RSS

შიშოფობია

05 May

aa242e5986dc
ხშირად მიფიქრია საიდან მოდის შიში და საერთოდ რა არის ის. ადამიანის ინსტინქტი, რომელიც მას ბევრი რამისგან იცავს, თუ ასევე ინსტიქტი, რომელიც ნაკლებად იცავს, უფრო ანადგურებს.
ერთი შეხედვით გაუგებარია, რას უნდა ანადგურებდეს ის. შიში ხომ ასეთი ბუნებრივია. ის ხომ ადამი და ევას სამოთხის ხიდან მოგვყვება. თუმცა ესეც საკამათოა, შეიძლება ეს უკანასკნელი ხემდეც და თავად ადამი და ევამდეც ყოფილიყო. გველსაც ხომ ეშინოდა რაღაცის, მას ალბათ მარტო ყოფნის ეშინოდა, ის გაძევებული იყო სამოთხიდან და სურდა, თანამოაზრე თუ არა, მასსავით გაძევებული მაინც ყოფილიყო ვინმე. შეიძლება ითქვას შიშის საწყისი და საფუძველი მარტო ყოფნის და გარიყულობის შიში ყოფილა.
მას მერე გავიდა საუკუნეები, საუკუნეები კიარა და დინოზავრები გავიდა, მაგრამ ადამიანს ეშინოდა და ეშინია. ადამი და ევას შთამომავლებმა შეძლეს და შიში გააფართოვეს, მისი უამრავი სახეობა გამოიგონეს და კრეატივი დღემდე არ კვდბეა, ის იზრდება და ვითარდება. ტექნოლოგიის განვითარებას, სხვადასხვა სახეობა შეეწირა, მაგალითად როგორიცაა ალქაჯების და კუდიანების შიში, მაგრამ სხვა მოვიდა, ახალი და უფრო გამძლე.
ქართველები ამაშიც გამორჩეული ერი ვართ. როგორც ერთი ჩემი კარგი მეგობარი იტყოდა, “უკვე რამდენი წელია ვფიქრობ, საიდან მოდის ასეთი შიში და ზიზღიც კი თავისუფალი აზროვნების მიმართ და ვერ ამომიხსნია. როგორ არის შესაძლებელი, რომ სულ სიყალბეში ვცხოვრობდეთ, ამ სიყალბით ვიკვებებოდეთ და პროტესტის გრძნობა არ გვიჩნდებოდეს“.
არადა ერთი შეხედვით როგორი გამბედავი და ვაჟკაცი ერი ვართ. სულ რამდენიმე მილიონიან ერს 100 000 წამებული გვყავს, ისიც სულ რაღაც ერთ დღეში. ან გინდაც წამებულები რათ გვინდა, გადავხედოთ საქართველოს ისტორიის წიგბნებს, ყველგან ვაჟკაცობა და გმირობაა. ყველა თავდადებული და თავმოჭრილია.
–რატომ? –იმიტომ!
დიდი პოეტი იქით იყოს და მართლაც რა არის დღეს შიში, ოღონდ ვიწრო გადმოსახედიდან. ანუ რა არის ქართველის შიში. იმისთვის რომ გავიგოთ თუ რა არის ეს უკანასკნელი, საჭიროა გავიგოთ რა არის ქართველის ვაჟკაცობა. ამ ორს შორის დღეს ჩვენს დალოცვილ ქვეყანაში ნიცშესი არ იყოს, ბეწვის ხიდია გადებული. საქართველოში დღეს ისე როგორც არასდროს, შიში და ვაჟკაცობა ერთმანეთთან პირდაპირაა დაკავშირებული.
დღეს ქართველი ვაჟკაცი თავად ფობიის განსახიერებაა. ჰომოფობია, ქსენოფობია, არმენოფობია, თურქოფობია და სხვა უამრავი. სამწუხაროდ ზემოთ ხსენებულნი ბევრისთვის ვაჟკაცობად ითვლება. ქართველი ვაჟკაცისთვის გეი მიუღებელია, მისთვის მიუღებელია „ზანგი“, მიუღებელია ჩინელი, მიუღებელია ათეისტი, მუსულმანი, იაღოველი. ქართველი ვაჟკაცისთვის დღეს ყველაფერი მიუღებელია. რეალურად კი ესაა შეშინებული პატარა კაცუნას ფობიები, რომელიც ცდილობს საკუთარ ნაჭუჭში ჩაჯდეს, ეშინოდეს ყვეალაფერი ახლის და საუბრობდეს წარსულით, მისი წინაპრების ვაჟკაცობით.
დღეს ქართველს ეშინია რუსეთის, როგორც ოკუპანტის. თურქეთის როგრც ყოფილი ოკუპანტის და პერსპექტივაში ოკუპანტის. სომხეთის, როგორც არასაურველი მეზობლის. ჩინელის და ინდოელის როგორც „წამლეკავის“, ასევე უფრთხის დასავლეთს. ბევრისთვის დასავლეთი დღეს ქართველობის და მამა–პაების ტრადიციის წამართმეველია. ძალიან ბევრს მიაჩნია, რომ ევროპა, ან გინდაც ამაერიკა ქართველობის წართმევას და ქართველის გადაჯიშებას ცდილობს. აქვე არ დავივიწყოთ რასიზმი და ფერადი კანის მიმართ უკიდეგანო და ღვთაებრივი შიში.
გადავიდეთ ინდივიდუალურ შიშზე, ამ უკანსაკნელს მე გველისებურ შიშს ვუწოდებ. გველისებური შიში ჩემი აზრით ქართველმა ყველაზე კარგად მოირგო და შეიხორცა. ეს შიში ინდივიდუალურია და ინდივიდს კონკრეტული ინდივიდთან აკავშირებს. როდესაც დედამიწის შექმნამდე გველს მარტოობის შიში გააჩნდა და ხვდებოდა რომ მთელ სამყაროში ის ერთი იყო ვისაც ეშინოდა, გადაწყვიტა შეეცდინა სხვა და ეს მასთან ერთად გაეზიარებინა. ამისთვის ის ჩაწვდა ღმერთის ფობიას. მან ღმერთის განღმერთების შიში გამოიყენა. შიში იმის რომ შენ ღმერთი ხარ და შენი სიტყვა არ უნდა დაიკიდონ. ამ შიშმა თავად ღმერთი დაღუპა და მას თავისი საყვარელი ცხოველები ადამი და ევა დააკარგვინა. სწორედ მსგავსი შიშითაა შეპყრობილი ტიპიური ვაჟკაცი ქართველი. მას მიაჩნია რომ ღვთისმშობლის რჩეულია, მას გონია რომ როდესაც ღმერთი დედამიწას ანაწილებდა ის უკვე ღვინოს სვამდა და ამ უკანასკნელსვე ადღეგრძელებდა. მას მიაჩნია რომ ღვთისმშობელს რჩეული მიწა აახია. როგრც ერთ–ერთი მოძღვარი იტყოდა, „ქართველი ხარ და მეტი მოგეთხოვება, აბა ვიღაც გერმანელს თუ უყურე, მაგას ნაკლები მიეცა და ნაკლები მოეთხოვება–ო“.
ქვეყანაში სადაც 90 % ზე მეტი მართლმადიდებელია, ეშინიათ სხვა სარწმუნოების, ეშინიათ მეჩეთის აშენების, და ჰოი საოცრებავ ის თუ აშენდა მიაჩნიათ, რომ საკუთარ რელიგიას დაკარგავენ. ეშინიათ ჰომოსექსუალის, მიაჩნით რომ ეს გადამდებია, და ჰოი საოცრება, შემთხვევით ჰომოსექსუალი მათმა შვილმა თუ დაინახა, ეგრევე ორიოსნტაციას შეიცვლის. ამ ქვეყანაში ღმერთისაც ეშინიათ, ოღონდ ეშინიათ როგორც დიქტოტორის, რეალურად ამ შიშში არსადაა მოწიწებაა. ამ კონკრეტულ შიშს არაფერი აქვს საერთო ყველაზე კეთილ და სამყაროს შემქნელ არსების მიმართ სიმპატიასთან. კონკრეტული შიში სვარაუდოდ პოსტსაბჭორი სამყაროს ნაყოფია, რომელიც უფრო ბელადომანიის და მის წინაშე ტრფობის და კანკალის აპოგეაა. ისევე, როგორც გასული საუკუნის 20-30-იან წლებში დასავლური საგანმანათლებლო და რევოლუციური იდეების შემოტევისგან დაუძლურებული რუსული მართლმადიდებლობა სტალინურმა ბოლშევიზმმა საკუთარი თავის ჩანაცვლებით სრული დაკნინებისგან გადაარჩინა, აქამდე არნახული მესიანური სული შთაბერა და ახალი ბევრად უფრო გავლენიანი შიში დანერგა, ასე დაშლილი საბჭოთა კავშირის ნანგრევებზე ჩანაცვლებული ახალი სინთეზი, ქართული მართლმადიდებლობის სახით, სტალინიზმის – საბჭოთა ხანის ქართული ეროვნული იდენტობისა და სიამაყის ფაქტორის – რეანიმატორიუმი აღმოჩნდა, რომელიც არანაკლებ შიშს და დესპოტიზმს ქადაგებს. ესაა შიში ყველას და ყველაფრის მიმართ, საწყისი კი ღმერთია, დესპოტი და დიქტატორი.
დასასრულს კი, ბევრს აღარ ვილაპარაკებ, არც ამ თემაზე ვაპირებდი რამის დაწერას, მიმაჩნდა რომ ეს თემა ისევე როგორც სამყარო, უკიდეგანო და უსასრულოა. ვერცერთ პუბლიცისტიკაში, წერილში თუ პოსტში ვერ გასწვდები ქართველის შიშს და ფობიას, ის უბრალოდ უსასრულოა. ნებისმიერი მცდელობა კი, როგორც კურდღლის ერექცია დათვის მიმართ, განწირულია სრული განადგურებისთვის. უბრალოდ ბოლო რამდენიმე დღეში განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ შემაშინა და გადავწყვიტე რამე დამეწერა. დიახ, მე მეშინია ვცხოვრობდე ქვეყანაში სადაც 21–ე საუკუნეში მხეცის ბეჭდის ეშინიათ, დიახ მე მეშინია ვცხოვრობდე ქვეყანაში, სადაც ჟურნალისტად მიწევს მუშაობა, სადაც ID ბარათების საწინააღმდეგო აქციის გასაშუქებლად მიშვებენ, რესპოდენტი მეუბნება რომ ID ბარათი სატანისაა, სამი ექვსიანი მხეცის მობილურის ნომერია, ამ დროს კი თავად ჯიბეში მიდევს ახლად აღაებული პირადობის მოწომობა. ესეც გადავიტანე, მაგრამ სულ რაღაც სამი დღის წინ 1 მაისს, როდესაც სტუდენტებმა აქცია გამართეს, (მე აქაც როგორც ჟუირნალისტი ისე გახდლით) მე ქართველის კიდევ ერთი მთავარი და ფუნდამეტური შიში ვნახე, შიში სიახლის და ამოუცნობის. მივყვებოდი აქციის მონაწილეებს, ვიღებდი სურათებს, ქუჩაში კი დაფეთებულ ადამიანებს ვხედავდი, რომლებსაც წარმოდეგნა არ ჰქონდათ რა ხდებოდა, ისინი ვერ ცნობდნენ აქციას. ეს იყო საქართველოს ისტორიაში პირველი აქცია, სადაც არ იყო „ჯოს“ არ იყო „საქართველო“, არ იყო შავ_თეთრი ტანსაცმელი და რაც მთავარია, არ იყვნენ მოხუცები რომლეებიც ქვეყნის მომავლისთვის აქციაზე გამოდიან, მეორე დღეს კი მოხუცებულობით იხოცებიან…. თუმცა რათ გინდა, აქაც შეგვეშინდა, აქცია დავშალეთ!
ის რომ პატარა ერების ჩვევაა ფობიები ესეც გასაგებია. პატარა ერს ყოველთვის გადარჩენისთვის უწევს ბრძოლა, მაგრამ დღეს ჩვენ გადარჩენისთვის არარ ვიბრძვით, ჩვენ თავს წარსულით ვკვებავთ, ისიც სუბიექტური წარსულით. რეალურად ჩვენი ისტორია, ანუ ის ნაჭუჭი რომელშიც ასე ღრმად ვძვრებით და იქიდან მთელს მსოფლიოს გავყვირით, არა საამაყო, არამედ სამარცხვინოა, ჩვენ ვართ და ვიყავით გადაკუზული ქალის როლში, რომლის სხეულშიც სრულიად უცხო და მისთვის არასასურველი მამაკაცის ფალოსია. ჩვენში ძალიან ბევრი ნაცია და ერი იყო, მაგრამ იქნებ მოვიდა დრო არაფრის მომცემი შიშზე და სისუსტეეზე დაფუძნებული სიმამაცის გადაწევის. იქნებ დროა ნაჭუჭიდან გამოსვლის, იქნებ დროა მარიამის რჩეული მიწიდან თუ ბაღიდან გამოხედვის? იქნებ დროა ვაშლის ხე სხვასაც ვუზიაროთ, იქნებ მათაც რამე გვიზიარონ, თორე ღმერთი ერთია მეგობრებო, მას მარტოობა სურს, მას თავის გზაზე და თავის ბაღში გაუმარჯოს… მაგრამ ჩვენ? ჩვენ ღმერთები ვართ?!

 
4 Comments

Posted by on May 5, 2013 in წერილი

 

4 responses to “შიშოფობია

  1. dato

    May 5, 2013 at 8:50 pm

    კარგია დავით, მომეწონა.

     
  2. ლევანი

    May 5, 2013 at 11:47 pm

    ძალიან მომეწონა, ოღონდ შენიშვნა მაქვს, 74 % და არა 90%😉

     
  3. დათო

    May 6, 2013 at 10:20 am

    “რეალურად ჩვენი ისტორია, ანუ ის ნაჭუჭი რომელშიც ასე ღრმად ვძვრებით და იქიდან მთელს მსოფლიოს გავყვირით, არა საამაყო, არამედ სამარცხვინოა, ჩვენ ვართ და ვიყავით გადაკუზული ქალის როლში, რომლის სხეულშიც სრულიად უცხო და მისთვის არასასურველი მამაკაცის ფალოსია.”
    ამის დამწერმა ისე კარგად იცის ისტორია, რომ თავს დასკვნების გამოტანის უფლებას აძლევს? იმიტომ ვართ იმ ნაგავში, სადაც ვართ, რომ ყველა ვისაც როგორ აუდგება ისე ეხება იმ საგნებს, რომლის სპეციალისტიც არ არის. სპეციალისტზეც არ არის, ისტორიის გინება ახალი მოდაა? კრიტიკულ აზროვნებას ეძახით ამას? ნებისმიერი ერი აფასებს თავის ისტორიას და არავინ აგინებს მას, პირიქით. გული მერევა უკვე ამ ვაილიბერალებზე.

     
    • Internalself

      May 6, 2013 at 2:01 pm

      ჩემი ამდგარი შენ არ გინახავს… ჰოდა, ლიბერალი არა ყლე კიდე!

       

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: