და ევას სამოთხის ხიდან მოგვყვება. თუმცა ესეც საკამათოა, შეიძლება ეს უკანასკნელი ხემდეც და თავად ადამი და ევამდეც ყოფილიყო. გველსაც ხომ ეშინოდა რაღაცის, მას ალბათ მარტო ყოფნის ეშინოდა, ის გაძევებული იყო სამოთხიდან და სურდა, თანამოაზრე თუ არა, მასსავით გაძევებული მაინც ყოფილიყო ვინმე. შეიძლება ითქვას შიშის საწყისი და საფუძველი მარტო ყოფნის და გარიყულობის შიში ყოფილა. Read the rest of this entry »